როგორ გავარეკლამოთ სარესტორნო ბიზნესი - 8 ეფექტური რჩევა

მარტი 24, 2021

როგორ გავარეკლამოთ სარესტორნო ბიზნესი - 8 ეფექტური რჩევა

სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესაღწევი ინდუსტრიაა

გავრცელებული მოსაზრებით, სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესაღწევი ინდუსტრიაა. მცირე ბიზნესის მფლობელები უკვე ძალიან რთულ წინაღობებს აწყდებიან, ვინაიდან მათი 50% ხუთ წელიწადში დაღმასვლისკენ მიემართება. თუმცა, თუ ასეთი კონკურენტული და დაუნდობელია სარესტორნო ბიზნესი, როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება და სიკეთეების წინა ფლანგზე წამოწევა?

ნებისმიერი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა საკუთარი აუდიტორიის შეცნობა და მათთან დაკავშირებაა. თქვენ ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს უნდა უპასუხოთ, როგორიც არის: „როგორ გაიგებს აუდიტორია ჩვენი არსებობის შესახებ?“, „როგორ შევძლებ მოვიზიდო ხალხი ჩემს რესტორანში?“ და ა.შ.

თქვენი პასუხები რესტორნის ციფრულ მარკეტინგში იმალება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სარგებლის მომტანი ტრადიციული გზებიც გახლავთ - ფლაერების დარიგება, პირდაპირი ელექტრონული ფოსტის სერვისი ან რადიო რეკლამები, თუ ონლაინ სივრცეში თქვენი ბრენდი წარმოდგენილი არ არის, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი მოლოდინები არც თუ ისე წარმატებით გამართლდება.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გაგაცნობთ რვა ეფექტურ სტრატეგიას თქვენი ბიზნესის ციფრული მარკეტინგისთვის.

  1. გახადეთ გვერდი იდეალური

იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელთა 88% პროდუქტის ან მომსახურების გამოსაკვლევად ონლაინ სივრცეს იყენებეს, ისინი ბიზნესის სანდოობასა და ხარისხს სწორედ მათი ონლაინ გვერდის მიხედვით აფასებენ. ამიტომაც, უნდა ეცადოთ, რომ მომხმარებელი თქვენი მაქსიმალურად მოხიბლოთ, რათა უკეთესის ძიება არ დაიწყოს.

გვერდი მომხმარებელზე მორგებული, პროფესიონალური და ფუნქციონალური უნდა იყოს. პოტენციურ მომხმარებელს არ უნდა გაუჭირდეს მისთვის სასურველი ინფორმაციის მოძიება - მენიუ, სამუშაო საათები, მისამართი. გარდა ამისა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ უმრავლესობა სმარტფონებს იყენებს, იქნებიან ისინი სახლში, მანქანაში თუ სამსახურში - შესაბამისად, თქვენი გვერდიც მობილურ მოწყობილობებზეც უნდა იყოს ოპტიმიზირებული.

და ბოლოს, დაუთმეთ დრო და ენერგია თქვენი სარესტორნო სივრცის პროფესიონალური სურათების შემქნას, სადაც გათვალისწინებული იქნება საკვებიც და მომსახურე პერსონალიც. საკვები უფრო მადის აღმძვრელად, ხოლო პერსონალი უფრო პროფესიონალურად გამოჩნდება. ეს მომხმარებელს გარკვეულწილად სტუმრობამდეც კი აახლოვებს თქვენთან.

  1. ორიენტირი ადგილობრივი SEO-საკენ მიმართეთ

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სარესტორნო ინდუსტრიის ციფრულ მარკეტინგში, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაა. SEO არის ყველაფერი, რაც ორგანული ტრაფიკის და საბოლოოდ მომხმარებლის მოზიდვას ეხება თქვენს ვებ-გვერდზე. როდესაც მომხმარებელი საძიებო სისტემაში წერს „ქართული რესტორანი“, თქვენი SEO რეიტინგი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად სწრაფად იპოვის მომხმარებელი თქვენს ბრენდს.

ტურისტები იქნებიან თქვენი მომხმარბლები, მოგზაურები თუ ადგილობრივები, უნდა დარწმუნდეთ, რომ ადგილობრივ ნიშაში თქვენს SEO -ს მყარი პოზიციები უკავია. SEO-ს გაუმჯობესება შემდეგნაირადაც შეგიძლიათ:

  • ვებ-გვერდისთვის შექმენით რელევანტური კონტენტით გაჯერებული ბლოგი
  • დარწმუნდით, რომ თქვენი ვებ-გვერდის ყოველი სექცია ადგილობრივ საკვანძო სიტყვებზეა (ქივორდებზე) მორგებული.
  • გამოიყენეთ როგორც შიდა, ისე გარე ბმულები.
  • შექმენით Google My Business ანგარიში.
  • დარწმუნდით, რომ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია რამდენჯერმე მეორდებოდეს და ადვილი მოსაძებნი იყოს.
  1. მოიზიდეთ გამომწერები სოციალური მედიისთვის

იცოდით, რომ ამერიკის მოზარდების 70% ფეისბუქის ანგარიში აქვს? არა ნაკლები მაჩვენებელით ხასიათდებიან სხვა ქვეყნებიც და ეს ნიშნავს, რომ თქვენი პოტენციური მომხმარებლების უმრავლესობა სწორედ სოციალურ მედიაში ატარებს დროს.

