media-4

რატომ ხდება ციფრული მარკეტერის პროფესია პოპულარული და როგორ შევისწავლოთ ის?

  • 03 ივნ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
რატომ ხდება ციფრული მარკეტერის პროფესია პოპულარული და როგორ შევისწავლოთ ის?

ციფრული მარკეტინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან ბიზნესებმა გააცნობიერეს, რომ საუკეთესო არხი, სადაც შეიძლება, თავიანთი პროდუქტი ან სერვისი წარმოაჩინონ, ონლაინ მედიაა. ციფრულ რეკლამაში დახარჯული თანხების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. თუ 2019 წელს ციფრულ რეკლამაზე 325 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა, პანდემიის გამო, 2021 წლისთვის დანახარჯების 389 მილიარდამდე ზრდას ვარაუდობენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ პროცესების უმეტესობამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა - დღეს უფრო მეტად მოვიხმართ ინტერნეტსა და სოციალურ მედიას, ვიდრე აქამდე.

ციფრული მარკეტინგის არხები შეიძლება იყოს ნებისმიერი ინტერნეტ პლატფორმა, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. ბიზნესისთვის ხელსაყრელია ისიც, რომ ციფრული მარკეტინგი ტრადიციულთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომია.

არის თუ არა ციფრული მარკეტერის პროფესია შემოსავლიანი?

ბიზნესების უმეტესობა კვალიფიციურ ციფრულ მარკეტერს ეძებს და მოთხოვნა ამ პროფესიაზე სულ უფრო იზრდება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ონლაინ მედიაში სწორად პოზიციონირება წარმატების ერთ-ერთი გარანტიაა.

კვალიფიცურ ციფრულ მარკეტერს კი საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვს. მან უნდა უზრუნველყოს ისეთი კონტენტის შექმნა და გარეკლამება, რომელიც კონკრეტულ სეგმენტზე სწორად იქნება გათვლილი. აღნიშნული კონტენტი შეიძლება მოიცავდეს სტატიებს, ბლოგებს, ვიდეოს, რეკლამას, ფოტოსურათს, ინფოგრაფიკას და ა.შ. რაც მთავარია, აღნიშნული  უნდა ემსახურებოდეს ბიზნესის მიზანს - გაზარდოს გაყიდვები და ბრენდის ცნობადობა.

ციფრული მარკეტერის შემოსავალი განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ მაღალია. საქართველოში მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულება ბოლო წლებია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუ აქამდე მარკეტერები მხოლოდ „ფეისბუქით“ შემოიფარგლებოდნენ, ახლა სხვა პლატფორმებზეც აქტიურად ეწევიან პროდუქტისა და სერვისის პრომოციას. იმის გათვალისწინებით, რომ კვალიფიციურ მარკეტერებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, პროფესია საქართველოშიც შემოსავლიანია და რაც მთავარია, მომავალში კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა აქვს.

როგორ შევისწავლოთ ციფრული მარკეტინგი?

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მარკეტინგს სხვადასხვა მიმართულება აქვს - ეფილიეიტ, კონტენტ, სმს, ინფლუენსერ, ვიდეო მარკეტინგი და სხვა, რომელთა სრულყოფილად ცოდნა კვალიფიციურ სპეციალისტად გვაყალიბებს.

ყველა მათგანის სწრაფად შესწავლა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მარტივი არ არის, სწავლის პროცესს სისტემური ხასიათი მისცეთ, რადგან მასალები ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ გაბნეულია, მარკეტინგის შემსწავლელი კურსები კი ხანდახან ყველასთვის არც ისე ხელმისაწვდომი.

რეალურად, აღნიშნული გარემოებები ხელისშემშლელი აღარ არის, რადგან ციფრული მარკეტინგის და მისი სხვადასხვა მიმართულების შესწავლა ქართულ პლატფორმაზე - Digitalnews.ge-ზეა შესაძლებელი. პლატფორმაზე ინფორმაცია წარმოდგენილია დამწყებებისთვის, პროფესიონალებისთვის, სტარტაპერებისთვის და ყველასთვის, ვისაც აღნიშნული სფეროს შესახებ ცოდნის მიღება სურს. ასევე, Digitalnews.ge გთავაზობთ სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროს ლიტერატურას, სტატიებს, მიმოხილვებსა და კვლევებს, რომლებიც ცოდნის გაღრმავებასა და ანალიზში დაგეხმარებათ. ვებ-გვერდის მიზანი ისაა, რომ არსებობდეს უფასო პლატფორმა, რომელიც ციფრული მარკეტინგის შესწავლაზე გაზრდილ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მოხსნის ენობრივ ბარიერს, რომელიც ხშირ შემთხვევებში დაბრკოლებად გვევლინება ხოლმე.

ციფრული მარკეტინგი და მისი სხვადასხვა მიმართულება ვებ-გვერდზე დეტალურად არის ახსნილი. პლატფორმაზე შეიტყობთ ციფრული მარკეტინგის განმარტებას, შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ შეისწავლით მის ინსტრუმენტებს.

რაც მთავარია, ციფრული მარკეტერების ნაწილი დისტანციურად მუშაობს. ზოგიერთი კი რამდენიმე ბიზნესის კამპანიებსაც უძღვება, ამიტომ პროფესიის კვალიფიციურად ათვისება დამატებითი შემოსავლის მიღების საწინდარი შეიძლება გახდეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

5 რჩევა, როგორ ვიშოვოთ ფული სახლიდან გაუსვლელად

როგორ დავიწყოთ ბიზნესი ფულის გარეშე ან ძალიან მცირე კაპიტალით? – 5 პოპულარული მიმართულება

რა არის ინტერნეტ რეკლამირება? - განმარტებები და რჩევები