რა განსხავებაა მარკეტინგულ ამოცანებსა და მიზნებს შორის?

სანამ პროექტზე მუშაობას დავიწყებთ, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი მიზანი. როდესაც საქმე ბიზნესს ეხება, მარკეტოლოგები უდიდეს შეცდომას უშვებენ, თუ წინასწარ არ საზღვრავენ მათ ამოცანებს. რატომ? იმიტომ, რომ მარკეტოლოგები, რომლებიც ნათელ მიზანს ემსახურებიან 313%-ით წარმატებულები არიან.
მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა მარკეტინგული ამოცანების დადგენამდე ტყუილი შრომაა.
სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ ქმედითი, ეფექტური მარკეტინგული ამოცანები:
- რა არის მარკეტინგული ამოცანები;
- რით განსხვავდებიან ისინი მარკეტინგული მიზნებისგან;
- როგორ უნდა შექმნათ მარკეტინგული ამოცანები თქვენი ბიზნესისთვის.
რა არის მარკეტინგული ამოცანები?
მარკეტინგული ამოცანები არის ქმედითი მიზნები, რომლებიც არა მხოლოდ ზოგადად მიმართულებას გვაჩვენებენ, არამედ, მკაფიო და კონკრეტულ ქმედებებს გვკარნახობენ. მარკეტინგული ამოცანა არის კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში გაწერილი (S.M.A.R.T.).
მარკეტინგული ამოცანები დაკავშირებული უნდა იყოს კომპანიის საერთო წარმატებასთან.
მაგალითად, მარკეტინგული მიზანია თქვენი საიტის ტრაფიკის 50%-იანი ზრდა.
მაგრამ, როგორ უნდა მიხვიდეთ ამ მიზნამდე? როდის უნდა მიაღწიოთ ამ რიცხვს?
ამოცანები (Objectives) აღწერს მეტს ვიდრე კონკრეტულ ციფრებს, ის გისახავთ გეგმას, როგორ უნდა მიაღწიოთ მიზანს და გეუბნებათ, რა გავლენა ექნება თქვენს ბიზნესზე ამ მიზნის შესრულებას.
რა განსხავებაა მარკეტინგულ ამოცანებსა და მიზნებს შორის?
მიზნები და ამოცანები ერთი და იგივე მონეტის ორი მხარეა. ბიზნესში მიზნები დანიშნულების წერტილს ასახავენ, ამოცანები კი აკონკრეტებენ, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ დანიშნულების წერტილამდე.
ამ ტერმინებს ხშირად იყენებენ ურთიერთჩანაცვლებისთვისაც და სხვადასხვა კომპანიისთვის სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ ციფრული მარკეტოლოგებისთვის ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტერმინია:
- Marketing objectives არის კონკრეტული, გაზომვადი ამოცანები, რომლებიც გვთავაზობენ როგორც შესრულების ინსტრუქციას ასევე კონკრეტულ თარგეთს.
- Marketing goals არის უფრო ფართოდ გადმოცემული სასურველი დანიშნულების ადგილი და ხაზს უსვამს, როგორ შეუძლია ბიზნესს ისარგებლოს ციფრული მარკეტინგული ძალისხმევით.
რატომ არის მარკეტინგული ამოცანები ასეთი მნიშვნელოვანი?
დადგენილი ამოცანების გარეშე თქვენს მარკეტინგულ მიზნებს დააკლდება მკაფიოობა, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ამ მიზნებს.
Peter Druker, ცნობილი მწერალი მენეჯმენტის განხრით, ამბობს რომ: „თუ არ შეგიძლიათ რაიმე გაზომოთ, მაშინ მას ვერც გააუმჯობესებთ.“
როდესაც ციფრული მარკეტოლოგები არ უთმობენ დროს ამოცანების მონახაზის შექმნას და მათი შედეგების გაზომვას, ისინი ვერ გაიგებენ გამოიღო თუ არა შედეგი მათმა მარკეტინგულმა ძალისხმევამ.
რა არის მარკეტინგული ამოცანების საკვანძო მახასათებლები?
მარკეტინგული ამოცანები SMART ფილოსოფიას უნდა მიყვებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ის უნდა იყოს კონკტერული, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში გაწერილი.
კონკრეტული (Specific): არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ გაყიდვების გაზრდა გსურთ, თქვით რამდენით გინდათ გაიზარდოს გაყიდვები ლარებში ან პროცენტებში.
გაზომვადი (Measurable): თქვენ უნდა განსაზღვროთ, როგორ გაზომავთ თქვენს წარმატებას. თქვენი მიზანი შესაძლოა იყოს ბრენდის ცნობადობის ამაღლება, მაგრამ იმისთვის, რომ გაიგოთ რამდენად მიაღწიეთ ამ მიზანს, უნდა გაზომოთ რამდენად გაიზარდა ბრენდის ორგანული ძიება, გამომწერები, სოციალურ ქსელში თქვენი ბრენდის ხსენება და ა.შ.
