Google My Business - ის გზამკვლევი დამწყებთათვის

Google My Business უფასო ხელსაწყოა, რომელიც ბიზნეს ანგარიშებსა და მათ ბრენდინგს, მონაცემებსა და სხვადასხვა ინფორმაციას აერთიანებს. ადგილობრივი ბიზნესებისთვის მისი და Google Maps ინტეგრაცია, საძიებო მარკეტინგისთვის იდეალური საშუალებაა.
სტატიის განმავლობაში ჩვენ ფუნდამენტურად გავეცნობით პლატფორმის მუშაობის სპეციფიკებს.
Google My Business საწყისები
პირველ რიგში, გავეცნოთ, თუ რას წარმოადგენს Google My Business და როგორ უნდა იყოს ის ჩვენი ბიზნესის ნაწილი.
რა არის Google My Business?
GMB - არის მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ ბიზნესებს შეაგროვონ სხვადასხვა მონაცემები, მომხმარებელთა განხილვები, შეფასებები და კითხვები და გამოაქვეყნონ სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებები - ფოტოები, ვიდეოები და პოსტები.
GMB წევრობა
Google My Business Google-ის მიერ ჩამოყალიბებული წესებითა და კრიტერიუმებით იმართება - ეს არის დოკუმენტი, რომელიც მუდმივად განახლების პროცესშია. მანამ, სანამ პლატფორმაზე სარეგისტრაციოდ შეიტანდეთ განაცხადს, უმჯობესია, თუ კარგად გაეცნობით არსებულ წესებს და გაივლით კონსულტაციას, რათა თავიდან აირიდოთ რაიმე სახის დარღვევები და საბოლოოდ, სიიდან ამოშლაც.
შექმენით Google ანგარიში
იმისათვის, რომ Google-ის ნებისმიერი პროდუქტი გამოიყენოთ, აუცილებლად გჭირდებათ გუგლის ანგარიში, შესაბამისად თუ ის ჯერ არ გაქვთ, დროს ნუღარ დაკარგავთ. თითოეული ადგილობრივი ბიზნესისთვის რეკომენდებულია საკუთარი, ინდივიდუალური ანგარიშის შექმნა. ხშირად მარკეტინგული სააგენტოები საკუთარი ანგარიშებით უმართავენ ბიზნესებს ანგარიშებს, რაც ამ შემთხვევაში არაეფექტურია.
თუკი კომპანიაში მსხვილი მარკეტინგული გუნდი გყავთ, არც ეს არის პრობლემა. Google My Business საშუალებას გაძლევთ, პლატფორმაში რამდენიმე მენეჯერი ან მმართველი შეიყვანოთ და მისცეთ მათ გარკვეული უფლებები და პრივილეგიები. ასევე თავისუფლად შეიძლება მათივე წაშლაც.
როგორ შევქმნათ და დავადასტუროთ Google My Business ანგარიში?
მას შემდეგ, რაც გუგლის ანგარიშს შექმნით, უკვე შეგეძლებათ, ადგილობრივი ბიზნესისთვის Google My Business ანგარიშიც შექმნათ.
ანგარიშის შექმნისას მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ყველა მოცემული ველი შეავსოთ. ყველა შესაძლო ველის შევსების შემდეგ, თქვენ გექნებათ საშუალება, მოითხოვოთ ანგარიშის დადასტურება, რათა შემდგომ გამუდმებით შეძლოთ მასში კორექტირების შეტანა.
ასევე შესაძლებებლია ამ პროცესის გავლა ათზე მეტი ბიზნეს ლოკაციისთვისაც. თუმცა, ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ ერთობლივად ინფორმაციის ატვირთვაც და შემდგომ ერთობლივი ვერიფიკაციის გავლაც.
სად გამოჩნდება Google My Business-ში განთავსებული ინფორმაცია?
როდესაც თქვენი მონაცემები მიღებულ იქნება GMB სისტემის მიერ, მისი განთვასება გუგლის ადგილობრივი ძიების სხვადასხვა სისტემებში დაიწყება, მათ შორის მობილურ და დესკტოპ მოწყობილობებზეც.
