ციფრული მარკეტინგი მეღვინეობისთვის

რისთვის იყენებს მეღვინეობა ციფრულ მარკეტინგს?
შეიძლება იკითხოთ, თუ რას ნიშნავს ღვინის ციფრული მარკეტინგი. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ციფრული მარკეტინგი მოიცავს ინტერნეტის, მობილური მოწყობილობების, სოციალური მედიის, საძიებო სისტემებისა და სხვა ციფრული პლატფორმების გამოყენებას სასურველ აუდიტორიამდე მისაღწევად. უფრო კონკრეტულად კი ის იყენებს ადგილობრივ მარკეტინგულ სტრატეგიებს, PPC (Pay-per-click) რეკლამირებას - გადახდა თითო კლიკზე, კონტენტ მარკეტინგსა და იმეილ მარკეტინგს, რათა კომპანიის ონლაინ თვალსაჩინოება უზრუნველყოს.
ღვინის ციფრული მარკეტინგის დანერგვა თქვენს სტრატეგიაში მნიშვნელოვნად გაზრდის აუდიტორიასთან მიღწევისა და დაკავშირების შანსებს და ამასთანავე, დაგეხმარებათ სრულიად ახალი აუდიტორიის მოზიდვაშიც.
არსებული გამოწვევები
მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან მოყოლებული, ღვინის ინდუსტრიის თითოეულ ასპექტში არნახული ზრდა და განვითარება შეინიშნებოდა. მომხმარებელთა გაზრდილმა ინტერესმა სულ უფრო და უფრო მეტი ვაზის გაშენება და წარმოების ზრდა გამოიწვია. შედეგად, ამ ყველაფერმა ღვინის გაზრდილ მოხმარებამდე მიგვიყვანა. ღვინის ინსტიტუტის თანახმად, 1990 წლის შემდეგ ღვინის საერთო მოხმარება სტაბილურად იზრდება. რამდენად სასიამოვნოდ ჟღერს ეს თქვენთვის?
Google Analytics-ის მონაცემების მიხედვით, “Baby boomer“-ების თაობა ძალიან ახლოს არის საპენსიო ასაკთან და შესაბამისად, ღვინის მოხმარებასაც ამცირებენ, ხოლო მილენიალების თაობაში კი ღვინო ამდენად გავრცელებული არ არის და შესაბამისად, მისი მოხმარებაც დაბალია. ამას კი მივყავართ საშიშროებამდე, რომ ღვინის მიწოდება მასზე მოთხოვნას გადააჭარბებს, რისი მოლოდინიც ბაზარზე რამდენიმე წლის წინ უკვე არსებობდა. გარდა ამისა, Winebusiness.com-ზე დაყრდნობით, ბაზარზე მეღვინეობების მონახულების მაჩვენებელი 50%-ით იწევს ოთხ ძირითად რეგიონში.
რასაკვირველია, მილენიალების თაობა ღვინის ინდუსტრიისთვის ყველაზე დიდ შესაძლებლობას წარმოადგენენ. მაშინ, როდესაც მილიონობით ღვინის მომხმარებელი საპენსიო ასაკს უახლოვდება, მილენიალების თაობა სამიზნე აუდიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. თუმცა, როგორ უნდა მივწვდეთ მათ და როგორ დავიმსახუროთ მათი ყურადღება? - რა თქმა უნდა, ციფრული მარკეტინგის ინტეგრირებით!
გთავაზობთ რამდენიმე კომპანიის მაგალითს, მათ გამოწვევებსა და იმას, თუ როგორ შეძლეს მათ ამ გამოწვევების გადალახვა
გამოწვევები
- მცირე მეღვინეობა სადეგუსტაციო ოთახის გარეშე
- კომპანიას სჭირდება “Pinot Noir” - პინო ნუარ ღვინის ონლაინ გაყიდვების გაზრდა
- მეღვინეები საკუთარი ძალებით აწარმოებდნენ ფეისბუქ მარკეტინგს, თუმცა მათ ექსპერტების რჩევა და დახმარება ესაჭიროებოდათ, რათა ყველა ელემენტი ერთად შეეკრათ და კამპანია უფრო ეფექტური გაეხადათ.
გადაჭრის გზები
ფასიანი სოციალური მედია კამპანიები ფეისბუქსა და ინსტაგრამზე. შეიქმნა დახვეწილი და ხარისხიანი სურათები, ისევე როგორც ვიდეოები და რეკლამირდა Facebook Ads Manager-ის მეშვეობით.
ასევე გამოიყენეს ლოკაციაზე დაყრდნობით თარგეთირება, რათა კომპანია მხოლოდ იმ ქვეყნებს დაკავშირებოდა, სადაც პროდუქციის გატანა შეიძლებოდა.
A/B ტესტირების მეშვეობით, კომპანია სხვადასხვა მესიჯებს ცდიდა, რათა საუკეთესო, ოპტიმალური შედეგისთვის მიეღწია.
გარდა ამისა, დიდი წვლილი შეიტანა ვიდეო რეკლამებმა და „Story“-ის ელემენტებმა.
შედეგი
შედეგად კომპანიამ მიიღო გაზრდილი შემოსავლები და მომხმარებლის ჩართულობა.
მათ აღმოაჩინეს სხვადასხვა გზები სამიზნე აუდიტორიასთან დასაკავშირებლად. სტრატეგიიდან დაწყებული, მედია დაგეგმარებით დამთავრებული, პროგრამაზე მუშაობით კომპანიამ შეძლო პროცესების ოპტიმიზაცია და ინვესტიციიდან მაღალი უკუგების (ROI) მიღება.
ახლა ძალიან ბევრი მომხმარებელი საუბრობს მათზე და აღნიშნავს, თუ რამდენად ხარისხიანი სოციალური მედია აქვთ. მათ ჩამოყალიბებული აქვთ Facebook და Instagram Ads და განსაზღვრული აქვთ საიზნე აუდიტორია, რომელსაც სამომავლო კამპანიებისთვის უფრო მარტივად გამოიყენებენ.
Rombauer მეღვინეობა
გამოწვევები
- საჭირო იყო ღვინის ჯიშის SKU (sauvignon blanc) - სოვინიონ ბლანის ცნობადობის გაზრდა.
- პირდაპირი (ოფლაინ) და ონლაინ გაყიდვების გაზრდა
- ვებ-გვერდის ჩართულობის ამაღლება და რეგისტრაციების ზრდა ღვინის კლუბისთვის.
გადაჭრის გზები
კომპანიამ მიმართა დემოგრაფიულ თარგეთირებას და სამიზნე აუდიტორიად მონიშნა 20 – 40 წლამდე ადამიანები.
გარდა ამისა, გამოიყენეს ლოკაციაზე დაყრდნობით თარგეთირება, სადაც კომპანია ისეთ ქვეყნებს უთითებდა, რომელშიც ღვინის მიწოდებას შეძლებდა.
არხები: კომპანია იყენებდა ფასიან სოციალურ მედია არხებს, ფეისბუქსა და ინსტაგრამს, ვიდეო რეკლამირებას YouTube პლატფორმაზე და ასევე იყენებდა Google Ads (ფასიანი საძიებო სისტემა ბანერების განთავსებისთვის)
შედეგი
შედეგად, კომპანიამ მოახერხა ვებ-გვერდის ტრაფიკის 19 პროცენტით გაზრდა, თანაც მხოლოდ კამპანიის პირველ კვირაში.
მათ ვიდეოები ხუთასი ათასზე მეტ ნახვას აგროვებდა (მნახველთა ნახევარი ვიდეოს 100%-ს სრულად უყურებდა).
რაც ყველაზე მთავარია, დაფიქსირდა დადებითი ROI - უკუგება ინვესტიციიდან, თანაც თითოეულ გამოყენებულ არხზე.
დღესდღეობით, სამყარო სრულიად გაციფრულებისკენ მიემართება, ამიტომ გაითვალისწინეთ წარმატებული კამპანიების მაგალითები და დაუყოვნებლივ დაიწყეთ ციფრული მარკეტინგის არხების გამოყენება და ამგვარად, თქვენი კომპანიის ზრდასა და განვითარებას შეუწყვეთ ხელი, ვინაიდან, თქვენი სამიზნე აუდიტორიის უდიდესი წილი დღეს სწორედ ონლაინ სივრცეში იყრის თავს.
ასევე დაგაინტერესებთ: