რა არის CTR? როგორ შეუძლია მას გააუმჯობესოს რეკლამის შედეგები

ამ სტატიაში ჩვენ მაქსიმალურად მარტივად გასაგებს გავხდით, თუ რა არის CTR ანუ click-through rate.
ასევე ვისაუბრებთ CTR-ის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ გავზარდოთ ის Google Ads-ისა დაFacebook Ads-ის დახმარებით.
CTR-ის მაჩვენებლის მაგალითი 1:
მაგალითი 2:
შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა - თუ მარკეტინგის დამწყები ვარ, რამდენად მარტივად გასაგები იქნება ეს თემა ჩემთვის?
იცოდეთ, რომ არ არის საჭირო, იყოთ მარკეტინგის გურუ, რომ გაიგოთ რა არის CTR და მისი დახმარებით რეკლამებზე მეტი კლიკი მიიღოთ.
3 მიზეზი, თუ რატომ არის CTR მნიშვნელოვანი:
- მაღალი CTR მნიშნველოვანია ყველა ბიზნესისთვის, რადგან ყველას სურს, რომ მომხმარებლებმა, რომლებმაც მათი რეკლამა ნახეს, რეალური შესყიდვაც განახორციელონ. რაც უფრო მეტ კლიკს იღებთ, უფრო მაღალია შანსი, რომ გაყიდოთ პროდუქტი.
- CTR მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს Facebook და Google რეკლამების ღირებულებაზე. როცა უშვებთ რეკლამებს Facebook-ზე და Google-ში, რაც უფრო მაღალია CTR, კლიკის ღირებულებაც უფრო იკლებს.
- და ბოლოს, CTR არის მნიშნველოვანი, რადგან ის გამოხატავს თქვენს სარეკლამო სტრატეგიას.
თუ თქვენ დაბალი CTR გაქვთ, ეს ნიშნავს რომ თქვენი რეკლამა არ არის თქვენი აუდიტორიისთვის რელევანტური. მაგრამ, არ ინერვიულოთ, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ გაზარდოთ ეს მაჩვენებელი.
რა არის CTR?
CTR არის იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, ვინც დააკლიკა თქვენს რეკლამას მისი ნახვის შემდეგ. ის გამოითვლება კლიკების რაოდენობის გაყოფით რეკლამის ჩვენების რაოდენობაზე.
მაგალითი #1: თუ თქვენი რეკლამა მიწვდა 1000 ადამიანს (impressions) და აქედან 20-მა ადამიანმა დააკლიკა მას, თქვენი CTR არის 2%.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, CTR გაჩვენებთ, რამდენად რელევანტურია თქვენი რეკლამა თქვენი აუდიტორიისთვის. როდესაც რეკლამას უშვებთ Google-ში, თითოეულ რეკლამას აქვს CTR-ის საზომი ერთეული. იგივე შეიძლება ითქვას Facebook რეკლამების შემთხვევაშიც.
მაგალითი #2: განვიხილოთ ორი ბიზნესის მაგალითი და განვსაზღვროთ, რომელი რეკლამის CTR-ია უკეთესი?
- ბიზნესი X
- 1500 Impression
- 4% CTR
- ბიზნესი Y
- 2800 impressions
- 2% CTR
თუ მიხვდით, რომ ბიზნეს X-ს მაჩვენებელი უკეთესია, მართალი ხართ. მიუხედავად იმისა, რომ Y ბიზნესს უფრო მეტი ჩვენება აქვს, X ბიზნესი უფრო მაღალი CTR-ს აჩვენებს, რაც ნიშნავს, რომ მათ კლიკის ღირებულება უფრო ნაკლები დაუჯდათ და კონვერტაციების შანსიც უფრო მაღალი აქვთ.
რა არის საშუალო CTR-ის მაჩვენებელი, რომ მიზანი მიღწეულად ჩაითვალოს?
Facebook Ads საშუალო CTR
ფეისბუქ რეკლამების საშუალო CTR ყველა ინდუსტრიისთვის არის 0.90%. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ 101 რეკლამის მნახველიდან, 1 აკლიკებს მასზე.
მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი CTR შემდეგ ინდუსტრიებს აქვთ:
- იურიდიული
- საცალო ვაჭრობა
- სილამაზე
- ტანსაცმელი
იურიდიული ნამდვილად სიურპრიზი იყო ჩვენთვისაც, მაგრამ სილამაზე, საცალო ვაჭრობა და ტანსაცმელი გასაკვირი არ არის.