Google Business ანგარიშები
თქვენი კომპლექსური Google-ის ბიზნეს პროფილი ძირითადად საძიებო სისტემებში აღმოჩნდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი მას ბრენდის სახელით მოიძიებს, ხშირად შესაძლებელია საძიებო კომპონენტი ქალაქის სახელსაც აერთიანებდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, GBP არა ბრენდირებულ საძიებო შედეგებშიც აღმოჩნდება. ეს შესაძლოა მოხდეს მაშინ, როდესაც კონკრეტული საკითხის ძიებისას კონკურენცია ძალიან დაბალია ან Google მიიჩნევს, რომ ამ ფრაზის ძიების უკან კონკრეტული ბრენდის მოძიების განზრახვა დგას.
გუგლის ბიზნეს ანგარიშები საკმაოდ გრძელია, თუმცა არსებობს მისი შემოკლებული დიზაინებიც, რომლებიც ორგანულ საძიებო შედეგებში ამგვარად ჩნდება:
Google ადგილობრივი პაკეტები
ადგილობრივი პაკეტები გუგლის ერთ-ერთი საშუალებაა ადგილობრივი ბიზნესებისთვის რეიტინგების მისანიჭებლად და ინდექსში გასათვალისწინებლად. ადგილობრივი პაკეტები იჩენს თავს მაშინ, როდესაც გუგლი მიიჩნევს, რომ ფრაზა ადგილობრივი დანიშნულებისაა (მაგალითად, საუკეთესო ვეგანური ბურგერი მახლობლად). მაძიებელს არ სჭირდება ძიებისას გეიოგრაფიული ტერმინის გამოყენება, გუგლი ამას ავტომატურად განსაზღვრავს.
დღესდღეობით, ადგილობრივი პაკეტები სამი კომპონენტით წარმოჩნდება - შეგვიძლია ერთი ღილაკით გადავიდეთ რუკაზე ან ავირჩიოთ „იხილეთ მეტი“ ღილაკი ვრცელი ინფორმაციისთვის. ხშირ შემთხვევაში, ადგილობრიბი პაკეტები შესაძლოა სამზე ნაკლებ ბიზნესს შეიცავდეს და მათზე არსებული ინფორმაციებიც განსახვავებული იყოს.
დესკტოპის მოწყობილობებზე ადგილობრივი პაკეტები ძირითადად ამ სახით გვხვდება:
Google-ის ადგილობრივი მაძიებელი
როდესაც მომხმარებელი ადგილობრივი პაკეტებიდან რუკაზე გადადის, ან ვრცელი ინფორმაციის ნახვას ირჩევს, ისინი როგორც წესი, გადამისამართდებიან “Local Finder” - ადგილობრივ მაძიებელში. აქ შესაძლოა, გაცილებით მეტი შედეგი იყოს წარმოდგენილი, ძირითადად ათეულობით ჯგუფების სახით, მომხმარებელს შეუძლია რუკაზე მიახლოება და მისი დაშორებაც, მასშტაბების ცვლილება, რათა უფრო მეტი და განსხვავებული შედეგი იხილოს.
ასეთი ძიებისას ბმულების მისამართები ძირითადად იწყება: „google.com/search“-ით. ზოეგიერთ ინდუსტრიას, როგორიც არის სასტუმრო ინდუსტრია, შესაძლოა განსხვავებული ვიზუალიც ჰქონდეს ადგილობრივ პაკეტებში ძიებისას, თუმცა ტიპიურად ასეთი ძიების შედეგები რეიტინგის მიხედვით დალაგებულია მარცხენა მხარეს, რუკის გასწვრივ და ასე გამოიყურება:
Google Maps
Google Maps ანდროიდის სისტემებისთვის საწყისი პროგრამაა. მისი გამოყენება დესკტოპ მომხმარებლებსაც შეუძლიათ, ნაცვლად გუგლის ძირითადი საძიებო სისტემისა. შემჩნეული გექნებათ Google-ის დესკტოპ ვერსიაზე რუკის ღილაკი:
მართალია, Google Maps-ის საშუალებით მოძიებული შედეგები ემსგავსება ადგილობრივი მაძიებლის შედეგებს, თუმცა გარვეული განხვავებები მაინც არსებობს. არსებობს იმის ალბათობაც, რომ Google მომხმარებელთა გამოცდილების გასამარტივებლად, ადგილობრივ პაკეტებს Google Maps-თან აერთიანებდეს და მის საწყის ფუნქციად გვთავაზობდეს, ნაცვლად ადგილობრივი მაძიებლისა.
ასეთი ბმულების მისამართები იწყება შემდენაირად: google.com/maps ნაცვლად google.com/search. დესკტოპზე გუგლის რეიტინგული რუკები ამგვარად გამოიყურება:
GMB საკონტროლო დაფა არის ძირითადი სამართავი საშუალება
Google-ის ბიზნეს ანგარიშის შექმნის შემდეგ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, რომ მისი თითქმის ყველა შესაძლო ფუქნციონალი გუგლის საკონტროლო დაფიდან მართოთ:
GMB საკონტროლო დაფა შეიცავს ისეთ მონაცემთა მართვის საშუალებას, როგორიც არის საკონტაქტო ინფორმაცია, მომხმარებელთა მიმოხილვები, პოსტები, სურათები, პროდუქტები და ბიზნესის სხვა მახასიათებლები.
GMB მონაცემები
გუგლის ბიზნეს ანგარიშის საკონტროლო დაფა ასევე გვაძლევს წვდომას ანალიტიკურ ფუნქციონალზეც, რომელსაც გუგლის მონაცემები(Google Insights) ეწოდება. ის საკმაოდ გამოსადეგი და დამხმარე ხელსაწყოა. მასში არსებული მონაცემები შეიძლება მოიცავდეს:
- როგორი გამოხმაურება და რეაქცია მოჰყვა თქვენი ბიზნესის ან ადგილმდეობარეობის ძიებას, ზოგადი საძიებო შედეგები, რომლებიც არ მიუთითებდნენ კონკრეტულად თქვენი კომპანიის სახელს, თუმცა ასოცირებული იყო იმასთან, რასაც თქვენი ბიზნესი სთავაზობს ხალხს.
- მომხმარებელთა აქტივობას, ვებ-გვერდის მონახულება, სატელეფონო ზარები, შეტყობინებები...
- საძიებო ტერმინებს, რომელთა გამოყენებასაც ბიზნესის მიმართ გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა.
გუგლის მონაცემთა კიდევ არაერთი მახასიათებელი არსებობს, რომელთა შესწავლაც უფრო სიღრმისეულადაც შეგიძლიათ. ის საკმაოდ ღირებულ ინფორმაციას შეიცავს, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სწორი ინტერპრეტაციაა მთავარი, რაც კიდევ ცალკე საკითხია და დიდ ყურადღებასაც მოითხოვს.
როდესაც საქმე ისე არ მიდის, როგორც საჭიროა
GMB მარკეტინგის გამოყენებასთან ერთად თქვენ ავტომატურად უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ხშირად სხვადასხვა პრობლემებსაც წააწყდებით და ყოველდღიურად ბევრი ახალი კითხვაც გაგიჩნდებათ. გუგლი საკმაოდ არის დამოკიდებული მომხმარებელთა მოხალისეობრივ ინსტიტუციაზე, რისთვისაც მას ფორუმი გააჩნია, სადაც შეგიძლიათ დაპოსტოთ თქვენი შეკითხვა, მოყვეთ პრობლემის შესახებ და იმედი იქონიოთ, რომ რომელიმე მოხალისე გიპასუხებთ. ასეთ მოხალისეებს გუგლი “Gold Product Experts”-ს უწოდებს.
თუმცა, შესაძლოა, ისეთი შემთხვევების წინაშეც აღმოჩნდეთ, როდესაც უშუალოდ Google-თან იქნება გასაუბრება საჭირო. ამისათვის შესაძლებელია სპეციალური ფორმის შევსებაც.
როგორ გამოვიყენოთ Google My Business, როგორც ციფრული მარკეტინგის ხელსაწყო
ახლა კი დროა გავიგოთ, თუ როგორ შეიძლება GMB გამოყენება ჩვენი ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხელსაწყოდ.
როგორ შევუწყოთ ხელი ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას Google-ის ადგილობრივი მახასიათებლების გამოყენებით
მაშინ, როდესაც თითოეულ ადგილობრივ ბიზნესს სჭირდება Google My Business და Google Maps-ის ყველა ნიუანსის გამოყენება და დიდი ყურადღება განვითარების პოტენციალის გასაზრდელად, ძალიან ბევრი ბიზნესს შეუძლია, უბრალოდ ამ შვიდ ეტაპს მიჰყვეს:
- განსაზღვრეთ თქვენი ბიზნეს მოდელი.
- ბიზნეს მოდელის მიხედვით, განსაზღვრეთ GMB-ის გამოყენების მეთოდი და მიჰყვებით ყველა ჩამოთვლილ წესსა და რეკომენდაციას.
- GMB ანგარიშის შექმნამდე კარგად გაიაზრეთ, რომ თქვენ მონაცემთა კანონიკურ წყაროს იყენებთ სამუშაოდ, რომელიც სხვადასხვა კონტრაგენტების მიერ არის დამოწმებული. ეს ნიშნავს, რომ თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენი ბიზნესის შესახებ შეგყავთ, 100%-ით ზუსტია.
- შექმენით ცალკეული ანგარიში თქვენი ბიზნესის თითოეული ლოკაციისთვის. ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე, შესაძლოა გუგლის ადგილობრივი პაკეტების სიაში გაცილებით მეტი ადგილის მოპოვებაც. ანგარიშის შექმნისას წარმოადგინეთ რაც შეიძლება ხარისხიანი, ზუსტი და სრული ინფორმაცია.
- მას შემდეგ, რაც საძიებო შედეგებში თქვენს ადგილს მოიპოვებთ, დროა მის მუდმივ განახლებაზე და მართვაზე გადახვიდეთ. ეს პროცესი შეიძლება მოიცავდეს:
- შერჩეული კატეგორიების მუდმივ ანალიზს, რაც დაგარწმუნებთ იმაში, რომ ნამდვილად საუკეთესო კატეგორია აირჩიეთ და ამასთანავე, დაგეხმარებათ შეიტყოთ ახალი კატეგორიების გამოჩენის შესახებაც.
- მაღალხარისხიანი სურათების ატვირთვას. სურათების, რომლებიც თქვენს პროდუქტზე, მომსახურებაზე ან სხვა მახასიათებლებზე „ისაუბრებს“.
- თითოეული მიმოხილვის, შეფასების გაცნობასა და მათთან გამოხმაურებას.
- მიკრო ბლოგების სტილის კონტენტის წარმოებას, რაც გაზრდის თქვენი პროდუქტის ცნობადობას და დაგეხმარებათ მის მარკეტინგში.
- ხშირად დასმული კითხვების საშუალებით, მარტივი პასუხების შედგენას, რაც გუგლის კითხვა & პასუხის პოპულაციას შეუწყობს ხელს.
- ვიდეოს დამატებას თქვენს სიაში.
- თქვენი ძირითადი ინფორმაციის მუდმივ განახლებას, მათ შორის საკონტაქტო ინფორმაციის ან სამუშაო საათების ცვლილებს აღრიცხვას, სპეციალური საათების შედგენას დღესასწაულების დროს.
- სხვადასხვა დამატებითი მახასიათებლების კვლევას, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის, პროდუქტის უკეთ რეკლამირებაში.
- Google My Business-ის მონაცემთა მუდმივ მიმოხილვას საკონტროლო დაფიდან და მის ანალიზს, UTM თრექინგის გამოყენებას, რათა ნახოთ, როგორ ეხმაურება ხალხი თქვენს ბიზნესს.
