3 ნაბიჯი მცირე ბიზნესებისთვის საიტის დიზაინის შესაქმნელად

მარტი 04, 2021

3 ნაბიჯი მცირე ბიზნესებისთვის საიტის დიზაინის შესაქმნელად

5000 ვებსაიტის კვლევის შედეგად გამოვლინდა ის ფაქტორები თუ რა ხდის ამ ვებსაიტებს მარტივად საპოვნელს, მარტივად სანავიგაციოს და ვიზიტორების მომხმარებლებად მარტივად კონვერტირებადს. 

5000-ზე მეტი ვებ-გვერდის კვლევის შედეგად გამოვლინდა ის ფაქტორები, თუ რა ხდის ამ ვებ-გვერდებს მარტივად საპოვნელს, მარტივად სანავიგაციოს და ვიზიტორების მომხმარებლებად მარტივად კონვერტირებადს. ეს ფაქტორები კი ნამდვილად ხარისხიან საიტებს ახასიათებთ.

განსხვავება კარგსა და ცუდ საიტს შორის არის მახასიათებლები და ფუნქციონალი.

ამის შემდეგ კი ჩნდება კითხვები: კარგი საიტი აქვს ჩემს ბიზნესს? როგორ შევქმნა კარგი საიტი ჩემი ბიზნესისთვის?

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ხარისხიანი საიტისთვს დამახასიათებელ დიზაინზე და 3 მარტივ ნაბიჯზე, თუ როგორ შევქმნათ ვებ-გვერდისთვის ეფექტური დიზაინი.

ნაბიჯი 1: აირჩიეთ საიტის შემქმნელი ჭკვიანურად

ნაბიჯი 2: შექმენით კვლევაზე დაფუძნებული დიზაინი

ნაბიჯი 3: ადევნეთ თვალყური და გაუკეთეთ ანალიზი

 

ნაბიჯი #1: აირჩიეთ საიტის შემქმნელი ჭკვიანურად

პირველი საკითხი არც ისე სასიამოვნო პროცესია, თუმცა საიტის სამომავლო წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ამ დროს უნდა გადაწყვიტოთ რა ფუქნციები უნდა ქონდეს საიტს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს და ა.შ.  

საიტის დიზაინის ფორმულა სწორედ აქედან იწყება.

გარდა ამისა, ასეთ დროს დარწმუნებული უნდა იყოთ რომ თქვენს საიტს კარგი საფუძველი აქვს სამომავლო ცვლილებების და სიახლეების განსახორციელებლად.

საიტის შემქმნელ პლატფორმებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კონტენტ მენეჯმენტის სისტემას (cms), რადგან ისინი არიან ონლაინ აპლიკაციები, რომლებიც ქმნიან და მართავენ თქვენს საიტს.

ყველაზე თანამედროვე საიტის შექმნელი სისტემები ამარტივებენ საიტის შექმნას და მართვას ყოველგვარი განსაკუთრებული ცოდნის საჭიროების გარეშე.

არსებობს რამდენიმე პოპულარული ვებსაიტის შემქმნელი პლატფორმა:

ამ შვიდიდან, ყველაზე პოპულარულად შეიძლება ჩაითვალოს Wix, WordPress და Shopify.

მიზეზი მარტივია, ისინი გთავაზობენ სიმარტივეს და ენერგიის თანაფარდობას.

ნაბიჯი #2: შექმენით კვლევაზე დაფუძნებული დიზაინი

ადამიანებს გვიყვარს ჩვენს შეხედულებებზე და გრძნობებზე დაფუძნებით ავაგოთ საიტის დიზაინი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით რა იმუშავებს და ვარაუდებზე ვაგებთ საიტს.

ამიტომ საუკეთესო რჩევა, რაც ამ საკითხში შეიძლება მოგცეთ არის: დაეყრდენით მონაცემებს და კვლევებს.

გთავაზობთ კვლევაზე დაფუძნებულ დიზაინის ხრიკებს:

  1. გამოიყენეთ ადამიანების სურათები თქვენს დიზაინში

Base Camp-ს ცნობილი კვლევის თანახმად კონვერტაციები 47%-ით იზრდება თუ ადაიანის სახეს ხედავენ ვიზიტორები. 

მთარი აქ ის არის, რომ გამოიყენოთ ისეთი ადამიანის ფოტო, რომელიც კავშირშია თქვენს სამიზნე აუდიტორიასთან.

თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია ბიზნეს მფლობელები არიან, გამოიყენეთ რეალური ბიზნეს მფობელების ფოტოები. თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია დედები არიან, გამოიყენეთ რეალური დედების ფოტოები.

ადამიანები უფრო გამოხატავენ ჩართულობას, თუ მათთვის „ახლობელი“ ადამიანის სახეს ნახავენ კონტენტში, ეს მათ ნდობას უღრმავებს თქვენს მიმართ.

  1. მოერიდეთ მბრუნავ სლაიდებს

თქვენ შესაძლოა, რამდენიმე სლაიდის გამოყენება გსურდეთ დიზაინში, რადგან გაქვთ უამრავი ინფორმაცია, რისი მიწოდებაც მომხმარებლისთვის გსურთ.

მიზეზი, რატომაც გირჩევთ, რომ მბრუნავი სლაიდებისგან თავი შეიკავოთ, არის ის, რომ მომხმარებლები დიდი ალბათობით მხოლოდ პირველ სლაიდერს ნახავენ.

Notre Dame University-ს კვლევამ აღმოაჩინა, რომ სლაიდერს აქვს 1-3% CRT და აქედან 60-80% პირველი სლაიდერის დამსახურებაა.

