media-4

5 რჩევა, როგორ ვიშოვოთ ფული სახლიდან გაუსვლელად

  • 24 მარ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
5 რჩევა, როგორ ვიშოვოთ ფული სახლიდან გაუსვლელად

არასდროს ყოფილა სახლიდან გაუსვლელად შემოსავლის მიღება იმდენად შესაძლებელი, როგორც ახლა, მთავარია, ვიცოდეთ, როგორ გავაკეთოთ ეს.

ჩვენს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავთ, რომელთაც ლექციებს შორის შესვენებებზე თავიანთი ლეპტოპებში აქვთ თავი ჩარგული და რაღაცის მოსწრებას ცდილობენ ან სახლიდან გაუსვლელად რამდენიმე კომპანიისთვის მუშაობენ და სხვა ბევრ რამესაც ასწრებენ.

დამატებითი შემოსავალი არასდროს არის ზედმეტი, რამდენად მცირეც არ უნდა იყოს ის. ცოტა თავისუფალი დრო კი დღის განმავლობაში ყველას გვრჩება, და შეგვიძლია, ის ახალი უნარების შესაძენად გამოვიყენოთ, შემდეგ ახალი საქმე დავიწყოთ და ამით შემოსავალიც მივიღოთ.

გთავაზობთ 5 გზას, როგორ მივიღოთ დამატებითი შემოსავალი სახლიდან გაუსვლელად:

ვირტუალური ასისტენტი

პანდემიამ დამსაქმებლების მოთხოვნები და ქმედებები მნიშვნელოვნად შეცვალა. ზოგიერთი კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი იმ ქვეყნებშიც კი, რომელთაც პანდემია თითქმის დაძლიეს ისევ დისტანციურად მუშაობს. მაგალითად,  ვირტუალური ასისტენტები და ქოლ ცენტრის ოპერატორები.

ბოლო ერთი წელია, კარგად გამოჩნდა, რომ კომპანიების ნაწილში აღნიშნულ ვაკანსიაზე დასაქმებულების ოფისიდან მუშაობა პრინციპულად მნიშვნელოვანი სულაც არ არის და მათზე დაკისრებულ მოვალეობებს სახლიდანაც მშვენივრად ართმევენ თავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითად, ვირტუალურ ასისტენტს შეუძლია, სხვა სამსახურიც შეითავსოს და უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს. ამასთან აღნიშნული საქმიანობა სპეციფიკურ უნარებს არ საჭიროებს.

კრიპტოვალუტით ვაჭრობა

ციფრული ტექნოლოგიები ვითარდება და კრიპტოვალუტაზე მოთხოვნაც იზრდება. დღეს, ბიტკოინი და ეთერიუმი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალი ღირებულების მქონე კრიპტოვალუტებად მიიჩნევა და მათი მფლობელებიც საკმაოდ მაღალშემოსავლიან ადამიანებად.

კრიპტოვალუტაში ინვესტირება და მაგალითად, eToro-ზე ან Kraken-ზე ვაჭრობა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი, მთავარია, მისი სპეციფიკა შევისწავლოთ, რაც ინტერნეტ რესურსების მეშვეობით ასევე მიღწევადია.

ციფრული მარკეტერი

ტოპ ვაკანსიებს შორის ერთ-ერთი ციფრული მარკეტერია, რომლის ცოდნა და უნარებიც გაყიდვებში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ასეთი მნიშვნელოვანი თანამშრომელი კი სინამდვილეში შეიძლება არა ოფისიდან მართავდეს კამპანიას, არამედ საკუთარი საძინებლიდან, ტკბილეულისა და საღამურის თანხლებით. მისი მოვალეობაა სოციალურ მედიაში ბრენდის პოზიციონირება იმგვარად, რომ მომხმარებელში დადებითი განწყობა შექმნას და პროდუქტის შეძენისკენ უბიძგოს.

აღნიშნული პროფესიის შესასწავლად კი მხოლოდ ინტერნეტ რესურსების გამოყენება დაგჭირდებათ, რომელიც ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია - Digitalnews.ge-ის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე მუდმივად ახლდება ინფორმაცია ახალი ტენდენციებისა და ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების შესახებ. მათი შესწავლა კი სრულიად უფასოა.

ელექტრონული კომერცია

ბოლო წლებია, საქართველოში ელექტრონული კომერცია აქტიურად ცდილობს დამკვიდრებას. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ ვაჭრობასთან შედარებით მისი წილი მცირეა, ონლაინ ვაჭრობა მაინც საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესია.

ელექტრონული კომერციით შესაძლებელია, დავკავდეთ სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფში - მაგალითად, კოსმეტიკის ყიდვა-გაყიდვა და ა.შ. და ასევე, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით შევქმნათ ვებ-გვერდი. ამ შემთხვევაში, მცირედი ცოდნის მიღება ციფრულ მარკეტინგშიც დაგვჭირდება და რაც მთავარია, მთელი ეს პროცესები დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეიძლება განვითარდეს.

იუთუბერი

ყველაფრის ნულიდან დაწყება მართლაც რთულია, მაგრამ მაყურებლის აღიარება ათასობით გამომწერს გულისხმობს, რაც უკვე წარმატებას ნიშნავს. მთავარია, შევქმნათ ხარისხიანი კონტენტი და რეალურად, გარკვეულები ვიყოთ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ.

საქართველოში იუთუბერის პროფესია ნელ-ნელა მკვიდრდება, რადგან აუდიტორიის უმეტესი ნაწილი მაინც „ფეისბუქს“ ანიჭებს უპირატესობას. ცნობადობის მოსაპოვებლად შეიძლება, თავდაპირველად „ფეისბუქი“ გამოიყენოთ და შემდეგ გადავინაცვლოთ „იუთუბზე“. ალბათ, ყველას გინახავთ, გეიმერების ან მაკიაჟის სპეციალისტების ვიდეოები, რომელთაც მილიონობით ნახვა აქვს. ისინი კი უბრალოდ თავიანთ ოთახებში სხედან და საყვარელი საქმით არიან დაკავებული. იმავეს გაკეთება კი თავადაც შეგიძლიათ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ დავიწყოთ ბიზნესი ფულის გარეშე ან ძალიან მცირე კაპიტალით? – 5 პოპულარული მიმართულება

როგორ გავარეკლამოთ ახალი ბიზნესი ფულის არ ქონის პირობებში

როგორ ვიშოვოთ ფული სხვისი პროდუქტით - ეფილიეიტ მარკეტინგი 2021 წელს