media-4

ფეისბუქ Ads Manager - ის მოკლე კურსი

  • 12 ოქტ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
ფეისბუქ Ads Manager - ის მოკლე კურსი

DigitalNews.ge გთავაზობთ Facebook Ads Manager – ის შემსწავლელ მოკლე კურსს

კურსის გავლის შემდეგ თქვენ ისწავლით:

  • რეკლამის შექმნას, რომელიც შეესაბამება თქვენს მარკეტინგულ მიზნებს და განსაზღვრავთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას;
  • კამპანიების სტრუქტურას Facebook Ads Manager- ში;
  • რეკლამის ძირითადი კომპონენტებისა და ელემენტების განსაზღვრას;
  • თქვენი რეკლამების ბიუჯეტის, ხანგრძლივობისა და გრაფიკის განსაზღვრას;
  • რეკლამების დარედაქტირებას, შეცვლას და ტესტირებას Facebook Ads Manager- ში;
  • Facebook Shop - ის შექმნას;
  • რა არის და როგორ გამოიყენოთ Facebook Pixel;
  • როგორ შექმნათ გაყიდვაზე ორიენტირებული რეკლამები.

 

ლექცია 1

  • რატომ არის ღირებული ციფრული რეკლამირება
  • როგორ შევქმნათ ფეისბუქის სარეკლამო ძაბრი
  • როგორ განვსაზღვროთ მიზნები ჩვენი რეკლამებისთვის
  • როგორ შევქმნათ ბიზნეს მენეჯერი და მისი Asset-ები
  • Standard Events, Custom Conversions
  • რა უნდა გავითვალისწინოთ რეკლამირებისას, რომ ჩვენი ანგარიში დავიცვათ დაბლოკვისგან

ლექცია 2 / ლექცია 3

  • როგორ ჩავაშენოთ მაღაზია ფეისბუქზე
  • როგორ შევქმნათ აუდიტორიები
  • თარგეთირება/რეთარგეთირება
  • როგორ შევარჩიოთ სწორი განთავსებები რეკლამებისთვის
  • ფეისბუქ რეკლამის ტიპები და კრეატივები
  • სარეკლამო ზომები
  • კამპანიების სორტირება

ლექცია 4

  • რეკლამის ანალიზი და რეპორტინგი 
  • რეკლამის საზომები
  • Creator Studio - ანალიტიკა
  • A/B ტესტირება

 

ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, ისწავლოს, როგორ გამოიყენოს Facebook Ads Manager-ი Facebook-სა და Instagram– ზე კამპანიების შექმნის, მართვისა და ოპტიმიზაციისთვის. თქვენ არ გჭირდებათ გამოცდილება მარკეტინგის სფეროში. მთავარია, გქონდეთ სოციალურ არხებში ნავიგაციის საბაზისო უნარები და დიდი სურვილი, რომ წარმატებით განახორციელოთ სარეკლამო კამპანიები.

შემსწავლელებს უნდა ჰქონდეთ Facebook და სასურველია Instagram ანგარიშიც.

კურსი ჩატარდება ონლაინ

კურსის ხანგრძლივობა - 2 კვირა, 4 ლექცია

ლექციების თარიღები: 20-22-27-29 ოქტომბერი, 20:00 საათი

ლექტორი: ნიკა რომანაძე, "Setanta Sports Eurasia" - ედვერთაიზერი

კურსის ღირებულებაა - 300 ლარი