რა არის ინტერნეტ რეკლამირება? - განმარტებები და რჩევები

მარტი 08, 2021

რა არის ინტერნეტ რეკლამირება? - განმარტებები და რჩევები

ინტერნეტ რეკლამირება არის საპრომოციო მესიჯების მიწოდების ინსტრუმენტების ერთობლიობა ადამიანებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინტერნეტის როგორ გლობალური მარკეტინგული პლატფორმის გამოყენებით. 

ინტერნეტ რეკლამირება არის საპრომოციო მესიჯების მიწოდების ინსტრუმენტების ერთობლიობა ადამიანებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინტერნეტის, როგორც გლობალური მარკეტინგული პლატფორმის გამოყენებით.

  1. ინტერნეტ რეკლამირების დადებითი და უარყოფითი მხარეები
  2. რა განსხვავებაა რეკლამირებასა და მარკეტინგს შორის?
  3. ინტერნეტ რეკლამირების ტიპები
  4. როგორ გავარეკლამო უფასოდ ინტერნეტში?
  5. ინტერნეტ რეკლამირების რჩევები
  6. ინტერნეტ რეკლამირების მაგალითები

ვებ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინტერნეტ რეკლამირება გახდა ტრადიციული რეკლამირების (TV, რადიო, ბილბორდები, ჟურნალები ა.შ.) ვირტუალური ექვივალენტი.

ინტერნეტ რეკლამირების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ადამიანები ეძებენ პროდუქტებს საძიებო სისტემებში, ხდებიან საყვარელი ბრენდების მიმდევრები სოციალურ ქსელებში და ხდებიან კამპანიების გამომწერები იმეილის საშუალებით. სარეკლამო შესაძლებლობები განუზომელია, მაგრამ მათი სწორად გამოყენება არც ისე მარტივია.

ინტერნეტ რეკლამირების დადებითი მხარეები

  • მარტივი გლობალური დაფარვაადამიანები პროდუქტებს საძიებო სისტემის საშუალებით ეძებენ, როგორიცაა Google, Bing და ა.შ. ინტერნეტ რეკლამირება კი მილიარდობით ადამიანის წინაშე თქვენი პროდუქტის დემონსტრირების შესაძლებლობას გაძლევთ. ინტერნეტით შეგიძლიათ, მარტივად მიწვდეთ მთელ მსოფლიოს.
  • ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ბიუჯეტის ფარგლებში. Seriously Simple Marketing-ის მიხედვით, 2000 კაციანი აუდიტორიისთვის ინტერნეტით ხმის მიწვდენის მინიმალური საფასური სამჯერ უფრო იაფია ვიდრე ტრადიციული მედიის (ჟურნალი, ბილბორდი, რადიო, ა.შ.) შემთხვევაში. ასე რომ, ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის ონლაინ რეკლამები უფრო იაფი და შემოსავლიანია. 
  • ვებ-გვერდზე ტრაფიკის გაზრდის შესაძლებლობარაც უფრო მეტი ვიზიტორი გყავთ, მით უფრო მეტი პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა შეგიძლიათ, რაც შედეგად გაყიდვების გაზრდას გამოიწვევს. ინტერნეტ რეკლამის მიზანია საიტის ტრაფიკის, პროდუქტზე ცნობადობის, ან გაყიდვების გაზრდაა, რეკლამების საშუალებით ადამიანებს თქვენი ბიზნესის მიმართ ინტერესს უნდა უჩენდეთ და მიზეზს აძლევდეთ, რომ თქვენს საიტზე გადმოვიდნენ.
  • თარგეთირების შესაძლებლობატრადიციული მარკეტინგული მედიისგან განსხვავებით, ინტერნეტ რეკლამირებით შეგიძლიათ თქვენთვის რელევანტურ სამიზნე აუდიტორიას მიწვდეთ.
  • რეთარგეთირების შესაძლებლობაინტერნეტ რეკლამირების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, პირდაპირ იმ ადამიანებს მიმართოთ, ვინც უკვე გამოხატა რაიმე სახის ინტერაქცია, მაგალითად ესტუმრა თქვენს საიტს და კონკრეტული პროდუქტი დაათვალიერა. თუ პოტენციური მომხმარებლები ესტუმრებიან თქვენი კონკრეტული პროდუქტის გვერდს და შესყიდვას არ განახორციელებენ, თქვენ შეგიძლიათ, შეახსენოთ რა პროდუქტით დაინტერესდნენ თქვენთან. ეს, რა თქმა უნდა, ბიძგი იქნება მომავალი შესყიდვისკენ.
  • რამდენიმე შეხების წერტილის შექმნის შესაძლებლობა აუდიტორიისთვისინტერნეტ რეკლამირება გეხმარებათ, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდეთ. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ პატარა საცხობი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ინსტაგრამი და პინტერესტი თქვენი პროდუქტების ლამაზად და გემრიელად წარმოსაჩენად. ახალი ამბების გასაზიარებლად და გრძელვადიანი ურთიერთობების დასამყარებლად გამოიყენეთ ინტერნეტ მარკეტინგი, მაგალითად სოციალური არხები ან მედია საიტები. სხვადასხვა ციფრული არხების შერევით თქვენ შეგეძლებათ ყველა საჭირო ადგილას იმყოფებოდეთ.
  • შედეგები გაზომვადიაგანსხვავებით ტრადიციული მარკეტინგისა, სადაც ღირებულება და ეფექტურობა დაახლოებით იზომება, ონლაინ მარკეტინგი ზუსტად გაზომვადია.

ინტერნეტ რეკლამირების უარყოფითი მხარეები

  • მაღალი კონკურენციარა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია თქვენს ნიშაზე, მაგრამ თუ თქვენ რაიმე სრულიად ახალი არ მოგიფიქრებიათ, კონკურენტები ყველა სფეროში გეყოლებათ. ბაზარი ძალიან გადაჭედილია, განსაკუთრებით ელ-კომერციის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, თქვენ მუდმივად მომხმარებლის საჭიროებებზე უნდა ორიენტირდეთ და ამის მიხედვით აუმჯობესებდეთ თქვენს პროდუქტსა თუ სერვისს.
  • შეცდომების დაშვება ძვირი ჯდება. მაგალითად, სარეკლამო კამპანიის ყურადღების მიღმა დატოვება გაშვების შემდეგ საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა. ასეთი შეცდომის თავიდან არიდების მიზნით გჭირდებათ ტოპ სპეციალისტი ან გამოცდილება, ამასთანავე ორივე გაარკვეულ ინვესტირებას მოითხოვს.
  • გართულებული ანალიტიკა. იმისთვის, რომ თქვენი რეკლამების ანალიზი შეძლოთ, საჭიროა მესამე მხარის პლატფორმები, როგორიცაა, მაგალითაც Google Analytics და გარკვეული გამოცდილება, რომ მონაცემებს სწორად გააანალიზოთ.

რა განსხვავებაა რეკლამირებასა და მარკეტინგის შორის?

რეკლამირება არის მარკეტინგის ნაწილი. მეტი სიზუსტისთვის განვმარტოთ ორივე ტერმინი:

მარკეტინგი — სამიზნე აუდიტორიისთვის პროდუქტის პრომოციის პროცესი. ის შეიცავს ბაზრის კვლევას, მყიდველის პერსონის იდენტიფიცირებას და ანალიტიკას. ის ასევე მოიცავს აქტივობებს, რაც მაგალითად გულისხმობს მომხმარებლისთვის შეთავაზების მიწოდებას.

რეკლამა — ერთ-ერთი ის აქტივობა, რომელიც ბრენდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ეხმარება. რეკლამა არის მარკეტინგის ერთ-ერთი ელემენტი. სხვა ელემენტები არის PR, გაყიდვების პრომოცია, პირდაპირი გაყიდვები, პერსონალური გაყიდვები.

ინტერნეტ რეკლამირების ტიპები

ინტერნეტი გვთავაზობს უამრავ შესაძლებლობას მომხმარებლებთან დასაკავშირებლად. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული ფორმები:

საძიებო სისტემის მარკეტინგი

ძიების ველი არის მყიდველის მოგზაურობის საწყისი წერტილი. საკვანძო სიტყვის ჩაწერის შემდეგ ადამიანები ორიენტირებული არიან პირველ გვერდზე გამოტანილი შედეგების სანახავად. საძიებო სისტემის მარკეტინგის მიზანია შედეგების გვერდზე თქვენი პროდუქტის მოწინავე პოზიციაზე გამოტანა, იქნება ეს ბუნებრივი თუ ფასიანი გზით მიღწეული.

ფასიანი Google-ის რეკლამები ჩნდება ძიების შედეგების გვერდზე. კომპანიები ასახელებენ თავიანთ ფასს (ბიდს)  კონკრეტულ საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით, Google-ი ანალიზს უკეთებს კონტენტის ხარისხსა და რელევანტურობას, რის შემდეგაც აუქციონის პრინციპით გამოაქვს კომპანიის რეკლამა საძიებო შედეგში.

ასე გამოიყურება რეკლამის პოზიციონირების ფორმულა:

Ad rank = cost-per-click bid × quality score.

რეკლამის პოზიციონირება = კლიკის ღირებულების ბიდი X ხარისხის მაჩვენებელი

ქვემოთ სურათში მოცემულია საძიებო სისტემის რეკლამის მაგალითი „Chelsea fan shop”-ისთვის.

იმეილ მარკეტინგი

ინტერნეტ რეკლამირების ეს ფორმა ერთ-ერთი ძველი მიდგომაა.

თქვენ შეგიძლიათ პერსონალიზაცია, სეგმენტირება და A/B ტესტირება უკეთესი თარგეთირებისთვის.

იმეილ მარკეტინგი არის ყველაზე ნაკლებად გამაღიზიანებელი სარეკლამო არხი, რადგან გამომწერებმა თავად მოისურვეს პრომოციების და ახალი ამბების შესახებ შეტყობინებების მიღება. იმეილ მარკეტინგის მთავარი იდეაა ლიდების საიტზე გადამისამართება და მათი მომხმარებლებად კონვერტირება.

სოციალური მედია რეკლამები

სოციალური მედია რეკლამირება ნიშნავს რეკლამირებას ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ტვიტერზე, პინტერესტზე თუ სხვა არხებში. კომპანიები სამიზნე აუდიტორიას აწვდიან ახალი ამბების, თუ ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაციას ორი გზით:

  • ორგანულად - თუ თქვენ აწარმოებთ სამზარეულოს ინვენტარს, თქვენ შეგიძლიათ, გამოაქვეყნოთ პოსტი საინტერესო რჩევებზე და ხერხებზე, ან რეცეპტებზე და დაამოტივიროთ ადამიანები რომ დააკომენტარონ, გააზიარონ და მოიწონონ თქვენი კონტენტი. ეს ბუნებრივად გაზრდის პოსტის ჩვენებების რაოდენობას და გააძლიერებს ბრენდის იმიჯს.
  • ფასინი რეკლამა - სოციალურ მედიაში შეგიძლიათ, პრომოცია გაუკეთოთ პროდუქტს სწორი თარგეთირებით: ასაკის, სქესის, აქტივობების და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტების მიხედვით.

დისპლეი რეკლამები

დისპლეი რეკლამები გულისხმობს ბანერებს, პოპაპებს თუ ვიდეო რეკლამებს, მათი აგრესიული, შემოჭრითი ხასიათიდან გამოდინარე ადამიანები ავტომატურად თვალს არიდებენ ან იყენებენ რეკლამის დაბლოკვის პროგრამებს. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დისპლეი რეკლამებმა ნეგატიური რეპუტაცია მოიპოვა, რადგან ადამიანებისთვის ის გამაღიზიანებელი მედიაა.

თუ რეკლამა საკმაოდ რელევანტური არ არის მომხმარებლისთვის ისინი მას 100%-ით აიგნორებენ.

საიტის მფლობელებს, რომლებსაც უდიდესი ტრაფიკი აქვთ, სურთ მისი მონეტიზაცია. სწორედ ამიტომ ისინი Google Adsense-ს მიმართავენ, რომ აუდიტორიისთვის რელევანტური რეკლამები გამოჩნდეს მათ საიტებზე. Google რელევანტურ რეკლამებს ორი საფასო მიდგომის მიხედვით აჩვენებს: CPC (cost per click) და CPM (cost per thousand views), და საშუალებას აძლევს კომპანიებს რეთარგეთირება გაუკეთონ თავიან პროდუქტებს.

ქვემოთ მოყვანილი რეკლამა ადგილმდებრეობის მიხედვით ახდენს რეთარგეთირებას:

ბუნებრივი რეკლამირება

ეს არის დისპლეი რეკლამების ალტერნატივა. კომპანიები ფულს უხდიან პოპულარულ საიტებს იმისთვის, რომ განათავსონ მათი საპრომოციო პროდუქტი თავიანთ სტატიებში. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი საკმაოდ ორგანული, არაგამაღიზიანებელი და ბუნებრივია, მომხმარებლები ვერც კი ხვდებიან რომ რეკლამა იხილეს - სწორედ ამიტომ ქვია ამ მიდგომას ბუნებრივი რეკლამირება.

ქვემოთ ნაჩვენები ფოტო არის ბუნებრივის რეკლამირების მაგალითი.

ვიდეო რეკლამირება

როგორც სახელი გვეუბნება, ეს რეკლამები ვიდეოს ფორმატითაა ნაჩვენები. ვიდეო რეკლამები ძირითადად განთავსებულია YouTube, Vimeo, DailyMotion, და Vine-ზე. ეს შედარებით ძვირადღირებული რეკლამირების ტიპია, თუმცა საკმაოდ ეფექტური. ადამიანებს ვიდეოები მოსწონთ, მაღალი ხარისხის ვიდეო კი ვირუსულად შეიძლება გავრცელდეს.

Web Push

ეს ტექნოლოგია გეხმარებათ მომხმარებლის ყურადღების მიქცევაში, როდესაც ისინი ონლაინ არიან. მესიჯები ჩნდება ეკრანის კუთხეში და კლიკის შემთხვევაში ადამიანები გადამისამართდებიან კონკრეტულ ვებ-გვერდზე.

მაგალითად, კოფიშოფს შეუძლია, გამოგიგზავნოთ დილის შეტყობინება, რომ ყავაზე 20%-იანი ფასდაკლება გაქვთ თუ მას დილის 10 საათამდე შეუკვეთავთ. მომხმარებლები ხდებიან ასეთი შეტყობინებების გამომწერები იმისთვის, რომ კავშირში იყვნენ მათთვის საყვარელ ბრენდთან.

თუ თქვენ ხართ ახალი ამბების საიტი და გსურთ, რომ შეტყობინებებით მონეტიზაცია გააკეთოთ, შეგიძლიათ სხვადასხვა კომპანიებთან პარტნიორობით ადამიანებს რელევანტური პროდუქტის შესახებ გაუგზავნოთ ასეთი სახით რეკლამები.

მობილური რეკლამირება

კომპანიებს შეუძლიათ, გაარეკლამონ პროდუქტი SMS-ის საშუალებით, რაზეც თანხმობას მომხმარებლებისგან იღებენ. ასეთი სახის რეკლამებს 98%-იანი გახსნის მაჩვენებელი აქვს. 

როგორ გავარეკლამო უფასოდ ინტერნეტში?

მცირე ბიზნესებს ტყუილად სჯერათ, რომ ინტერნეტ რეკლამირება მათთვის ძვირია. ეს მითია. არსებობს ბევრი ეფექტური რეკლამირების საშუალება, რომელიც არ მოითხოვს ფინანსურ ინვესტირებას.

  1. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია. ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით რაღაცას ეძებენ Google-ში, ახალ ამბებს, პროდუქტებს, რეცეპტებს და ა.შ. ჩაატარეთ კვლევა თქვენთვის რელევანტურ საკვანძო სიტყვებზე და დაიწყეთ თქვენი საიტის ოპტიზიმაცია  საძიებო სისტემითვის. ამის საშუალებით თქვენ უამრავი ადამიანის წინაშე შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი საიტი.
  2. იმეილ კამპანიებიმიაწოდეთ დაინტერესებულ მომხმარებლებს ინფორმაცია თქვენი პროდუქტის და შეთავაზებების შესახებ, გაუზიარეთ ახალი ამბები, განახლებები გაუგზავნეთ პროდუქტის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის უფასოდ გაკეთება შეგიძლიათ იმეილ მარკეტინგის სერვისების დახმარებით.
  3. დაწერეთ guest postsიპოვეთ ავტორიტეტული ბლოგი დიდი აუდიტორიით, რომლებიც თქვენი პროდუქტით დაინტერესდებიან. შესთავაზეთ ღირებული კონტენტი, გაუზიარეთ რჩევები, მიაწოდეთ საინტერესო ინფორმაცია. ეს თქვენი დომეინის ავტორიტეტს გაზრდის.
  4. გამოიყენეთ სოციაური მედიის ძალა. არსებობს სულ მცირე ორი მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ ის: პლატფორმების უმეტესობა უფასოა და ადამიანები აქ ეძებენ ბრენდებს. თუ თქვენ მცირე ბიუჯეტი გაქვთ, არ არის აუცილებელი რეკლამების საშუალებით გაუკეთოთ პროდუქტს პრომოცია. შექმენით ბრენდის პროფილი და ყოველდღოურად დაპოსტეთ საინტერესო ჩართულობის გამომწვევი კონტენტი. დამატებით, შეგიძლიათ შექმნათ ფეისბუქ ჩეტბოტი, რომელიც ავტომატურად უპასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებს.