ამიტომ: 

  • გამოიყენეთ ერთი სტატიკური სურათი, რომელიც ხაზს უსვამს მთავარ ინფორმაციას და შეიცავს CTA მესიჯს.

ან

  • წაშალეთ სლაიდები სლაიდშოუდან და გადაანაწილეთ მთლიან გვერდზე, რომ მათი ნახვა სქროლვის დროს შესაძლებელი იყოს.
  1. დაამატეთ ნდობის სიგნალები

ნდობის სიგნალები ის ელემენტებია, რომლებიც ადამიანებს თავს კომფორტულად აგრძნობინებს ყიდვის გადაყწვეტილების მიღებისას.

ნდობის სიგნალები, რომლებიც დიზაინში უნდა გაითვალიწინოთ:

  1. სარეკომენდაციო წერილები და მიმოხილვები
  2. მესამე მხარის ბეიჯები და სერტიფიკატები
  3. სტატისტიკები
  4. მომხმარებლის ან კლიენტის ლოგოები
  5. მიმდინარე დროის ინფორმაციები
  6. ხშირად დასმული შეკითვები
  1. გახადეთ ინფორმაცია მარტივად საპოვნელი

HubSpot-ის კვლევამ აჩვენა, რომ დიზაინის მთავარი ნაწილი სილამაზე არ არის, არამედ ინფორმაციის მარტივად პოვნაა. 

ადამიანები თქვენს საიტზე კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად შემოდიან, თქვენ კი მარტივი უნდა გადახოთ, რომ მოგვარების გზების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მალევე დატოვებენ თქვენ საიტს.

რაც უფრო რთულად საპოვნელი იქნება საჭირო ინფორმაცია თქვენს საიტზე, მით უფრო გაგიჭირდებათ ვიზიტორების კონვერტაცია.

გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომ ინფორმაცია მარტივად საპოვნელი გახადოთ:

  1. დაწერეთ აღწერითი სათაურები
  2. შექმენით აღწერითი მენიუები
  3. გამოიყენეთ კონტრასტული ფერები CTA-ზე ყურადღების მისაქცევად
  4. გამოიყენეთ სახეები და ობიექტები მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოსაკვეთად

ნაბიჯი #3: თვალყურის დევნება და ანალიზის გაკეთება

საიტის დიზაინის ფორმულის ბოლო ნაბიჯი არის მისი მუდმივი მონიტორინგი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საუკეთესო დიზაინი მონაცემებზე დაყრდნობით მიიღება.

რეალურად, საიტის ფუნქციონირების თრექინგი არა თუ სასურველი, არამედ სავალდებულოც არის, იმისთვის რომ უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებები მიიღოთ.

გარდა ამისა, ანალიტიკური მონაცემები ღირებულ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი აუდიტორიის შესახებ.

თუ თქვენი საიტი სუსტად მუშაობს, ანალიზის საფუძველზე შეგიძლიათ პრობლემის იდენტიფიცირება და შემდეგ მათი მოგვარება.

არსებობს საუკეთესო ინსტრუმენტები, რითიც საიტის მუშაობის თრექინგს შეძლებთ:

  1. Google Analytics

Google Analytics არის Google-ის ინსტუმენტი, რომლის გამოყენება ჯდება 0₾ და გაწვდით საკმაოდ მსუყე და ღირებულ ინფორმაციას, თუ როგორ ინტერაქციაში შემოდიან მომხმარებლები თქვენს ვებ-გვერდთან.

Google Analytics გეხმარებათ გაიგოთ: 

  1. თქვენი საიტის რომელი გვერდები მუშაობს ყველაზე კარგად და ყველაზე ცუდად.
  2. რომელი პროდუქტები, წყაროები და გვერდები კონვერტირდებიან ყველაზე კარგად.
  3. რომელი მოწყობილობებით სტუმრობენ თქვენს ვებ-გვერდს ყველაზე ხშირად.
  4. ყველაფერი თქვენი აუდიტორიის შესახებ: დემოგრაფია, ინტერესები და ქცევები.
  1. HotJar

HotJar გაწვდით თქვენი ვებსაიტის რუკას და განახებთ, თუ როგორ ინტერაქციაში შემოდიან მომხმარებლები თქვენს ვებ-გვერდთან.

HotJar გეხმარებათ გაიგოთ: 

  1. რას აკლიკებენ და სადამდე სქროლავენ მომხმარებლები.
  2. როგორ იყენებენ მომხმარებლები თქვენს საიტს, რომელ ელემენტებთან შედიან ინტერაქციაში და რას არ აქცევენ საერთოდ ყურადღებას.
  3. ყველაზე ხშირად რომელი გვერდებიდან ტოვებენ თქვენს საიტს ვიზიტორები.

ეს ყველაფერი საკმაოდ ღირებული ინფორმაციაა, რადგან გეძლევათ თქვენი საიტის განახლების საშუალება, ისე რომ მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება მიაღებინოთ.

დასკვნა

იმედი გვაქვს, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გექნებათ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ვებ-გვერდის დიზაინის შექმნისას.

თუ ამ ნაბიჯებს გაითვალისწინებთ და საიტის ოპტიმიზაციას გააკეთებთ, თქვენი სამიზნე აუდიტორიისგან უკეთეს შედეგებს მიიღებთ.

ჩვენ კი ვიცით რომ, აუდიტორიისგან მეტი კონვერტაციის მიღება თქვენი ბიზნესის ტოპ პრიორიტეტია.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გავარეკლამოთ ახალი ბიზნესი ფულის არ ქონის პირობებში

მარტივი გზები ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად

როგორ შევქნმათ ძლიერი ლენდინგ გვერდი