10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვქონდეს ვებ-გვერდი

თუ თქვენი ბიზნესი აქამდეც ეფექტურად მუშაობს ვებ-გვერდის გარეშე, შესაძლოა იფიქროთ, საერთოდ რისთვის გჭირდებათ ის, ბიზნესი ხომ მაინც წარმატებულია?
მოკლედ რომ ვთქვათ, ვებ-გვერდის შესაქმნელად ასეთი შესაფერისი დრო ჯერ არ ყოფილა. მცირე ბიზნესისთვის საიტი უამრავი სარგებლის მომტანია და ამ სარგებელთა უმრავლესობას დრო და დრო ბიზნესის ღირებულების გაზრდაც შეუძლია.
გთავაზობთ 10 ყველაზე დიდ სარგებელს, რომლის მოტანაც მცირე ბიზნესითვის შეუძლია ვებ-გვერდს.
10 მიზეზი, თუ რატომ სჭირდებათ ვებ-გვერდი მცირე ბიზნესებს
- ვებ-გვერდი წარმოგაჩენთ პროფესიონალურად
დღესდღეობით, მომხმარებელთა 84% მიიჩნევს, რომ ვებ-გვერდი ბიზნესს გაცილებით სანდოს ხდის, განსხვავებით იმ კომპანიებისა, რომლებიც მხოლოდ სოციალურ მედიას სჯერდებიან.
ვებ-გვერდის შექმნის შემდეგ, შესაძლებლობა გეძლევათ ბრენდირებული ელექტრონული ფოსტაც შექმნათ, რაც კიდევ უფრო მეტ პროფესიონალიზმს წარმოაჩენს, განსაკუთრებით მაშინ, თუ აქამდე ბიზნესისთვის პერსონალურ მეილს იყენებდით.
- ვებ-გვერდი Google-ის საშუალებით ახალ მომხმარებელთა მოზიდვაში გეხმარებათ
შესაძლოა, ამ ეტაპზე თქვენი ბიზნესის მოცულობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყოს, თუმცა დროთა განმავლობაში ყველა ბიზნესი კარგავს მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, საჭიროა ახალი მომხმარებლების მოზიდვაც, რაშიც სწორედ ვებ-გვერდი დაგეხმარებათ. ერთ-ერთი საშუალებას კი Google-ში თქვენს თვალსაჩინოებაზე ზრუნვა წარმოადგენს.
ეფექტურად ოპტიმიზირებული ვებ-გვერდი დაეხმარება თქვენს ბიზნესს სხვადასხვა საძიებო სისტემებში რეტინგის მოპოვებაში და ახალი მომხმარებლების სტაბილურად მოზიდვაშიც. არაერთი უფასო SEO ხელსაწყო არსებობს, რომელიც ოპტიმიზაციის პროცესს გაცილებით მარტივს ხდის.
- შეძლებთ უკეთ წარმოაჩინოთ თქვენი პროდუქტი/მომსახურება
მაღალ ხარისხიანი ფოტოების საშუალებით თქვენ შეძლებთ, პოტენციურ მომხმარებელს წარუდგინოთ ის სარგებელი, რომელსაც თქვენთან თანამშრომლობით მიიღებენ. გაეცანით, როგორ ახერხებს ვებ-გვერდის გამოყენებას ბრიტანული რესტორანი - Blackhouse:
გარდა ამისა, ვებ-გვერდის დიზაინის გამოყენება თქვენი ატმოსფეროს საილუსტრაციოდ და საჩვენებლადაც შეგიძლიათ. ეს განსაკუთრებით მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ თქვენს რესტორანს სპეციფიკური გარემო აქვს, როგორიც ამ კანადური რესტორნის - Stormcrow Manor შემთხვევაში:
ამასთანავე, შეგიძლიათ, თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაცია გამოაქვეყნოთ, რაც საშუალებას მოგცემთ, სწორი და შესაფერისი მომხმარებელი მოიზიდოთ. მაგალითად, თუ თქვენც რესტორანს ფლობთ, შესაძლოა თქვენი მენიუდან ისეთი პროდუქტის შესახებ დაგჭირდეთ ინფორმაციის განთავსება, რომელიც არ შეიცავს გლუტენს, რათა ადამიანებმა იცოდნენ, რომ თქვენს რესტორანში შეუძლიათ მათთვის სასურველი ჯანსაღი საკვები მიირთვან.
- შეძლებთ განათავსოთ მომხმარებელთა მიმოხილვები
სოციალური სტატუსის გასამყარებლად, ვებ-გვერდზე მომხმარებელთა მიმოხილვების განთავსება იდეალური საშუალებაა.
თუკი თქვენი ბიზნესი რომელიმე სტატიაში ან ჟურნალში, ან სულაც პოპულარულ ბლოგში იქნა მოხსენიებული, ამ ინფორმაციის წარმოჩენა ძალიან ეფექტური იქნება თქვენი ვებ-გვერდისთვის.
მომხმარებელთა მიმოხილვების საიტზე განთავსებას კიდევ ერთი დადებითი მხარე გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ მიმოხილვებზე სპეციალიზებული საიტი ოდესმე დაიხურება, თქვენ კვლავ გექნებათ წვდომა ამ საუკეთესო მიმოხილვებზე, რომელიც თქვენზე დადებითად აისახება.
- ვებ-გვერდი მომხმარებლებს უბიძგებს თქვენთან დაკავშირებისკენ
ვებ-გვერდი შესანიშნავი სივრცეა თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის განსათავსებლად. ის შეგიძლიათ თითოეულ გვერდს დაურთოთ თან, რათა პოტენციურ მომხმარებელს ის მუდმივად გამოუჩნდეს.
თუ რამდენიმე ფილიალს ფლობთ, უმჯობესია, თუ თითოეულის საკონტაქტო ინფორმაციასა და მისამართებსაც მიუთითებთ, როგორც ამ მაგალითში:
თანამედროვე საიტის შესაქმნელი პროგრამები გვთავაზობს სპეციალურ საკონტაქტო ფორმასაც, რომელიც იდეალურია ბიზნეს მეილებისთვის, ვინაიდან ის თავიდან გვარიდებს “Spam”-ში აღმოჩენის შანსებს.
- შეგიძლიათ საიტის Google Maps-თან ინტეგრაციაც, რათა მომხმარებელმა მარტივად მოგძებნოთ
ვებ-გვერდი საშუალებას გაძლევთ, თქვენი ადგილმდებარეობის აღმნიშნველი რუკა პირდაპირ კონტენტსაც დაურთოთ, რათა მომხმარებელს თქვენი მოძებნა გაუმარტივდეს.
ეს განსაკუთრებით ისეთ მომხმარებელს ეხმარება, რომელიც თქვენს მახლობლად ბევრ დროს ატარებს. ასევე დაგეხმარებათ ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც რაიმე ღონისძიებას გამართავთ.
- ვებ-გვერდი კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს პოზიციებს ინდუსტრიაში
თუ თქვენს კონკურენტებს ჯერ არ აქვთ ფეხი მოკიდებული ონლაინ სივრცეში, მალე აუცილებლად ექნებათ. ამიტომ გაუსწარით მათ ერთი ნაბიჯით და გახდით თქვენი სფეროს ლიდერი მაღალ ხარისხიანი ვებ-გვერდის შექმნით.
მაგრამ თუ ისინი უკვე არიან ონლაინ სივრცეში, მაშინ სხვაგვარი ალტერნატივა გაქვთ: შეგიძლიათ შექმნათ ისეთი საიტი, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება მათი საიტებისგან, რაც დაანახებს პოტენციურ მომხმარებელს, თუ რამდენად განსხვავებული და გამორჩეული ბრენდი ხართ.
- ვებ-გვერდის შექმნა და მართვა აღარ არის ისეთი რთული
დღესდღეობით, უამრავი პლატფორმა არსებობს, სადაც ძალიან მარტივად შეიძლება ვებ-გვერდის შექმნა და მისი მართვაც. მაგალითად, Wix, Wordpress ან Canva. ისინი დაგეხმარებათ, თქვენი საიტი მიმზიდველი გახადოთ, მოარგოთ ის მობილურ მოწყობილებებს და ამავდროულად მომხმარებლისთვის მარტივად გამოსაყენებელი იყოს. ან შეგიძლიათ, მიანდოთ საქმე პროფესიონალებს, მოუფრთხილდეთ თქვენს რესურსებს და შექმნათ ვებ-გვერდი დაბალი ბიუჯეტითა და ნაკლები დროის დანახარჯით.
მარტივად რომ ვთქვათ, ვებ-გვერდის შექმნა ასეთი იოლი ჯერ არასდროს ყოფილა, თანაც გამართული დიზაინითა და ფუნქციონალით.
- ვებ-გვერდი თქვენი გრძელვადიანი წარმატების გარანტიაა
სტატისტიკების მიხედვით, 2020 წელს დაახლოებით 4.54 მილიარდი ადამიანი მოიხმარდა ინტერნეტს და ეს რიცხვი დღითიდღე უფრო იზრდება.
ვებ-გვერდის გარეშე თქვენი ბიზნესი ხალხისთვის უხილავია. რაც უფრო წინ მივიწევთ ციფრულ სამყაროში, თქვენი ბიზნესიც მით უფრო ჩრდილში მოექცევა, თუ ვებ-გვერდის შექმნაზე არ იზრუნებთ.
ამიტომაც, თუ გსურთ იყოთ კონკურენტუნარიანი და გაზარდოთ თქვენი შანსები ციფრულ სამყაროში, გაზარდეთ ბიზნესის თვალსაჩინოება ონლაინ სივრცეში.
- ამ სარგებლის მიღება მთელი ქონების გაღების გარეშეც შეგიძლიათ
ვებ-გვერდის შექმნა არა მხოლოდ გამარტივდა, არამედ გაცილებით ხელმისაწვდომიც გახდა. რამდენიმე პლატფორმაზე, რომლებიც უკვე ჩამოვთვალეთ, შეგიძლიათ ვებ-გვერდი სრულიად უფასოდაც შექმნათ ან უფრო დახვეწილი საიტისთვის დამატებითი ფასიანი ფუნქციონალიც გამოიყენოთ.
კიდევ გაქვთ კითხვა, გჭირდებათ თუ არა ვებ-გვერდი?
იმედია, ამ ეტაპისთვის უკვე დარწმუნდით იმაში, რომ ვებ-გვერდის გარეშე ციფრულ სამყაროში ფონს ვერც ერთი ბიზნესი ვერ გავა. განსაკუთრებით მაშინ, თუ კომპანიას გრძელვადიანი მიზნები გააჩნია. ვებ-გვერდი ერთ-ერთი საუკეთსო ინვესტიციაა, რომელიც ბიზნესს შეუძლია განახორციელოს.
დამატებით, თუ ვებ-გვერდის შესაქმნელად საკმარისი დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვენს გუნდსაც დაუკავშირდეთ და ამ ყველაფერზე პროფესიონალები იზრუნებენ.
ასევე დაგაინტერესებთ: