მარტივი გზები ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად

Apple-ის მოყვარული ადამიანი ხართ, Nike-ის თუ Mcdonalds-ის, არავის გაუკვირდება, რომ თავი ბრენდთან გააიგივოთ.
თქვენ თქვენი საყვარელი ბრენდის პრომოციას აკეთებთ ყოველგვარი ჯილდოს მოლოდინის გარეშე, სწორედ ეს არის ბრენდის ცნობადობის ძალა.
როდესაც ბიზნესს აკავშირებთ ადამიანების ცხოვრების სტილთან და ყიდვის ქცევებთან, თქვენ ამით უდიდეს ძალას იძენთ.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ საკვანძო ნაბიჯებზე, რაც ამ მდგომარეობის მისაღწევად დაგჭირდებათ.
რა არის ბრენდის ცნობადობა?
ბრენდის ცნობადობა გამოხატავს იმას, თუ რამდენად ნაცნობია ბრენდი თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, თუ რამდენად ცნობენ და რამდენად ახსოვთ თქვენი ბრენდი ადამიანებს.
კომპანიებს, მაღალი ბრენდის ცნობადობით, მოიხსენიებენ, როგორ ტრენდულს, პოპულარულსა და საყვარელს.
ბრენდის ცნობადობა უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით ახლად შექმნილი კომპანიებისთვის, ვისაც ჯერ მომხმარებლების ბაზა არ ჰყავთ.
შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის პირველი რამ, რაც ახალმა ბიზნესმა უნდა გააკეთოს - აამაღლოს ბრენდის ცნობადობა.
თქვენ შესაძლოა მსოფლიოში საუკეთესო იდეა გქონდეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ მის შესახებ არავის ეცოდინება.
როგორ გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა
ნაბიჯი #1 – განსაზღვრეთ თქვენი გზა (ორგანული ან ფასიანი)
როდესაც იწყებთ ბრენდის ცნობადობის ზრდაზე მუშაობას, უნდა განსაზღვოთ, ამის მიღწევა ორგანულად გსურთ თუ ფასიანი რეკლამებით.
თუ რომელ გზას აირჩევთ, დამოკიდებულია თქვენს ბიზნესზე და ფინანსურ მდგომარეობაზე.
გზის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრიორიტეტების გადალაგება ამის მიხედვით უნდა მოხდეს. თუ თქვენ ორგანულ მიმართულებას ირჩევთ, ეს ნიშნავს, რომ ბრენდის ცნობადობის გაზრდა მინიმალური დანახარჯებით გსურთ.
მცირე ბიზნესების უმეტესობას ურჩევნია, ფული არ გადაიხადონ თუ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არსებობს. თუმცა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ორგანული მარკეტინგის შედეგების სისწრაფეც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ გზის არჩევისას საჭიროა დიდი დრო, რომ შედეგები თვალსაჩინო გახდეს. თუმცა, ასევე გაითვალისიწინეთ, რომ ყველაზე რთული გზა შესაძლოა საუკეთესო გზა იყოს. მარტივი გზით წასვლა ნიშნავს, რომ დიდ კონკურენციაში ამოყოფთ თავს.
ფასიანი რეკლამის დადებითი მხარე არის სისწრაფე.
ფასიანი რეკლამის კამპანია შეგიძლიათ შექმნათ და გაუშვათ ერთ დღეში თუ განსაზღვრული გაქვთ თქვენი მიზნები. ფასიანი რეკლამით შეგიძლიათ მიწვდეთ მილიონობით ადამიანს. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ამის უარყოფითი მხარე ხარჯებია, რადგან თქვენ დიდი ფინანსების გამოყოფა დაგჭირდებათ მილიონობით ადამიანამდე ხმის მისაწვდენად.
შესაძლოა ეს უარყოფით მხარედ ჩაითვალოს, მაგრამ სწორი რეკლამირებით ამ ფინანსების ამოღება აუცილებლად უნდა შეგეძლოთ. რთულია ყველა ბიზნესის განხილვა ერთ სტატიაში მოვახერხოთ, თუმცა შეგვიძლია, რამდენიმე რჩევა მოგცეთ:
- თუ თქვენ ისეთი პროდუქტი ან სერვისი გაქვთ, რომელსაც ადამიანები იმპულსურად ყიდულობენ, მაშინ სიჩქარე და ფასიანი რეკლამა თქვენი პრიორიტეტი უნდა იყოს.
- მეორე მხრივ, თუ თქვენ ყიდით ისეთ პროდუქტს ან სერვისს, რომლის ყიდვის გადაწყვეტილებას დრო სჭრიდება, მაშინ უფასო ორგანული მარკეტინგი თქვენთვის იდეალურია.
ასეთი პროდუქტი ან სერვისი შეძლება იყოს:
- ახალი კომპიუტერი
- კომფორტული ფეხსაცმელი
- დასუფთავების კომპანიის სერვისით სარგებლობა და ა.შ.
მას შემდეგ, რაც აირჩევთ ერთ-ერთ ან ორივე გზას, დროა შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ.
ნაბიჯი #2 – განავითარეთ კონტენტი
თქვენ ვერ გაზრდით ბრედის ცნობადობას, თუ არავინ იცის თქვენ შესახებ.
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ კონტენტის შექმნაა. ჩვენ განვიხილავთ, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება ორივე გზით - ფასიანი და ორგანული რეკლამით.
