media-4

9 კრეატიული საზაფხულო მარკეტინგული კამპანია

  • 25 მაი 2021
  • ციფრული მარკეტინგი
9 კრეატიული საზაფხულო მარკეტინგული კამპანია

ზაფხული სულ უფრო ახლოვდება და მასთან ერთად წელიწადის ის დროც, როდესაც ყველა საცურაო აუზებს ან ზღვის კურორტებს სტუმრობს, რათა ქალაქის სიცხეს თავი დააღწიოს. ვინაიდან, თითქმის ყველა გარეთ არის გამოსული, დროა თქვენს კრეატიულ საზაფხულო მარკეტინგულ კამპანიებსაც მისცეთ გასაქანი და გაარეკლამოთ თქვენი ბრენდის პროდუქტები.

სტატიაში იხილავთ 9 კრეატიულ საზაფხულო კამპანიის მაგალითს, რომლებიც შთაგონებისთვის ნამდვილად გამოგადგებათ.

  1. Like two peas in a pod (როგორც ორი ბარდა ერთ თასში)?

ხედავთ სურათზე ჰოთდოგს? თუ ჯომარდობის ელემენტებს უფრო ამსგავსებთ? რატომ არ შეიძლება, რომ ორივე იყოს? Pan Pepin-ის ეს საზაფხულო რეკლამა ჭკვიანურად ახერხებს, გამოიყენოს მისი ბრენდის პროდუქცია სახალისო საზაფხულო აქტივობასთან ერთად. უდავოა, რომ ჰოთდოგისა და ჯომარდობის გაერთიანება ძალიან კარგი იდეაა.

  1. სახალისო ხილი

რა სჯობს საზამთროს ცივ ნაჭერს ზაფხულის ცხელ ამინდში? საზაფხულო მარკეტინგული კამპანიების ყველაზე დამახასიათებელი ელემენტი ყოველთვის ხილია. Calgary Farmers’ ბაზარმა წამოიწყო სხვადასხვა ფორმით გამოჭრილი ხილის პოსტერების კამპანია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ იდეაც და დიზაინიც შესანიშნავია.

  1. მხოლოდ ერთი ლუკმა

ნუთუ ზვიგენმა მოატეხა ეს ნაწილი სერფინგის დაფას? არა ეს მხოლოდ კრეატიული საზაფხული რეკლამაა, რომელიც Discovery-ის არხის კვირეულის - Shark Week გარელამებას ემსახურებოდა. მათ დაბეჭდეს ზვიგენის კვირეულის რეკლამა სერფინგის დაფებზე და ისინი პოპულარულ სანაპიროებზე მოათავსეს. შეიძლება, ზოგიერთი ადამიანი შეაშინა კიდეც, თუმცა რეკლამა ნამდვილად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

  1. ადამიანის ზომა

სწორედ ამას ვეძახით კრეატივს. Sprite-მა უდავოდ აამაღლა საზაფხულო მარკეტინგული კამპანიების დონე ასეთი საშხაპეების შეთავაზებით რიო დე ჟანეიროსა და თელავივის სანაპიროებზე, სადაც მან ადამაინის ზომის „დისპენსერები“ განათავსა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. შხაპის დასრულებისას სპრაიტის წარმომადგენლები მომხმარებლებს უფასო სასმელს ჩუქნიდნენ. როგორ შეიძლება, ასეთი დღის შემდეგ ბრენდის მიმართ დადებითი ემოციები არ გაგიჩნდეს?

  1. ბეჭდური ტექნიკა

ტექნოლოგიები და ბეჭდური საშუალებები იდეალურად ეწყობა ერთმანეთს და კრეატიულ საზაფხულო მარკეტინგულ კამპანიასაც ქმნიან. Nivea-მ შექმნა სპეციალური ჟურნალი, რომელზეც მოწყობილობის სატენი საშუალება იყო მიმაგრებული და რომელიც ენერგიას ჟურნალის ყდაზე მოთავსებული მზის ენერგიის პანელით იღებდა. სანაპიროზე მისი გამოყენება კი იდეალური ვარიანტი გახლდათ. ეს არა მხოლოდ ინოვაციური და კრეატიული რეკლამა იყო, არამედ ხალხს იმ სარგებლის შესახებაც ახსენებდა, რომლის მიღებაც მათ მზისგან შეუძლიათ.

