media-4

ამაზონზე დაწყებული ბიზნესი და ადამიანები, რომლებიც მილიონერები გახდნენ

  • 06 ივლ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
ამაზონზე დაწყებული ბიზნესი და ადამიანები, რომლებიც მილიონერები გახდნენ

მილიონერობა გეგმა არასდროს ყოფილა. მიშელ ვენტონმა ლონდონი და მისი კორპორატიული ცხოვრება დატოვა და გადაწყვიტა, კაბები გაეყიდა ონლაინ სივრცეში.

„მე ყოველთვის მქონდა იდეა, შემექმნა სხვადასხვა ტიპის კაბები კონკრეტული ქალბატონებისთვის“.

დასაწყისისთვის მთავარი სამკერვალოს ან ქარხანის მოძებნა იყო, რის შემდეგაც მან შეძლო, შეეკერა კაბები და განეთავსებინა ისინი გასაყიდად ამაზონზე, სადაც მის ტანსაცმელს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამან კი მიახვედრა მიშელი, რომ შესაძლებლობები საკმაოდ დიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმელი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პროდუქტია გასაყიდად - დაწყებული ზომების უზუსტობით, დამთავრებული პროდუქციის დაბრუნების რისკით.

მორიგი იდეა, რომელიც ასევე ამაზონზე განახორციელა, მიშელს ერთი უბრალო ცხოვრებისეული ფაქტის შემდეგ გაუჩნდა, მაშინ, როცა მისი შვილები დაბადების დღეზე მიდიოდნენ და აღმოაჩინა, რომ საჩუქარი ჯერ ისევ არ ჰქონდა მომზადებული. ამ ფაქტის ინსპირაციით მან მშობლებისთვის „სასწრაფო საჩუქრების გაყიდვა დაიწყო.

ოთხი წელიწადიც არ დასჭირდა მას იმისათვის, რომ ევროპისა და ამერიკის მასშტაბით 10 მილიონი ფუნტის ღირებულების წარმოება ჰქონოდა ყოველწლიურად. თუმცა, დროთა განმავლობაში ბიზნესი კიდევ უფრო იზრდებოდა და საკმაოდ რთული იყო წინასწარ, ერთი წლისთვის საჭირო მარაგების მომზადება და ამისთვის მილიონობით ფუნტის მოძიება. მას სჭირდებოდა ვინმე, ვისაც გაცილებით დიდი კაპიტალი გააჩნდა.

ამიტომაც, 2019 წელს შეთავაზების მიღების შემდეგ, მან საკუთარი ბიზნესი რამდენიმე მილიონად გაყიდა.

ამაზონისგან ასეთ ბიზნესებს საკმაო მხარდაჭერა გააჩნიათ. პლატფორმაზე გამყიდველებს შუძლიათ, გამოიყენონ საწყობები, განათავსონ ისინი ამაზონზე და შემდეგ კომპანია მოემსახურება მათ ლოჯისტიკითა თუ მარაგის შევსებით.

„ამაზონი საშუალებას აძლევს კონტრაგენტებს, გამოიყენონ მისი სადისტრიბუციო ქსელები“

ამაზონის უსაზღვრო მასშტაბის დამსახურებით, თუკი გამყიდველი სწორ პროდუქტსა და სწორ მარკეტინგს გამოიყენებს, დამწყებსაც კი ძალიან ბევრი გაყიდვის გენერირება შეუძლია. პანდემიით გამოწვეული ვითარების ფონზე კი ამაზონზე მოთხოვნა ასეთი ბიზნესებისთვის კიდევ უფრო გაიზარდა.

მიშელ ვენტონის შემთხვევა გასაკვირი და მოულოდნელი იყო, რადგან ორი წლის წინ, როდესაც მან ბიზნესი გაყიდა, ძალიან იშვიათობა იყო, ვინმეს ეს მხოლოდ ამაზონზე დაფუძნებული ბიზნესის სახით განეხორციელებინა. ბიზნესის მყიდველი არ იჩენს ვინაობის გამხელის სურვილს , რადგან არსებობს კონკურენციის ზრდის საფრთხეც. თუმცა, მიუხედავად ამისა, გასული წლიდან უკვე არაერთმა კომპანიამ დაიწყო კერძო მეწარმეებისთვის ამაზონის ბიზნესის გამოსყიდვის შეთავაზებების გაკეთება.

ერთ-ერთი უმსხვილესი ამ საქმიანობაში ამერიკული კომპანია Thrasio-ა, რომლის სახელიც "ამაზონის მებრძოლს" უკავშირდება ბერძნული მითოლოგიიდან. ისინი ყოველკვირეულად სამამდე ბიზნესს ყიდულობენ.

ამაზონზე ბიზნესის გაყიდვა ძალიან რთული იყო აქამდე ერთი მარტივი მიზეზის გამოც - მყიდველის არარსებობა. უკვე 2020 წლისთვის, გაჩნდა 64-ზე მეტი კომპანია, რომელსაც ამაზონზე დაფუძნებული ბიზნესის შესყიდვა სურდა. კვლევების თანახმად, 2020 წლისთვის ამ კომპანიებმა ერთობლივად 6 მილიარდი დოლარის შესყიდვა განახორციელეს.

