როგორ შევქმნათ ძლიერი ლენდინგ გვერდი

მარტი 13, 2021

როგორ შევქმნათ ძლიერი ლენდინგ გვერდი

ჰკითხეთ ნებისმიერ მარკეტერს და გეტყვიან, რომ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ონლაინ თავის დასამკვიდრებლად არის პროფესიონალური ვებსაიტის შექმნა. მაგრამ, თუ გსურთ ლიდების, გაყიდვების, რეფერალების გენერიგება მაშინ საუკეთესო ლენდინგ გვერდი უნდა შექმნათ.

ნებისმიერი მარკეტოლოგის აზრით, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ონლაინ თავის დასამკვიდრებლად არის პროფესიონალური ვებ-გვერდის შექმნა, მაგრამ თუ გსურთ ლიდების, გაყიდვების, რეფერალური ტრაფიკის გენერირება, მაშინ საუკეთესო ლენდინგ გვერდი უნდა შექმნათ.

 

რისთვის არის ლენდინგ გვერდი კარგი?

ონლაინ მარკეტინგის დროს, ლენდინგ გვერდი გამოიყენება ვიზიტორების მოსაზიდად, რომ განახორციელონ ბრენდისთვის სასურველი ქმედება.

ეს ქმედება შეიძლება იყოს პროდუქტის შეძენა, გამოწერა, ვიზიტორების საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება და ა.შ. რა შინაარსისაც არ უნდა იყოს თქვენი ლენდინგ გვერდი, ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს მკაფიო call-to-action მესიჯს.

ყველა ლენდინგ გვერდს აქვს საკმაოდ კონკტერული მიზანი: დააკლიკონ ვიზიტორებმა თქვენს CTA ღილაკზე (ქმედებაზე ორიენტირებული მოწოდების ღილაკი). კარგად გაკეთებული ლენდინგ გვერდი კი, რა თქმა უნდა, წარმატების შანსებს ზრდის.  

და რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

  • ლენდინგ გვერდი ხელს უწყობს სასურველი ქმედების განხორციელებას და განმარტავს ამ ქმედების სარგებელს.
  • გვერდის დიზაინი ორიენტირებული უნდა იყოს ამ მიზნის შესრულებაზე. ამისთვის კი საჭიროა მკაფიო და მარტივი დიზაინი, რომ ვიზიტორის ყურადღება სხვა დეტალებმა არ მიიპყროს.
  • ლენდინგ გვერდის საბოლოო მიზანი კლიკია. გვერდის დიზაინიც და ტექსტიც ამისკენ უნდა მოუწოდებდეს ვიზიტორს.
  • ლენდინგ გვერდი შექმნილია როგორც ცალკე ერთი გვერდი, რომელიც არ უნდა იყოს ძალიან მოცულობითი.
  • სათაურები, ქვესათაურები, ღილაკები და სურათები მთავარ სათქმელს უნდა ემსახურებოდეს.

როგორ მუშაობს ლენდინგ გვერდი?

იმისთვის, რომ ლენდინგ გვერდმა თავისი როლი შეასრულოს, პირველ რიგში ტრაფიკი უნდა მოიზიდოთ.

ამის გაკეთება რამდენიმე გზით შეიძლება:

  • გამოიყენეთ იმეილ მარკეტინგი ლენდინგ გვერდის ლინკის გასაგზავნად.
  • გამოაქვეყნეთ ლენდინგ გვერდის ლინკი თქვენს სოციალურ მედიებში.
  • დაამატეთ ლენდინგ გვერდის ლინკი ბლოგში.
  • ოპტიმიზაცია გაუკეთეთ ლენდინგ გვერდს საძიებო სისტემებისთვის.
  • შექმენით PPC (pay per click) ad კამპანია საძიებო სისტემებში და გალინკეთ ლენდინგ გვერდი.

ყველა მათგანი შესანიშნავი გზაა ლენდინგ გვერდზე ვიზიტორების გადასაყვანად, მაგრამ კარგად უნდა იფიქროთ იმაზე, თუ სად გააგზავნით ადამიანებს, როდესაც ისინი თქვენს გვერდზე დააკლიკებენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლენდინგ გვერდის მთავარი მიზანი კლიკის მოპოვებაა, მაგრამ რა ხდება კლიკის შემდეგ?

გადამისამართდებიან ვიზიტორები შოპინგ გვერდზე? თუ ონლაინ ფორმა ექნებათ შესავსები? თუ შესაძლოა, თქვენი საიტის რომელიმე შიდა გვერდზე აღმოჩნდნენ?

რა უნდა გვახსოვდეს ლენდინგ გვერდის შექმნისას

გსურთ, რომ ძლიერი ლენდინგ გვერდი გქონდეთ? მისი შექმნისას შეარჩიეთ ისეთი თემა და დიზაინი, რომელიც თქვენი ბრენდის რელევანტური იქნება, დაამატეთ თქვენი სურათები, ტექსტები და ლინკები.

გთავაზობთ მთავარ დეტალებს რაც ლენდინგ გვერდის შექმნისას უნდა გაითვალისწინოთ: 

  • განსაზღვრეთ თქვენი მიზანი. იცოდეთ, რისი მიღება გსურთ ლენდინგ გვერდისგან და მიჰყევით ამ მიზანს ბოლომდე.
  • შექმენით ვიზუალური იერარქია. გადაწვიტეთ, რომელი ელემენტებია ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოარჩიეთ ისინი.
  • დააგენერირეთ ქმედებები CTA-ს საშუალებით. გააგებინეთ ვიზიტორებს რა უნდა გააკეთონ.
  • შექმენით დამატყვევებელი დიზაინი. გამოიწვიეთ ვიზიტორების ჩართულობა თვალისმომჭრელი დიზაინით. ვიზიტორების უმეტესობა მთელ გვერდს არ ათვალიერებს, გამოიყენეთ დიზაინის ელემენტები იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანს მიაქციონ ყურადღება.
  • დაწერეთ შესანიშნავი ქოფი. ტექსტი უნდა იყოს ლაკონური და ინფორმაციული. სათაურებმა უნდა დაამოტივიროს მნახველები ტექსტის ბოლომდე წაკითხვაზე.
  • გამოიყენეთ სურათები. ვიზიტორებისთვის ილუსტრაციებით შეგიძლიათ ინფორმაციის მიწოდება.
  • ხაზი გაუსვით ღირებულებას. გააგებინეთ ადამიანებს, რა სარგებელს მოუტანს CTA ღილაკზე დაკლიკება.
  • გაყიდეთ. ნუ შეგეშინდებათ იყოთ პირდაპირები. გახსოვდეთ, ლენდინგ გვერდი კონკტერული მიზნისთვის შექმენით, იბრძოლეთ ამ მიზნის მისაღწევად.

 

ტექნიკური ნაწილი

ნაბიჯები, რომლებიც ლენდინგ გვერდის შესაქმნელად უნდა განახორციელოთ:

  1. შეარჩიეთ ლენდინგ გვერდის ნიმუში 
  2. დაარქვით ლენდინგ გვერდს  სახელი
  3. დაამატეთ თქვენი უნიკალური კონტენტი
  4. გამოიყენეთ შთამბეჭდავი ფოტოები
  5. შეარჩიეთ რელევანტური დომენის სახელი
  6. დარწმუნდით, რომ თქვენი ყველა ლინკი და CTA გამართულად მუშაობს
  7. დაასრულეთ თქვენი meta description და SEO სათაური.
  8. გამოაქვეყნეთ!

 

დამატებითი რჩევა: ლენდინგ გვერდის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ მისი შექმნა უმარტივესია. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ რამდენიმე ლენდინგ გვერდი შექმნათ და ჩაატაროთ A/B ტესტები. ეს ტექნიკა თქვენს ონლაინ მარკეტინგს პროფესიონალურ დონეზე აიყვანს. ამის საშუალებით ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ თქვენი აუდიტორიის შესახებ, თუ რა მოქმედებს მათზე უკეთესად, რაზე გამოხატავენ ინტერაქციას და ა.შ. 

 

ეფილიეიტ მარკეტინგი