ტოპ 10 ციფრული მარკეტინგული სტრატეგია სილამაზის სალონისთვის

მაისი 28, 2021

ტოპ 10 ციფრული მარკეტინგული სტრატეგია სილამაზის სალონისთვის

თუ თქვენ გაქთ სილამაზის სალონი, აუცილებლად გჭირდებათ სოციალური მედია სტრატეგია გაყიდვების გასაზრდელად.

თუ გაქვთ სილამაზის სალონი, აუცილებლად გჭირდებათ სოციალური მედია სტრატეგია გაყიდვების გასაზრდელად. სოციალური მედიის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ, თქვენი სერვისის შესახებ ცნობადობის გაზრდა და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა. ფეისბუქი, ინსტაგრამი და სხვა სოციალური პლატფორმები ადამიანებისთვის ბიზნესთან საკომუნიკაციოდ პირდაპირ წყაროდ იქცნენ.

იმისათვის, რომ თქვენს კონკუტენტებთან უპირატესობა მოიპოვოთ, გთავაზობთ 10 ციფრულ მარკეტინგულ სტრატეგიას თქვენი სილამაზის სალონისთვის:

  1. დაპოსტეთ მიმზიდველი კონტენტი
  2. გამოიყენეთ ფეისბუქი და ინსტაგრამი ძირითად საკომუნიკაციო ინსტრუმენტებად
  3. დაპოსტეთ მომხმარებლების ფოტოები
  4. წარმოიდგინეთ თქვენი სოციალური მედია გვერდები, როგორც მინი ვებ-გვერდი
  5. გააკეთეთ ექსკლუზიური შეთავაზებები სოციალურ მედია პლატფორმებზე
  6. ორიენტირდით მიზნობრივ რეკლამებზე
  7. მიჰყევით ტრენდებს
  8. გამოიყენეთ ლოკალური მარკეტინგი
  9. დაპოსტეთ „Before and After“ ფოტოები
  10. გააზიარეთ ლაივ სთორები და ვიდეოები
  1. დაპოსტეთ მიმზიდველი კონტენტი

ნებისმიერი კონტენტი სოციალურ მედიაში უნდა იყოს საინტერესო და ყურადღების მიმქცევი. შეგიძლიათ, თქვენი მომხმარებელი საინსპირაციო, მახვილგონივრული ფრაზებით და ლამაზი ფოტოებით მოხიბლოთ. ყველაფერი ეს გამოიწვევს მათ ჩართულობას თქვენს პლატფორმაზე. ყოველთვის შეინარჩუნეთ თქვენი ბრენდის სტილი და ვიზუალები.

თქვენი პოსტები შეიძლება იყოს საინფორმაციო, სასაცილო, მოდური - ყველანაირი, რაც თქვენი მომხმარებლების დაინტერესებას და ჩართულობას გამოიწვევს. შეგიძლიათ, დაპოსტოთ ფაქტები, თმის ვარცხნილობები, თმის მოვლის რჩევები, კადრს მიღმა ფოტოები და ა.შ. თუ თქვენი სალონი ვინტაჟურია შეგიძლიათ, შესაბამისი ვინტაჟური ფილტრები გამოიყენოთ ფოტოს დამუშავებისას.

  1. გამოიყენეთ ინსტაგრამი და ფეისბუქი, როგორც ძირითადი საკომუნიკაციო ინსტრუმენტები

დღეს ყველას და ყველაფერს იპოვით სოციალურ მედიაში. სალონის სოციალური მედია მარკეტინგი მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ მომხმარებლების მოსაპოვებლად. გარდა კონტენტის გაზიარებისა, თქვენ შეგიძლიათ, ჩაატაროთ გათამაშებები და კონკურსები, რაც გაზრდის ცნობადობას და ერთგულების მაჩვენებელს.

  1. დაპოსტეთ თქვენი მომხმარებლის ფოტოები, რაც შეიძლება ბევრი.

სოციალური მედია არის ვიზუალიზაციის საშუალება და შეგიძლიათ, მაქსიმალურად წარმოაჩინოთ თქვენი საქმიანობა. თქვენ შეგიძლიათ, დაპოსტოთ თქვენი ნამუშევრები - ვარცხნილობები, ფრჩხილის მოვლა, მაკიაჟი და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ მომხმარებლები, როდესაც მათ ფოტოებს აქვეყნებთ. ეს გადაპოსტვის შანსს გაზრდის და ისინი თავს უნიკალურებად და დაფასებულ მომხმარებლებად იგრძნობენ.

  1. წარმოიდგინეთ თქვენი სოციალური მედია გვერდები, როგორც მინი ვებ-გვერდები

მას შემდეგ, რაც ადამიანი შემოდის თქვენს სოციალური მედიის გვერდზე მან მარტივად უნდა შეძლოს ყველანაირი ინფორმაციის მიღება თქვენ შესახებ. დარწმუნდით, რომ თქვენ შესახებ ინფორმაცია განახლებული და ხელმისაწვდომია. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს სალონის ადგილმდებარეობას, სერვისებს, კონტაქტს და ა.შ.

  1. გააკეთეთ ექსკლუზიური შეთავაზებები სოციალურ მედია პლატფორმებზე

სილამაზის სალონების ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშვებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ექსკლუზიური შეთავაზებები სოციალურ მედიის მომხმარებლებისთვის. ისინი იმ შემთხვევაში უფრო მოიწონებენ თქვენს გვერდს, თუ სანაცვლოდ რაიმეს შესთავაზებთ. თქვენ შეგიძლიათ, დადოთ სთორები, სადაც კუპონების კოდებს გააზიარებთ, ან შეგიძლიათ, მიზნობრივი რეკლამები გაუშვათ კონკრეტული ადამიანების ჯგუფებთან, რომლებსაც ფასდაკლების კოდებს შესთავაზებთ. ეს მომხმარებლებს პერზონალიზებულ გამოცდილებას შესძენს, რაც გაზრდის მათ ლოიალობას თქვენ მიმართ.  

  1. ორიენტირდით მიზნობრივ რეკლამებზე

ფეისბუქის და ინსტაგრამის რეკლამებს შეუძლიათ, უფრო მეტ ადამიანს მიწვდნენ და უფრო სწრაფდ, ვიდრე ამას ორგანული პოსტი შეძლებს. თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ დემოგრაფიაზე, ინტერესებზე და სხვა დეტალურ მახასიათებლებზე დაყრნობით აუდიტორია და მოიპოვოთ ცხელი ლიდები.

  1. მიჰყევით ტრენდებს

უახლეს ტრენდებზე აყოლა საკმარისი არ არის, თქვენ უნდა დარწმუნდეთ რომ ის ფართო აუდიტორიას აღწევს. სწორედ აქ ჩნდება ჰეშთეგების მნიშვნელობა. თქვენ უნდა გამოიყენოთ ტრენდული, შესაბამისი და პოპულარული ჰეშთეგები იმისთვის, რომ ინსტაგრამ პროფილზე მომხმარებლები მოიზიდოთ.

  1. გამოიყენეთ ლოკალური მარკეტინგი როგორც უპირატესობა

თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ჰეშთეგი ან ლოკაციის ფუნქცია იმისთვის, რომ მომხმარებლებს დაეხმაროთ, მარტივად მიაგნონ თქვენს სალონს მათთვის ახლომდებარე ტერიტორიაზე.

  1. გამოიყენეთ „Before and After“ სურათები

უკუკავშირები და შეფასებები მხოლოდ ტექსტობრივი სახით აღარ ხდება. თქვენ შეგიძლიათ, დაპოსტოთ „Before and After“ ფოტოები თქვენს პლატფომაზე და სთხოვოთ მომხმარებლებს, შეაფასონ თქვენი ნამუშევარი.  

  1. გააზიარეთ ლაივ სთორები და ვიდეოები

ლაივ სესიები შესანიშნავი გზაა მომხმარებლებთან ინტერაქციისთვის. დარწმუნდით, რომ კვირაში ერთხელ მაინც გადიხართ ლაივში. ამის გაკეთება მუშაობის პროცესში შეგიძლიათ, ამით ადამიანებს კადრს მიღმა სცენების ნახვის საშუალებას მისცემთ. შეგიძლიათ, მიმართოთ ინფლუენსერებს, რომ ჩაერთონ თქვენს ლაივში, ეს ჩართულობას საკმაოდ გაგიუმჯობესებთ.

დასკვნა

კიდევ ბევრი რჩევა და ხრიკი არსებობს, თუ როგორ უნდა მოიპოვოთ მომხმარებლები თქვენი სილამაზის სალონისთვის ციფრული მარკეტინგული სტრატეგიით. თქვენ მუდმივად უნდა დატესტოთ სხვადასხვა ხერხი, რომ აღმოაჩინოთ, რა მუშაობს ყველაზე კარგად. სწორად გამოყენების შემთხვევაში სოციალური მედია ძლიერი ინსტრუმენტი იქნება თქვენი ბიზნესის გასაზრდელად.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მუშაობს Facebook ალგორითმი 2021 წელს

ინსტაგრამის ალგორითმი 2021 წელს: როგორ გავხადოთ პოსტები მეტად თვალსაჩინო

საკონკურსო იდეები ინსტაგრამისთვის

ეფილიეიტ მარკეტინგი