ფასიანი რეკლამით ეს საკმაოდ მარტივია. რისი გაკეთებაც დაგჭირდებათ, არის 1-2 ძალიან კარგი და ღირებული lead magnet-ის შექმნა.
რა არის lead magnet?
Lead magnet არის რაიმე ღირებული, რასაც სთავაზობთ ცივ, ანუ სრულიად უცხო აუდიტორიას, სრულიად უფასოდ.
მიზეზი, თუ რატომ ეწოდება ამას ლიდ მაგნიტი, არის ის, რომ სრულიად უცხო ადამიანმა რაიმე ღირებულის მიღების სანაცვლოდ თავისი საკონტაქტო ინფორმაცია უნდა მოგცეთ.
რატომ არის lead magnets ასეთი მნიშვნელოვანი ფასიანი რეკლამისთვის?
სარეკლამო პალტფორმების უმეტესობაზე, თქვენ იხდით ფულს reach-სა და კლიკში. ჭკვიანურია, რომ იმ ადამიანების საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება შეძლოთ, ვინც რაიმე სახის ინტერაქცია გამოხატა თქვენს რეკლამაზე, რომ შემდგომში ისინი მომხმარებლებად დააკონვერტიროთ.
lead magnet მაგალითები
იმის შანსი, რომ თქვენ ლიდ მაგნიტის მომხმარებელი უკვე ყოფილხართ, ძალიან დიდია.
თუ თქვენ მიგიციათ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია სიახლეების გამოწერის, ელექტრონული წიგნის გადმოწერის სანაცვლოდ, ეს ლიდ მაგნიტის მაგალითია.
თუ თქვენ მიგიღიათ კონკურსში მონაწილეობა, თუ თქვენ ქვიზის პასუხების სანაცვლოდ მიგითითებიათ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ესეც ლიდ მაგნიტის მაგალითია.
ნებისმიერი საიტი, რომელიც მარტივი რეგისტრაციის გავლას გთხოვთ, სანამ საიტის ფუნქციებით სარგებლობას დაიწყებთ, ესეც ასევე ლიდ მაგნიტის მაგალითია.
ახლა გადავერთოთ ორგანული კონტენტის განვითარებაზე.
ორგანული კონტენტის განვითარება
თქვენ უნდა შექმნათ კონტენტი, რომელიც ღირებული და რელევანტურია თქვენი აუდიტორიისთვის.
როდესაც ადამიანები ქმნიან პოდკასტს, ჩნდებიან ტელევიზიაში ან აწარმოებენ სოციალური მედიის პოსტებს, ისინი ორგანულ მარკეტინგს იყენებენ.
ორგანული მარკეტინგის კარგი მხარე ის არის, რომ თუ თქვენ საკმაოდ ღირებულ კონტენტს შექმნით, ის შეიძლება, ვირუსულად გავრცელდეს ინტერნეტში.
ნაბიჯი #3 – პრომოცია გაუკეთეთ კონტენტს
ბოლო ნაბიჯი ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად კონტენტის პრომოციაა.
როდესაც საქმე ფასიან რეკლამას ეხება, ვიცით, რომ ფული უნდა გადაიხადოთ აუდიტორიამდე ხმის მისაწვდენად, მაგრამ მნიშნველოვანია სწორი აუდიტორიის მოძიება.
ფაქტორები, რომლებიც აუდიტორიის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:
- ასაკი
- ადგილმდებარეობა
- ინტერესები
როგორც წესი აუდიტორიები, რომლებიც ერთი შეხედვით ყველაზე ახლოსაა თქვენთან, ყველაზე კონკურენტულიცაა. თუმცა, პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია თქვენს ბიზნესზე.
მიუხედავად იმისა რომ ფასიანი რეკლამის განთავსება მარტივი და სწრაფი შედეგების მომტანია, მასაც სჭირდება სწორი დაგეგმვა, თარგეთირება და შესაბამისი მესიჯის მიწოდება.
რაც უფრო მეტ საინტერესო კონტენტს აქვეყნებთ, მით უფრო მეტ ადამიანს მიწვდებით.
ზოგიერთი ბრენდი, მაგალითად Fashion Nova დღეში 8ჯერ პოსტავს ინსტაგრამზე.
რაც უფრო მეტ კონტენტს აწარმოებთ, მით უკეთესია, თუმცა ეს ყველაფერი ნუ შეგაშინებთ. იქიდან დაიწყეთ სადაც ხართ. არ დაგავიწყდეთ თქვენს აუდიტორიასთან მუდმივი კომუნიკაცია მესიჯებისა და კომენტარების საშუალებით. ასევე, ჰეშთეგების დახმარებით გააფართოვეთ reach.
გამოყავით დრო იმისთვს, რომ იაქტიუროთ სხვა ინფლუენსერების პოსტებზე. რაც უფრო ჩართული იქნებით თქვენს აუდიტორიასთან, უფრო გაზრდით თქვენი ბრენდის ცნობადობას.
დასკვნა
ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად ამ ნაბიჯების გადადგმა რთული არ უნდა იყოს. მთავარია, იყოთ თანმიმდევრულები, მიჰყვეთ თქვენს სტრატეგიას და მიაწვდინოთ ხმა თქვენს მომხმარებელს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
ინფლუენსერ მარკეტინგის 7 საუკეთესო ხერხი ბრენდის გაძლიერებისთვის