  1. უფასოდ

გირბენიათ ოდესმე სიმრით ცხელ ქვიშაზე? დარჩენილხართ ოდესმე პირსახოცის გარეშე სანაპიროზე, რადგან ის მთლიანად ქვიშით ყოფილა დაფარული? გამაგრილებელი სასმელების კომპანია Lemon & Paeroa -მ ეს პრობლემა კრეატიული სარელაო კამპანიით გადაჭრა. მათ მთელი ქალაქის მასშტაბით განათავსეს სანაპიროს უფასო პირსახოცები. გარდა ამისა, მათ დაკიდეს სარეკლამო ბანერები, საიდანაც ადამიანებს „ფლიპ ფლოპების“ ჩამოხსნა შეეძლოთ. ასეთი უფასო პროდუქტები საზაფხულოდ აუცილებლად გამოიწვევდა ადამიანების აღტაცებას.

  1. ჩრდილი

ცხელი მზისგან ჩრდილში დამალვა ზაფხულის ცხელ ამინდში შეუდარებელი შეგრძნებაა. McDonalds’s ამგვარ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანებს მისი უნიკალური ბილბორდებით გაჩერებებზე, რომლებიც ვერტიკალური ჟალუზების ფუნქციას ასრულებს. ბილბორდი მოძრაობის სენსორით არის აღჭურვილი და ადამიანის მოახლოვებასთან ერთად იხურება. ბანერის დახურვასთან ერთად კი ბილბორდზე სპეციალური საზაფხულო შეთავაზება ჩნდება.

  1. შხეფები

შექმენით ადამიანებისთვის სახალისო საზაფხულო გამოცდილებები, რომლებიც თქვენს ბრენდთან იქნება ასოცირებული. აიღეთ მაგალითად Lipton-ის ეს საზაფხულო რეკლამა. მათ ავტობუსის გაჩერებებზე მოათავსეს გამაგრილებელი ბანერები, რომლებიც სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერით გამაგრილებელ შხეფებს ასხამდა. შემდეგში, როდესაც ვინმე ლიპტონის ცივი ჩაის ბოთლს დაინახავდა, ყოველთვის ეს „გამაგრილებელი“ ეფექტი ახსენდებოდა.

  1. რომელი სახელი იყო?

იცით რა არის ყოველთის კარგი იდეა? იყოთ უშუალოები მომხმარებელთან. Coca-Cola-ს „გაუზიარე კოკა-კოლა“ კამპანიის ფარგლებში ბოთლებზე ადამიანების სახელები და სახალისო ზედმეტსახელები იყო დაბეჭდილი, რომლებიც ბრენდის ლოგოს ანაცვლებდა. „გაზიარების“ ორმაგი მნიშვნელობის დამსახურებით ეს კამპანია სოციალურ მედიაში არნახულად გავრცელდა. ამიტომ მოინიშნეთ ეს კამპანია და ეცადეთ, თქვენც შექმნათ ასეთი გაზიარებადი, სახალისო და საზაფხულო მარკეტინგული კამპანიები.

ზაფხული სახალისო რეკლამებისთვის ყველაზე შთამაგონებელი პერიოდია, ამიტომ იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ წარმოდგენილი მაგალითები დაგეხმარებათ, გამოიყენოთ კრეატივი და დაამახსოვროთ თავი მომხმარებლებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ონლაინ რეკლამირების 9 ყველაზე გავრცელებული სახეობა

როგორ გავზარდოთ გაყიდვები სოციალური მედიის დახმარებით