ციფრული მარკეტინგი ტურისტული ბიზნესებისთვის

ტექნოგოლოგია მუდმივად ვითარდება და მის განვითარებასთან ერთად, მსოფლიოში იცვლება ის მიდგომებიც, რომლითაც ბიზნესები იმართება.
ბიზნესებისთვის და მომხმარებლებისთვის სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი, ბიზნესები ადაპტირდებიან სხვადასხვა ტექნოლოგიებთან, რაც ტურისტული ინდუსტრიისთვის უამრავ შესაძლებლობას იძლევა. ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობების ბიზნესზე მორგებას შეუძლია, მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ბიზნესს, ხელი შეუწყოს მის მდგრად განვითარებას და უზრუნველყოს მისი გამორჩეულობა ბაზარზე.
სამეწარმეო ტურმიზმის წარმომადგენლებისთვის ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი შესაძლებლობებით სავსე დრო, ვინაიდან ახლა მათ არაერთი გზით შეუძლიათ მომხმარებლის გამოცდილების გაზრდა, მათთან მყარი კომუნიკაციისა და ურთიერთობის ჩამოყალიბება.
თუ გსურთ, ფეხი აუწყოთ ციფრული მარკეტინგის მიმდინარე ტრენდებს და მოარგოთ ის თქვენს ბიზნესს, მაშინ მიჰყევით სტატიას და გაეცანით ჩვენ მიერ წარმოდგენილ 9 რჩევას.
- შექმენით ისტორიები
ადამიანები უფრო მეტად აფასებენ მიღებულ გამოცდილებას, ვიდრე სხვა მატერიალურ საკითხებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მოგზაურობას ეხება. ამგვარი ტენდენციის გავრცელებას მილენიალებმა შეუწყვეს ხელი. გარდა ამისა, უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ 55 წელს გადაცილებული ადამიანები არ იშურებენ ფულს იმისთვის, რომ დაუვიწყარი სამოგზაურო გამოცდილება მიიღონ.
ადამიანები ისეთ დასვენებასა და არდადეგებს ელიან, სადაც შეხება ექნებათ ხალხთან, კულტურასთან და საკუთარ მოგონებებს ახალ ბედნიერ მომენტებს შემატებენ. სოციალური მედია ამგვარ აქტივობებსა და გამოცდილებას სურათებისა და ვიდეოს საშუალებით გადმოგვცემს, მოგზაურები უზიარებენ ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას და უყვებიან ამბებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში გადახდათ.
მუდმივად განვითარებადი საძიებო სისტემების ალგორითმი საშუალებას გვაძლევს, ონლაინ სივრცეში ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია ინტერესების, გამოცდილებისა და მოთხოვნილებების მიხედვით მოვიძიოთ. შესაბამისად, ამისთვის ამბის თხრობაა საჭირო. ნუ ეტყვით მომხმარებელს უბრალოდ, თუ რას სთავაზობთ მათ - მოუყევით თქვენი რეგიონის, კულტურის, ფლორის, ფაუნისა და საკვების შესახებ და უპასუხეთ მათ კითხვებს - რა, რატომ და როგორ.
მოგზაურობა და ამბების თხრობა იდეალური სინთეზის შესაძლებლობას იძლევა - ვიდეოები, ბლოგპოსტები, სურათები და სოციალური მედია ტურისტულ სამყაროში არსებული თითოეული ბიზნესისთვის შეუდარებელი საშუალებაა.
- გახადეთ თქვენი კონტენტი და მარკეტინგი პერსონალიზებული
ინტერნეტმა საგრძნობლად შეცვალა მომხმარებლის მოთხოვნები. მათ სურთ ინდივიდუალურობა, სურთ, რომ სოციალური მედია და საძიებო სისტემები მოექცნენ მათ, როგორც ცალკეულ პიროვნებებს და არ იყოს მათკენ მიმართული მესიჯი ზოგადი, ყველასათვის განკუთვნილი. იმისათვის, რომ ბაზრის მიმდინარე ტენდენციებს ავყვეთ, საჭიროა, ჩვენი მენტალიტეტი შევცვალოთ და ის პირისპირი კომუნიკაციებისკენ მივმართოთ (ონლაინ სივრცეში), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბიზნესებსა და სოციალურ მედიას ეხება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სოციალური მედია არა მომხმარებლისთვის პროდუქტის მისაყიდ პლატფორმად, არამედ ჩვენს მომხმარებელთან დასაკაშირებლად და მათთან ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. საჭიროა, ჩვენს იდეალურ მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი კონტენტი, რომელიც მის ინტერესებს დააკმაყოფილებს.
თქვენი მარკეტინგული სტრატეგია თითოეულ ადამიანს უნდა მოარგოთ - თქვენს იდეალურ მომხმარებელს, მყიდველის პერსონას და არა მომხმარებელთა ჯგუფს. ამიტომ დაუთმეთ დრო თქვენი მომხმარებლების შესწავლას, მათი მახასიათებლებისა და ინტერესების გამოკვლევას და ეცადეთ, თითოეული კონტენტ მასალა სწორედ მათზე იყოს მორგებული.
ყოველთვის შექმენით ისეთი კონტენტი, რომელიც თქვენს მომხმარებელთან დაგაკავშირებთ, შთააგონებს მათ და დაეხმარება. იდეალური მომხმარებლის შესახებ შეგიძლიათ მისი სოციალური მედია კონტენტიდან ან ონლაინ ანალიტიკიდან მიიღოთ ინფორმაცია.
- გახადეთ მომხმარებელთა კონტენტი თქვენი მარკეტინგული გეგმის ნაწილი
მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი და მისი სოციალურ ქსელებში გამოტანა, დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და შთამბეჭდავი ტრენდია ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბრენდის ავტორიტეტსაც ამაღლებს. მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი ბუნებრივი და გაცილებით ჰუმანურია - ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, აზრებს და სთავაზობენ ერთმანეთის მიერ შექმნილ კონტენტსა თუ ბლოგპოსტებს.
ადამიანების დაახლოებით 90% უფრო მეტად მისი თანამოაზრეების, მეგობრების აზრს და კონტენტს უფრო ენდობა, ვიდრე ბიზნესისას და ამასთანავე, ოთხი ადამიანიდან ერთი მაინც აიგნორებს ონლაინ სივრცეში არსებულ რეკლამებს.
TripAdvisor ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამოგზაურო ვებ-გვერდია მსოფლიოში და მისი ახალი, პერსონალიზებული ინტერფეისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოაქვეყნოს საკუთარი სურათები და აღბეჭდოს მისი „მოგზაურობა“. ამგვარი ფუნქციონალი საგრძნობლად შეუწყობს ხელს მომხმარებლის მიერ შექმნილ კონტენტს და საკმაოდ ძლიერი გავლენაც ექნება მოგზაურებზე.
მარკეტინგული სტრატეგიების მორგებისთვის და საუკეთესო ეფექტის მისაღებად დაგჭირდებათ თქვენი უნიკალური, ხარისხიანი კონტენტის წარმოება მომხმარებლის მიერ შექმნილ კონტენტთან ერთად. ამასთანავე, საჭიროა, იპოვოთ ის გზები, რითაც მომხმარებლებს უბიძგებთ მეტი მიმოხილვებისა და სოციალური მედია კონტენტის შექმნისაკენ. ასევე დაგეხმარებათ იმის გააზრება, თუ როგორ მუშაობს ინფლუენსერ მარკეტინგი.
მომხმარებლის მიერ დაკავშირებული კონტენტის შექმნის წასახალისებლად ერთ-ერთ საუკეთესო გზას ონლაინ კონკურსების შექმნა წარმოადგენს.
- აუცილებლად შეიტანეთ ვიდეო კონტენტი თქვენს სტრატეგიაში
ვიდეოების რაოდენობა ონლაინ სივრცეში საგრძნობლად იზრდება, ვინაიდან ის იდეალურია ამბის გადმოსაცემად და მომხმარებელში მაღალ ჩართულობასაც იწვევს. ვიდეო კონტენტს დაახლოებით 12-ჯერ უფრო მეტად აზიარებენ, ვიდრე ტექსტურ და ვიზუალური კონტენტს ერთად.
დღეს უკვე აუცილებელია, რომ ვიდეო კონტენტი მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილად აქციოთ - როგორც პროფესიონალური ვიდეო თქვენს ვებ-გვერდზე, ისე ბრენდირებული ვიდეო YouTube არხზე. ნუ დაივიწყებთ ასევე სოციალურ მედიასაც.
ფეისბუქი და ინსტაგრამი მნიშვნელოვან კონკურენციას უწევენ ამ მხრივ იუთუბს. ბიზნესებს არაერთი შესაძლებლობა გააჩნიათ ამ სოციალურ ქსელებში. წინასწარ მომზადებული ვიდეოების გარდა, არსებობს ფეისბუქ და ინსტაგრამ ლაივები და IGTV, განცალკევებული ვიდეო აპლიკაცია ინსტაგრამისთვის, რომელიც მომხმარებელს მოცულობითი ვიდეოების ატვირთვის საშუალებას აძლევს. ინსტაგრამის “Story” კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალებაა მომხმარებლის გასახალისებლად და მათი ჩართულობის ასამაღლებლად.
- პოდქასთი ტურისტული და კულტურული ამბების გადმოსაცემად
პოდქასთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი აუდიო არხი გახდა.
საინტერესო ადამიანთან ინტერვიუთი დაწყებული, შთამბეჭდავი ისტორიული ადგილებით დამთავრებული, ადამიანის ხმის ძალა უსაზღვროა და უამრავი ადამიანის ინტერესს იმსახურებს. შესაბამისად, ამბის აუდიო თხრობა ბიზნესებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.
იფიქრეთ, თუ როგორი ამბების მოყოლას შეძლებთ პოდქასთებით და აუცილებლად შეარჩიეთ ისეთები, რომლებიც თქვენს სამიზნე აუდიტორიას დააინტერესებს, ასწავლის და მათ ჩართულობასაც გამოიწვევს.
ამის გასაკეთებლად შეგიძლიათ, კოლაბორაციულად იმუშაოთ სხვა ტურისტულ ოპერატორთან ერთად. ამოგზაურეთ მომხმარებელი სხვადასხა რეგიონებში და გაუზიარეთ მას ის შთამბეჭდავი გამოცდილება, რომელიც მოგზაურობის დროს ელოდებათ.
- ონლაინ რეკლამირება, როგორც მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი
ვინაიდან კონკურენცია ონლაინ სივრცეში არნახულად იზრდება, ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს საძიებო სისტემების მარკეტინგში, ისევე როგორც ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამირებაში. ეს იმიტომ, რომ მათ სჯერათ შესაძლებლობების. სწორი სტრატეგიისა და ტაქტიკების საშუალებით, თქვენი ინვესტიცია ნამდვილად უბადლო იქნება.
ძირითად შემთხვევებში, რეკლამირების მთავარი დანიშნულება ტრაფიკის გაზრდა და მისი საიტისკენ მოზიდვაა ხოლმე. თუმცა, სანამ ფასიან რეკლამირებას დაიწყებდეთ, რამდენიმე ფაქტორის ოპტიმიზიაციაა საჭირო - დაწყებული ხარისხიანი ონლაინ ხილვადობით, დამთავრებული მომხმარებელის მაღალი კმაყოფილებით. საჭიროა, რომ თქვენი რეკლამირების მიზნები აშკარა და კონკრეტული იყოს. იქონიეთ Google Analytics და სრულად გამოიყენეთ მისი შესაძლებლობები, მოარგეთ მას თქვენი ელექტრონული კომერცია და მუდმივად ადევნეთ თვალი თქვენს შედეგებს და გააანალიზეთ ისინი. გარდა ამისა, ნუ დაგავიწყდებათ ლენდინგ გვერდების ოპტიმიზიაციაც, ვინაიდან თუ მომხმარებელს თქვენს ვებ-გვერდამდე მოიზიდავთ, საჭიროა მას რელევანტური და მისთვის გამოსადეგი კონტენტიც დაახვედროთ, რათა მან სწორედ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც თქვენ გსურთ - შეიძინოს პროდუქტი ან მომსახურება, დაგიტოვოთ საკონტაქტო ინფორმაცია ან მეილი, ან სულაც დარეგისტრირდეს.
სოციალური მედია ალგორითმების ცვლილება სულ უფრო რთულს ხდის იდეალურ აუდიტორიასთან დაკავშირებას, ამიტომ სოციალური მედია სტრატეგიაც გადამწყვეტ როლს თამაშობს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, სოციალური მედიიდან ორგანულ ტრაფიკსაც იღებდეთ.
- გაააქტიურეთ ფეისბუქ შეტყობინებები - მომხმარებელი ამას ელოდება
გასაკვირი არ არის, რომ დღესდღეობით, ონლაინ ჩატი, იგივე ფეისბუქ შეტყობინებები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესებისთვის და მათ გარეშე არსებობა, ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
სატელეფონო საუბრებს ხალხი გაცილებით ამჯობინებს პირად მიმოწერას. მომხმარებელეთა 53% პროცენტი უფრო მეტად იმ ბიზნესებს უკავშირდება, ვისთან დაკონტაქტებაც ჩატის საშუალებით შეუძლიათ.
ამიტომ დარწმუნდით, რომ აუცილებლად გაქვთ თქვენს ფეისბუქ გვერდზე მიმოწერის საშუალება. მასში არაერთი საინტერესო ფუნქციის ინტეგრირებაც შეგიძლიათ.
ფეისბუქის შეტყობინებების ინტეგრირება თქვენს ვებ-გვერდზეც შესაძლებელია, საიდანაც მომხმარებელი მარტივად და სწრაფად დაგიკავშირდებათ. შეგიძლიათ, შეხვიდეთ ფეისბუქის შეტყობინებების პარამეტრებში და შესაბამისი ღილაკის კოდი გადაიტანოთ თქვენს ვებ-გვერდზე.
ონლაინ ჩატი იდეალური საშუალებაა მომხმარებლის კითხვებისა და პრობლემების გასაგებად, გასაანალიზებლად და რაც მთავარია, მათთან მარტივი და სწრაფი კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა.
- VR - ვირტუალური რეალობა
ეს მომავალი სულაც არ არის და მისი ფასიც ეტაპობრივად იკლებს, შესაბამისად მისი გამოყენება საკმაოდ ხელმისაწვდომი ხდება ყველა ბიზნესისთვის. არსებობს ორი მთავარი არხი - ვირტუალური და დამატებული რეალობა - და ორივე მათგანი, ციფრულ სამყაროში გამოცდილების შექმნაში დაგეხმარებათ.
AR (Augmented Reality) მხოლოდ და მხოლოდ ეკრანს საჭიროებს. ეკრანი კი ხდება თქვენი სამყარო. ხშირად მას აპლიკაციის საშუალებითაც იყენებენ, ასევე მობილური მოწყობილობიდანაც, რაც მას მასობრივად ხელმისაწვდომს ხდის. AR მომხმარებელს ეხმარება, მიიღოს უფრო სიღრმისეული ინფორმაცია ამა თუ იმ ადგილის შესახებ და აღმოაჩინოს ის სრულად, გაეცნოს მის მახასიათებლებს, სილამაზეს, მიიღოს მის შესახებ ისტორიული ინფორმაცია - იქნება ეს ტექსტური სახე თუ აუდიო.
რაც შეეხება ვირტუალურ რეალობას - VR, მისი გამოყენება სპეციალური მოწყობილობით არის შესაძლებელი, რომელიც თქვენს თვალებს ერგება და ქმნის სრულიად ახალ გამოცდილებას, სამყაროს, რომელიც თქვენი ემოციებითა და გრძნობებით სტიმულირდება. არაერთი კვლევა ტარდება იმის შესახებ, თუ რამდენად ახდენს გავლენას VR გამოცდილება ადამიანის გადაწყვეტილებაზე, როდესაც საქმე მოგზაურობას და სასურველი ადგილის შერჩევას ეხება. ტურისტული სააგენტოებისთვის ეს უამრავ შესაძლებლობას იძლევა.
- გაზომეთ თქვენი უკუგება მარკეტინგული ინვესტიციიდან - ROMI (return on marketing investment)
დღესდღეობით, ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს, რომელიც კომპანიას საკუთარი ინვესტიციების შეფასებასა და მისი შედეგების მოკვლევაში ეხმარება. ამგვარი ინფორმაცია ძირითადად გადაწყვეტილების მიღებაში ბაზრის თარგეთირებაში ეხმარება მენეჯერებს. არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესი მცირეა თუ დიდი, ანალიტიკის გამოყენება ყველა ტიპის ბიზნესისთვის საჭიროა.
ვინაიდან ტურისტულ სფეროში, ინვესტიციები და ძალისხმევა ციფრული მარკეტინგის მიმართ დღითიდღე იზრდება, ჩვენ უფრო ხშირად ვხედავთ ისეთ ბიზნესებს, რომლებსაც სურთ მათი მარკეტინგული ძალისხმევის შედეგების შესწავლა, რათა გაიგონ, რა მუშაობს უფრო ეფექტურად მათი მიზნების შესასრულებლად.
Google Analytics და თქვენი გაყიდვების მონაცემები უფასო და საკმაოდ ღირებულ მონაცემთა წყაროს წარმოადგენენ, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ ანალიზი და შესაბამისი მოხსენების შედგენა. მთავარია, მხოლოდ გუგლის შესაძლებლობები შეისწავლოთ, დანერგოთ ელექტრონული კომერცია და მუდმივად ადევნოთ თვალი ვებ-გვერდის მნახველებს, მათ აქტივობებსა და კონვერსიის მაჩვენებლებს.
შეჯამება
თუკი სერიოზულად ხართ განწყობილი თქვენი ტურისტული ბიზნესის მიმართ და გსურთ, გაზარდოთ თქვენი შემოსავლები, გახადოთ ადგილი უფრო მიმზიდველი, მაშინ ზემოთ აღნიშნული შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. თქვენი მარკეტინგული გეგმა უნდა ერგებოდეს მუდმივად ცვალებად ტექნოლოგიებსა და ტრენდებს და დამყარებული უნდა იყოს ხარისხიანი და რელევანტური კონტენტის შექმნაზე.
მომხმარებელთან პერსონალური სახის კომუნიკაციის გამართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი წარმატებისთვის და განსაკუთრებით ონლაინ მარკეტინგისთვის.
მაქსიმალურად ეცადეთ, თქვენს მარკეტინგში ისეთი სიახლეები დანეგროთ, როგორც არის ვირტუალური რეალობა, ხელი შეუწყოთ კონტენტის კოლაბორაციას, მაგალითად პოდქასთებთან და მუდმივად იზრუნოთ მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე.
ასევე დაგაინტერესებთ: