media-4

როგორ გავარეკლამოთ ახალი ბიზნესი ფულის არ ქონის პირობებში

  • 17 მარ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
როგორ გავარეკლამოთ ახალი ბიზნესი ფულის არ ქონის პირობებში

ახალი ბიზნესის დაწყება და მისი გარეკლამება რთულია. მაგრამ გინდათ იცოდეთ რა არის უფრო რთული?

რეკლამირება ფულის გარეშე

ამ სტატიაში გასწავლით, როგორ უნდა შექმნათ თქვენი ბრენდის დიზაინი და ლოგო უფასოდ. შემოგთავაზებთ ყველაზე რენტაბელურ ვარიანტს საიტის შესაქმნელად და რაც მთავარია, ყველაზე მოხერხებულ მარკეტინგულ არხებს.

თუ თქვენ იწყებთ ახალ ბიზნესს ან გაქვთ ბიზნესი და შემოსავლიანი არ არის, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. 

ყველა მცირე ბიზნესი ლიმიტირებული კაპიტალით იწყებს. სტივ ჯობსმა ბიზნესი 1,300 დოლარით დაიწყო და მალე ის მილიარდ დოლარიან ბიზნესად აქცია. საჭიროა, თქვენი მცირე კაპიტალი ჭკვიანურად გამოიყენოთ.

ნაბიჯი 1: დაიქირავეთ საკუთარი თავი, როგორც მარკეტინგის ექსპერტი და დაზოგეთ ფინანსები

თუ თქვენ ძალიან მცირე ბიუჯეტი გაქვთ მარკეტინგისთვის, რა თქმა უნდა, არ გენდომებათ ის მთლიანად მარკეტინგის ექსპერტს დაახარჯოთ.

პირველ რიგში იმიტომ, რომ თუ მთელ თქვენს მარკეტინგულ ბიუჯეტს ერთ ადამიანს დაახარჯავთ, აღარ გექნებათ არც ერთი თეთრი მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად.

მეორე, თქვენ საკუთარი თავს უნდა დაანახოთ, რომ თავად შეგიძლიათ საკუთარი პროდუქტის თუ სერვისის გაყიდვა.

ნუ დახარჯავთ დროს და ფინანსებს სტაჟიორებზე, რომლებმაც არ იციან რა უნდა მოუხერხონ თქვენს ბიზნესს. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც თქვენთვის ხელმისაწვდომია, იმას არ ნიშნავს, რომ ის გაამართლებს.

იმუშავეთ, წაიკითხეთ წიგნები, უყურეთ ვიდეოებს, გაეცანით მარკეტინგულ აქტივობებსა თუ არხებს და მაქსიმალურად ბევრი გაიგეთ იმის შესახებ, თუ როგორ მართოთ მარკეტინგული კამპანია, მანამ სანამ პროდუქტის გაყიდვას და შემოსავლების გენერირებას არ დაიწყებთ.

მას შემდეგ, რაც ფინანსების გამომუშავებას დაიწყებთ, შეგიძლიათ, დაიქირავოთ მარკეტინგული სააგენტო ან მარკეტოლოგი.

ნაბიჯი 2: შექმენით თქვენი ბრენდის დიზაინი და პროფესიონალური ლოგო უფასოდ

სანამ მარკეტინგულ აქტივობებს დაიწყებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი ბრენდი პოტენციური მომხმარებლების ყურადღებას მიიქცევს.

ბრენდინგი არის ადამიანის ინსტინქტური გრძნობა თქვენი ბრენდის მიმართ, ამიტომ თქვენ ძალიან ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ბრენდის ლოგო, ფერები, საიტი და მედია.

მაგრამ თუ ფული არ გაქვთ?

პირველ რიგში, შეისწავლეთ ბრენდინგი და განსაზღვრეთ, როგორია თქვენი ბრენდის იდენტობა. მაგალითად, BrandPersonalities.com.au არის უფასო საიტი, რომელიც ამ ნაწილში დაგეხმარებათ.  

მეორე, შექმენით უფასო ანგარიში Canva-ზე ლოგოს შესაქმნელად. აქ იხილავთ ლოგოს უფასო ნიმუშებს, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს ბიზნესს მოარგოთ.

ნაბიჯი 3:  შექმენით თქვენი საიტი მაქსიმალურად დაბალი დანახარჯებით  

შემდეგი რაც უნდა გააკეთოთ არის საიტის შექმნა.

შეგვიძლია გირჩიოთ WordPress ან Shopify საიტები თქვენი ბიზნესისთვის, გააჩნია რა სახის ბიზნესს ფლობთ.

