რამდენად სწორად მართავთ სოციალურ მედიას?

აპრილი 12, 2021

რამდენად სწორად მართავთ სოციალურ მედიას?

ხარჯავთ ფულს სოციალური არხების რეკლამაში და ვერ იღებთ სასურველ შედეგს?

მიუხედავად სოციალურ არხებში ყოველდღიურად აქტიურად მუშაობისა, ზოგჯერ შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი აზრები და იდეები თქვენი სტრატეგიის ან პროგრესის შესახებ.

თქვენი სოციალური მედიის არხები აუცილებლად საჭიროებს გადახედვასა და ანალიზს, იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ მოცემული კითხვები თქვენს კომპანიას შეესაბამება:

  • ხარჯავთ ფულს სოციალური არხების რეკლამაში და ვერ იღებთ სასურველ შედეგს?
  • გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ვერ წვდებით თქვენს სამიზნე აუდიტორიას?
  • მიგაჩნიათ, რომ კონკურენტი თქვენზე ნაკლები ბიუჯეტით ახერხებს უფრო წარმატებული კამპანიების განხორციელებას?
  • გაინტერესებთ, რაში მდგომარეობს თქვენი კონკურენტების წარმატების საიდუმლო?

შესაძლოა, თქვენ უკვე გყავთ შიდა მარკეტინგის გუნდი, რომელსაც უბრალოდ მცირედი მითითებები სჭირდება, ან ეძებთ შესაძლებლობას, წარმოადგინოთ თქვენი ბრენდი სოციალურ მედიაში.

თქვენი ბიზნესისა და თქვენი სოციალური მედიის მიზნების გათვალისწინებით ჩვენ ვაანალიზებთ თქვენს სოციალურ მედიაში მიმდინარე საქმიანობას, ვაკვირდებით, როგორ შეესაბამება ეს თქვენს ძირითად მიზნებს და ვაფასებთ მას თქვენს კონკურენტებთან შედარებით.

ჩვენ ყურადღებით შევისწავლით თქვენს სოციალურ მედიაში არსებულ არხებს ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებლების გათვალისწინებით, როგორებიცაა თქვენი ვებ-გვერდის ტრაფიკი, კონვერტაცია, ჩართულობები და ბრენდის ცნობადობა.

რა შედის სოციალური მედიის აუდიტის პროცესში?

  • თქვენი არსებული სოციალური მედიის აქტივობების შეფასება
  • ბიუჯეტის ხარჯვის ანალიზი
  • სტრატეგიის მიმოხილვა
  • თითოეულ პლატფორმაზე მორგებული ტაქტიკები და რეკომენდაციები
  • რესურსებისა და ინსტრუმენტების შეფასება
  • კონკურენტების ანალიზი
  • რეკომენდაციები ცვლილებებისა და კამპანიების შესახებ

 

 

პირველ ეტაპზე ჩვენ დაგისვამთ ბევრ შეკითხვას, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეალურად გავეცნოთ თქვენს გამოწვევებსა და მიზნეთ რათა აღმოგიჩინოთ ზუსტად ის მხარდაჭერა, რაც გჭირდებათ.

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ გადმოგცეთ ჩვენი ცოდნა და უნარები, დაგეხმაროთ სტრატეგიების დასახვაში და მოვახდინოთ თქვენი სარეკლამო ბიუჯეტების ოპტიმიზაცია.

თუ გსურთ, რომ მიიღოთ კონსულტაცია თქვენი კომპანიისთვის, შეავსეთ მარტივი ფორმა.