 

ინტერნეტ რეკლამირების რჩევები

  • ანალიზი გაუკეთეთ ROI-ს. შეამოწმეთ ყველანაირი საზომი, რომელიც თქვენი კამპანიის შედეგების ანალიზში დაგეხმარებათ. გააანალიზეთ open rate, CTR, CPC და სხვა . გამოიყენეთ Google Analytics სოციალური მარკეტინგის შედეგების გასაზომად.
  • აუდიტორიის სეგმენტირება. დაყავით თქვენი აუდიტორია ჯგუფებად ასაკის, სქესის, ადგილმდებარეობის მიხედვით და იპოვეთ ყველა მათგანისთვის სწორი მიდგომა. თუ თქვენ ქმნით დისპლეი რეკლამებს ქალის ტანსაცმლისთვის, დარწმუნდით, რომ თქვენი მესიჯები ქალებზეა მორგებული.
  • აირჩიეთ თქვენი აუდიტორიისთვის პოპულარული სოციალური მედია. თუ თქვენი აუდიტორია შედგება 14-30 წლის ადამიანებისგან, ინსტაგრამი ყველაზე რელევანტური პლატფორმა შეიძლება იყოს თქვენთვის. ფეისბუქი უფრო ზრდასრული ადამიანებისთვისაა. შეისწავლეთ თქვენი აუდიტორია, მათი ჩვევები, ტენდნციები, ინტერესები და ამის მიხედვით აირჩიეთ თქვენთვის საუკეთესო ადგილი.
  • იყავით კრეატიულებიინტერნეტ რეკლამირება მიმართულია ადამიანების ყურადღების მიპყრობაზე. ჩართეთ კრეატიულობა, გამოიყენეთ თვალისმომჭრელი ფერები და შთამბეჭდავი სათაურები.
  • გამოიყენეთ მკაფიო CTA. ძალიან ცოტა დრო გაქვთ ყურადღების მისაპყრობად. მოკლე და მკაფიო CTA-ით გააგებინეთ ადამიანებს, თუ რა ქმედება უნდა განახორციელონ თქვენი რეკლამის ნახვის შემდეგ. რა CTA-ს გამოიყენებთ დამოკიდებულია თქვენი რეკლამის მიზანზე.
  • შექმენით მობილურზე მორგებული რეკლამებიდარწმუნდით, რომ მობილურში თქვენი რეკლამები სრულფასოვნად ჩანს, რადგან საიტების ვიზიტების უმეტესი ნაწილი სმარტფონებიდან ხდება.

ინტერნეტ რეკლამირების მაგალითები

ქვემოთ მოყვანილია pay-per-click რეკლამის მაგალითი. ეს ნიშნავს, რომ რეკლამის განმთავსებელი იხდის თანხას მაშინ, როდესაც ადამიანი ამ ლინკზე დააკლიკებს. PPC რეკლამები განთავსებულია საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე ტოპ პოზიციაზე.

Mac-მა გააგზავნა ეს რეკლამა იმეილით. ბრენდი აუდიტორიას სთავაზობს ტოპ-გაყიდვად პროდუქტს ყველაზე დაბალ ფასად.  

ძალიან ბევრი ბრენდი იყენებს სოციალურ არხებს პროდუქტის პრომოციისთვის. GoPro არეკლამებს მის პროდუქტს ინსტაგრამის საშუალებით. ისინი იყენებენ ვიდეოებს და user-generated კონტენტს თავიანთი პროდუქტის ხარისხის საჩვენებლად.

 

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი