რატომ არის აუცილებელი ციფრული მარკეტინგი ყველა ბიზნესისთვის?

ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით, ციფრული მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ, ზუსტად გაზომოთ თქვენი კამპანიის შედეგები. შეუძლებელია, ჟურნალში განთავსებულ რეკლამაზე გაიგოთ, ზუსტად რამდენმა ადამიანმა ნახა ის და გამოიწვია თუ არა რაიმე სახის რეაქცია მკითხველებში. ასევე დაზუსტებით ვერ იტყვით შეუწყო თუ არა ამ კონკრეტულმა რეკლამამ ხელი თქვენი პროდუქტის გაყიდვას. ციფრული მარკეტინგის შემთხვევაში კი ყველა ამ დეტალის გაგება შეგიძლიათ.
გთავაზობთ ინფორმაციას რამდენიმე მათგანის შესახებ:
ვებ-გვერდის ტრაფიკი
ციფრული მარკეტინგის დახმარებით შეგიძლიათ გაიგოთ, რამდენმა ადამიანმა ნახა თქვენი საიტის მთავარი გვერდი და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია იმაზე, თუ კონკრეტულად რომელ გვერდებს ათვალიერებდნენ ვიზიტორები, რომელი მოწყობილობით ან რომელი არხებიდან შემოვიდნენ საიტზე და ა.შ.
მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი არხებიდან შემოვიდნენ საიტზე ვიზიტორები, გეხმარებათ პრიორიტეტების განსაზღვრაში მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას. მაგალითად, თუ ვიზიტორების მხოლოდ 10% შემოდის საძიებო სისტემიდან ეს იმას ნიშნავს რომ მეტი დრო უდნა დაუთმოთ SEO-ს გაუმჯობოსებას რათა გაზარდოთ ეს მაჩვენებელი.
ტრადიციული მარკეტინგის დროს რთულია განსაზღვროთ, საიდან მოხდა მომხმარებლის ინტერაქცია ბრენდის თუ პროდუქტის მიმართ. ციფრული მარკეტინგის წარმოების დროს შეგიძლიათ, გაიგოთ, რა გზა გაიარა მომხმარებელმა პროდუქტის ყიდვამდე და მუდმივად ეცადოთ, გააუმჯობესოთ მათი ეს გამოცდილება.
ინტერაქციული კონტენტი და ლიდები (lead generation)
ბროშურის დაბეჭდვა და ადამიანებისთვის დარიგება არასდროს მოგცემთ საშუალებას, დათვალოთ, თუ რამდენმა ადამიანმა წაიკითხა ამ ბროშურაზე დატანილი ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა რეაგირება ან საერთოდ მიაქცია თუ არა ყურადღება მას.
ინტერაქციული კონტენტის განთავსება თქვენს ვებგვერდზე საშუალებას მოგცემთ, ზუსტად დათვალოთ რამდენი ადამიანი ესტუმრა ამ გვერდს და დამატებით შეგიძლიათ, მოიპოვოთ იმ ადამიანების საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებმაც რაიმე ფორმის ინტერაქცია გამოხატეს კონტენტის მიმართ (კლიკი, კომენტარი, გაზიარება, ა.შ.). გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ დაითვალოთ, რამდენი ადამიანი დაინტერესდა ამ კონტენტით, ასევე გაქვთ საშუალება ვიზიტორების გარკვეული რაოდენობა თქვენს ლიდებად აქციოთ.
Attribution Modeling
ეფექტური ციფრული მარკეტინგული სტრატეგია სწორ ხელსაწყოებთან და ტექნოლოგიებთან ერთად გეხმარებათ, კვალდაკვალ მიყვეთ, თუ რა პროცესები გაიარა მომხმარებელმა თქვენს საიტზე პირველი შეხების წერტილიდან (touchpoint) პროდუქტის შეძენამდე. ამას ეწოდება Attribution Modeling. ეს პროცესი გეხმარებათ, გამოავლინოთ ყიდვის ტენდენციები, რაც უფრო სწორი გადაწყვეტილებების მიღებს უწყობს ხელს - მარკეტინგული სტრატეგიის რა ნაწილებს დაუთმოთ მეტი ყურადღება და რა კომპონენტები უნდა დახვეწოთ თქვენი პროდუქტის გაყიდვების ციკლში.
ასევე დაგაინტერესებთ:
სჭირდება თუ არა ციფრული მარკეტინგი ყველა ბიზნესს?