მიღწევადი (Attainable): თქვენ შესაძლოა, გსურდეთ გაყიდვებით 200%-იანი ზრდა, მაგრამ მიღწევადია ეს ამოცანა? დარწმუნდით, რომ თქვენი ამოცანები მიღწევადია და განსაზღვრეთ, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო რომ მიზანს მიაღწიოთ.
რელევანტური (Relevant): ამოცანები თქვენი ბიზნეს მიზნების რელევანტური უნდა იყოს.
დროში გაწერილი (Time-Based): ბოლოს, ამოცანები აუცილებლად დროში გაწერილი უნდა იყოს. ძირითადად ამოცანების შესრულების დრო ერთი წელი ან ერთი კვარტალია.
მარკეტინგული ამოცანების მაგალითები:
გაყიდვებიზ ზრდა
თუ თქვენ ყიდით პროდუქტს ან სერვისს, თქვენ შესაძლოა, ორიენტირებული იყოთ გაყიდვების ზრდაზე. მაგალითად, თქვენი ამოცანა შესაძლოა იყოს გაყიდვების გაზრდა 15%-ით შემდეგი 6 თვის განმავლობაში რეგისტრაციის 10%-ით გაზრდით და მომხმარებლის საშუალო შეკვეთის რაოდენობის 20%-ით გაზრდით.
შემდეგ გაწერეთ, თუ როგორ უნდა მიხვიდეთ აქამდე, შესაძლოა ლიდების მოპოვებისთვის საჭირო კონტენტის შექმნა იყოს საჭირო ან იმეილ მარკეტინგს მიმართოთ.
ლიდების რაოდენობის გაზრდა
თუ თქვენ ყიდით ძვირიან პროდუქტს ან გაქვთ B2B ბიზნესი, თქვენ ალბათ გენდომებათ, გაზარდოთ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც შემდეგ მომხმარებლებად გენერირდებიან.
თქვენი ამოცანა შესაძლოა იყოს: კლიენტების რიცხვის გაზრდა ლიდების 25%-იანი ზრდის შედეგად შემდეგი წლისთვის, რაც მაგალითად მიიღწევა ლიდების ორი ახალი „ძაბრის” (funnel) ჩაშვებით საიტზე.
ბრენდის ცნობადობის გაზრდა
თუ თქვენ ახალი კომპანია ხართ ან ახალ პროდუქტს თუ სერვისს უშვებთ, თქვენ გჭრიდებათ ბრენდის ცნობადობის ამაღლება იმისთვის, რომ გაყიდვები გაზარდოთ. ამ მიზნისთვის თვალყურის დევნება მკაფიო ამოცანის გარეშე რთული იქნება.
ასე შეიძლება გამოიყურებდეს თქვენი ამოცანა: გავზარდოთ ბაზრის წილი ბრენდის ცნობადობის გაუმჯობესების ხარჯზე შემდეგი 12 თვის განმავლობაში, რაც გაიზომება ბრენდის ორგანული ძიების 50%-იანი ზრდით, რაც მიიღწევა სოციალური მედიის რეკლამებით, ინფლუენსერ კამპანიით, seo ოპტიმიზაციით და ა.შ.
ეს ამოცანა ხაზს უსვამს არა მარტო იმას, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ცნობადობა, არამედ, როგორ უნდა გაიზომოს მიღწეული შედეგიც.
ცვეთის მაჩვენებელის შემცირება (churn rate)
შესაძლოა, თქვენ კარგად დამკვიდრებული კომპანია ხართ, მაგრამ გიჭირთ მომხმარებლის შენარჩუნება. ამიტომ თქვენ გჭირდებათ ამოცანა, რომელიც შეამცირებს მომხმარებლების churn rate-ს.
თქვენი ამოცანა შესაძლოა იყოს: მოხმარებლის churn-ის 5%-ით შემცირება მომხმარებლის ლოდინის დროის 15%-ით შემცირებით და ავტომატიზებული იმეილ სისტემის დანერგვით.
საიტის ტრაფიკის ზრდა
ბიზნესის დასაწყებად და საბაზრო წილის გასაზრდელად თქვენთვის შესაძლოა, საჭირო იყოს საიტის ტრაფიკის გაზრდა რაც შედეგად მოგიტანთ ბრენდის ცნობადობას, გაყიდვებს და საერთო ზრდას.
თქვენი ამოცანა შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს: "საიტის ვიზიტორების 20%-ით გაზრდა წლის ბოლო კვარტლისთვის, პრომოციებით, პოსტებით და “link building“-ით.
ქმედითი მარკეტინგული ამოცანების შექმნის 5 ნაბიჯი
ახლა უკვე იცით, რა არის მარკეტინგული ამოცანები და რატომ არის ის საჭირო თქვენი ბიზნესისთვის. გთავაზობთ 5 ნაბიჯს, თუ როგორ შექმნათ ქმედითი მარკეტინგული ამოცანები.
ნაბიჯი #1: გამოყავით მთავარი მარკეტინგული ამოცანა
რა არის მთავარი შედეგი, რისი მიღებაც გსურთ? გაყიდვების გაზრდა გსურთ? თუ ხარისხიანი ლიდების მოპოვება?
გახსოვდეთ, რომ თქვენი ამოცანა უნდა იყოს კონკრეტული და გაზომვადი.
მაგალითად:
არასწორია: საიტის ტრაფიკის ზრდა
სწორია: საიტის ტრაფიკის გაზრდა 20%-ით შემდეგ 6 თვეში
არასწორია: გაყიდვების ზრდა
სწორია: გაყიდვების გაზრდა $100,0000მდე 1 წელში
არასწორია: მეტი მომხმარებლის მოზიდვა
სწორია: 25,000 რეგისტრაციის მიღება 6 თვის განმავლობაში საიტის გაშვების შემდეგ.
ნაბიჯი #2: დასახეთ მოკლევადიანი მიზნები
მოკლევადიანი მიზნები დაგეხმარებათ მარკეტინგული ამოცანების შესრულებაში. მაგალითად, როგორიცაა მეტი კრეატიული კონტენტის შექმნა.
თუ თქვენი ამოცანაა 25,000 რეგისტრაცია 6 თვის განმავლობაში საიტის გაშვებიდან, რა მოლოდინები გაქვთ ერთ, ორი ან სამი თვის შემდეგ? ჩაშალეთ მიზნები უფრო დეტალურად, თუ როგორ აპირებთ 6 თვის განმავლობაში მუშაობას ისე, რომ საბოლოოდ ამოცანა შეასრულოთ.
ნაბიჯი #3: შეადგინეთ მარკეტინგული სტრატეგია
თქვენ იცით საითაც მიდიხართ, მაგრამ როგორ მიდიხართ ამ მიზნებამდე? სწორედ ამ დროს საჭიროა მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც თქვენი მარკეტინგული ამოცანების შესასრულებლად უნდა გამოიყენოთ.
ასე რომ, თუ თქვენი ამოცანააა საიტის ტრაფიკის გაზრდა 20%-ით შემდეგ 6 თვეში, თქვენი სტრატეგია შეიძლება შეიცავდეს:
- შექმნათ SEO-ზე ორიენტირებული კონტენტ მარკეტინგის გეგმა.
- დაწეროთ და გამოაქვეყნოთ სამი ან მეტი “guest post” თვეში.
- გაუშვათ ფეისბუქ რეკლამები საიტზე სტაფიკის გასაზრდელად.
ნაბიჯი #4: დაუკავშირეთ ერთმანეთს თქვენი ამოცანები და გრძელვადიანი მიზნები
დაფიქრდით, შეესაბამება თქვენი სტრატეგია თქვენს ამოცანებსა და მოკლევადიან გეგმებს?
მარკეტინგული სტრატეგიები ერთი ადამიანის, ან ერთი დეპარტამენტის მიერ არ არის შედგენილი. საჭიროა ბრეინშტორმინგი იმისთვის, რომ საბოლოოდ მარკეტინგული ამოცანები და მარკეტინგული სტრატეგია ორი განსხვავებული მიმართულებაა არ აღმოჩნდეს.
საბოლოოდ, თქვენი ამოცანები და სტრატეგია კომპანიის გრძელვადიანი მიზნების დამხმარე ელემენტები უნდა იყოს.
ნაბიჯი #5: გაზომეთ შედეგები
პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, თუ როგორ ზომავთ შედეგებს. შესაძლოა იყენებთ Google Analytics-ს იმისთვის, რომ თვალყური ადევნოთ ფეისბუქ კამპანიას.
გადაწყვიტეთ, თუ როგორ ზომავთ და რას ზომავთ სანამ კამპანიას გაუშვებთ.
მაგალითად, თუ პირველ თვეს ზომავთ საიტის უნიკალურ ვიზიტორებს და მეორე თვეს საერთო ტრაფიკს, ეს არ მოგცემთ ნათელ სურათს, თუ რა შედეგები გამოიღო კამპანიამ და რა ძალიხსმევა გჭირდებათ წარმატების მისაღწევად, რადგან თქვენ ორ გასხვავებულ მონაცემებს უყურებთ სხვადასხვა თვეში.
მიაღწიეთ წარმატებას მარკეტინგული ამოცანების დახმარებით
ეფექტური მარკეტინგი იწყება მკაფიო, გაზომვადი მარკეტინგული ამოცანების დასახვით, როლმებიც რელევანტურია როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მიზნების და დაკავშირებულია მარკეტინგულ სტრატეგიასთან.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ ვაწარმოოთ ციფრული მარკეტინგი
7 ეტაპი 2021 წლის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისთვის