როგორ ეხმარება MaxinAI ქართულ კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში

მცირედი ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ
ხელოვნური ინტელექტი (AI) კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და განვითარებადი მიმართულებაა. დასაწყისისთვის, ყველაფერი რაც უცხოა, მცირედ სკეტიციზიმსა და ეჭვებს იწვევს და გამონაკლისი არც ხელოვნური ინტექლექტი ყოფილა. თუმცა, დროთა განმავლობაში მან თავისი საჭიროება და თანმდევი სიკეთეები მთელს კაცობრიობას დაანახა.
დღეს ხელოვნური ინტელექტი ყველგან გვხვდება და უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოს განვითარებასთან ერთად, მისი მეთოდოლოგია და შესაძლებლობებიც იხვეწება. თუმცა, არსებობს თუ არა რაიმე ზღვარი მისი განვითარებისთვის, ეს ჯერ არავინ იცის.
ხელოვნური ინტელექტი საქართველოში
საქართველოს ბაზარზე არაერთი კომპანია გამოჩნდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დანერგვას და მისი საშუალებით ბიზნესის ეფექტურობის გაზრდას და პროცესების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. ასევე გამოჩნდნენ ის კომპანიებიც, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის დანერგვა საკუთარ ბიზნესებშიც სურთ. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაშიც უკვე არაერთ პარტრიონობას ვხედავთ ამ მიმართულებით. საქართველოში დაფუძნებული, თუმცა საქართველოს ბაზარზე ახლახანს შემოსული კომპანია - MaxinAI და მისი თანამშრომლობა ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან Phubber, Liberty Bank ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენენ. MaxinAI- 2017 წლიდან უზრუნველჰყოფს ბაზარზე მაღალ ტექნოლოგიური და ინოვაციური მიდგომების დანერგვას ხელოვნური ინტელექტისა და "Big Data" მიმართულებით, რაც სხვადასხვა კომპანიებს კომპლექსური საოპერაციო საკითხების მარტივად გადაჭრაში ეხმარებათ. მათი მიზანი სწორედ მსოფლიო დონის სერვისის მიწოდებაა, რასაც ისინი საუკეთესო დეველოპერებისა და ტექნიკური პერსონალის დახმარებით აღწევენ.
MaxinAI-სთან ერთად, ლიბერთი ბანკი შეძლებს საკუთარი ვიდეო ანალიტიკისა და „ღრმა სწავლების“ საშუალებით დაადგინოს პიკის საათები საკუთარ ფილიალებში, განსაზღვროს და გაანალიზოს მომხმარებელთა გამოცდილება და მომსახურების დრო, გაზომოს მომხმარებელთა კმაყოფილება და საერთო ჯამში, აამაღლოს როგორც მომსახურების ხარისხი, ასევე თითოეული დასაქმებულის სამუშაოს შესრულებაც. საჭირო მონაცემებსა და მათ სათანადო ანალიზს უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია ნებისმიერი კომპანიისთვის და ეს თანამშრომლობა ამის დასტური იქნება.
დაწყებული მობილურიდან, კომპიუტერიდან, სურათებიდან თუ ვიდეოებიდან, დამთავრებული რობოტებითა და ტექნიკით, ხელოვნური ინტელექტი უკვე ყველგან ფიგურირებს და მისი გამართულად მუშაობა ზღვა მონაცემების შეგროვებასა და შენახვაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ამას უზარმაზარი ძალისხმევა და რესურსები სჭირდება. საბედნიეროდ, საქართველოშიც გამოინახა საჭირო სულისკვეთება და დაინტერესება ამ სფეროს განსავითარებლად. 2019 წელს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია დაარსდა, რომელიც დღემდე აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და ხელს უწყობს მის განვითარებას.
პროცესების მაქსიმალური გაციფრულება, მასშტაბების ზრდა, ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესება - ეს ის მიმართულებებია, რომელსაც MaxinAI-სა და Phubber-ის თანამშრომლობა ემსახურება. მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ხარჯზე, კომპანია შეძლებს პროდუქტების კატეგორიზაციის ხელშეწყობას, ასევე პლატფორმაზე პროდუქტის დამატებისას მომხმარებელს აღარ მოუწევს მისი მახასიათებლების ხელით შეყვანა - ამას მანქანური სწავლების საშუალებით, თავად პროგრამა განახორციელებს. დღესდღეობით, პერსონალიზაცია და თითოეულ მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბიზნესის წარმატებაში, ამიტომაც MaxinAI-სთან ერთად, კომპანია მაქსიმალურად ზუსტი რეკომენდაციების შეთავაზებას შეძლებს მომხმარებლისთვის. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არ იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხელოვნური ინტელექტის განმავითარებელი კომპანია MaxinAI, პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული გიგანტის - Salesforce-ის პარტნიორიც გახდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით CRM (მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა) პლატფორმების განვითარებით არის ცნობილი. რასაკვირველია, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში MaxinAI-ის მიერ ამ მიმართულების განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.
მარკეტინგული და ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ელექტრონული კომერციის განვითარება, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება და ხარისხის ამაღლება - ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომლებთანაც ხელოვნური ინტელექტის ეფექტურ ინტეგრაციას არნახული შედეგების მოტანა შეუძლია. თუკი ბიზნეს ინდუსტრიაში მოღვაწეობთ, მაშინ დროა, ფეხი აუწყოთ მიმდინარე ტენდენციების და დაიწყოთ ფიქრი ხელოვნური ინტელექტის როლზე თქვენს ბიზნესში.