- მუდმივი სწავლება - ის ნამდვილად დაგჭირდებათ, რადგან Google ეტაპობრივად ყოველთვის გვთავაზობს ახალ ფუნქცნიონალს, შეცვლილ პლატფორმებს და თუნდაც, სარეიტინგო ფაქტორების განახლებებს. თვალყური მიადევნეთ ადგილობრივ SEO ექსპერტებს, იკითხეთ ახალი სტატიები, ფაქტები, რათა ყოველთვის იცოდეთ რისი გაკეთებაა საჭირო ბრენდის ცნობადობისა და ხილვადობის გასაზრდელად.
- ადგილობრივი ბიზნესის ანგარიშის მართვასთან ერთად ეცადეთ, რომ არასდროს დაგავიწყდეთ - თქვენ ხართ დინამიური კონკურენციის მონაწილე. ამიტომ მუდმივად ადევნეთ თვალი და გაანალიზეთ კონკურენტთა აქტივობები. არ არის აუცილებელი, მუდმივად ლიდერობა იყოს თქვენი მიზანი, შეაფასეთ როგორ და რითი გჯობნით კონკურენტი, რათა შეცვალოთ მიდგომები თქვენს სტრატეგიაში.
რომ შევაჯამოთ, შესაფერისი და რელევანტური ინფორმაციის მიწოდება, GMB-ის ყველა შესაძლო მახასიათებლის სწორად გამოყენება და გამუდმებული სწავლება SEO-სა და მისი ტრენდების შესახებ - არის წარმატების რეცეპტი თქვენი ადგილობრივი ბრენდისათვის.
Google My Business სიების ოპტიმიზაცია
GMB ოპტიმიზიაციის შესახებ ინფორმაცია არაერთ ფორუმზე შეგიძლიათ ნახოთ, თუმცა არსებული ინფორმაცია საკმაოდ გაბნეულია და შესაძლო არა ზუსტიც კი იყოს. ამიტომ ვეცდებით, ყველაფერი გაგიმარტივოთ.
იმისათვის, რომ Google-მა გადაწყვიტოს, როგორი თანმიმდევრობით გამოაჩინოს ბიზნესები საძიებო შედეგებში, ის სპეციალურ ალგორითმებს იყენებს. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი ბიზნესის მფლობელები და SEO სპეციალისტები მუდმივად ცდილობენ, ამოხსნან მისი საიდუმლო, რათა სისტემაში უფრო მაღალი რეიტინგების მოპოვება შეძლონ.
რეალურად, არ არსებობს რაიმე დადასტურებული ფაქტი, თუ კონკრეტულად რომელი ფაქტორები თამაშობენ ყველაზე დიდ როლს რეიტინგის მინიჭებისას, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი განსხვავებული აზრი არსებბოს.
ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ, თუ რომელი ფაქტორი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და ვეცადოთ ამ ფაქტორებით სპეკულირებას, სჯობს ამ პროცესს გონივრულად და ლოგიკურად მივუდგეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ იმ ეტაპებსა და საფეხურებს, რომლებსაც მომხმარებელი ერთი წერტილიდან, მეორე წერტილისკენ მიჰყავს, ზრდის ცნობადობას და კონვერსიას. თუმცა, ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ალტერნატივების ცვლილება, რათა გავიგოთ რა მუშაობს ყველაზე კარგად ჩვენი ბიზნესისთვის.
რატომ თამაშობს GMB წამყვან როლს ადგილობრივი საძიებო მარკეტინგის სტრატეგიაში
2020 წლის შუა პერიოდისთვის, Google- ის საბაზრო წილი საძიებო სისტემებში 92.16%-ს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ Bing და Yahoo კვალვ თამაშობს გარკვეულ როლს საძიებო სისტემებში, მათი წილი საკმაოდ მცირეა. იმის გათვალისწინებით, რომ Apple-ის მიერ საძიებო სისტემის შექმნის შესახებ გავრცელდა ხმები, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები ვიხილოთ ბაზარზე.
გუგლის მასიური საძიებო შედეგების მოცულობის გათვალისწინებით, კომპანიის წარმომადგენლებმა 2018 წელს განაცხადეს, რომ საძიებო მოთხოვნების 46% ადგილობრივი დანიშნულებისაა. როგორც ცნობილია, გუგლს ყოველდღიურად 5.8 მილიარდი საძიებო მოთხოვნა შესდის. სრულიად შესაძლებელია, რომ აქედან მომხმარებელთა 50% მაინც, რაიმე კონკრეტულ პროდუქტს, მომსახურებას ან რესურსს ეძებდეს.
ისეთი ადგილობრივი ბიზნესები, რომლებსაც ამ საძიებო წილის მიზიდვა და მათივე ხილვადობის გაზრდა სურთ, კარგად უნდა ჰქონდეთ Google My Business-ის მნიშვნელობა გააზრებული და სრულად იყენებდნენ მის პოტენციალს ადგილობრივი SEO განვითარებისთვის.
ადგილობრივი საძიებო ოპტიმიზაცია
ადგილობრივი SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის ხილვადობისა და თვალსაჩინოების გაზრდას ემსახურება ადგილობრივ ბაზარზე და ორგანულ საძიებო შედეგებში. დღესდღეობით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე მომხმარებელთა მომსახურების შეთავაზება.
ადგილობრივი SEO და Google My Business-ის მარკეტინგი ერთი და იმავე მნიშვნელობის ნამდვილად არ არის, თუმცა GMB აქტივად გამოყენება ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სრულფასოვანი ადგილობრივი SEO ოპტიმიზაციის კამპანია არაერთ ასპექტს შეიძლება მოიცავდეს GMB ანგარიშიდან, მათ შორის ადგილობრივი სიების მართვასა და პლატფორმების მიმოხილვას, სოციალურ მედიას, სურათებისა და ვიდეოების წარმოებას და რა თქმა უნდა, საიტისთვის ორგანულ და ადგილობრივ ოპტიმიზაციას. ადგილობრივი საძიებო მარკეტინგი ასევე მოიცავს ყველა ოფლაინ აქტივობას, რომელიც ბიზნესს თვალსაჩინოების გასაზრდელად ესაჭიროება.
როდესაც საქმე პრიორიტეტების განსაზღვრას ეხება, კომპანიის ვებ-გვერდი ნომერი პირველი ციფრული აქტივი იქნება ბრენდების უმრავლესობისთვის, თუმცა GMB მარკეტინგი მეორე ადგილს ნამდვილად იმსახურებს. გარდა ამისა, ადგილობრივი საძიებო მარკეტინგისთვის მომხმარებელი და მისი კმაყოფილება ყოველთვის უპირველესი უნდა იყოს.
ორიენტირდით GMB-ზე, თუმცა ნუ შემოიფარგლავთ თავს მხოლოდ Google-ით.
ბრენდის მარკეტინგის თითოეულ ასპექტს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და არც Google My Business არის გამონაკლისი. განვიხილოთ ოთხი სცენარი.
1) დადებითი
ყველაზე დადებითი და პოზიტიური მხარე GMB-ისთვის არის ის, რომ ის მარკეტოლოგებს და ადგილობრივ ბიზნესებს მათი მთავარი მიზნის - თვალსაჩინოების გაზრდაში ეხმარება. Google-ის წარმოუდგენლად დიდი საბაზრო წილი ამ პლატფორმას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ბიზნესებისთვის, ვისაც ხალხის ყურადღების მიპყრობა სურს.
Google-ის საოცარი ტექნოლოგიების დამსახურებით, GMB საშუალებას გაძლევთ, თქვენი ბიზნესი სრულად გააციფრულოთ და ყოველთვის იყოთ წარმოდგენილი ონლაინ სივრცეში, გამართოთ კომუნიკაცია მათთან და გაზარდოთ თქვენი ნდობა მომხმარებელთა შორის.
