Facebook Ads Manager - ის მოკლე კურსი

მაისი 18, 2021

Facebook Ads Manager - ის მოკლე კურსი

Facebook Ads Manager - ის შემსწავლელი კურსი

DigitalNews.ge გთავაზობთ Facebook Ads Manager – ის შემსწავლელ მოკლე კურსს

კურსის გავლის შემდეგ თქვენ:

  • შექმნით რეკლამას, რომელიც შეესაბამება თქვენს მარკეტინგულ მიზნებს და განსაზღვრავთ თქვენს სამიზნე აუდიტორიებს;
  • ისწავლით კამპანიების სტრუქტურას Facebook Ads Manager- ში;
  • განსაზღვრავთ რეკლამის ძირითად კომპონენტებსა და ელემენტებს;
  • განსაზღვრავთ თქვენი რეკლამების ბიუჯეტს, ხანგრძლივობასა და გრაფიკს;
  • დაარედაქტირებთ და შეცვლით თქვენს რეკლამებს Facebook Ads Manager- ში.

ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, ისწავლოს, როგორ გამოიყენოს Facebook Ads Manager-ი Facebook-სა და Instagram– ზე კამპანიების შექმნის, მართვისა და ოპტიმიზაციისთვის. თქვენ არ გჭირდებათ გამოცდილება მარკეტინგის სფეროში. მთავარია, გქონდეთ სოციალურ არხებში ნავიგაციის საბაზისო უნარები და დიდი სურვილი, რომ წარმატებით განახორციელოთ სარეკლამო კამპანიები.

შემსწავლელებს უნდა ჰქონდეთ Facebook და სასურველია Instagram ანგარიშიც.

კურსი ჩატარდება ონლაინ და ჯგუფში იქნება 4-6 ადამიანი.

კურსის ხანგრძლივობა - 2 კვირა, 4 ლექცია

ლექციების თარიღები: 16-18-23-25 ივნისი, 20:00 საათი

კურსის ღირებულებაა - 200 ლარი