ასეთი მყიდველები ისეთ ადამიანებს ეძებენ, ვინც ამაზონის ქაოტურ კონკურენციაში მოახერხა მისი პროდუქტის გამორჩევა, მოიპოვა მომხმარებლების ნდომა, ბევრი პოზიტიური შეფასება და საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაც შეძლო.

„Thrasio ახლა ბრენდებისა და პროდუქციის ფართო ასორტიმენტს ფლობს.“

ამაზონის გამყიდველები საკმაოდ მიმზიდველ ინვესტიციას წარმოადგენენ კომპანიისთვის, რადგან მათ ხშირად უფრო მაღალი მოგების მარჟა აქვთ, ვიდრე მათ ოფლაინ კონკურენტებს და ამასთან ერთად, მათზე იაფადაც ყიდიან პროდუქციას.

შემსყიდველი კომპანიები იმედოვნებენ, რომ პროფესიონალური უნარჩვევებისა და რესურსების მატებით გაცილებით ეფექტურად შეძლებენ ასეთი ბიზნესების ზრდას და მომგებიანად ქცევას. ასეთი ფირმები უკვე ამერიკის მასშტაბითაც გამოჩნდნენ, საიდანაც ერთ-ერთი არის Heroes - ტყუპების მიერ შექმნილი კომპანია.

მათ ერთ-ერთ შესყიდვას წარმოადგენს ბაღის ხელსაწყოების ბრენდი Davaon, რომელიც დევიდ სტივენსის მიერ იქნა დაფუძნებული. 

"დევიდი და ტრეის სტივენსები ახალი კომპანიის შექმნას აპირებენ."

ამაზონზე პროდუქციის გაყიდვა დევიდმა მეუღლის რჩევით დაიწყო. $5,000 დოლარიანი კურსის გავლის შემდეგ, ის მიხვდა, რომ სწორი ნიშა იპოვა - ბაღის მოსავლელი ხელსაწყოები.

ჩინურ საიტზე საათობით „ქექვის“ შემდეგ, მან იპოვა მომწოდებელი, შექმნა ბრენდი - Davaon და აღმოჩნდა, რომ ბაღში $10,000 დოლარის ღირებულების პროდუქციას ფლობდა.

მათ პროდუქციას დამატებით განსხვავებული ტიპის პროდუქტებიც დაემატა და ძალიან მალე, უკვე 2020 წლისთვის ის და მისი მეუღლე წელიწადში 2 მილიონი ფუნტის ღირებულების პროდუქტს ყიდდნენ. მათ პროდუქცია ტაივანიდან ჩამოჰქონდათ და აღსანიშნავია, რომ მომწოდებელს ისინი ჯერაც არ შეხვედრიან პირისპირ.

"სტივენსის ოჯახი ბაღის ხელსაწყოების ფართო ასორტიმენტს ყიდის."

თუმცა, მათი მიზანი უფრო მარტივი და თავისუფალი ცხოვრებისთვის, ჯერ კიდევ შორს იყო. მიუხედავად დიდი შემოსავლისა, მათ არ ჰქონიათ უქმე დღეები და მათი ყოველდღიური სამუშაო დღე საკმაოდ გადატვირთული იყო:  „თუ მომხმარებელი მეილს გიგზავნის უქმე დღეებში, გიწევს უპასუხო. გვიწევდა მარაგების მიღება, ყუთების შეფუთვა და მათი ამაზონისთვის გაგზავნა. შესვენება არასდროს გვქონია.“

გასულ წელს მათ ბიზნესის შესყიდვების შეთავაზებების მიღება დაიწყეს. მართალია, თავდაპირველად მათ ამის არ სჯეროდათ, მაგრამ საბოლოოდ კომპანია მაინც Heroes-ს დამფუძნებელს მიჰყიდეს და მას პირადადაც ესტუმრნენ საკუთარ სახლში.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასრულებისთვის და დასასვენებლად ოჯახმა საკმაო შემოსავლები დააგროვა, ისეთი ბრენდების შექმნას, რომლის შესყიდვისგანაც მეწარმე თავს ვერ იკავებს, საკმაოდ დიდი ცდუნება გააჩნია.

სწორედ ამიტომ, დევიდი ახალ წამოწყებას გეგმავს, ხოლო რაც შეეხება მის მეუღლეს, მან უკვე დაიწყო ახალი ამაზონის ბიზნესი, სადაც ის სახლისთვის საჭირო ნივთებს ყიდის.

განსაკუთრებით მიმზიდველია ის ფაქტი, რომ რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია ბაზრიდან გასვლა და ინვესტირებულზე გაცილებით მეტი ფულის მოზიდვაც. ბევრი მეწარმე უკვე ამ მიზნით იწყებს ამაზონის ბიზნესს.

მართალია, სტიმული და პოტენციალი ძალიან დიდი შეიძლება იყოს, თუმცა ამის გაკეთება ადვილი ნამდვილად არ არის.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რჩევები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ონლაინ მაღაზიებისთვის

ციფრული მარკეტინგი სტარტაპერებისთვის

როგორ დავიწყოთ ბიზნესი ფულის გარეშე ან ძალიან მცირე კაპიტალით? – 5 პოპულარული მიმართულება