რას აკეთებს ციფრული მარკეტერი?

ციფრული მარკეტერის მოვალეობაა, გაზარდოს ბრენდის ცნობადობა და ხელი შეუწყოს ლიდების გენერირებას კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველა უფასო თუ ფასიანი არხის მეშვეობით. ეს არხები შეიძლება მოიცავდეს სოციალურ მედიას, კომპანიის ვებსაიტს, საძიებო სისტემებს, ელექტრონულ ფოსტას, კომპანიის ბლოგს და ა.შ.
ციფრული მარკეტერი ძირითადად ფოკუსირდება წარმატების სხვადასხვა საზომზე (KPI) თითოეული არხისათვის, რათა ზუსტად იქნას შეფასებული კამპანიის ეფექტურობა. მაგალითად, ციფრული მარკეტერი, რომელიც SEO ოპტიმიზაციაზეა პასუხისმგებელი, ზომავს ვებსაიტის ტრაფიკს - რაც იმ მნახველთა რიცხვს გვიჩვენებს, რომლებმაც ბიზნესის ვებგვერდი გუგლის საძიებო სისტემაში მოძებნეს.
ციფრული მარკეტინგი, დღესდღეობით, ბევრ სხვადასხვა რგოლზეა გადანაწილებული. მცირე კომპანიებში შესაძლოა, ერთი ადამიანი იყოს ისეთი, ვისაც სრულად აბარია ციფრული მარკეტინგის სტრატეგიები. უფრო მსხვილ კომპანიებში კი, ეს სტრატეგიები შესაძლოა, რამდენიმე სპეციალისტზე იყოს გადანაწილებული.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:
SEO მენეჯერი
ძირითადი წარმატების საზომი - KPI: ორგანული დატვირთვა/ტრაფიკი
მოკლედ რომ გითხრათ, SEO მენეჯერები ცდილობენ, ბიზნესმა გუგლის სისტემაში მოწინავე პოზიციები დაიკავოს. საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის სხვადასხვა მიდგომების გამოყენებით, ამ ადამიანმა შესაძლოა, იმუშაოს უშუალოდ კონტენტის შემქნელებთანაც, რათა დარწმუნდეს, რომ მათი კონტენტი გუგლისათვის ეფექტურად მუშაობს - მიუხედავად იმისა, კომპანია ამ კონტენტს სოციალურ მედიაშიც აქვეყნებს თუ არა.
კონტენტ მარკეტინგის სპეციალისტი
ძირითადი წარმატების საზომი - KPI: ვებგვერდზე გატარებული დრო, ბლოგის საერთო დატვირთვა, Youtube არხის გამომწერები
კონტენტი მარკეტინგის სპეციალისტები ციფრულ კონტნეტს ქმნიან. ისინი კომპანიის ბლოგის კალენდარს აკონტროლებენ და გარკვეულ კონტენტ სტრატეგიებსაც იგონებენ, რომელიც ასევე ვიდეოებსაც მოიცავს. ისინი ხშირად სხვადასხვა დეპარტამენთებთან ერთადაც მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ის პროდუქტები და კამპანიები, რომლებსაც ბიზნესი ქმნის, შესაბამისი კონტენტითაც არის უზრუნველყოფილი ციფრულ ქსელებში.
სოციალური მედიის მენეჯერი
ძირითადი წარმატების საზომი - KPI: გამომწერები, ნახვები და ინტერაქცია
მათი პოზიციის სახელწოდებითაც ადვილად შეგიძლიათ მიხვდეთ, თუ რითი არიან ისინი დაკავებულნი, თუმცა რომელ სოციალურ ქსელებს მართავენ, ეს უკვე კომპანიის ინდუსტრიაზეა დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისა, სოციალური მედიის მენეჯერები ადგენენ პოსტების განრიგს კომპანიის ვიზუალური თუ ტექსტური კონტენტისათვის. ისინი შესაძლოა კონტენტ მარკეტერთან ერთადაც მუშაობდნენ, რათა განსაზღვრონ, რომელი კონტენტი, რომელ სოციალურ ქსელში გავრცელდეს.
მარკეტინგის ავტომატიზაციის კოორდინატორი
ძირითადი წარმატების საზომი - KPI: ელ-ფოსტის გახსნის სიხშირე, კამპანიის ფარგლებში "კლიკების" სიხშირე, ლიდების გენერირების მაჩვენებელი
მარკეტინგის ავტომატიზაციის კოორდინატორი არჩევს და მართავს ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მთელს მარკეტინგის გუნდს აძლევს საშუალებას, გაიგონ მომხმარებლის ქცევა და გაზომონ ბიზნესის ზრდის ტემპი. ვინაიდან, ჩვენ მიერ განმარტებული მარკეტინგული ოპერაციების უმრავლესობა შესაძლოა ერთმანეთისგან განცალკევებულად იქნას განხორციელებული, აუცილებელია ისეთი ადამიანის არსებობა, ვინც ამ ციფრულ აქტივობებს ერთ სივრცეში მოაქცევს და მათ ეფექტურობას დააკვირდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
ციფრული მარკეტინგის როლი კომპანიაში