როგორ გავავრცელოთ ინფორმაცია Word of Mouth მარკეტინგით

აპრილი 10, 2021

როგორ გავავრცელოთ ინფორმაცია Word of Mouth მარკეტინგით

Word of mouth მარკეტინგს შეუძლია ააშენოს ან დაანგრიოს თქვენი ბიზნესი

Word of mouth მარკეტინგს, იგივე WOM, შეუძლია ააშენოს ან დაანგრიოს თქვენი ბიზნესი. სწორი WOM-ის საშუალებით თქვენ შესაძლოა საერთოდ აღარ დაგჭირდეთ რეკლამში ფულის გადახდა. მომხმარებლები თავად გააზიარებენ თქვენ შესახებ სთორის, პოსტებს, ვიდეოებს და ა.შ., რაც მოგეხსენებათ, ნებისმიერ მარკეტინგულ ხერხზე უფრო ეფექტურია.

მომხმარებლება იციან, რომ ონლაინ შეფასებები გაყალბებული, არაობიექტურიც შეიძლება იყოს, სწორედ ამიტომ, პროდუქტის არჩევისას WOM ჯერ კიდევ ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია.

WOM მარკეტინგში პროდუქტის საპრომოციოდ კმაყოფილი მომხმარებლები არიან ჩართულები და მისი მიზანია ისეთი სასარგებლო პროდუქტის ან სერვისი მიაწოდოს მომხმარებლებს, რომ მათ გაზიარების და სხვებისთვის შეთავაზების სურვილი გაუჩნდეთ, მოუყვნენ თავიანთი გამოცდილება მეგობრებს, ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს, უცხო ადამიანს ონლაინ და ა.შ.  

წარმოიდგინეთ, მომხმარებელი თქვენ საქმეს აკეთებს და თან უფრო ეფექტურადაც. მათ ამისთვის უბრალოდ მოტივაცია და ბიძგის მიცემა სჭირდებათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ონლაინ რეკომენდაციებს ეხება. ტრადიციულად WOM გულისხმობს საუბრით გადაცემულ ინფორმაციას. თუმცა, დღეს word of mouth მარკეტინგი გვხვდება:  

  • ფეისბუქში მოწონებების, კომენტარების და გაზიარებების სახით
  • პროდუქტის შეფასებებში
  • მომხმარებლის სარეკომენდაციო წერილებში
  • ბლოგ პოსტებში
  • ბრენდის ხსენებისას
  • მესიჯებში

Word of Mouth მარკეტინგის სტატისტიკა

ბევრი ახსნა არ სჭირდება, რატომ არის WOM საუკეთესო, ეს თითქოს მარკეტინგის დაუწერელი კანონია. მაგრამ, უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ Lithium-ის მიერ ჩატარებულ კვლევას:

  • მომხმარებლების 92% ენდობა მეგობრებისა და ოჯახის წევრების რეკომენდაციებს.
  • 20% - 50% შენაძენი word-of-mouth-ის რეკომენდაციების შედეგია
  • მომხმარებლების მხოლოდ 10% ენდობა ბრენდებს
  • მომხმარებლების 70% კითხულობს პროდუქტის შეფასებებს ონლაინ, როდესაც ბრენდს ირჩევენ.
  • მომხმარებლების 81%-ზე გავლენას ახდენს მეგობრების პოსტები.

ეს საკმაოდ სოლიდური რიცხვებია WOM მარკეტინგისთვის.

განვიხილოთ, როგორ შეგიძლიათ ამის მოპოვება.

5 ნაბიჯი WOM-ის გასაუმჯობესებლად

Word of mouth მარკეტინგის გამომუშავება ერთ დღეში არ ხდება და არც მაშინვე აგვარებს თქვენს ყველა პრობლემას. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. გთავაზობთ 5 ნაბიჯს, რომლებსაც უნდა მიჰყვეთ ამ პროცესის განმავლობაში.  

ნაბიჯი 1. შესანიშნავი სერვისი, შესანიშნავი თანამშრომლები: მიეცით ადამიანებს აღფრთოვანების მიზეზი

Word of mouth მარკეტინგი ყველაზე წარმატებულად მუშაობს ბრენდებისთვის, რომლებიც დაუზოგავად მუშაობენ იმისთვის, რომ მომხმარებლებს საუკეთესო პროდუქტი თუ სერვისი შესთავაზონ. გარდა ძალიერი სერვისისა თუ პროდუქტისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ინტერაქციაში შედიან თქვენი თანამშრომლები მომხმარებლებთან.

გულწრფელად რომ გითხრათ, ადამიანური ურთიერთობები არის ის, რაზეც ყველაზე მეტად რეაგირებენ და რაც ყველაზე მეტად აღაფრთოვანებთ ადამიანებს.

ასე რომ, თუ შესანიშნავ პროდუქტს დაამატებთ საუკეთო მომსახურებას, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი გექნებათ პოზიტიური WOM-ის მოსაპოვებლად.

