media-4

რა არის სადღესასწაულო მარკეტინგი?

  • 19 იან 2022
  • ციფრული მარკეტინგი
რა არის სადღესასწაულო მარკეტინგი?

სადღესასწაულო მარკეტინგი არის დღესასწაულების ფონზე სხვადასხვა მარკეტინგული მიდგომების საშუალებით მომხმარებლების ყურადღების მიპყრობა თქვენ მიერ შემოსავლების გაზრდის მიზნით შექმნილ დამატებით ფასდაკლებებზე.

  1. რატომ არის სადღესასწაულო მარკეტინგი მნიშვნელოვანი ?
  2. როგორ ხორციელდება ის?
  3. პრაქტიკული რჩევები სადღესასწაულო მარკეტინგთან დაკავშირებით
  4. იდეები და მაგალითები

რატომ არის სადღესასწაულო მარკეტინგი მნიშვნელოვანი?

  • დღესასწაულებზე შოპინგს აქვს რიტუალური დატვირთვა
  • ანახლებს მარკეტინგულ სტანდარტებს
  • ხელს უწყობს შემოქმედებითობას
  • ორმხრივი სარგებლით უზრუნველყოფს მომხმარებელსა და ბრენდს
  • ამოწმებს ბიზნესის ზრდისა და ადაპტაციის უნარს

დღესასწაულებზე შოპინგი რიტუალურ სახეს ატარებს. უძველეს დროში ხალხი დღესასწაულებს კოცონის დანთებით, სიმღერით, ცეკვით და ცხოველთა შეწირვით აღნიშნავდა. თანამედროვე ცხოვრებაში ხალხის განვითარების პარალელურად ეს რიტუალები შოპინგმა ჩაანაცვლა. შესაძლოა, სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა დღესასწაულების ჟამს შოპინგი უმნიშვნელოვანეს ფენომენს წარმოადგენს.

ანახლებს მარკეტინგულ სტრატეგიებს. ბრენდებს შორის სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე კონკურენციის ზრდა სიახლე ნამდვილად არ არის. ამის ფონზე ხალხმა განსაკუთრებული პერსონალური მყიდველის გამოცდილება შეიძინა. ეს კი ავტომატურად უბიძგებს ბრენდს ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

ხელს უწყობს შემოქმედებითობას. სადღესასწაულო პერიოდში ხალხის ყურადღების მიპყრობა საკმაოდ რთული ამოცანაა. ამიტომ ბრენდებმა თავიანთი შემოქმედებითობის მაქსიმალური ზღვარი უნდა გამოსცადონ და შეიმუშაონ ემოციური და მიმზიდველი კონტენტი, რათა მომხმარებლებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინონ.

ორმხრივი სარგებლით უზრუნველყოფს მომხმარებელსა და ბრენდს. სადღესასწაულო მარკეტინგი მომხმარებლებს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და საჩუქრებს სთავაზობს და ამავდროულად, ბრენდების ძალისხმევას მნიშვნელოვანი შემოსავლითა და გაზრდილი რეპუტაციით აჯილდოვებს.

ამოწმებს ბიზნესის ზრდისა და ადაპტაციის უნარს.  შავი პარასკევისა და კიბერ ორშაბათის ცხელება ნამდვილ გამოცდას უწყობს კომპანიებს. ამ დღესასწაულებში მონაწილეობა გარდაუვალია. ამიტომაც ისინი განსაზღვრავენ, რამდენად უმკლავდება ბრენდი სადღესასწაულო მარკეტინგის ინტენსივობას და ამოწმებენ რამდენად მოქნილი და რეგულირებადია ცალკეული კომპანია.

სადღესასწაულო მარკეტინგი ნამდვილ ჯოჯოხეთად შეიძლება იქცეს მარკეტერებისთვის, თუ მასთან ერთად თანაარსებობა არ შეუძლიათ.

როგორ ვაწარმოოთ სადღესასწაულო მარკეტინგი ?

  1. შეადგინეთ გეგმა
  2. მოახდინეთ კონკრეტული მარკეტინგული არხების იდენტიფიცირება
  3. შეაგროვეთ მომხმარებელთა მონაცემები
  4. შექმენით იმეილ მარკეტინგის კამპანია
  5. აწარმოეთ კამპანია საჭირო დროს

სადღესასწაულო მარკეტინგის ნებისმიერ სტრატეგიაში რამდენიმე პუნქტიანი ეტაპი არსებობს. თუ ეს პუნქტები არ იქნება ათვისებული, შესაძლოა ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღოს:

შეადგინეთ გეგმა. სადღესასწაულო კამპანია უნდა დაიგეგმოს დღესასწაულებთან შედარებით გაცილებით ადრე. წარმატებული სადღესასწაულო მარკეტინგი წარმოადგენს კარგად განსაზღვრული და მიზანმიმართული სტრატეგიის ნაყოფს, ამიტომ თითოეულმა ბრენდმა წინასწარ უნდა გადაწყვიტოს მარკეტინგის რომელი მიმართულების არჩევა იქნება ყველაზე ეფქტური. აღმოჩნდა, რომ იმეილ მარკეტინგი არის ყველაზე ეფექტური მარკეტინგული მიმართულებებიდან, რადგან ის წარმოადგენს კომუნიკაციის ყველაზე ჰუმანურ არხს.

მოახდინეთ კონკრეტული მარკეტინგული არხების იდენტიფიცირება. დღესასწაულები წარმოადგენს ჰუმანურობისა და ემოციურობის შერწყმას. ამიტომაც, კომუნიკაციის მარკეტინგული საშუალებები ასევე ჰუმანური უნდა იყოს. ამისთვის საუკეთესოდ იმეილ და სმს მარკეტინგი ითვლება. ორივე მათგანი შეიძლება ჩაითვალოს ღრმად პერსონალიზებულ საკომუნიკაციო საშუალებად.

შეაგროვეთ მომხმარებელთა მონაცემები.  ჭკვიანური გზაა მაქსიმალური ოდენობით სასარგებლო მონაცემების წინასწარ შეგროვება, რათა დააკმაყოფილოთ მომხმარებლები მიზნობრივი და პერსონალური შეთავაზებებით. ასევე მოახდინეთ გამოსაწერი ფორმების (subscription forms) ადაპტირება, რათა წინასწარ იყოთ მზად მოახლოებული დღესასწაულებისთვის.

შექმენით იმეილ მარკეტინგის კამპანია. თუ დროში შეზღუდული ხართ, გაცილებით სწრაფი და მარტივია სადღესასწაულო მარკეტინგული კამპანიის დაწყება წინასწარ შემუშავებული შაბლონების დახმარებით, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ შავი პარასკევისთვის, ვალენტინობის დღისთვის, ახალი წლისა და შობისთვის.

აწარმოეთ კამპანია საჭირო დროს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადღესასწაულო მარკეტინგული კამპანიის შესაფერის დროს ჩაშვებას.

ახლა, როდესაც იცით როგორ უნდა აწარმოოთ სადღესასწაულო მარკეტინგის კამპანია, უკეთესი შედეგისათვის გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები.

  1. მოახდინეთ მიზნების ორგანიზება
  2. შექმენით სადღესასწაულო განწყობა
  3. მოახდინეთ იმეილ და SMS კამპანიების პერსონალიზაცია
  4. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი
  5. განახორციელეთ მარკეტინგული კამპანია მთელი წლის განმავლობაში.

მოახდინეთ მიზნების ორგანიზება. იფიქრეთ იმაზე, თუ რისი მიღწევა გსურთ და რა რესურსებს ფლობთ ამის განსახორცილებლად. იმის მიუხედავად, რომ დღესასწაულები სასწაულებთან ასოცირდება, შეეცადეთ დასახოთ რეალური მიზნები და წინასწარ განსაზღვროთ, რა ტიპის ფასდაკლებებს შესთავაზებთ მომხმარებელს.

შექმენით სადღესასწაულო განწყობა.  ორიგინალურია, მომხმარებლის ცხოვრების წესთან დაკავშირებული გულწრფელობით აღსავსე იმეილები. გამოიყენეთ ისეთი წინადადებები, რომელიც ხალხს კეთილშობილური და დადებითი  ემოციებით განაწყობს. 

მოახდინეთ იმეილ და SMS კამპანიების პერსონალიზაცია. მოიძიეთ გასული წლის მონაცემები და გაეცანით მომხმარებლების მოლოდინებს სადღესასწაულო წერილებთან დაკავშირებით. შეეცადეთ, გაანებივროთ ისინი პერსონალიზებული და მიზნობრივი წინადადებებით.

ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი. ყველაზე ცუდი პრაქტიკაა მომხმარებლების გადატვირთვა ნაადრევი შეთავაზებებით.

განახორციელეთ მარკეტინგული კამპანია მთელი წლის განმავლობაში. არ შეაჩეროთ მარკეტინგული სვლა მხოლოდ შავ პარასკევზე, კიბერ ორშაბათზე ან შობის დღესასწაულზე. შექმენით „niche“ დღესასწაულები. მაგალითად, თუ ფლობთ ვეგეტარიანულ რესტორანს, შეგიძლიათ შექმნათ სადღესასწაულო მარკეტინგული კამპანია ვეგეტარიანელებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ:

10 რჩევა სადღესასწაულო მარკეტინგისთვის 2021 წელს

როგორ მოვემზადოთ სადღესასწაულო სეზონის გაყიდვებისთვის

როგორ შევქმნათ მეილები, რომლებსაც არ წაშლიან