ლიდების გენერირების 12 ეფექტური სტრატეგია (+მაგალითები)

ბიზნესის გასაზრდელად ლიდების მოპოვება აუცილებელი კომპონენტია. ლიდების გაზრდა ნიშნავს ბრენდის ცნობადობის ამაღლებას, პონტენციური მომხმარებლების გაყიდვების ძაბრში ეფექტურ გადაადგილებას და თქვენი პროდუქტის/სერვისის მიმართ ინტერესის ზრდას.
სწორი ლიდების მოპოვების სტრატეგიით თქვენ შეძლებთ ხარისხიანი და გრძელვადიანი მომხმარებლების მოპოვებას.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ ეფექტურ სტრატეგიებზე, თუ როგორ მოვივოპოთ ხარისხიანი ლიდები.
რა არის ლიდების მოპოვების სტრატეგია?
ლიდების გენერირების სტრატეგია მოიცავს დაინტერესებული პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას და მათ ლიდებად კონვერტირებას. ლიდი არის პოტენციური მომხმარებელი, რომელსაც აქვს თქვენი პროდუქტის მიმართ ინტერესი და თქვენი ბრენდის მიმართ განახორციელა გარკვეული ქმედება. მათ გაგიზიარეს თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, რაც ნიშნავს, რომ თქვენთან თანამშრომლობა სურთ.
ორივე, B2C და B2B ლიდების გენერირების სტრატეგია შეიცავს ოთხ კომპონენტს:
- ლიდის დაჭერა (Lead capture): ლიდებისგან ინფორმაციის მოპოვების გზა. ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ლიდის სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას, მათი ბიზნესის შესახებ ინფორმაციას (სახელი, პოზიცია, თანამშრომლების რაოდენობა და ა.შ.)
- ლიდის მაგნიტი (Lead magnets): სტიმული, რომელიც პოტენციურ მომხმარებლებს ლიდებად აქცევს.
- ლიდის კვალიფიკაცია (Lead qualification): პროცესი, რომელიც განსაზღვრავს ლიდის მდგომარეობას, ანუ რამდენად ახლოს არის ყიდვის გადაწყვეტილებასთან.
- ლიდის სეგმენტირება (Lead segmentation): ლიდის სეგმენტირების პროცესი მათი ინფორმაციის, ქცევების, აქტივობების მიხედვით.
იმისთვის, რომ ყველა ეს კომპონენტი შეასრულოთ, მიჰყევით ჩვენ მიერ მოწოდებულ 12 ეფექტურ სტრატეგიას, რომლებსაც თან დართული აქვთ რეალური მაგალითები.
- გამოიყენეთ ჩეტბოტის დიალოგები
როგორც დაკავებულ მარკეტერს, შესაძლოა, დრო არ გქონდეთ ლიდების მოსაპოვებლად, ასეთ დროს რატომ არ შეიძლება დახმარება ითხოვოთ?
ჩეტბოტი არის ლიდების მოპოვების შესანიშნავი ინსტრუმენტი. ეს ტექნოლოგია მუშაობს 24/7-ზე და პოტენციური მოხმარებლების შესახებ რეპორტის შედგენა შეუძლია. შექმენით თქვენი ბრენდის იდენტურობის გამომხატველი ჩეტბოტი და გამოიყენეთ ის, როგორც თქვენი მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდის გამაძლიერებელი ინსტრუმენტი.
მაგალითი: ეფექტური ჩეტბოტის სანახავად მოვიყვანეთ The Bot Lab-ის მაგალითი.
მომხმარებელი The Bot Lab-ის ჩეტბოტისგან იღებს ინფორმაციას, თუ როგორ მუშაობს ის.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას პროდუქტის ღირებულების შესახებ, ჩეტბოტი სთავაზობს მის დაყენებას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად ისაუბრონ.
მას შემდეგ, რაც ჩეტბოტი შეასრულებს თავის საქმიანობას, ჩეტი გადადის Bot Lab-ის თანამშრომლის ხელში.
- შექმენით „ლიმიტირებული“ კონტენტი
ლიმიტირებული კონტენტი (Gated content) არის ონლაინ მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მომხმარებლისთვის, რომლებიც შეავსებენ საინფორმაციო ფორმას. განსხვავებით ბლოგისა და ლენდინგ გვერდისა, ასეთი ინფორმაცია არის დაბლოკილი. აუდიტორიამ უნდა შეავსოს ლიდების სპეციალური ფორმა, რომ წვდომა ჰქონდეთ მათთვის საინტერესო მასალაზე. ეს ძალიან ეფექტური სტრატეგიაა, რადგან ის აუდიტორიას სრულიად უფასოდ რაღაც ღირებულს აძლევს.
ასეთი სახის კონტენტი, როგორც წესი შეიცავს:
- ელექტრონულ წიგნებს
- გზამკვლევებს
- რეპორტებს
- კურსებს
- ონლაინ ინსტრუმენტებს და ა.შ.
მაგალითი: HubSpot-ის კონტენტ მარკეტინგის პროგრამულ პაკეტს ვებ-გვერდზე განთავსებული აქვს რესურსების სექცია, რომელიც შეიცავს ათობით „ლიმიტირებულ“ კონტენტს, რომელზე წვდომაც მომხმარებლებს ლიდ ფორმების შევსების შემდეგ ექნებათ.
- შექმენით ღირებულებებით შეფუთული სიახლეები
კონტენტის, როგორც ლიდ მაგნიტის გამოყენების კიდევ ერთი გზა არის აუცილებლად წასაკითხი სიახლეების შექმნა, რომელიც ამოტივირებს მკითხველს, კავშირზე დარჩეს ბრენდთან. ეს გეხმარებათ, რომ თქვენი ბრენდი მომხმარებლის „top of mind” იყოს.
კონტენტი, რომლის გაზიარებაც ახალი ამბების წერილით (newsletter) შეგიძლიათ:
- ახალი ბლოგ პოსტები
- პროდუქტის/სერვისის შესახებ სიახლეების მიწოდება
- სპეციალური შეთავაზებები
- დაგეგმილი ივენთები
- რეკომენდებული საკითხავი მასალები ინდუსტრიის შესახებ.
მაგალითი: ბიზნეს მენტორმა და ინფლუენსერმა Marie Forleo დააგენერირა ლიდები "MF Insider”-ის იმეილ სიიდან. პოტენციური მომხმარებლები მარტივად დაინტერესდნენ, რადგან ახალი ამბების წერილი იყო ექსკლუზიური და ღირებული.
- ჩაატარეთ ივენთი
ლიდების გენერირების სტრატეგია შეიძლება განხორციელდეს როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ. ჩაატარეთ ონლაინ ან პირისპირ ივენთი, რომ მოიზიდოთ თქვენი სამიზნე ბაზარი და მოიპოვოთ ლიდებზე ინფორმაცია რეგისტრაციების საშუალებით. ასევე ჩაატარეთ ლაივ ივენთები ონლაინ, რომ პოტენციური მომხმარებლებისთვის ლაივ რეჟიმში შეგეძლოთ პასუხების გაცემა.
რამდენიმე ივენთი, რომლის ჩატარებაც შეგიძლიათ:
- ვებინარი
- ვორქშოპი
- სემინარი
- კონფერენცია
- ლაივ ივენთი
მაგალითი: Content Marketing Institute რეგულარულად ატარებს ლაივ და მანამდე ჩაწერილ ვებინარებს ლიდების მოსაპოვებლად.
- შესთავაზეთ კუპონი ან ფასდაკლება
გამოიყენეთ კუპონები და ფასდაკლებები, როგორც ლიდების მაგნიტი. შესთავაზეთ ის პოტენციურ მომხმარებლებს. ეს იზიდავს როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან ხარისხიან ლიდებს.
მაგალითი: საცალო მოვაჭრე Bed Bath & Beyond ამოტივირებს საიტის ვიზიტორებს, რომ შეავსონ ლიდ ფორმა და მიიღონ 20%-იანი ფასდაკლება, როგორც ახალმა გამომწერებმა.
- შესთავაზეთ უფასო პროდუქტი ან უფასო საცდელი ვერსიები
უფასო საცდელი ვერსიები ან უფასო პროდუქტები იზიდავს ხარისხიან ლიდებს, რომლებიც ჯერ არ არიან მზად რომ შესყიდვა განახორციელონ. მათი ფასიან მომხმარებლებად გადაქცევა მოგვიანებით შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაციების მიწოდებით.
მაგალითი: Trello, პროექტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლებს სთავაზობს უფასო ინსტრუმენტების ვერსიას მათ შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.
- საიტის ოპტიმიზაცია ლიდების მოპოვებისთვის
ლიდების გენერირებისთვის დარწმუნდით, რომ თქვენი საიტის ვიზიტორები მარტივად იპოვიან ლიდების მაგნიტს.
იმისთვის, რომ ვიზიტორებმა მარტივად მიაგნონ ლიდების მაგნიტს, გაითვალისწინეთ შემდეგი ელემენტები:
- აქციეთ ლიდის მაგნიტი მთავარი გვერდის მთავარ CTA-დ.
- პრომოცია გაუკეთეთ რელევანტურ ლიდების მაგნიტს ბლოგ პოსტების ქვემოთ.
- გამოიყენეთ ლიდების გენერირების პოპაპები.
- შექმენით „ლიმიტირებული“ კონტენტი.
- საიტის გვერდითა ველებზე პრომოცია გაუკეთეთ ლიდების მაგნიტს.
მაგალითი: Podio, პროექტის მართვის ინსტრუმენტი, იყენებს თავის ვებ-გვერდს ლიდების მაგნიტის წარმოსაჩენად. ისინი მაშინვე ამისამართებენ მომხმარებლებს უფასო საცდელი ვერსიის სექციაში.
- ოპტიმიზაცია გაუკეთეთ სოციალური მედიის გვერდებს ლიდების მოსაპოვებლად.
როდესაც გაქვთ ეფექტური ლიდების მაგნიტი, დარწმუნდით, რომ ამის შესახებ თქვენმა მიმდევრებმაც იციან სოციალურ ქსელში. წარმოაჩინეთ თქვენი ლიდების მაგნიტი ისე, რომ როდესაც მიმდევრები თქვენთან ინტერაქციაში შემოვლენ, მარტივად იხილონ თქვენი შემოთავაზება ინფორმაციის გაცვლის სანაცვლოდ.
ასევე გამოიყენეთ CTA ღილაკები იმისთვის, რომ გადაამისამართოთ ადამიანები ლიდების მაგნიტის ლენდინგ გვერდებზე.
მაგალითი: ლიდერშიფის მენტორი და ავტორი Michael Hyatt იყენებს მის ფეისბუქ გვერდს ლიდების გენერირებისთვის. მისი გარეკანის ფოტო პრომოციას უკეთებს მის ლიდების მაგნიტს და ვიზიტორებს პირდაპირ ამისამართებს უფასო შეთავაზებაზე.
- გადაიხადეთ ბიზნესის პრომოციისთვის სოციალურ მედიაში
გამოიყენეთ ფასიანი სოციალური მედიის პოსტები, როგორც ლიდების გენერირების სტრატეგია. ფეისბუქის და ინსტაგრამის ძლიერი თარგეთირების ფუნქციის გამოყენებით აჩვენეთ თქვენი რეკლამა ყველაზე დაინტერესებულ პირებს.
მაგალითი: Conversocial, სოციალური მედიის მომხმარებელზე ზრუნვის ინსტრუმენტი, იყენებს ინსტაგრამის ფასიან რეკლამებს პოტენციური მომხმარებლების თარგეთირებისთვის.
- თარგეთირება გაუკეთეთ Top-of-Funnel საკვანძო სიტყვებს
იმისთვის, რომ დაინტერესებულ, პოტენციურ მომხმარებლებს მიაწვდინოთ ხმა, მოიძიეთ მათთვის რელევანტური საკვანძო სიტყვები და თარგეთირება ამის მიხედვით გაუკეთეთ. ამის გაკეთება რამდენიმე გზით შეგიძლიათ:
- შექმნით მარადმწვანე კონტენტი
- შექმენით საიტზე ბლოგის სტრატეგია საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით
- თარგეთირება გაუკეთეთ მომხმარებლებს კლიკზე ორიენტირებული მარკეტინგით.
მაგალითი: SmartAsset-მა, პერსონალური ფინანსების ტექნოლოგიურმა კომპანიამ, დაათარგეთა ადამიანები საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით. მათ შექმნეს გამოსადეგი, ღირებული კონტენტი ლიდების დასაინტერესებლად.
- რეთარგეთირება გაუკეთეთ ადამიანებს, რომლებმაც აქტიურობა გამოხატეს თქვენი ბრენდის მიმართ
თუ პოტენციური მომხმარებლები პირველივე ჯერზე თქვენთან ინტერაქციაში არ შემოდიან, გააგრძელეთ მათთან კომუნიკაცია რეთარგეთირების საშუალებით.
რეთარგეთირება გეხმარებათ, როგორც Google-ში ასევე სოციალურ მედიაში, ისეთ ადამიანებთან კომუნიკაციაში, რომლებმაც გარკვეული ინტერესი გამოხატეს თქვენი ბრენდის მიმართ, თუმცა ინტერაქციაში ჯერ არ შემოსულან. ხშირად მომხმარებლებს რამდენჯერმე სჭირდებათ ბრენდის ხილვა, რომ მასთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება მიიღონ.
მაგალითი: თუ თქვენ ერთხელ მაინც იყავით რომელიმე საიტზე და შემდეგ სოციალურ მედიაში მის რეკლამას ხედავდით, თქვენ რეთარგეთინგის სიაში უკვე მოხვედრილი ხართ. გთავაზობთ ფეისბუქზე Shopify-ს მაგალითს. რეთარგეთინგის რეკლამები გამოიყურება ისე როგორც ჩვეულებრივი რეკლამები, უბრალოდ ის ჩანს იმ ადამიანებთან, რომლებმაც უკვე გამოხატეს გარკვეული ინტერესი თქვენი ბრენდის მიმართ.
- შექმენით რეფერალების დაჯილდოვების სისტემა
შექმენით რეფერალების სისტემა, რა დროსაც არსებული მომხმარებლები გაწვდიან ლიდების შესახებ ინფორმაციას ჯილდოს სანაცვლოდ. ადამიანები ენდობიან მეგობრების რეკომენდაციებს, სწორედ ამიტომ კარგია, თუ არსებულ მომხმარებლებს გამოიყენებთ, როგორც პრომოციის საშუალებას.
მაგალითი: მზის სათვალეების კომპანია Shady Rays სთხოვს თავის არსებულ მომხმარებლებს, მიაწოდონ მეგობრების იმეილი და თუ მათ მიერ მოყვანილი ლიდი განახორციელებს შესყიდვას, არსებულ მომხმარებლებს 15$-ს ჩუქნიან.
ასევე დაგაინტერესებთ:
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვქონდეს ვებ-გვერდი
რა არის ინტერნეტ რეკლამირება? - განმარტებები და რჩევები