2) უარყოფითი
Google My Business-ის მთავარი უარყოფითი მხარე არის მისი მონაცემების უსაზღვრო რაოდენობით გამოწვეული ცრუ ინფორმაციისა და სპამების გავრცელების შანსი, როგორც სიებში, ასევე ბრენდების მიმოხილვებში. ეს კი ცალსახად აგდებს საძიებო შედეგების ხარისხს. სამწუხაროდ, მათი ნამდვილი და თანასწორი კონკურენტის არ არსებობის გამო, გუგლი ამ პრობლემის მოგვარებას დიდ ძალისხმევას არ უთმობს.
ამასთანავე, უხეში გათვლებით Google სულ მალე დაიწყებს მისი სერვისების მონეტიზაციას. ამ დროისთვის, GMB ანგარიშები სრულიად უფასოა, თუმცა ისეთი პროგრამების დამატებები, როგორიცაა ადგილობრივი მომსახურების რეკლამები, დიდი ალბათობით ფასიანი იქნება ადგილობრივი და მცირე ბიზნესებისთვის, რომლებსაც მცირე ბიუჯეტი გააჩნიათ.
გარდა ამისა, არაერთი ბრენდი ეხმაურება ისეთ უსიამოვნო ფაქტებს გუგლის გარშემო, რომელსაც ხშირად გამოუწევია საჯარო პროტესტები, სამართლებრივი დავები და სამთავრობო გამოძიებები.
3) The Pitfall
Google-ის საშუალებით ბიზნეს აქტივების მართვა შესაძლოა ძალიან შრომატევადი იყოს და დიდი დროც წაგართვათ, ამიტომ ნუ მისცემთ მას საშუალებას, თქვენი დრო სრულად მიისაკუთროს.
კვერცხების ერთ კალათაში გაერთიანების შესახებ ძველი ანდაზა გვახსენდება ყოველთვის, როდესაც Google-ს იმედგამაცრუებელი ხარვეზი გამოუჩნდება, ან რაიმე უფასო ფუნქციონალის მონეტიზაციას დაიწყებს ან საშუალებას მისცემს თქვენს კონკურენტებს, საკუთარი რეკლამა ისეთ სივრცეში განათავსონ, რომელიც თქვენს ადგილად მიგაჩნდათ. ხშირად გუგლის ხედვა ადგილობრივი ცნებების შესახებ, რეალობას არ ემთხვევა.
4) წარმატების გზა
გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც გუგლის აქტივების გამოყენებისას მაქსიმალურად გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს:
- მიაწოდეთ გუგლს რაც შეიძლება მეტი საჭირო ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ, რათა სისტემამ ის მომხმარებლისთვის ყველაზე რელევანტურად ჩათვალოს და თქვენი კომპანიის ცნობადობაც გაზარდოს.
- დაიცავით თქვენი აუდიტორია ყალბი ანგარიშებისგან, რათა თქვენი მომხმარებელიც დაიცვათ ცრუ ინფორმაციისგან. ასევე მყარი და პრინციპული პოზიციები დაიკავეთ ისეთ სიტუაციებში და ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომელიც თქვენი აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანია.
- შექმენით ისეთი სცენარი, სადაც ადგილობრივ ბიზნესს სრულად აკონტროლებთ თქვენ და არა გუგლი. აქციეთ მომხმარებელთა გამოცდილება გასაოცარი და დასამახსოვრებელი თითოეული მომხმარებლისთვის. აქციეთ Google-დან გადმოსული თითოეული ადამიანი თქვენს ერთგულ მომხმარებლად და პრომოუტერად.
Google My Business კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა მის გარეთაც ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს. ეცადეთ, რომ სხვადასხვა პლატფორმებზე განათავსოთ თქვენი ბიზნესი და მიმოხილვებსაც თითოეულ პლატფორმაზე გამოეხმაუროთ. ითანამშრომლეთ სხვადასხვა ადგილობრივ კომპანიებთან და ერთად შექმენით სპეციფიკური კამპანიები. შეადარეთ ერთმანეთს სხვადასხვა მედია საშუალებები - სურათები, ვიდეოები, პოდკასტები, რათა ნახოთ, რომელი მუშაობს უკეთ თქვენი ბრენდისათვის. გაზარდეთ თქვენი მეილების ბაზა. გამართეთ სრულად თქვენი ვებ-გვერდი და მოახდინოთ მისი ოპტიმიზაცია სხვადასხვა მოწყობილობებზე.
Google My Business მომავალი
ამ ეტაპზე, შესაძლოა, უკვე გადაწყვიტეთ და დარწმუნდით იმაში, რომ GMB ბიზნეს აქტივად გამოყენება აუცილებლობას წარმოადგენს ადგილობრივი ბიზნესებისთვის. თუმცა, რამდენად გამოიღებს შედეგს ის გრძელვადიან პერიოდში? კიდევ დიდ ხანს იარსებებს ის? საით მიემართება Google-ის ხედვა ამ საკითხთან მიმართებაში?
მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვების შედეგად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Google My Business ნამდვილად დიდ ხანს დარჩება ბაზარზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გუგლს უყვარს გარკვეული ცვლილებების განხორციელება, შესაძლოა მისი რებრენდინგიც კი ვიხილოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარკვეული ცვლილებები შესაძლოა მოიცავდეს:
- ადგილობრივი პაკეტების რუკებში გადატანას, ნაცვლად ადგილობრივი მაძიებლებისა. ეს ნაწილობრივ დახვეწავს და გაასუფთავებს ადგილობრივი ძიების ქსელებს. ამიტომ, სწორედ ახლა შესანიშნავი დროა, დაიწყოთ Google Maps და მისი შესაძლებლობების შესწავლა.
- თუ Apple Maps მოახერხებს გუგლის მცირედით შეწუხებას, შესაძლოა მან მეტი დრო დაუთმოს სპამების აღმოფხვრას და იზრუნოს ყალბი ანგარიშებისა და ინფორმაციის გავრცელებაზე.
- გაიზრდება ადგილობრივი სურათებისა და საძიებო ფილტრებთან დაკავშირებული მახასიათებლები, ამიტომ პროდუქციის ფოტოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება.
- Google-მა შესაძლოა, დაიწყოს ელექტრონული კომერციიდან საკომისიოების აღება. კომპანიას მოუწევს, აირჩიოს პროდუქციის გაყიდვა გუგლის დახმარებით სურს, საკუთარი საიტის თუ ორივეს მეშვეობით.
- ასევე შესაძლებელია, ვიხილოთ Google Messaging, რომელიც ბრენდებისა და მომხმარებლების პირდაპირი საკომუნიკაციო გზა იქნება. მისი ინტეგრაცია კი ნებაყოფლობითი იქნება ბრენდებისთვის.
- Google-ის ფუნქციების არსენალს შესაძლოა, საჯარო კომენტარების გაკეთების საშუალებაც დაემატოს, რაც მათ საშუალებას მისცემსმ პლატფორმა უფრო ინტერაქციული გახადონ.
ერთი რამ ნამდვილად ცხადია, Google ჯერ არ ფიქრობს ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერის სერვისის გაუმჯობესებას. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის მონაცემთა წყაროს ადგილობრივი ინდექსის შესავსებად ძირითად ნაწილს სწორედ ადგილობრივი ბიზნესები წარმოადგენენ. მართალია, გუგლმა საგრძნობლად გაზარდა ავტომატიზებული კომუნიკაცია ბრენდებთან, თუმცა სხვა ყველაფერი კვლავ უცვლელი რჩება.
თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ გუგლის როგორც საუკეთესო, ასევე უარყოფითი ასპექტებისთვისაც მზად იყოთ და მაქსიმალურად ეცადოთ აიღოთ კონტროლი იმაზე, თუ როგორ გამოჩნდება თქვენი ბრენდი Google-ის საძიებო სისტემაში. მართალია, ეს არც თუ ისე იოლი დავალებაა, თუმცა გამუდმებული სწავლით, სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით მიხვდებით, რომ ინვესტიცია Google My Business-ში ნამდვილად ღირებულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
არის თუ არა Google Ads-ის გამოყენება მართებული თქვენი ბიზნესისთვის?
7 ეტაპი 2021 წლის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისთვის
2021 წლის 12 SEO ტრენდი