ონლაინ რეკლამირების 6 საუკეთესო სტრატეგია

თებერვალი 17, 2021

ონლაინ რეკლამირების 6 საუკეთესო სტრატეგია

როდესაც პირველად შეაბიჯებთ ფეხს ონლაინ მარკეტინგის სამყაროში, ის შეიძლება გადატვირთული და დამაბნეველი მოგეჩვენოთ.

როდესაც ონლაინ მარკეტინგის სამყაროში პირველად შეაბიჯებთ ფეხს, ის შეიძლება გადატვირთული და დამაბნეველი მოგეჩვენოთ. არსებობს უამრავი არხი, პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ რეკლამირება, ასევე უამრავი ადამიანი, ვისთვისაც შეგიძლიათ რეკლამების ჩვენება. ყველაზე რთული ნაწილი კი იმის განსაზღვრაა, რომელი არხები და რომელი აუდიტორიაა თქვენთვის რელევანტური.

ბევრი მარკეტერის მსგავსად, თქვენი ყველაზე დიდი ინტერესი ორ საკითხს ეთმობა: რეკლამის რენტაბელურობა და შედეგიანობა.

სწორედ ამიტომ, ამ სტატაიში ვისაუბრებთ საუკეთესო ონლაინ მარკეტინგის სტრატეგიებზე, მათ ღირებულებებზე და სარგებელზე. 

კონტენტი

  1. ვებ დიზაინი
  2. სეო
  3. კლიკზე ორიენტირებული მარკეტინგი (PPC)
  4. სოციალური მედია
  5. კონტენტ მარკეტინგი
  6. იმეილ მარკეტინგი
  7. დამატებით 3 სარეკლამო სტრატეგია (ბონუსი)
  8. როგორ შევარჩიოთ საუკეთესო სარეკლამო სტრატეგია

 

  1. ვებ დიზაინი

თქვენი საიტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი თქვენი ბიზნესისთვის. ეს თქვენი ონლაინ სახლია და სწორედ აქ შემოვლენ პოტენციური მომხმარებლები, რათა მეტი გაიგონ თქვენი პროდუქტის შესახებ. ხშირ შემთხვევაში, სწორედ თქვენი ვებ-გვერდი იქნება ადამიანების პირველი შთაბეჭდილება თქვენზე.

თქვენი ყველა ონლაინ სარეკლამო კამპანია წინასწარ შემუშავებული დიზაინით მოუწოდებს ადამიანებს, რომ ესტუმრონ თქვენს საიტს, ხოლო საიტის დიზაინს შეუძლია რეკლამების წარმატება გააძლიეროს ან დაანგრიოს. ამიტომ, აუცილებელია, რომ თქვენმა საიტმა კიდევ უფრო დააინტერესოს ვიზიტორები და ხელი შეუწყოს კონვერტაციებს.

კარგი დიზაინის საიტს შეუძლია ვიზიტორები უფრო დიდ ხანს გააჩეროს საიტზე და უფრო მეტის გაგების სურვილი გაუჩინოს. ის ასევე ამაღლებს ნდობას პოტენციურ მომხმარებლებში.

კვლევამ აჩვენა, რომ რესპოდენტების 94%-ს არ გაუჩნდა ბიზნესის მიმართ ნდობა საიტზე არსებული ან არ არსებული კონკრეტული ელემენტების გამო - ასე რომ, თუ თქვენი საიტი განახლებული არ არის, ამას პოტენციური მომხმარებლები აუცილებლად შეამჩნევენ.

პროფესიონალური საიტი საჭიროა იმისთვის, რომ თქვენი ონლაინ რეკლამები წარმატებული იყოს.

  1. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)

თქვენი ვებ-გვერდი შეიძლება იყოს შესანიშნავი მარკეტინგული ინსტრუმენტი, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური მომხმარებლები მას იპოვიან.

თქვენი საიტის პოვნის საუკეთესო გზა საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაა. SEO-ში ინვესტირებით თქვენ ეხმარებით თქვენს საიტს Google-ის საძიებო სისტემაში მაღალ რანგირებაში, რაც ნიშნავს, რომ რელევანტური ძიებისას თქვენი საიტი მოწინავე პოზიციაზე გამოჩნდება.

SEO გულისხმობს თქვენს საიტზე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვების გამოყენებას ისე, რომ როდესაც პოტენციური მომხმარებელი ეძებს სასურველ პროდუქტს/სერვისს ამ საკვანძო სიტყვებით, საძიებო სისტემამ თქვენი საიტი გამოუჩინოს ძიების შედეგებში.

თქვენთვის რელევანტური საკვანძო სიტყვების აღმოჩენა შეგიძლიათ მოიკვლიოთ იმის მიხედვით, თუ რა სიტყვებით ეძებს თქვენი სამიზნე აუდიტორია თქვენს ან თქვენს მსგავს პროდუქტს თუ სერვისს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ საიტის SEO-ს გაუმჯობესება ორიგინალური კონტენტის შექმნით, რომელშიც აქტიურად გამოიყენებთ საკვანძო სიტყვებს. სწორი SEO სტრატეგიით თქვენ გაზრდით საიტის ტრაფიკს, გააუმჯობესებთ საიტის რანგირებას და დააგენერირებთ მეტ ლიდებსა და კონვერტაციებს.  

SEO-ს მიზანია, რომ თქვენი საიტი საძიებო შედეგების პირველ გვერდზე, მოწინავე პოზიციაზე აღმოჩნდეს. ტოპ სამეულში მოხვედრა იდეალური ვარიანტია, რადგან კლიკების უმეტეს ნაწილს სწორედ ეს პოზიციები აგროვებენ.

SEO თქვენი ბიზნესის რეკლამირების შესანიშნავი ინსტრუმენტია. შედეგების მიღებას შესაძლოა დრო დასჭირდეს, მაგრამ ეს შედეგები იქნება გრძელვადიანი და მომგებიანი თქვენი ბიზნესისთვის.

  1. Pay-per-click (PPC) რეკლამირება

Pay-per-click, ან PPC, არის ონლაინ რეკლამირების მოდელი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, განათავსოთ რეკლამა საძიებო სისტემის შედეგებში კონკრეტულ საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით. როდესაც SEO ორიენტირებულია თქვენი საიტის რანკინგის გაუმჯობესებაზე, PPC საშუალებას გაძლევთ, ფული გადაიხადოთ რეკლამის განთავსებაში საკვანძო სიტყვების თარგეთირებით.

თუ თქვენთვის PPC რეკლამირება სიახლეა, Google Ads  არის საუკეთესო ადგილი დასაწყებად. აქ შეგიძლიათ, განათავსოთ რეკლამები Google-ის საძიებო სისტემის შედეგებში.

PPC მუშაობს ბიდინგ სისტემით, აუქციონის პრინციპით, რა დროსაც ფასი განისაზღვრება საკვანძო სიტყვების და შესაბამისი კონკურენტების რეკლამის მიხედვით. თუ თქვენი ბიდი ყველაზე მაღალია, თქვენი რეკლამა საძიებო სისტემაში ყველაზე ზემოთ გამოჩნდება და დაკლიკების შემთხვევაში იხდით ბიდის რაოდენაბას.  

PPC რეკლამების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ თქვენ იხდით კლიკში, ანუ შედეგში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ხარჯავთ ზედმეტ ფულს ნაკლებად დაინტერესებული ადამიანებისთვის რეკლამის ჩვენებაში.

PPC ეფექტური სარეკლამო სტრატეგიაა კიდევ იმიტომ, რომ თქვენ შედეგებს ხედავთ რეკლამის გაშვების მომენტიდან. განსხვავებით SEO-სა, რომელსაც, როგორც აღვნიშნეთ, დრო სჭირდება შედეგების მოსატანად.

PPC ძალიან კარგად მუშაობს SEO-სთან კომბინაციაში, რადგან საძიებო სისტემაში ორმაგად წარმოჩენა ბიზნესისთვის შესანიშნავი შესაძლებლობის მომტანია. როდესაც ადამიანები თქვენთვის რელევანტური საკვანძო სიტყვებით განახორციელებენ ძიებას, თქვენი კომპანია შედეგებში აუცილებლად გამოჩნდება.

თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ ორგანული რანკინგი გაუმჯობესებული, მაშინ PPC შესანიშნავი გზაა საძიებო სისტემაში ადამიანებისთვის ხმის მისაწვდენად. 

თუ გაინტერესებთ PPC რეკლამები ეფექტურია თუ არა, პასუხი ცალსახად არის დიახ. კლიკების 46%-ს სწორედ ფასიანი რეკლამები იღებენ.

 

  1. სოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური მედია საიტები, როგორიცაა ფეისბუქი, ინსტაგრამი თუ სხვა, წარმოადგენს უდიდეს სარეკლამო პოტენციალს სამიზნე აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად.

სოციალური მედია შესანიშნავი ადგილია რეკლამირებისთვის, რადგან აქ უამრავი მომხმარებელი თუ პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს.

სოციალური პლატფორმები საშუალებას გაძლევენ, შექმნათ თქვენი სამიზნე აუდიტორია როგორც დემოგრაფიის: ასაკი, სქესი, ადგილმდებარეობა, ასევე, ინტერესების და ქცევების მიხედვით. ეს კი საშუალებას გაძლევთ, მიწვდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც დიდი ალბათობით თქვენი მომხმარებლები გახდებიან.

სოციალური მედიის როგორც სარეკლამო არხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი მისი დაბალი ღირებულებაა.

ფაქტობრივად, B2B მარკეტერების 50% ამბობს, რომ სოციალური მედია არის „ძალიან“ ან „შედარებით“ დაბალბიუჯეტიანი რეკლამირების საშუალება, ასე რომ, თუ თქვენ ეძებთ რენტაბელურ სარეკლამო არხებს, მაშინ სოციალური მედია აუცილებლად თქვენთვის შესაფერისი ადგილია.

  1. კონტენტ მარკეტინგი

კონტენტ მარკეტინგი შესანიშნავი გზაა, რომ არაპირდაპირ გაარეკლამოთ თქვენი ბიზნესი თქვენი მომხმარებლებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებით. თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ კონტენტი ბლოგის, ვიდეოს, ინფოგრაფიკის და სხვა ნებისმიერი ონლაინ ფორმატით.

ინდუსტრიის მიუხედავად, ორიგინალური კონტენტის გამოქვეყნება ეფქტური გზაა მომხმარებლებთან კომუნიკაციის დასამყარებლად. როდესაც აზიარებთ პოტენციური მომხმარებლისთვის საინტერესო და გამოსადეგ ინფორმაციას, თქვენი ბრენდის მიმართ ნდობა იმატებს.

კონტენტ მარკეტინგს ასევე შეუძლია, თქვენი ბრენდი ავტორიტეტად აქციოს და რეპუტაცია აგიმაღლოთ. როდესაც სამიზნე აუდიტორიას მუდმივად აწვდით დასაყრდენ, სანდო ინფორმაციას, მათ უჩნდებათ დამოკიდებულება, რომ თქვენ ინდუსტრიის აზრის ლიდერები ხართ.

იმისთვის, რომ კონტენტ მარკეტინგით წარმატებას მიაღწიოთ, თქვენ რეგულარულად უნდა გამოაქვეყნოთ სანდო ინფორმაციები თქვენივე ან რელევანტური მედია საიტების საშუალებით.

კომპანიებს, რომლებიც თვეში 16-ჯერ ან მეტჯერ პოსტავენ, აქვთ 4-ჯერ მეტი ტრაფიკი, ვიდრე კომპანიებს, რომლებიც თვეში ერთი-ორჯერ აქვეყნებენ კონტენტს.

არ დაგავიწყდეთ, რომ ვიზუალურ ეფექტებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ყურადღების მისაქცევად. გრაფიკული ვიზუალები და საინტერესო ტექსტი უფრო დიდ დაინტერესებას გამოიწვევს და ადამიანები უფრო დიდ დროს გაატარებენ თქვენს საიტზე.

ნაბიჯის კიდევ უფრო წინ გადასადგმელად, ვიდეო კონტენტი არის ყველაზე ეფექტური გზა ვიზიტორების ჩართულობის მოსაპოვებლად. 

კონტენტ მარკეტინგი ძლიერი მარკეტინგული მეთოდია, რადგან მას შეუძლია, დაეხმაროს სოციალურ მედიას, ფასიან რეკლამას, SEO-ს. სწორედ ამიტომ, ბიზნესებისთვის კონტენტი მარკეტინგული სტრატეგიის ძირითადი ელემენტია.

 

  1. იმეილ მარკეტინგი

იმეილ მარკეტინგი ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფორმაა, მაგრამ ჯერ კიდევ ერთე-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი. იმეილების გაგზავნით თქვენ ხმას აწვდენთ თქვენი აუდიტორიის თითოეულ წევრს.

იმეილის საშუალებით შეგიძლიათ, კავშირი გქონდეთ არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან. გააგზავნოთ ახალი ამბების შეტყობინებები, ინფორმაცია ახალ პროდუქტზე/სერვისზე და მოარგოთ შეთავაზებები სხვადასხვა ტიპის აუდიტორიას.

იმეილი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე რენტაბელურ არხად, რომელსაც საკმაოდ მაღალი ROI აქვს.

რა თქმა უნდა, საუკეთესო შედეგების მისაღებად მუდმივი ტესტირებაა საჭირო.

არ დაგავიწყდეთ პერსონალიზებული იმეილების მნიშნვნელობა. ასეთი იმეილები 14%-ით ზრდის CTR-ს. ეს იმიტომ, რომ მომხმარებლებს უჩნდებათ განცდა, რომ იმეილი პირადად მათთვისაა შედგენილი, რაც განსაკუთრებულობის შეგრძნებას აჩენს.

 

[ბონუსი] 3 დამატებით საუკეთესო ონლაინ მარკეტინგის სტრატეგია ბიზნესებისთვის, რომლებიც ინოვაციას ეძებენ.  

თუ თქვენი სარეკლამო სტრატეგიები უკვე მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ სტრატეგიებს, არ ინერვიულოთ, დამატებით არსებობს ეფექტური გზები თქვენი გაყიდვების გასაზრდელად.

  1. Geofencing Advertising

Geofencing advertising, რომელსაც შეგვიძლია გეოგრაფიული მარკეტინგი ვუწოდოთ, არის ონლაინ რეკლამირების მეთოდი, რა დროსაც თქვენი ბიზნესი ქმნის ვირტუალურ ღობეს კონკრეტული გეოგრაფიული არეალის გარშემო, იქნება ეს კამპუსი, კონკურენტის ლოკაცია, კონფერენციის ცენტრი თუ სხვა. როდესაც ადამიანი შედის (ფიზიკურად) ამ „ღობეში“, ისინი ავტომატურად ემატებიან რემარკეტინგის აუდიტორიას. მათი თრექინგი მათი მოწყობილობის საშუალებით ხდება.

რეკლამირების ეს სტრატეგია გეხმარებათ ახალი, ეფექტური გზით მოახდინოთ თქვენი აუდიტორიის თარგეთირება. შეძლოთ კონკურენტი კომპანიების მომხმარებლების გადმობირება და ა.შ.

 

  1. ამაზონ რეკლამირება

ელ.კომერციის კომპანიებისთვის ამაზონი რეკლამირებისთვის შესანიშნავი საშუალებაა. ის ითვლება რეკლამირების მესამე ყველაზე პოპულარულ პლატფორმად Google-ისა და ფეისბუქის შემდეგ. ამაზონზე თქვენი პროდუქტის პრომოცია შეგიძლიათ საძიებო სისტემაში, პროდუქტის გვერდებზე და ა.შ.

თუნდაც არ ფლობდეთ ელ.კომერციის ბიზნესს, მაინც შეგიძლიათ გამოიყენოთ ამაზონი ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად და ასევე ამაზონის მფლობელობაში არსებული საიტები, როგორიცაა IMDb.

ამაზონზე 50%-ით მეტი პროდუქტის მოძიება ხდება Google-თან შედარებით, ამიტომ ნამდვილად ღირს თქვენი ბიზნესის მოწინავე პოზიციებზე გამოჩენა ამ პლატფორმაზე.

  1. ინფლუენსერ რეკლამირება

ინფლუენსერ მარკეტინგის ROI ყოველ 1$-ზე არის 6.50$. ყველანაირი ზომის კომპანია იყენებს ინფლუენსერ მარკეტინგს ბრენდის ცნობადობის, მომხმარებლის ნდობის და გაყიდვების გასაზრდელად.  

გარდა იმისა, რომ თქვენი პარტნიორი ინფლუენსერები თქვენი პროდუქტის პრომოციას აკეთებენ თავიანთ არხებზე, შეგიძლიათ მათი გამოყენება სხვა სარეკლამო კამპანიებშიც.

როგორ ავარჩიოთ საუკეთესო ონლაინ მარკეტინგის სტრატეგია ბიზნესისთვის

ამდენ შესაძლო სარეკლამო სტრატეგიას შორის, რთულია განსაზღვროთ, რომელია ყველაზე სასარგებლო თქვენი ბიზნესისთვის და ბიუჯეტისთვის.

მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ პატარა ბიზნესი დაბალი მარკეტინგული ბიუჯეტით, ყველაზე რენტაბელური ვარიანტი შეიძლება იყოს სოციალური მედია, იმეილ მარკეტინგი და SEO.

თუ უფრო მოქნილები ხართ არჩევანში, რაც უფრო მეტ სარეკლამო სტრატეგიას გამოიყენებთ მით უკეთესია. როდესაც რამდენიმე არხს იყენებთ, უფრო მეტ ადამიანს აწვდენთ ხმას.

როგორც მთავარი საძირკველი, დარწმუნდით, რომ თქვენი საიტის დიზაინი შეძლებს კონვერტაციების გენერირებას.

თქვენ შესაძლა უამრავი თანხა გადაიხადოთ SEO და PPC მარკეტინგში, მაგრამ თუ თქვენი საიტი პროფესიონალური არ არის, სასურველ შედეგებს ვერ მიიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იპოვონ თქვენი საიტი, თუმცა რა დახვდებათ იქ მეტწილად განაპირობებს, გახდებიან თუ არა ვიზიტორები თქვენი მომხმარებლები.

ონლაინ რეკლამირების მონიტორინგი მარტივია, მთავარია მონაცემებს ადევნოთ თვალყური და ამის მიხედვით გააუმჯობესოთ თქვენი კამპანიები.