ნაბიჯი 2. იყავით უნიკალურები: იფრინოს თქვენმა დროშამ ყველაზე მაღლა

იმისათვის, რომ პოზიტიური WOM მოიპოვოთ, უნდა ეცადოთ, თქვენი ბრენდი გახდეს შექებისა და აღნიშვნის ღირსი. ამის მიღწევა რამდენიმე გზით შეიძლება:

  • გამორჩეულად საუკეთესო პროდუქტი
  • კომპანიის უნიკალური კურლტურა
  • კრეატიული მარკეტინგული იდეები

თუ თქვენს ბიზნესს კომპანიის უნიკალური კულტურა აქვს ან ბრენდის განსხვავებული სახელი, ხმამაღლა ილაპარაკეთ ამაზე. ადამიანებს მოსწონთ განსხვავებულობა და არაორდინალურობა.

ნაბიჯი 3. გახდით ინდუსტრიის აზრის ლიდერი (Thought Leader)

გსურთ, რომ ადამიანებმა თქენზე ილაპარაკონ? მაშინ გახდით ინდუსტრიის აზრის ლიდერები. ეს მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს თქვენი მხრიდან. თქვენ ინდუსტრიის ლიდერებთან, ძლიერ მოთამაშეებთან დიალოგში უნდა შეხვიდეთ, მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოთ სფეროში მიმდინარე ახალი ამბების შესახებ. უნდა იყოთ თავდაჯერებულები საკუთარი აზრის გამოხატვისას, გააკეთოთ საკუთარი პროგნოზები ინდუსტრიის ტრენდებთან დაკავშირებით და დარწმუნდეთ, რომ თქვენი თეორიების მყარი ფაქტებით დადასტურება შეგიძლიათ. 

ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ გრძელვადიანი სარგებელი, რაც ინდუსტრიის აზრის ლიდერობას მოაქვს, ნამდვილად ღირს ამ შრომად. როდესაც ადამიანები თქვენზე, როგორც ინდუსტრიის ლიდერებზე ფიქრობენ, საუკეთესო WOM გარანტირებული გაქვთ.

ნაბიჯი 4. დაიმკვიდრეთ კარგი სახელი 

ადამიანები აფასებენ ბიზნესებს, რომლებიც გულწრფელები და სამართლიანები არიან. ეს კი არანაირ შემუშავებულ ტაქსიკას არ საჭიროებს. პატივი ეცით თქვენს მომხმარებლებს და მოექეცით სამართლიანად, ისინი ამას აუცილებლად დააფასებენ.

ნაბიჯი 5. აქტიური, ჩართული სოციალური საზოგადოება (Community)

თქვენ შეგიძლიათ, მოიპოვოთ WOM ონლაინ საზოგადოებისგანაც:

  • დიალოგების წახალისებით
  • ივენთების ორგანიზებით
  • ლოალობის პროგრამებით

საუკეთესო word of mouth მარკეტინგის ტაქტიკაა, დაარწმუნოთ ადამიანები, რომ თქვენი პროდუქტის შეძენით ისინი პერსონალურ განაცხადს აკეთებენ და უერთდებიან რაღაც დიდსა და მნიშვნელოვანს. მნიშვნელოვანია, თქვენი ბრენდი ადამიანების იდენტობის ნაწილი გახდეს.

ერთიანობის აღქმის გაჩენა დაეხმარება ადამიანებს ბრენდთან იდენტიფიცირებაში. ასეთ დროს ადამიანები საყვარელი სატელევიზიო შოუების გმირების სახელებსაც ირქმევენ.

ასეთი ერთგულების მიღება მარტივი არ არის, თუმცა მარკეტოლოგებისთვის უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს.

როგორ უნდა მიხვიდეთ აქამდე?

ასეთი სახის საზოგადოების განსავითარებლად საჭიროა გარკვეული ექსკლუზიურობა. მსგავსი ჯგუფები ყალიბდება არა იმ ადამიანებისგან, ვინც თქვენი ბრენდის საოზოგადოების წევრები არიან, არამედ იმათგანაც, ვისაც ჯერჯერობით მჭიდრო კავშირი არ აქვს თქვენთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას უპირობოდ თქვენი „community“-ს კარი უნდა გაუღოთ, ოქროს შუალედის დაცვაა საჭირო. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია, თქვენი ნიშა შეინარჩუნოთ და შესაბამისი ადამიანები შემოიკრიბოთ გარშემო.

არსებობენ ბრენდები, რომლებმაც სწორი „community” შექმნეს თავიანთ გარშემო. განვიხილოთ WOM-ის ტოპ მაგალითები:

Word of Mouth მარკეტინგის მაგალითები

ფაქტია, ბრენდებმა საკუთარი თავის კულტებად დამკვიდრება შეძლეს. რატომ უყვართ ადამიანებს ასეთი ბრენდები ასე ძალიან? როგორ მიაღწიეს ამ ეტაპს?

