media-4

7 ეტაპი 2021 წლის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისთვის

  • 17 მარ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
7 ეტაპი 2021 წლის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისთვის

რთული წარმოსადგენია, გაიხსენოთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რამდენჯერ გექნებათ გაგონილი ტერმინი "ციფრული მარკეტინგის სტრატეგია".

წლების განმავლობაში არაერთი კვლევა ჩატარებულა და უამრავი ბიზნესი გამოკითხულა მათი ციფრული მაკრეტინგის სტრატეგიის შესახებ. ზოგიერთი მათგანის შემოსავლები  $100,000 დოლარსაც შეადგენდა, ხოლო ზოგიერთის $300,000- ს აღწევდა.

უნდა გვესმოდეს ასევე, რომ ციფრული მარკეტინგი ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა უნდა გვქონდეს მის მიერ მოტანილი მოგების მოლოდინიც. 

დღეს იმ შვიდ საფეხურს მიმოვიხილავთ, რომელიც ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისთვის დაგჭირდებათ:

1. განსაზღვრეთ თქვენი მიზნები
2. შექმენით მარკეტინგული ძაბრი
3. განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია
4. გაწერეთ მესიჯი
5. აირჩიეთ მარკეტინგული არხები
6. შექმენით კონტენტი
7. აღასრულეთ გეგმა და შემდგომ გაანალიზეთ

რას ეწოდება ციფრული მარკეტინგის სტრატეგია?

თუ სამი ადამიანი გთხოვთ ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებას, ძალიან მაღალი შანსია, რომ სამივე მათგანს განსხვავებული რამ ენდომება.

ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა, სწორი მიმართულების აღმოჩენა სჭირდებოდეს - განსაზღვრონ მათი ბიზნესის პოზიციონირების საუკეთესო საშუალება.

მეორე მათგანს შესაძლოა, აღსრულება სჭირდებოდეს - იციან უკვე რისი გაკეთებაც სურთ, ჩამოყალიბებული აქვთ მიზნები და ამოცანები, უბრალოდ არ იციან, თუ როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი.
მესამე მათგანს კი შეიძლება, კონკრეტული ტაქტიკები ესაჭიროებოდეს - შეიძლება მიმართულებაც აქვთ შერჩეული და აღსრულებაც არ უჭირთ, თუმცა მათი სტრატეგია ეფექტურად არ მუშაობს და ამიტომაც, უკან დაბრუნებას და ახალი მიდგომების ძიებას იწყებენ.

ეს ყველაფერი ციფრული მარკეტინგის ნაწილია და მისი სტრატეგია ყველაფერია, რაც აღწერს იმ მეთოდებს, რომლებიც თქვენი მარკეტინგული ამოცანების შესასრულებლად არის საჭირო.

ის მოიცავს თქვენს მარკეტინგულ მიზნებსა და ამოცანებს, თქვენს სამიზნე აუდიტორიას და სამოქმედო გეგმას. სტრატეგიის ნათლად გააზრება დაგეხმარებათ, რომ თქვენი ინვესტიციიდან მაქსიმალური ამონაგები მიიღოთ და მუდმივად შეინარჩუნოთ თანმიმდევრულობა მარკეტინგულ ოპერაციებში.

როგორ შევიმუშავოთ ციფრული მარკეტინგის სტრატეგია?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამისათვის შვიდ საფეხურს მიმოვიხილავთ.

საფეხური #1: განსაზღვრეთ თქვენი მიზნები

პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, მიმდინარე მიზნები ემსახურება თუ არა ბრენდის ცნობადობის გაზრდას, ამასთანავე, ლიდებისა თუ გაყიდვების მატებას.

ბუნებრივია, უმრავლესობა გაყიდვებს აირჩევს, თუმცა გაყიდვებს იქამდე ვერ დააგენერირებთ, სანამ ხალხი თქვენი არსებობის შესახებ არ გაიგებს.

ეფექტური ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შესაქმნელად საჭიროა, კარგად ვიცნობდეთ საკუთარ პროდუქტა. მაგალითად, რამდენმა ადამიანმა იცის ჩვენი ბრენდის არსებობის შესახებ? თვალი რეალობას უნდა გავუსწოროთ და ფაქტებზე დაყრდნობით ვისაუბროთ. ყურადღებით გააანალიზეთ თქვენი მარკეტინგული ძალისხმევა, რომელიც გასწიეთ და დაადგინეთ, რამ გაამართლა ყველაზე მეტად ბიზნესისთვის და რამ არა. შემდეგ გადაწყვიტეთ, რა სჭირდება  ბიზნესს მოცემულ ეტაპზე. მარტივი ანალიზის ჩასატარებლად შეგიძლიათ, თქვენი ბიზნესის ანგარიშს Google Analytics-ის მეშვეობით დააკვირდეთ.



თუ ჯერ არ იცით, როგორ გამოიყენოთ ეს პროგრამა ანალიტიკისთვის, მაშინ რამდენიმე უფასო რესურსი შეგიძლიათ მოიძიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, იფიქრეთ თქვენი ბიზნესის მარკეტინგზე და მკაფიო, ნათელი - SMART მიზნები დაისახეთ. შესაძლოა, უკვე იცით, რომ SMART პირდაპირი მნიშვნელობის გარდა, კონკრეტული, დანაწევრებული მნიშვნელობაც აქვს: სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში გაწერილი. კარგად შეიცანით პირველ რიგში საკუთარი ბიზნესი, ჩამოაყალიბეთ რეალისტური და მიღწევადი მიზნები, რომლებსაც კონკრეტული ძალისმხევით მიაღწევთ.

საფეხური #2: შექმენით მარკეტინგული ძაბრი

მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებებისას ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს გააზრებული მარკეტინგული ძაბრის მნიშვნელობა.

პირველ ეტაპზე ვისაუბრეთ, რომ გაყიდვებს მანამ ვერ მიიღებთ, სანამ ადამინებს თქვენი არსებობის შესახებ არ ეცოდინებათ. მარკეტინგული ძაბრიც სწორედ იმ პროცესების, ეტაპების ერთობლიობაა, რომელსაც კომპანია მომხმარებელთა მიერ ბიზნესის აღმოჩენიდან, საბოლოო მომხმარებლად ქცევამდე გადის. ნებისმიერი მარკეტინგული ძაბრი ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ცნობადობა, განხილვა, კონვერსია და ლოიალურობა. სტრატეგიის შემუშავების პროცესში ის რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ. მაგალითად:

1. როგორ შევძლებთ, სრულიად უცნობ ადამიანს ჩვენი ბიზნესი გავაცნოთ?
2. ჩვენი გაცნობის შემდეგ, როგორ შევძლებთ მასთან დაკავშირებას?
3. როდესაც დავუკავშირდებით და მათთან ახლო კავშირს დავამყარებთ, შემდეგ როგორ ვაქცევთ მათ ჩვენს მომხმარებლად?

სწორედ ამ ყველაფრისთვის არსებობს ძაბრიც. მისი ნაწილ-ნაწილ დაყოფით საშუალება გექნებათ, გამოიყენოთ თითოეული ეტაპი და კომპონენტები თქვენი ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისათვის.

საფეხური #3: განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია

მესამე საფეხური ჩვენი ბიზნესისთვის აუდიტორიის განსაზღვრაა, იმ ადამიანთა ჯგუფის, რომელიც ჩვენს მარკეტინგულ ძაბრში ჩაერთვება.

აქ საჭიროა, რომ კონკრეტულები და სპეციფიkურები იყოთ. სასურველია, მყიდველის პერსონას ერთგვარი ტიპაჟი შექმნათ. მყიდველის პერსონა არის იმ ადამიანის თვისებებისა და მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც თქვენს პროდუქციას ან მომსახურებას შეიძენს. ცხადია, მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის გეხმარებათ, ნათლად გქონდეთ წარმოდგენილი, თუ ვისზე აიგება სრულიად მარკეტინგული სტრატეგია. თუ ჯერ არ იცით, ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი, ან იცით, მაგრამ ვერ ხვდებით, რითი უკავშირდებით მას - არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგია თქვენი სტრატეგია, ის უბრალოდ ვერ გაამართლებს.

მთავარია, პირდაპირ შეგეძლოთ აუდიტორიასთან საუბარი, მათი მიზნებისა და გამოწვევების აღმოჩენა, მათთან შეჭიდება და მათ წარმატებაში წვლილის შეტანა.

როგორ უნდა მოიქცეთ?

დაფიქრდით და საკუთარი თავი თქვენი მომხმარებლის ადგილას წარმოიდგინეთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუ რატომ უნდა იყიდოთ ეს პროდუქტი და ჩამოწერეთ არგუმენტები. შემდეგ კი, გაანალიზეთ:

⦁ ვინ ხართ?
⦁ რამდენი წლის ხართ?
⦁ სად ცხოვრობთ?
⦁ როგორია თქვენი ცხოვრების დონე?
⦁ რა ტიპის სამსახური და შემოსავლები გაქვთ?
⦁ რას აკეთებთ თავისუფალ დროს, გასართობად?
⦁ რომელია თქვენი რჩეული სოციალური მედია აპლიკაცია?


და შემდეგ საკუთარ თავს ჰკითხეთ:

⦁ რატომ არ უნდა ვიყიდო ეს პორდუქტი/სერვისი? ჩამოწერეთ მიზეზები
⦁ რა არ მომწონს ამ პროდუქტსა თუ სერვისში?
⦁ რა პრობლემები ექნებოდათ სხვა ადამაინებს?

შეძლებისდაგვარად, გაეცით პასუხი ყველა კითხვას და ნახავთ, რომ სულ ცოტა ხანში საკმაოდ მოცულობითი და ღირებული ინფორმაცია გექნებათ, რომელიც თქვენი მყიდველის პერსონის შეცნობაშიც დაგეხმარებათ. როდესაც რეალურად მიხვდებით, ვინ არის თქვენი მომხმარებელი და მათ ადგილას წარმოიდგენთ თავს, მხოლოდ მაშინ შეძლებთ მარკეტინგის ეფექტურად წარმოებას.

საფეხური #4: მესიჯი

ახლა, როცა უკვე კარგად იცნობთ თქვენს აუდიტორიას და იცით, თუ ვის ესაუბრებით, ყველაფერი გაცილებით მარტივი ხდება. მხოლოდ იმის მოფიქრება გჭირდებათ, თუ რაზე ესაუბრებით.

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორიც, რომელიც თქვენს მესიჯში აუცილებლად უნდა მოაიზროთ.

1. სატყუარა

თუ თქვენი მომხმარებელი პირდაპირი თქვენს წინ დგას, ან თუნდაც ფეისბუქზე სქროლვით არის დაკავებული, აუცილებლად გჭირდებათ რაიმე, რაც მის ყურადღებაას მიიქცევს.
ამისათვის გამოიყენეთ თქვენი მყიდველის პერსონა, მათი გამოწვევები და მიზნები. შემდეგ კი მათ მტკივნეულ ან მათთვის საინტერესო თემებზე დაიწყეთ ლაპარაკი.
იფიქრეთ, თუ რას გამოეხმაურება თქვენი აუდიტორია. ეს მათი უნიკალური, ცხოვრებისეული იმპულსებია, რაც თქვენ გჭირდებათ.

2. ინტერესი

სატყუარა მათ შეაჩერებს და ყურადღებას თქვენკენ მოამართვინებს, მაგრამ თუ მათი ინტერესი ვერ დაიმსახურეთ, უბრალოდ სქროლვას გააგრძელებენ. შესაბამისად, ის რამდენიმე წამი, რაც გაგაჩნიათ, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოიყენოთ.
თუნდაც, მოიშველიეთ რაიმე სტატისტიკები იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარეთ ადამიანებს მსგავსი პრობლემით. მათი ყურადღებისა და მცირედი დაინტერესების შემდეგ კი მოქმედების დროა.

3. მოქმედება

ყურადღების მიპყრობის შემდეგ საჭიროა, მათ ქმედებისაკენ უბიძგოთ, რისთვისაც რაიმე ბიძგი გჭირდებათ. ამის მაგალითს კი CTA ღილაკები (call-to-action) წარმოადგენს. თუმცა, ნუ იქნებით ძალიან სწორხაზოვნები და პირდაპირ პროდუქტის ყიდვისაკენ ნუ მოუწოდებთ ადამიანებს. დაფიქრდით, იყავით კრეატიულები.

თუ ცნობადობის ამაღლებას ცდილობთ, დასაწყისშივე მომხმარებლისგან თანხის დახარჯვას ნუ მოითხოვთ. პირიქით, მოიპატიჟეთ ის უფრო ახლოს, გააცანით უფრო მეტი კომპანიის შესახებ. ამის გაკეთება რაიმე ვიდეოს ან ბლოგ პოსტით ჩვენებითაც შეიძლება. 

კვლავ მესიჯს რომ დავუბრუნდეთ! თქვენი მესიჯი პირდაპირ კავშირში უნდა იყოს იმ გამოწვევებსა და პრობლემებთან, რომლებიც მყიდველის პერსონაში არის ჩამოთვლილი, თუმცა მესიჯები, მარკეტინგული მიზნების გათვალისწინებით, შესაძლოა, განსხვავებულიც იყოს ერთმანეთისგან. თქვენს მესიჯებს თანმიმდევრულობა სჭირდება.

ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად გაგზავნილი მესიჯი/შეტყობინება, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნება გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული შეტყობინებებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, სად გაიგზავნება თქვენი შეტყობინება - სოციალურ მედიაში, ელექტრონულ ფოსტაზე თუ ვებ-გვერდზე, საჭიროა, ის იყოს თანმიმდევრული!

საფეხური #5: მარკეტინგული არხების შერჩევა

მარკეტინგული სტრატეგიის შედგენისას ერთ-ერთი პუნქტი, რომელსაც ადამიანები ზედმეტად ართულებენ, მარკეტინგული არხების შერჩევაა. ძალიან ბევრს აინტერესებს და ფიქრობს იმაზე, თუ რომელი არხი შეარჩიოს. თუმცა, პასუხი საკმაოდ მარტივია.

მარკეტინგული არხი, სადაც თქვენი მომხმარებლები არიან.

თუ თქვენი აუდიტორია თქვენს მსგავს კომპანიებს Google-ის დახმარებით ეძებს, მაშინ გუგლი ხდება თქვენი სტრატეგიის ნაწილიც. თუ ისინი ინსტაგრამის მომხმარებლები არიან, მაშინ აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს სტრატეგიაში ინსტაგრამიც. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოების ყურება Youtube-ზე უყვართ, მაშინ იუთუბ არხის შექმნაზეც უნდა იფიქროთ. შესაძლოა, ეს იყოს ადგილობრივი მედია გამოცემა, რომელსაც თქვენი მომხმარებლები ეცნობიან. საბოლოოდ აირჩიეთ ისეთი არხი, სადაც თქვენი აუდიტორია ყველაზე დიდ დროს ატარებს.

მაგრამ... აქ არის ერთი "მაგრამ", რომელსაც ბიუჯეტი ეწოდება.

ბიუჯეტი ძალიან გვზღუდავს მარკეტინგული არხების შერჩევისას, თუ, რა თქმა უნდა, ულიმიტო ბიუჯეტის წყარო არ გაგაჩნიათ. თითოეული მარკეტინგული არხი კონკრეტული ოდენობის სახსრებსა და ძალისხმევას მოითხოვს მისი ეფექტურად გამოყენებისთვის. ამიტომაც, მას შემდეგ, რაც ყველა იმ არხს ჩამოწერთ, რომელსაც თქვენი აუდიტორია იყენებს, დროა, მათი პრიორიტეტებად დახარისხებაც დაიწყოთ. ამ ნაწილში კი ბიზნესების მიხედვით, საკმაოდ დიდ განსხვავებასაც მივიღებთ. მაგალითად, თუ რაიმეს ხელოსანი ხართ, მაშინ საუკეთესო ალტერნატივა თქვენთვის გუგლის გამოყენებაა და არა ფეისბუქის. თუმცა, თუ კანის ლოსიონის გაყიდვით ხართ დაკავებული, უფრო იაფად და უფრო მეტი გაყიდვის გენერირებას ფეისბუქზე შეძლებთ.

არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც უნდა დაიცვათ:

1. მხოლოდ ის არხი შეარჩიეთ, რომელსაც თქვენი აუდიტორია იყენებს.
2. დაალაგეთ პრიორიტეტებად მარკეტინგული არხები მათი ეფექტურობის გათვალისწინებით.
3. იმის დასადგენად, თუ რა იქნება ყველაზე ეფექტური, იფიქრეთ თქვენს ბიზნესზე, მომსახურებასა და თქვენივე მყიდველის პერსონაზე.

საფეხური #6: კონტენტის შექმნა

ახლა კიდევ უფრო საინტერესო ნაწილზე გადავდივართ.

ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ, თუ რა მესიჯს გავავრცელებთ შერჩეულ მარკეტინგულ არხებში. ახლა დროა, რომ მოკიდოთ ხელი თქვენს მომხმარებელს და ძაბრის ბოლომდე ჩამოიყვანოთ - აქციოთ ისინი მომხმარებლებად.

ამის გასაკეთებლად ერთადერთი გზა არსებობს - შესთავაზოთ მათ რეალურად ღირებული რამ.

თუ მომხმარებელს რაიმე ღირებულს არ სთავაზობთ, მაშინ არც იმას უნდა ელოდოთ, რომ თანხას თქვენს პროდუქტში დახარჯავენ.

ღირებულების მისაწოდებლად კი ერთ-ერთი სუკეთესო საშუალება კონტენტიათუმცა, კონტენტი არა ერთი სახის შეიძლება იყოს, იქნება ეს ვიდეო, სურათი, სოციალური კონტენტი, გუგლის რეკლამები, ვებინარი თუ სხვა. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, უბრალოდ თქვენ სამიზნე აუდიტორიისა და მათი მოთხოვნილებების, ინტერესების მიხედვით უნდა იხელმძღვანელოთ. როდესაც ჩამოყალიბდებით, თუ რა სახის კონტენტს უფრო მოიწონებს აუდიტორია, მაშინ შეძლებთ უკვე შეუდგეთ საქმეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მოგიწევთ კონტენტის რამდენიმე სახეობა აირჩიოთ და ისინი პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ.

ამ ნაწილში გარდაუვალი კრახისთვის მაშინ იქნებით განწირული, თუ ყველაფრის კეთებას ეცდებით და კარგად არც ერთის გაკეთება არ გამოგივათ. ამიტომაც, შეიმუშავეთ და დაგეგმეთ თქვენი კონტენტ სტრატეგია და იყავით ისევ და ისევ თანმიმდევრულები.

საფეხური #7: შესრულება და ანალიზი

ახლა კი დროა, ფიქრი შეწყვიტოთ და საქმის კეთება დაიწყოთ.

თქვენ უკვე ჩამოაყალიბეთ გეგმები და ამოცანები, აუდიტორია, მესიჯი, არხები და კონტენტი.

შესაბამისად, შეგიძლიათ მარკეტინგული კამპანიის აღსრულებასაც შეუდგეთ თქვენ მიერ შერჩეულ არხებზე, გაავრცელოთ თქვენი მესიჯი და ამისათვის, შექმნილი კონტენტი გამოიყენოთ.
თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი საქმიანობა სტრატეგიის შემუშავებით და კამპანიის გაშვებით არ შემოიფარგლება. ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება. თუ  თქვენს მარკეტინგულ კამპანიას ზურგს შეაქცევთ იმის იმედად, რომ ყველაფერი უკვე მზად გაქვთ და ჩარევას აღარ საჭიროებს, მაშინ ცდებით.

მარკეტინგული სტრატეგია მუდმივად იცვლება და ვითარდება. შეიმუშავებთ კამპანიას, აწარმოებთ მას, შემდეგ აფასებთ შედეგებს და იწყებთ ახლიდან. ამ დროს უკვე უკეთეს კამპანიას წამოიწყებთ, ისევ შეაფასებთ შედეგებს და შემდეგ ისევ გამოსწორებაზე იზრუნებთ. ყველაფერი შეიძლება ისე არ წარიმართოს, როგორც დაგეგმილი გქონდათ.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ციფრული მარკეტინგის სტრატეგიას მუდმივი დაკვირვება და განვითარებაზე ზრუნვა სჭირდება. ეს, რა თქმა უნდა, ეფექტურობის გაზრდასა და უკეთესი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. ამას კი ყველა ნამდვილად არ აკეთებს.

სტატიის განმავლობაში ჩვენ ის საფეხურები მიმოვიხილეთ, რომლებიც 2021 წელს თქვენი გზამკვლევი იქნება ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შედგენისას. ნაბიჯები საკმაოდ მკაფიო და კონკრეტულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

სჭირდება თუ არა ციფრული მარკეტინგი ყველა ბიზნესს?

ციფრული მარკეტინგის 16 ინსტრუმენტი, რომელიც უნდა იცოდეთ

რა როლი აკისრია ციფრულ მარკეტინგს კომპანიაში?