ყველაზე დაბალი CTR მაჩვენებელი ინდუსტრიების მიხედვით:
- დასაქმება და ტრენინგები
- ფინანსები და დაზღვევა
- B2B ინდუსტრიები
ადამიანების უმეტესობა ამ ინდუსტრიებს მოსაწყენსაც კი უწოდებს და სწორედ ეს შეიძლება იყოს დაბალი CTR-ის მიზეზი.
ინდუსტრია |
საშუალო CTR |
ტანსაცმელი |
1.24% |
ავტო |
0.80% |
B2B |
0.78% |
სილამაზე |
1.16% |
მომსახურების სერვისი |
0.62% |
განათლება |
0.73% |
დასაქმება და ტრენინგი |
0.47% |
ფინანსები & დაზღვევა |
0.56% |
ფიტნესი |
1.01% |
სახლის გაუმჯობესება |
0.70% |
ჯანმრთელობა |
0.83% |
იურიდიული |
1.61% |
ინდუსტრიული სერვისები |
0.71% |
მოგზაურობა და სასტუმროები |
0.90% |
უძრავი ქონება |
0.99% |
საცალო ვაჭრობა |
1.59% |
ტექნოლოგია |
1.04% |
Google Ads საშუალო CTR
მარტივი შესამჩნევია, რომ Google Ads-ის CTR გაცილებით მაღალია, ვიდრე ფეისბუქ რეკლამის. Google Search Ads-ის საშუალო CTR არის 3,17%.
ამის მიზეზი კი შესაძლოა იყოს ის, რომ Google Search-ის საშუალებით ადამიანები გამიზნულად ეძებენ მათთვის საინტერესო მასალებს.
ასევე, Facebook რეკლამები ხშირად გაყიდვაზეა ორიენტირებული და ადამიანებს ქმედებისკენ მოუწოდებენ, თუმცა მომხმარებლების უმეტესობა სქროლვის დროს შესაძლოა კონკრეტული ქმედების განხორციელებაზე საერთოდ არ ფიქრობდეს და თქვენი რეკლამა ყურადღების მიღმა დარჩეს.
Google Search Ads-ში ყველზე მაღალი CTR-ის მაჩვენებელი ინდუსტრიების მიხედვით:
- გაცნობა/პაემანი
- საადვოკატო საქმიანობა
- ავტო
- მოგზაურობა
ყველა ამ ინდუსტრიას ამოძრავებს ემოციები.
ყველაზე დაბალი CTR-ის მაჩვენებლები:
- ტექნოლოგიები
- B2B ინდუსტრიები
- მომსახურების სერვისი
გვინდა აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს თქვენს ინდუსტრიას დაბალი CTR აქვს სხვა ინდუსტრიებთან შედარებით თუ მაღალი.
მთავარია, მიიღოთ მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორი CTR უნდა ჰქონდეს თქვენს რეკლამებს, იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები იყოთ.
ინდუსტრია |
საშუალო CTR (Search) |
საშალო CTR (GDN) |
საადვოკატო საქმიანობა |
4.41% |
0.59% |
ავტო |
4.00% |
0.60% |
B2B |
2.41% |
0.46% |
მომსახურების სერვისი |
2.41% |
0.51% |
გაცნობა & პაემანი |
6.05% |
0.72% |
E-commerce |
2.69% |
0.51% |
განათლება |
3.78% |
0.53% |
თანამშრომლების სერვისები |
2.42% |
0.59% |
ფინანსები & დაზღვევა |
2.91% |
0.52% |
ჯანმრთელობა |
3.27% |
0.59% |
სახლის პროდუქტები |
2.44% |
0.49% |
ინდუსტრიული სერვისები |
2.61% |
0.50% |
იურიდიული |
2.93% |
0.59% |
უძრავი ქონება |
3.71% |
1.08% |
ტექნოლოგიები |
2.09% |
0.39% |
მოგზაურობა და სასტუმროები |
4.68% |
0.47% |
CTR-ის მინიმუმია:
- Facebook Ads CTR: 2% ან უფრო მაღალი
- Google Search Ads CTR: 4% ან უფრო მაღალი
მარტივად განსახორციელებელი რჩევები და ხრიკები CTR-ის გასაუმჯობესებლად
- გამოიყენეთ G&P (goal & pain point) მეთოდი მაღალი CTR-ისთვის.
შეცდომას, რომელსაც ბიზნესები რეკლამის სათაურის შედგენის დროს უშვებენ, არის ის, რომ ისინი საკუთარ თავზე ლაპარაკობენ. ამას იმ მიზნით აკეთებენ, რომ სურთ თავიანთი ისტორიის მოყოლით ნდობა გაუჩინონ მომხმარებლებს.
დიახ, ნდობა მნიშნველოვანია, მაგრამ პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რა ანაღვლებს და რაზე ფიქრობს თქვენი აუდიტორია და შესთავაზოთ მათ პრობლემების მოგვარება. ამიტომ, სათაურის შედგენისას აუცილებლად ისაუბრეთ მათ მიზნებზე, პრობლემებზე ან საჭიროებებზე, ეს ნამდვილად გააუმჯობესებს თქვენს CTR მაჩვენებელს.
მაგალითისთვის ავიღოთ სადაზღვევო ინდუსტრია და ვნახოთ, როგორ შეიძლება G&P მეთოდის გამოყენება CTR-ის გასაზრდელად.
ადამიანს, რომელიც მანქანის დაზღვევაზე ფიქრობს, შესაძლოა ჰქონდეს შემდეგი მიზნები:
- სწრაფი და უპრობლემო მომსახურება
- მხარდაჭერა იმ შემთხვევაში, თუ პრეტენზიის დაფიქსირება სურს
- ხელმისაწვდომი ფასი
საჭიროებები/პრობლემები შეიძლება იყოს:
- იმისთვის, რომ ვინმეს ხმა მიაწვდიონოს უნდა დარეკოს, იდგეს რიგში, ელოდოს და ა.შ.
- იმის განცდა, რომ ზედმეტად ბევრს ახდევინებენ
- იმის შიში, რომ უბრალოდ საფასური გაეზრდება
- იმაზე მეტ რაღაცაზე დარეგისტრირება, ვიდრე ამის საჭიროებაა
როდესაც შეადგენთ ასეთ სიას, გამოკვეთეთ თქვენი აუდიტორიისთვის ყველაზე პრიორიტეტული პუნქტები და ისე შეადგინეთ რეკლამის სათაური.
მაგალითისთვის გაჩვენებთ მანქანის დაზღვევის ერთ-ერთ Facebook რეკლამას:
- გამოიყენეთ ძლიერი სიტყვები მაღალი CTR-ისთვის
არსებობოს კონკრეტული სიტყვები, რომლებიც მკითხველს ქმედების განხორციელებისკენ უბიძგებს. კვლევების მიხედვით არსებობს ასეთი ტოპ 5 სიტყვა:
- შენ
- იმიტომ
- ახლავე
- ახალი
- უფასო
სიტყვა „შენ“ რეკლამას პერსონალიზებულს ხდის.
სიტყვა „იმიტომ“ გაძლევთ მიზეზს, თუ რატომ უნდა განახორციელოთ კონკრეტული მოქმედება.
სიტყვა „ახლავე“ აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას, რომ ყველაფერი მყისიერად მიიღოს.
სიტყვა „ახალი“ აჩენს განცდას, რომ ის უკეთესიცაა.
და სიტყვა „უფასო“, ვის არ უყვარს უფასო სარგებლის მიღება?
სათაურის შედგენისას გაითვალისწინეთ მიზნები და საჭიროებები, შეადგინეთ ტექსტი ამ ძლიერ სიტყვებზე დაყრდნობით.
- დატესტეთ რეკლამის ბევრი ვარაინტი, რომ ნახოთ რომელი გაძლევთ საუკეთესი CTR-ს
არასდროს გეცოდინებათ, რა არის თქვენი რეკლამის საუკეთესო CTR, თუ სხვადასხვა რეკლამას არ დატესტავთ და დააკვირდებით.
- დატესტეთ ვიდეოები vs სურათები
- დატესტეთ გრძელი სათაური vs მოკლე სათაური
- დატესტეთ სხვადასხვა ემოცია, შიში vs სიამოვნება
- დატესტეთ სხვადასხვა CTA (call to action) მესიჯი/ღილაკი
- დატესტეთ სხვადასხვა აუდიტორიები
მაღალი CTR-ის მისაღებად არასდროს შეწყვიტოთ ტესტირებები.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ შევქმნათ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია