სჭირდება თუ არა ციფრული მარკეტინგი ყველა ბიზნესს?

რა სახის ბიზნესსაც არ უნდა ფლობდეთ, რა პროდუქტს და სერვისსაც არ უნდა ყიდდეთ, ციფრული მარკეტინგი გჭირდებათ, რათა დააიდენტიფიციროთ აუდიტორია და განსაზღვროთ მათი საჭიროებები, რის შედეგადაც შეძლებთ, შექმნათ მათთვის ღირებული კონტენტი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ბიზნესს ციფრული მარკეტინგის ერთი და იგივე სტრატეგია უნდა ჰქონდეს.
B2B ციფრული მარკეტინგი
თუ თქვენი კომპანიის მოდელია ბიზნესი ბიზნესისთვის (B2B), გჭირდებათ ისეთი ციფრული მარკეტინგული სტრატეგია, რომლის მიზანი სხვა ბიზნესების წარმომადგენლების ან გაყიდვების მენეჯერების მოზიდვაა. საკუთარი ვებსაიტის გარდა, უნდა დაპოზიციონირდეთ ბიზნესზე ორიენტირებულ არხებში, მაგალითად LinkedIn-ზე, სადაც სწორედ თქვენი სამიზნე აუდიტორიაა თავმოყრილი.
B2C ციფრული მარკეტინგი
თუ თქვენ მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესი გაქვთ (B2C), ცხადია, თქვენი მარკეტინგული სტრატეგია შესაბამის აუდიტორიაზე უნდა იყოს მორგებული, აქ უკვე დამოკიდებული ხართ იმაზე, თუ რა საფასო კატეგორიაში ოპერირებთ. ხშირ შემთხვევაში, კომუნიკაციას პირდაპირ თქვენს მომხმარებელთან ამყარებთ და არ გჭირდებათ შუამავალი იმისთვის, რომ პროდუქტი შეიძინოს თქვენმა აუდიტორიამ.
ორიენტირებული უნდა იყოთ იმაზე, რომ საიტზე შემოსვლისთანავე მყიდველმა მიიღოს საუკეთესო სერვისი - დაწყებული პროდუქტის დათვალიერებიდან, დამთავრებული მისი შეძენით. ეს ნიშნავს, რომ B2B მარკეტინგული სტრატეგიისგან განსხვავებით, თქვენ უფრო აქტიური - Call to action მარკეტიგნული ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ.
B2C კომპანიებისთვის გაცილებით ღირებულია, დაპოზიციონირდნენ ისეთ სოციალური ქსელებში, როგორებიცაა Instagram, Facebook და Pinterest, განსხვავებით ბიზნესზე ორიენტირირებული პლატფორმებისა.
ასევე დაგაინტერესებთ:
რა როლი აქვს ციფრულ მარკეტინგს კომპანიისთვის