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

Jeep

Jeep-მა საკუთარი მანქანები თავგადასავლების მოყვარულთათვის დააპოზიციონირა, ის ისეთი ადამიანებისთვისაა, რომლებიც არ ნერვიულობენ მცირე დეტალებზე, როგორიც არის მაგალითად „გზები“.

კიდევ უფრო აღსანიშნავია, რომ Jeep-მა შეძლო საკუთარი თავი წარმოეჩინა, როგორც ნამდვილი ამერიკელების მანქანა. 

ადამიანების უმეტესობა, რომლებიც Jeep-ს ატარებენ, მართლაც გარკვეული კულტურის მატარებლად აღიქვამენ საკუთარ თავს. მათ მომენტარულად შეუძლიათ, ახსნან, რატომ აქვს Jeep-ს უდიდესი უპირატესობა სხვა დანარჩენთან შედარებით. 

Zappos

Zappos არის კიდევ ერთი ბრენდი, რომელსაც საოცრად ლოიალური მიმდევრები ჰყავს. თუ ამ ბრენდის ფანებს ვკითხავთ, თუ რატომ უყვართ ის ასე ძალიან, პირველ რიგში Zappos-ის მომსახურების სერვის გაუსვამენ ხაზს.

Zappos მუდმივად ატრენინგებს ქოლ-ცენტრის თანამშრომლებს, რომ იყვნენ ადამიანურები, სცემდნენ ამომწურავ პასუხს მომხმარებლებს და უწევდნენ მაქსიმალურ დახმარებას. ისინი ამაყობენ, რომ 24/7-ზე ემსახურებიან მომხმარებლებს. როგორ მარტივადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეთი დონის სერვისის შემუშავება ძალიან რთულია. გაიხსენეთ, რამდენჯერ გქონიათ უარყოფითი გამოცდილება ქოლ-ცენტრებთან. Zappos-ის მომხმარებლებს ასეთი გამოცდილება ნაკლებად აქვთ.

არსებობს უამრავი ისტორია, თუ როგორ ემსახურება Zappos თავის მომხმარებლებს. მაგალითად, მომხმარებელმა ონლაინ შეძენილი ფეხსაცმლის უკან დაბრუნება დააგვიანა, მიზეზი კი დედის გარდაცვალება იყო. Zappos-ის თანამშრომლებმა მას გაუგზავნეს ყვავილები და ფეხსაცმლის თანხა აუნაზღაურეს. ეს არის იმის დემონსტრირება, თუ როგორ ზრუნავს ბრენდი თავის მომხმარებელზე.

Zappos-მა ასევე იცის, რომ ბედნიერი თანამშრომელი მომხმარებლის ბედნიერებაზეც მოქმედებს, სწორედ ამიტომ, ბრენდითვის საკუთარი თანამშრომლებიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებლები.  

Etsy

Etsy-ს აქვს შესანიშნავი მიდგომა, რომ გაყიდოს უამრავი განსხვავებული პროდუქტი, რაც ძალიან ბევრი მომხმარებლისთვის პრივილეგიას წარმოადგენს.

ისინი თავს აპოზიციონირებენ, როგორც შოპინგის ალტერნატივას ადამიანებისთვის, ვისაც ისეთი პროდუქტის შეძენა სურთ, რაც მათ უნიკალურობას გაუსვამს ხაზს. ეს სტრატეგია ძალიან კარგად მუშაობს ადამიანებზე, რომლებსაც სურთ, რომ მასისგან გამოირჩეოდნენ.

JetBlue

ადამიანებს მოსწონთ JetBlue მათი მგზავრებთან კომუნიკაციის ფორმის გამო. სანამ სხვა ავიახაზები მგზავრებს დამატებით სთავაზობენ სასმელს, საჭმელსა და გართობის სხვა საშუალებებს, JetBlue ამას უსასყიდლოდ აკეთებს და ინარჩუნებს შესანიშნავ მომსახურების სერვისს.

ხშირად, პატარა დეტალები მომხმარებლისთვის ძალიან ღირებულია. JetBlue-მ ამ მიდგომით საკმაოდ პოზიტიური WOM-ის მოპოვება შეძლო.

Word of Mouth მარკეტინგი: ძალაუფლება თქვენს ხელშია!

Word of mouth მარკეტინგი ძლიერი ინსტრუმენტია, მაგრამ ზოგიერთი ბიზნესისთვის ამის მიღწევა უდიდეს სირთულეს შეიძლება წარმოადგენდეს. რთულია, მომხმარებლები ენთუზიაზმით აალაპარაკო ბრენდზე და უნიკალური იდენტობის განცდა შეუქმნა, მაგრამ ამისთვის შრომა ნამდვილად ღირს. კმაყოფილი მომხმარებელი აუცილებლად ისაუბრებს თქვენზე თავის ახლობლებთან, ეს კი ბრენდისთვის ფასდაუდებელი წარმატებაა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

7 ეტაპი 2021 წლის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისთვის

როგორ შევქმნათ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია

ინსტაგრამის ალგორითმი 2021 წელს: როგორ გავხადოთ პოსტები მეტად თვალსაჩინო

ეფილიეიტ მარკეტინგი