media-4

ციფრული მარკეტინგის 15 უფასო ხელსაწყო მცირე ბიზნესისათვის

  • 08 ივლ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
ციფრული მარკეტინგის 15 უფასო ხელსაწყო მცირე ბიზნესისათვის

ვინაიდან ციფრული მარკეტინგი ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა სოციალური თუ ვებ პლატფორმების მართვას მოიცავს, ამისათვის ბუნებრივია, გვჭირდება არაერთი ონლაინ ინსტრუმენტის გამოყენება. სტატიაში გაგაცნობთ იმ 15 უფასო ხელსაწყოს, რომლებიც თქვენი ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ.

ყველა ეს ხელსაწყო ნაცადი და აპრობირებულია და ისინი ძირითადად სამი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა:

  • ნამდვილად უფასოა
  • რეალურად აგვარებს ბიზნეს პრობლემას
  • რეკომენდებულია საუკეთესო ციფრული მარკეტერების მიერ

გთავაზობთ ხელსაწყოებს:

  1. O-dan.net
  2. Canva
  3. Photopea
  4. Answer The Public
  5. Grammarly
  6. SEMrush
  7. Yoast SEO & Plug in SEO
  8. Google Search Console
  9. Google Keyword Planner
  10. Zapier
  11. Mailchimp
  12. Hootsuite
  13. Hotjar
  14. Google Analytics
  15. Asana

ჩვენ ყველას გვჭირდება შთამბეჭდავი და თვალისმომჭრელი სურათები ჩვენი ვებ-გვერდის, სოციალური მედია კონტენტის თუ იმეილ მარკეტინგისთვის. შესაბამისად, დავიწყოთ ამ მიმართულებით:

O-dan.net

ეს ვებ-გვერდი სასწაულებრივად გიმარტივებთ უფასო და შთამბეჭდავი სურათების მოძიებას, ვინაიდან ის ყველა ამგვარ საიტს ერთ სივრცეში - ანუ O-dan.net-ზე აერთიანებს. ამგვარად, თქვენ არ გიწევთ სხვადასხვა საიტების თვალიერება ერთი და იმავე მიზეზით.

მისი გამოყენება ძალიან მარტივია - წერთ თქვენთვის სასურველ თემას და ირჩევთ სასურველ წყაროს.

Canva

თუ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, როდესაც რაიმე გრაფიკული მასალის შექმნა მოგიწევთ, თუმცა ეს სიტუაცია უჩვეულო და უხერხულია, რადგან დიზაინერი სულაც არ ხართ, Canva აუცილებლად მოგიგვარებთ ამ პრობლემას.

პლატფორმაზე მოთავსებულია უამრავი სახის მზა დიზაინები, რომელთა გადაკეთებაც თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ. ასევე წვდომა გაქვთ სხვადასხვა ტიპის შაბლონებზეც.

სოციალური მედიისთვის გსურთ პოსტის შექმნა, ლოგოს გაკეთება თუ სავიზიტო ბარათისთვის დიზაინის მოფიქრება, Canva საუკეთესო გამოსავალია. 

თქვენ უბრალოდ სასურველი ტიპის კონტენტის არჩევა მოგეთხოვებათ. დიზაინის გადაკეთებისას თქვენ ასევე შეგიძლიათ, მარტივად ატვირთოთ საჭირო სურათები, მოარგოთ მას სხვადასხვა ფერი, გამოსახულება და გამოიყენოთ უკვე შექმნილი ბრენდული მასალები თქვენი შთაგონების წყაროდ.

ის ასევე ავტომატურად ინახავს თქვენს ნამუშევრებს, ამიტომაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მას დაუბრუნდეთ და გააგრძელოთ იქიდან, სადაც გაჩერდით.

Photopea

Photopea არის უნიკალური საშუალება იმისათვის, რომ მარტივად გადააკეთოთ მასალები ფოტოშოპის მსგავსად, თანაც Photoshop-ის გარეშე.

ამისათვის, უბრალოდ თქვენი ფოტოშოპ ფაილის ატვირთვაა საჭირო. აქ თითქმის ყველა იმ ხელსაწყოს და ფუნქციას შეხვდებით, რომელსაც უშუალოდ პროგრამაში იყენებთ.

ეს რომელიმე ისეთ სამუშაო ხელსაწყოს ჰგავს, რომელსაც არც თუ ისე ხშირად იყენებთ, მაგრამ  როდესაც ის გჭირდებათ მისი ხელსაწყოების ყუთში ხილვა ყოველთვის გახარებთ.

 

კატეგორია #2: კონტენტ მარკეტინგი

საინტერესო და მიმზიდველი კონტენტის შექმნა შესანიშნავი საშუალებაა ბრენდის ცნობადობის და მის მიმართ ლოიალურობის გაზრდისათვის.