ასეთ დროს ორი არჩევანი გაქვთ:

  1. საერთოდ არ გადაიხადოთ ფული და იშრომოთ ბევრი
  2. გქონდეთ ხარჯი და იშრომოთ ნაკლები.

რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო შაბლონი და ისწავლოთ როგორ ააწყოთ საიტის დიზაინი ან დაიქირავოთ ადამიანი დაბალბიუჯეტიანი საიტის ასაწყობად.

ნაბიჯი 4: გამოიყენეთ ორგანული მარკეტინგის სტრატეგია

მცირე ბიუჯეტის ფარგლებში უმჯობესია, თუ ინვესტიციას ორგანულ მარკეტინგში ჩადებთ. ამისთვის კი კარგად უნდა იცოდეთ SEO, კონტენტ მარკეტინგი და სოციალური მედია მარკეტინგიორგანული მარკეტინგის კარგი ნაწილი ის არის, რომ არ ხარჯავთ ფულს, უბრალოდ შედეგების მისაღებად დროა საჭირო.

კარგი SEO-სთვის საჭიროა შესაბამისი ცვლილებები განახორციელოთ თქვენს საიტზე, რომ Google-მა ავტორიტეტულ საიტად ჩაგთვალოთ.

კონტენტ მარკეტინგის წარმატებით მუშაობისთვის უნდა ქმნიდეთ თქვენი მომხმარებლებისთვის რელევანტურ კონტენტს, რითაც დაამოტივირებთ მათ, თქვენთვის სასურველი ქმედებები განახორციელონ.

სოცალური მედია მარკეტინგისგან სარგებლის მისაღებად თქვენ უნდა დაიმკვიდროთ თავი იმ პლატფორმებზე, სადაც თქვენი სამიზნე აუდიტორია აქტიურია და დაამყაროთ მათთან მჭირდო კავშირი.  

ნაბიჯი 5: ფასიანი რეკლამები მხოლოდ ორგანული მარკეტინგის დასახმარებლად გამოიყენეთ

თუ მარკეტინგულ ბიუჯეტში შეზღუდული ხართ, ნუ დახარჯავთ ფულს Google და ფეისბუქ სარეკლამო კამპანიებში.

თუ გგონიათ, რომ ერთი რეკლამის გაშვებით ბიზნესი მომგებიანი გახდება, სამწუხაროდ, როცა შედეგებს ნახავთ, იმედები გაგიცრუვდებათ.

არასწორად ნუ გაიგებთ, ციფრული რეკლამირება ძალიან ეფექტურია. უბრალოდ გარკვეული ბიუჯეტის დახარჯვაა საჭირო, რომ გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა და დააწრმუნოთ ადამიანები, რომ თქვენგან შეიძინონ.

თუ თქვენ მცირე ბიუჯეტის ფარგლებში რეკლამების გაშვებას დაიწყებთ, მოახერხებთ მაქსიმუმ იმას, რომ ბრენდის ცნობადობა გარკვეულწილად გაზარდოთ, მაგრამ გაყიდვების გენერირებისთვის ბიუჯეტი აღარ დაგრჩებათ.

სწორედ ამიტომ საუკეთესო გამოსავალია, ფასიანი რეკლამები ორგანული მარკეტინგის დასახმარებლად გამოიყენოთ.

იმის მაგივრად, რომ ყიდვაზე ორიენტირებული რეკლამა შექმნათ, პრომოცია გაუკეთეთ თქვენს ბლოგ პოსტს ან სოციალური მედიის პოსტს. თუ ბევრ ადამიანს მოეწონება ეს პოსტი, ისინი გააზიარებენ, მოიწონებენ, დააკომენტარებენ და ამის სშუალებით კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს თქვენი პოსტის ნახვას.

ორგანული მარკეტინგის საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ კონტენტი სამუდამოდ არსებობს. წლების წინ შექმნილი კონტენტის ნახვა დღესაც შესაძლებელია.

გამოიყენეთ პლატფრომები როგორიცაა Facebook AdsInstagram Ads, და შესაძლებელია ასევე Google Ads.

შეჯამება

როდესაც ფინანსების დაზოგვა გსურთ, გახსოვდეთ ორი მნიშნველოვანი რამ:

  1. ისწავლეთ მარკეტინგი
  2. მთელი თქვენი ენერგიის ინვესიტიცია ჩადეთ ორგანულ მარკეტინგში.

თუ ამას გააკეთებთ, შეძლებთ თქვენი ბიზნესის გაფართოებას მინიმალური დანახარჯებით.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

მარტივი გზები ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად

სჭირდება თუ არა ციფრული მარკეტინგი ყველა ბიზნესს?

როგორ ვაწარმოოთ ციფრული მარკეტინგი