რესტორნის ციფრული მარკეტინგი სოციალური მედიის გარეშე, უბრალოდ წარმოუდგენელია. გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ მომხმარებლების მოზიდვა და გამომწერების დაგროვება, რაც შემდეგ რეალური მომხმარებლების მატებაში გადაიზრდება, სოციალური მედია შესანიშნავი საშუალებაა ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად. რაც ყველაზე მთავარია, თქვენ უამრავი შესაძლებლობა გაქვთ როგორც ფასიანი, ისე უფასო რეკლამირების კუთხით.

მაგალითად, თქვენ უსასყიდლოდ შეგიძლიათ გამართოთ ონლაინ შეჯიბრი თქვენს სოციალურ გვერდზე და გასცეთ უფასო კერძები, სასაჩუქრე ბარათები ან ფულადი პრიზებიც კი. მთავარია, კონკურსი თქვენი მიღწევადობის და ჩართულობის - მოწონებების, კომენტარებისა და გაზიარებების გასაზრდელად გამოიყენოთ. დამატებით ამ ადამიანების გამომწერებიც ნახავენ მათ აქტივობებს, დაინტერესდებიან და შესაძლოა თქვენი არხიც გამოიწერონ და შემდგომში ერთგული მომხმარებლებიც გახდნენ.

ასევე შეგიძლიათ ფასიან სოციალურ მედია მარკეტინგსაც მიმართოთ, რომელიც საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ, თუ რამდენს ხარჯავთ ყოველდღიურად თქვენი კამპანიის ფარგლებში მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ/დასაკავშირებლად. გარდა ამისა, ამაში ანალიტიკაც მოიაზრება, რაც რეკლამების წარმატების შეფასებაში გეხმარებათ. აქ შეძლებთ ნახოთ, თუ როგორი ჩართულობა გამოიწვია ამა თუ იმ რეკლამამ და შედეგების შეფასების შემდეგ იზრუნოთ მის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე.

  1. გამოიყენეთ ინფლუენსერ მარკეტინგი

თუ ამჟამად უფრო მსხვილი აუდიტორიით ხართ დაინტერესებული, მაშინ ინფლუენსერ მარკეტინგის დანერგვაზე აუცილებლად უნდა იფიქროთ. ინფლუენსერები სწორედ ის ადამიანები არიან, ვისაც უკვე მოხვეჭილი აქვს გარკვეული სოციუმის ნდობა და შედეგად, ათასობით, ზოგჯერ მილიონობით გამომწერიც კი ჰყავთ.

თუ თქვენს მახლობლადაც არის კვების ინდუსტრიის მიმართულებით გამოჩენილი ინფლუენსერი, მაშინ ურიგო არ იქნება, თუ მას თქვენს რესტორანში მოიპატიჟებთ. თუ თქვენი მომსახურებით და პროდუქციით შეძლებთ მის დაკმაყოფილებას, მაშინ შეგეძლებათ მასთან კონტრაქტის გაფორმებაზეც იფიქროთ. ის შეძლებს, ისაუბროს თქვენს რესტორანზე, შექმნას პოსტები, რის სანაცვლოდაც შეგიძლიათ მას ანაზღაურება ან უფასო მომსახურება შესთავაზოთ.

 

  1. დანერგეთ იმეილ მარკეტინგი

სარესტორნო ციფრული მარკეტინგის კიდევ ერთ ეფექტურ საშუალებას იმეილ მარკეტინგი წარმოადგენს. პირველ რიგში, ელექტრონული ფოსტის სიის შექმნა დაგჭირდებათ ისეთი ადამიანების მეილებით, რომლებსაც თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი აქვს გამოწერილი. დამატებითი გამომწერების მოზიდვა შესაძლებებლია საშეღავათო შეთავაზებებით ისეთი ადამიანებისთვის, ვინც თქვენი სოციალური მედიის გვერდი ან ვებ-გვერდი გამოიწერა.

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი თქვენს ფოსტას გამოიწერს, საჭიროა, შექმნათ მეილების ავტომატიზირებული ჯგუფი, რომელიც კვირაში ერთხელ ან ორჯერ გააგზავნის წერილს. ეს წერილები რაც შეიძლება მეგობრული უნდა იყოს, გამოხატავდეს მადლიერებას მომხმარებლის მიერ და მსუბუქად უბიძგებდეს მათ თქვენს რესტორანში დაბრუნებისკენ. გარდა ამისა, სასურველია ისინი რელევანტურ კონტეტნსაც მოიცავდეს, მაგალითად ფასდაკლების ვაუჩერებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი თქვენი წერილების გახსნას უბრალოდ შეწყვეტს.

იმეილ მარკეტინგი სიძველის მიუხედავად მყარად ინარჩუნებს საკუთარ პოზიციებს, ვინაიდან ის ისეთი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვინც უკვე გარკვეული ინტერესი გამოთქვა თქვენი ბრენდის მიმართ.

  1. თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ ონლაინ შეფასებები

გახსოვდეთ, რომ ადამიანებს მცირედი დამარწმუნებელი ფაქტებიც სჭირდებათ, როდესაც საქმე პროდუქტის ან მომსახურების შერჩევას ეხება. როდესაც ისინი ამა თუ იმ რესტორნის ონლაინ სივრცეში გამოკვლევით არიან დაკავებული, ერთ-ერთი მთავარი რამ, რასაც ყურადღებას აქცევენ არის ის, თუ რას ამბობენ სხვები კონკრეტულ რესტორანზე. ამიტომაც, სათანადოდო უნდა გამოიყენოთ ონლაინ მიმოხილვები და შეფასებები და ადამიანებს დადებითი შთაბეჭდილება შეუქმნათ.

წაახალისეთ თქვენი მომხმარებლები, რათა თქვენ შესახებ მიმოხივლა გამოაქვეყნონ თქვენს სოციალურ მედიაში, ვებ-გვერდზე ან გუგლში. უმრავლესობას ამისათვის მატერიალური წახალისებაც სჭირდება, ამიტომ კითხვარის შევსების სანაცვლოდ, შესთავაზეთ მომხმარებლებს ფასდაკლებები შემდეგ შენაძენზე. რაიმე პრიზის მოგების შესაძლებლობის მიცემა ხშირად გამოსადეგია, თუმცა არსებობენ ადამიანებიც, რომლებიც მხოლოდ რაიმეს მოგების შანსისთვის თქვენს რესტორანს არ შეაფასებენ, ამიტომ ისინი რაიმე კონკრეტულით დაასაჩუქრეთ.

  1. გაეცანით სხვა ადგილობრივ ბიზნესებსაც

კიდევ ერთი სასარგებლო და უამრავი სიკეთის მომტანი სხვა მცირე ბიზნესებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობაა. დაიწყეთ თქვენთან ახლოს მყოფ მცირე ბიზნესებთან (მაგრამ არა სხვა რესტორნებთან) ეფილიეიტ ურთიერთობის ჩამოყალიბება. შეგიძლიათ, ითანამშრომლოთ და ერთმანეთის სოციალურ მედიაში დაპოსტოთ, გაუწიოთ ერთმანეთს რეკომენდაცია, წეროთ ერთმანეთის ბლოგებზე და სხვა.

მაგალითად, დაუკავშირდით ადგილობრივ სასტუმროს და გაიგეთ, გაუწევენ თუ არა ისინი რეკომენდაციას თქვენს რესტორანს მიღებულ სტუმრებთან. ამის გაკეთება მათ როგორც პერსონალურად, ასევე ვებ-გვერდის დახმარებითაც შეუძლიათ. დამატებით, სასტუმროდან მოსულ მომხმარებლებს, შეგიძლიათ სპეციალური შეღავათები შესთავაზოთ.

გარდა ამისა, სხვა ბიზნესებსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და შესთავაზოთ, მაგალითად ბიზნეს შეხვედრების, ლანჩის ან სხვა სამუშაოს შემდგომი წვეულებების ორგანიზება. მთავარი იდეა სხვა ბიზნესებისთვის რაიმე ღირებულის შეთავაზებაა. სანაცვლოდ, თქვენ იღებთ დამატებით მომხმარებლებს და გაზრდილ გავლენას.

  1. შეინარჩუნეთ მაღალი ონლაინ ჩართულობა

და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა სარესტორნო ბიზნესის ციფრულ მარკეტინგში. თუ გსურთ, რომ მომხმარებელს თქვენი სახელი გაახსენდეს, როდესაც რაიმე საკვებზე ჩამოვარდება ლაპარაკი, მაშინ ამისთვის უნდა იშრომოთ კიდეც. წელიწადში ერთხელ რეკლამის გაშვება კი ამისათვის საკმარისი ნამდვილად არ არის.

ამის რეცეპტი მცირე დეტალებში იმალება, როგორიც არის ვებ-გვერდის მუდმივი განახლება, ახალი კონტენტის გამოქვეყნება კვირაში რამდენჯერმე და თქვენს მენიუში არსებული სიახლებიის რეკლამირება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ამ ყველაფერში მომხმარებელიც ჩართოთ, იქნება ეს ონლაინ შეჯიბრი თუ რაიმე სხვა საშუალება, არჩევანი დიდია.

ასევე დაგაინტერესებთ:

ციფრული მარკეტინგის 16 ინსტრუმენტი, რომელიც უნდა იცოდეთ

ონლაინ რეკლამირების 6 საუკეთესო სტრატეგია

იმეილ მარკეტინგის 11 ხელსაწყო, რომელიც დროისა და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