media-4

როგორ შევისწავლოთ მომავლის პროფესია უფასოდ?

  • 01 აპრ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
როგორ შევისწავლოთ მომავლის პროფესია უფასოდ?

დღეს, სოციალური მედიის გამოყენების გარეშე წარმატებული ბიზნესის აწყობა ფაქტობრივად, შეუძლებელია. მომხმარებელთათვის ინფორმაციის მიღების ძირითად და უმნიშვნელოვანეს წყარო სწორედ სოციალური ქსელები და სხვადასხვა საძიებო სისტემები გახდა.

სოციალური მედიის საჭიროება კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გამოავლინა კორონავირუსის პანდემიამ. შეიძლება ითქვას, რომ ლოქდაუნმა და სოციალური მედიის მნიშვნელობის ზრდამ მსხვილი ბიზნესები და სტარტაპები ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე დააყენა - სოციალურ მედიაში მათი ცნობადობის ზრდა საინტერესო კონტენტის შექმნის გზით. მათ, ვინც ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხეს, კრიზისი შესაძლებლობად აქციეს და წარმატებითაც გამოიყენეს ის.

კარგი და წარმატებული კონტენტის შექმნა კი კრეატიული და ციფრულ მარკეტინგში გაცნობიერებული მარკეტერის გარეშე თითქმის შეუძლებელია. საქართველოში მარკეტერის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია და ეს ტენდენცია სულ უფრო იზრდება.

განსაკუთრებით აქტუალურია ციფრული მარკეტინგის მიმართულება, რომლის შესწავლასაც სპეციალური საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამის გავლა არ სჭირდება და შეგიძლიათ, მის სპეციფიკაში თავად გაერკვეთ. ამასთან, შესაძლებელია, ის თქვენს მეორეულ პროფესიად აქციოდ და დამატებითი შემოსავლის წყარო გაიჩინოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ციფრული მარკეტინგის შესასწავლად ინტერნეტში უამრავი წყარო მოიპოვება, სისტემურობის დაცვა მაინც რთულია. ამასთან, შეიძლება ტერმინებმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვიოს და სრულყოფილი ცოდნა ვერ მივიღოთ ან სწავლის მოტივაცია დაიკარგოს. არსებობს სხვადასხვა ფასიანი კურსი ქართულ ენაზეც, რომლის ფარგლებშიც ციფრული მარკეტინგის შესახებ სრულყოფილ ცოდნას მიიღებთ, თუმცა არსებობს გარკვეული მიმართულებები, რომლებიც უფასოდაც შეგიძლიათ შეისწავლოთ.

ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულების (სოციალური მედია, სმს მარკეტინგი, ინფლუენსერ მარკეტინგი, კონტენტ მარკეტინგი, ეფილიეიტ მარკეტინგი და ა.შ) შესახებ დეტალური ინფორმაცია, ლიტერატურა თუ მათი ინსტრუმენტების გამოყენების ახსნა-განმარტებები სწორედ ამ პლატფორმაზეა წარმოდგენილი

სწორედ იფრულ მარკეტინგზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე შეიქმნა მუდმივად განახლებადი ინფორმაციის შემცველი ვებ-გვერდი. მისი მიზანია ნებისმიერი დაინტერესებული პირის ინფორმირება - დამწყები მარკეტერის თუ უკვე გამოცდილის, რომელსაც სურს, თანამედროვე ტენდენციებს თვალი მიადევნოს.

ციფრული მარკეტინგი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ეს ჩვენ განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში დავინახეთ. ვფიქრობთ, რომ საქართველოში ეს მიმართულება სწორად და სწრაფად ვითარდება და გვსურს, ამ პროცესში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. სხვადასხვა საინფორმაციო მასალა და ლიტერატურა ინტერნეტ სივრცეში ძირითადად, უცხოურ ენებზეა გაბნეული, ჩვენ ყველაფერი შევკრიბეთ და მარტივ ენაზე ვთარგმნეთ, განვმარტეთ ყველა ტერმინი, რომელიც შეიძლება დამწყებისთვის და უკვე გამოცდილი პროფესიონალისთვისაც კი დამაბნეველი იყოს. ციფრული მარკეტინგი ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად ვითარდება და იცვლება, ამიტომ პარალელურ რეჟიმში Digitalnews.ge-ზეც ახლდება ინფორმაცია და მკითხველი ამ სფეროს პულსაციას ყოველთვის გრძნობს. რაც მთავარია, ყველა ეს მასალა არის უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

 

ხშირად ჩნდება შეკითხვა, რითი უნდა დავიწყოთ ციფრული მარკეტინგის შესწავლა?! ვინაიდან ეს სფერო ძალიან მოცულობითია, გვიჭირს გარკვევა, რა არის უფრო პრიორიტეტული. ყველა ამგვარ კითხვაზე პასუხს თავად პლატფორმა გაგცემთ, რადგან მასზე ნაბიჯ-ნაბიჯ არის განმარტებული, რა არის ციფრული მარკეტინგი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ პროფესიონალ მარკეტერად ვიქცეთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

რას აკეთებს ციფრული მარკეტერი?

როგორ ვაწარმოოთ ციფრული მარკეტინგი

რა როლი აკისრია ციფრულ მარკეტინგს კომპანიაში?