რა როლი აკისრია ციფრულ მარკეტინგს კომპანიაში?

მაშინ, როდესაც ტრადიციული მარკეტინგი შესაძლოა ბეჭდური რეკლამების, სატელეფონო კომუნიკაციის ან ფიზიკური მარკეტინგის სახით შეგვხვდეს, ციფრულ მარკეტინგს მხოლოდ ონლაინ ან ელექტრონულად თუ წააწყდებით. რაც ბრენდებს უამრავ შესაძლებლობას აძლევს, მართონ ელექტრონულ ფოსტაზე, ვიდეო მასალებზე, სოციალურ მედიაზე ან სხვადასხვა ვებ-გვერდებზე დაფუძნებული მარკეტინგი.
ამ ეტაპზე, ციფრული მარკეტინგი სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია თქვენი ბიზნესისა და ბრენდის ცნობადობისათვის. როგორც ჩანს, ყველა ბრენდს აქვს საკუთარი ვებ-გვერდი. თუმცა, თუ ვებ-გვერდი არ გააჩნიათ, მინიმუმ სოციალური მედიას ან ციფრულ სარეკლამო სტრატეგიას მაინც მართავენ. ციფრული კონტენტი და მარკეტინგი უკვე იმდენად გავრცელებულია, რომ ხშირად მომხმარებლებს მათი მეშვეობით სურთ მეტი გაიგონ ბრენდის შესახებ.
მოკლედ რომ გითხრათ, იმისათვის რომ კონკურენტული ბიზნესმენი გახდეთ, ციფრული მარკეტინგის გარკვეული ასპექტების ათვისება დაგჭირდებათ.
ვინაიდან, ციფრული მარკეტინგს ძალიან ბევრი სტრატეგია და ფუნქცია გააჩნია, ის საშუალებას გაძლევთ თქვენს საქმიანობას მეტად კრეატიულად მიუდგეთ და ბიუჯეტის გათვალისწინებით სხვადასხვა მარკეტინგული ტაქტიკები მოსინჯოთ და მცირედი ექსპერიმენტებიც ჩაატაროთ. ციფრული მარკეტინგის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ ანალიტიკური გრაფების გამოყენებაც, რათა თქვენი ბიზნესის წარმატებას დააკვირდეთ და გაიგოთ მეტი თქვენი კამპანიების ROI(უკუგება ინვესტიციაზე) შესახებ. ამის საშუალებას კი ტრადიციული კონტენტი, როგორიც არის მაგალითად ბილბორდი ან ბეჭვდური რეკლამა, ნაკლებად გაძლევდათ.
როგორ განმარტავს ბიზნესი ციფრულ მარკეტინგს?
ციფრული მარკეტინგი განმარტებულია, როგორც მრავალი ციფრული ტაქტიკისა და არხის გამოყენება იმისათვის, მომხმარებლებს დავუკავშირდეთ იქ, სადაც დროის დიდ ნაწილს ხარჯავენ - ონლაინ. უშუალოდ კომპანის ვებ-გვერდიდან, მის ონლაინ ბრენდინგის აქტივაბდე, როგორიც არის ციფრული რეკლამირება, იმეილ მარკეტინგი, ონლაინ ბროშურები და კიდევ ბევრი რამ - საკმაოდ ბევრი ტაქტიკა იმალება, რომლებიც "ციფრული მარკეტინგის" სახელის ქვეშ ერთიანდება.
საუკეთესო ციფრულმა მარკეტერმა ყოველთვის იცის, როგორ ეხმარება ესა თუ ის მარკეტინგული კამპანია მისი მიზნების მიღწევაში. სწორედ ამ მიზნების გათვალისწინებით, მათ შეუძლიათ უფრო მსხვილი კამპანიებიც მართონ სხვადასხვა ფასიანი თუ უფასო არხების მეშვეობით.
მაგალითად, კონტენტ მარკეტერს შეუძლია ათობით ბლოგ-პოსტი შექმნას და უზრუნველყოს ლიდების წარმოება, ბიზნესის მიერ ახლად შექმნილი ელექტრონული წიგნისათვის. სოციალური მედიის მენეჯერს კი შეუძლია ეს ბლოგ-პოსტები დაარეკლამოს ან ჩვეულებრივი პოსტებით ხელი შეუწყოს მის გავრცელებას/წახალისებას. გარდა ამისა, იმეილ მარკეტერი შეადგენს მეილების კამპანიას, რათა მეტი ინფორმაცია მიაწოდოს კომპანიის შესახებ ამ წიგნის მომხმარებლებს. ამ კონკრეტულ და სპეციფიკურ მარკტერებზე სულ ორიოდე წუთში, დეტალურად მოგიყვებით.
ასევე დაგაინტერესებთ:
რას აკეთებს ციფრული მარკეტერი?