სოციალური მედიის ონლაინ კურსი

აპრილი 06, 2021

სოციალური მედიის ონლაინ კურსი

როგორ ვიპოვოთ სწორი სამიზნე აუდიტორია

სოციალური მედიის ონლაინ კურსის განმავლობაში შეისწავლით, როგორ მართოთ სოციალური მედია არხები, როგორ მიიყვანოთ მომხმარებელი პროდუქტის აღმოჩენიდან მის შეძენამდე, როგორ შექმნათ  ეფექტური რეკლამა და მოახდინოთ მისი ანალიზი, როგორ იპოვოთ და მიწვდეთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას, როგორ გამოიყენოთ პროფესიონალურად ფეისბუქის ხელსაწყოები (ads manager, business manager, insights, creator studio და ა.შ.)

ვისთვის არის კურსი?

  • მათთვის, ვინც დასაქმებულია მარკეტინგის სფეროში და სურს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა;
  • მათთვის, ვინც გეგმავს, გახდეს წარმატებული სოც. მედია მენეჯერი და დასაქმდეს ამ სფეროში;
  • მათთვის, ვისაც აქვს მცირე ან საშუალო ბიზნესი და სურს, თავად მართოს სოციალური ქსელები.

დაწყების თარიღი: 17.05.2021

დასრულების თარიღი: 18.06.2021

კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე, 8 შეხვედრა

ლექციების დროები: ორშაბათი, ოთხშაბათი 20:00-22:00

ღირებულება: 400 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდაც)

ტრენერი: გოგა ბიბილური (Mihouse • მიჰაუსი - ს ციფრული მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი, ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი)

რას ისწავლით კურსის განმავლობაში:

  • ლექცია 1 - მიმოხილვა
  1. რა არის და როგორ შეიქმნა მარკეტინგი?
  2. ტრადიციული მარკეტინგული წყაროები?
  3. როგორ და რატომ შეიცვალა მარკეტინგი?
  4. ციფრული მარკეტინგი vs ტრადიციული მარკეტინგი
  5. რა არის სოც.მედია?
  6. რა განასხვავებს მას სხვა საკომუნიკაციო წყაროებისგან?
  7. როგორი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს სოც ქსელებში (კარგი კომუნიკაციის მაგალითები და შედეგები) ?
  8. სოც მედია პლატფორმების მიმოხილვა (Facebook, Instagram, Linkedin, Twitter) 
  9. სოც მედია & მარკეტინგი საქართველოში
  • ლექცია 2 - მიზნები და სტრატეგიები
  1. რა მიზნებს ემსახურება სოციალური მედია მარკეტინგი?
  2. სოც. მედია მარკეტინგული სტრატეგია და გეგმა
  3. სოც. მედია კომუნიკაციის ტიპები და წარმატებული მაგალითების განხილვა
  • ლექცია 3 - სოც. მედია სტრატეგია, როგორ ვიპოვოთ სამიზნე აუდიტორია?
  1. კონკურენტების კვლევა და კვლევის ხელსაწყოები
  2. მომხმარებლის ავატარის შექმნა
  3. კონტენტ კალენდრის შექმნა
  4. Custom Audiences აუდიტორიების შექმნა
  5. Audience Manager 
  6. თარგეთირება ინტერესებისა და დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით
  7. Lookalike აუდიტორიები
  • ლექცია 4 - სარეკლამო ანგარიშის მიმოხილვა (Ads Manager)
  1. რეკლამის ფორმატები და განთავსებები
  2. რეკლამის მიზნები
  3. როგორ შევქმნათ და გავუშვათ რეკლამა Ads Manager - დან?
  4. როგორ გავაანალიზოთ რეკლამის შედეგები და რა პარამეტრებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
  • ლექცია 5 - როგორ მივიყვანოთ მომხმარებელი პროდუქტის აღმოჩენიდან მის შეძენამდე - მარკეტინგული ძაბრი
  1. Tofu კონტენტი (ცნობადობის ეტაპი)
  2. Mofu კონტენტი (განხილვის ეტაპი)
  3. Bofu კონტენტი (გადაწყვეტილების ეტაპი)
  4. კონტენტის შექმნის პლატფორმები, გზები და შაბლონები
  5. რა არის რეთარგეთინგი?
  • ლექცია 6 - ფეისბუქ გვერდის შექმნა
  1. Page insights (გვერდის ანალიზი)
  2. Creator Studio
  3. Business Manager - ის ანგარიშის მიმოხილვა
  4. Business Manager - ის ანგარიშის შექმნა და პარტნიორების დამატება
  • ლექცია 7 - რა არის Facebook Pixel? 
  1. პიქსელის ინსტალაცია
  2. Custom ივენთების შექმნა
  3. აუდიტორიების შექმნა პიქსელის გამოყენებით
  4. ფინალური დავალება
  • ლექცია 8
  1. ფინალური დავალების განხილვა და შეფასება

კურსის დასრულებისთანავე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი და მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ სტაჟირების პროგრამა პრაქტიკული ცოდნის გასაღრმავებლად.