ქვემოთ ჩამოთვლილი ხელსაწყოები კი თქვენი კონტენტ მარკეტინგის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

Answer The Public

საკუთარი ბლოგისათვის ყოველთვის ახალ-ახალი თემების მოფიქრება შეიძლება, ზოგჯერ გამომწვევი და რთული დავალება იყოს. ყველა ბლოგერს შეიძლება მსგავსი რამ დაემართოს. ამიტომაც, თუ ოდესმე იდეების ნაკლებობას განიცდით, შეგიძლიათ ამ პლატფორმას მიმართოთ.

Answer The Public შეისწავლის ყველა იმ შეკითხვებს და საძიებო თემებს, რომლებიც Google საძიებო სისტემაში იყრის თავს და შემდეგ სწრაფად აგენერირებს ამ მონაცემებს, კითხვებსა და ფრაზებს, თქვენი ქივორდისთვის რელევანტურ თემებად.

აქ კი თქვენი კონტენტისთვის უამრავ იდეას შეიძლება წააწყდეთ.         

Grammarly

Grammarly მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ხელსაწყოა, რომელიც ჩვენს ორთოგრაფიულ თუ სხვა გრამატიკულ შეცოდმებს ამოწმებს. მას მსოფლიოს გარშემო 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ონლაინ რედაქტორის, ბრაზუერთან ინტეგრაციისა და iOS მობილური აპლიკაციის საშუალებით, Grammarly მუშაობს ყოველთვის და მოგყვებათ ყველგან, წერის პროცესში.

ყოველთვის, როდესაც რაიმე შეცდომა გაგეპარებათ, წითელი ხაზებიც აუცილებლად გამოჩნდება და მიხვდებით, რომ ეს Grammarly-ია.

კატეგორია  #3: SEO

ამ კატეგორიაში განხილული ხელსაწყოები თქვენი საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში დაგეხმარებათ.

SEMrush

SEMrush SEO ხელსაწყოების დიდი არსენალია, რომელიც არაერთ შესანიშნავ ფუნქციას ითავსებს. მაგალითად: ქივორდების კვლევა, მათი მონიტორინგი, ბექლინგების თრექინგი და საიტის შიდა აუდიტი.

გარდა ამისა, მისი სპეციალური ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, თქვენი კონკურენტების SEO სტრატეგიებსაც შეავლოთ თვალი.

ერთადერთი, რისი გაკეთებაც თქვენ მოგეთხოვებათ, საიტის ბმულის ჩაწერაა და SEMrush ყველა საჭირო ინფორმაციას დაუყოვნებლივ მოგაწვდით - ყველა ქივორდს, რომელიც რეიტინგებში მოიაზრება, ყველა სტატია და ყველა ბმული, თითოეული ბექლინკი, რომელიც ამ საიტმა მიიღო და ასევე Google Ads-ის  რეკლამების ნახვის საშუალებაც გაქვთ.

Yoast SEO (WordPress) & Plug In SEO (Shopify)

თუ ისეთი საძიებო სისტემებიდან, როგორიც არის Google, თქვენი საიტისთვის ვებ ტრაფიკის მოზიდვა გსურთ, მაშინ გამართული და ეფექტური SEO აუცილებლად დაგჭირდებათ.

Yoast SEO და Plug In SEO წარმოადგენენ ხელსაწყოებს, რომლებიც Shopify-სა და WordPress-ის მსგავსი საიტებისთვის არის განკუთვნილი. ის რეალურად SEO-ს ცოდნის გარეშე გეხმარებათ, თქვენი საიტის ოპტიმიზიაცია გახადოთ გაცილებით მარტივი ისე, რომ არც ერთი კოდის ცოდნა არ დაგჭირდეთ.

მას ბევრი კომპანია სათაურებისა და მეტა აღწერილობების მარტივად დასამატებლად იყენებს, რაც მათ ეხმარებათ, დარწმუნდნენ, რომ მათი On-page SEO საჭიროებისამებრ ფუნქციონირებს.

Google Search Console

გუგლის საძიებო კონსოლი არის მისივე ხელსაწყო, რომელიც თქვენი საიტის საძიებო რეიტინგების მონიტორინგში გეხმარებათ.

მისი საშუალებით შეგიძლიათ, თქვენი ვებ-გვერდისთვის საჭირო ყველანაირ ინფორმაციას სიღრმისეულად გაეცნოთ. ის მოიცავს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია:

  • ქივორდებისა და კლიკების თრექინგთან
  • ინდექსებთან და მობილურობასთან
  • საიტის ბექლინკებთან

გარდა ამისა, კონსოლის საშუალებით შეგიძლიათ, თქვენი საითტმეფების დადასტურება და იმის მოთხოვნა, რომ შესამოწმებლად და შესაძლო ხარვეზების აღმოსაჩენად, Google-მა თქვენი საიტი „გადაქექოს“.

Google Keyword Planner

Google Keyword Planner ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ქივორდების სიის შესაქმნელად და მათთან დაკავშირებული კვლევების ჩასატარებლად.

ჩაწერეთ ნებისმიერი ტიპის ქივორდი ან ქივორდების ჯგუფი და პროგრამა ავტომატურად წარმოგიდგენთ უსაზღვრო რაოდენობით ქივორდებს, მათ მსგავს იდეებს და ასევე მათი ძიების სიხშირესაც.

კატეგორია #4: ავტომატიზაცია

გონივრულად დანერგილი ავტომატიზაცია, ალბათ ყველა ბიზნესის ნათელი წერტილია, ვინაიდან ის ზოგავს ჩვენს დროს და ამცირებს ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომების შანსს.

თუმცა, ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც ავტომატიზაციასთან ერთად მოდის, არის პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა. საბედნიეროდ ამ უკანასკნელის გაცხრილვა მარტივადაა შესაძლებელი. 

Zapier

Zapier ავტომატიზაციის ხელსაწყოა, რომელიც თქვენს ბიზნეს ხელსაწყოებს სპეციალურ პროგრამებთან აკავშირებს. ის 1,300-ზე მეტ ხელსაწყოთან ერთად მუშაობს, ისეთებთან, როგორებიცაა: Gmail, Google Drive, Facebook. ის აკავშირების ორ ან მეტ აპლიკაციას ერთმანეთთან, რაც თქვენთვის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

ამგვარი დაკავშირების მაგალითი შესაძლოა ასეთიც იყოს: თქვენ იღებთ ახალ ელექტრონულ ფოსტას Gmail-ზე, მასზე მიმამგრებული ფაილი კოპირდება თქვენს Dropbox-ის დრაივზე და ამის შესახებ Slack-ში იღებთ შეტყობინებას.

ამ პროცედურების ხელით გაკეთებამ კი შესაძლოა, ძალიან დიდი დრო წაიღოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი გაკეთება ხშირად გიწევთ.

ძალიან ბევრი კომპანია ამ პროგრამას იყენებს იმისათვის, რომ მათი ახალი ლიდები, რომლებსაც ფეისბუქიდან ან ვებგვერდიდან იღებენ, გადაიყვანონ ექსელის ფაილებში ან CRM პლატფორმებზე.

ამგვარად, შესაძლებლობები უსაზღვროა და თქვენი დროისა და რესურსის დაზოგვა უამრავი მეთოდით შეგიძლიათ.

კატეგორია #5: იმეილ მარკეტინგი

იმეილ მარკეტინგი ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად შემოსავლების გენერირებისთვის. სინამდვილეში, მომხმარებლებთა 59% ამბობს, რომ მარკეტინგული მეილები მათ მსყიდველობით გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენენ, ხოლო ის მარკეტერები, რომლებიც სეგმენტირებულ კამპანიებს იყენებენ, აღნიშნავენ, რომ ამას მათი შემოსავლების არანაკლებ ზრდა შეუძლია.

ალბათ გაინტერსებთ, რომელი უფასო ხელსაწყოების გამოყენებაა შესაძლებელი იმეილ მარკეტინგის განსახორციელბელად.

Mailchimp 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხელსაწყო იმეილ მარკეტინგისთვის სწორედ Mailchimp-ია, რაც მეტწილად მისი სიმარტივითა და შესანიშნავი შაბლონებით, ფუნქციებით და ანალიტიკით არის განპირობებული.

ის საშუალებას გაძლევთ, ააგოთ სეგმენტირებული მეილები, გაგზავნოთ ბროშურები და შექმნათ ავტომატიზებული კამპანიები.

 

მისი უფასო ვერსია ყოველთვიურად 2,000 კონტაქტის დამატებას და 10,000 შეტყობინების გაგზავნის საშუალებას იძლევა, თუმცა მისი ყოველდღიური ლიმიტი 2,000 წარმოადგენს.

იდეალურია ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებიც ჯერ მხოლოდ ახლა იწყებენ მოღვაწეობას და განვითარებისკენ ისწრაფვიან.

კატეგორია #6: სოციალური მედიის კალენდარი

როდესაც საქმე სოციალური მედია არხებისთვის კონტენტის შექმნას ეხება, ერთ-ერთი რამ, რითიც საგრძნობლად შეგიძლიათ დაზოგოთ დრო, კონტენტის გამოქვეყნებისთვის წინასწარი განრიგის გაწერაა.

მოდით პირდაპირ პლატფორმებზე გადავიდეთ.

Hootsuite

Hootsuite სოციალური მედია პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენი პოსტების გამოქვეყნება სხვადასხვა არხებზე წინასწარ დაგეგმოთ.

გარდა ამისა, მისი დახმარებით კომენტარებზე დაკვირვებას და გამოხმაურებასაც შეძლებთ.

სრულიად უფასოდ, თქვენ შეგიძლიათ, სამი სხვადასხვა სოციალური ქსელი დააკავშიროთ, დაგეგმოთ 30 პოსტის გამოქვეყნება და გქონდეთ ერთი ანგარიში.

კატეგორია #7: ვებგვერდის ოპტიმიზაცია

ვებგვერდის ოპტიმიზაცია ისეთი რამაა, რომლის სწორად განხორცილებაც ბიზნესის შემოსავლების ავტომატურ ზრდას გულისხმობს. ვებ-გვერდის კონვერსიის მაჩვენებელში ერთ პროცენტიან ზრდასაც კი შეუძლია, თქვენს შემოსავლებში საოცრებები მოახდინოს.

წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ ხელსაწყოებს ვებ-გვერდის ოპტიმიზაციისათვის:

Hotjar

გიფიქრიათ ოდესმე იმაზე, თუ როგორ იყენებს თქვენი მომხმარებელი თქვენს ვებ-გვერდს? Hotjar ამგვარი უკუკავშირის მწარმოებელი საშუალებაა, რომელიც ნათლად წარმოგიჩენთ იმ ქმედებებს, რომელსაც საიტის მნახველი ახორციელებს.

ის ასევე გეხმარებათ:

  1. ნახოთ საიტის მნახველების ჩანაწერები, რაც გეხმარებათ, რეალურ დროში გაიგოთ, თუ რას აკეთებდა მომხმარებელი საიტზე.
  2. გამოამჟღავნოთ ის გვერდები, სექციები, რომლებიც მომხმარებელთა საიტიდან გასვლას იწვევენ.
  3. დაახარისხოთ საიტის ნაწილები კლიკების, მოძრაობებისა და სქროლების მიხედვით.

ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, უფასოდ.

Google Analytics

Google Analytics უფასო ხელსაწყოა, რომელიც სიღრმისეულ მონაცემთა ანალიზს აწარმოებს თქვენი საიტის გვერდებისა და მათი მნახველების შესახებ.

ის საშუალებას გაძლევთ:

  1. გაიგოთ, რომელი გვერდები ფუნქციონირებენ ყველაზე უკეთ და რომლები ცუდად თქვენს საიტზე.
  2. გაიგოთ, რომელ პროდუქტს, მომსახურებას ან გვერდს მოაქვს ყველაზე მეტი კონვერსია თქვენი საიტიდან.
  3. დაადგინოთ, რომელ მოწყობილობებს იყენებენ მომხმარებლები ყველაზე ხშირად.
  4. უკეთ გაიცნოთ თქვენი მომხმარებელი დემოგრაფიის, ინტერესებისა და ქცევების მიხედვით.

კატეგორია #8: პროექტის მენეჯმენტი

თუ ოდესმე რამდენიმე პროექტის, გუნდის ან დავალების ერთად მართვა მოგიწიათ, თანაც კონკრეტული სისტემის, გეგმისა და გაწერილი ვადების გარეშე, მაშინ გეცოდინებათ, თუ რამდენად რთულია ამის გაკეთება შესაბამისი ხელსაწყოებისა და პროგრამების გარეშე.

პროექტების სამართავადაც არსებობს რამდენიმე უფასო ხელსაწყო, რომელიც სამუშაოს შეგიმსუბუქებთ.

Asana

Asana ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროგრამაა პროექტ მენეჯმენტისთვის, რომლიც მისი სიმარტივის გამოა გამორჩეული. ის დაგეხმარებათ თქვენი გუნდის ორგანიზებაში, მართვასა და სხვადასხვა დავალებების დელეგირებაში.

ის უამრავი მახასიათებლით გამოირჩევა, მაგალითად:

  • ულიმიტო დავალებები
  • ულიმიტო პროექტები
  • ფაილების უსაზღვრო საცავი
  • სხვადასხვა პლატფორმებთან უფასო ინტეგრაცია

მისი უფასო ვერსია, საშუალებას გაძლევთ, მასში 15 სხვადასხვა ანგარიში გააერთიანოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ სხვა პროგრამებსაც, მაგალითად Teamwork-ს ან Trello-საც შეავლოთ თვალი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ციფრული მარკეტინგის როლი კომპანიაში

სჭირდება თუ არა ციფრული მარკეტინგი ყველა ბიზნესს?

რას აკეთებს ციფრული მარკეტერი?