რა არის earned media და როგორ მოვიპოვოთ ის?

როგორც მარკეტოლოგს, გაქვთ ძალიან დიდი არჩევანი, თუ როგორ გააცნოთ თქვენი ბრენდი მსოფლიოს. შეგიძლიათ ფული გადაიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ შესახებ ხმა გავრცელდეს, შეგიძლიათ პრომოცია გაუკეთოთ ბრენდს ისეთ ადგილას, სადაც სრულ კონტროლს ფლობთ, ასევე შესაძლებელია მესამე მხარე ჩართოთ თქვენ შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. ეს ყოველივე სამი მედიის ნაწილია - paid, owned, & earned. ძალიან ბევრი ადამიანი ყველაზე ღირებულად earned (გამომუშავებულ) media-ს მიიჩნევს.
Paid, Owned, და Earned Media: რა განსხვავებაა?
სანამ დეტალურ განხილვას დავიწყებთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რა განსხვავება მედიის ამ ფორმებს შორის.
Paid Media
ეს არის კონტენტი, რომელშიც ფულს იხდით. ყველაზე გავრცელებული მაგალითებია: სატელევიზიო რეკლამები, ბეჭდური რეკლამები, ონლაინ რეკლამები, დასპონსორებული პოსტები და ა.შ. Paid მედიის უარყოფითი მხარე ის არის, რომ მას ყველაზე ნაკლებად ენდობიან. მაგალითად, Nielsen’s Global Trust in Advertising-მა აღმოაჩინა, რომ 50%-ზე ნაკლები ადამიანი ენდობა ონლაინ რეკლამებს, ვიდეოებს და საძიებო სისტემის შედეგებსაც.
Owned Media
Owned მედია არის ყველა არხი, რაც თქვენი კომპანიის მფლობელობაშია. ეს შეიძლება იყოს ბრენდის ვებ-საიტი, იმეილი, სოციალური მედიის პროფილები, ონლაინ კატალოგები და ა.შ.
Earned Media
Earned media ხშირად განიმარტება როგორც: „თქვენი მომხმარებლები - თქვენი პრომოციის არხები“. თქვენი ბრენდი გამოიმუშავებს მედიას, როდესაც ადამიანები მასზე საუბარს იწყებენ (ძირითად დადებითად). დღესდღეობით earned მედია რეკლამის ყველაზე სანდო ფორმად ითვლება.
Earned Media-ს ტიპები
Paid და owned მედიების მსგავსად, earned მედისაც აქვს რამდენიმე ფორმა:
- ბლოგერმა გადაწყვიტა თქვენი პროდუქტის მიმოხილვა
როდესაც ბრენდი თანხას უხდის ან უფასო პროდუქტს სთავაზობს ბლოგერს პროდუქტის მიმოხილვის სანაცვლოდ, ეს paid მედიის ფორმაა. მაგრამ თუ ბლოგერს უბრალოდ მოსწონს თქვენი ბრენდი და თავად იჩენს ინიციატივას, რომ თქვენი პროდუქტის შესახებ ისაუბროს თავის პოსტში თუ ვიდეოში ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, ეს უკვე earned მედიაა.
- სოციალური მედიის მიმდევრები აზიარებენ ინფლუენსერის ან ბრენდის პოსტს
ინფლუენსერის დაქირავება და მისი კამპანიაში მონაწილეობა არ არის earned მედიის ფორმა, ეს ისევ paid მედიაა. მაგრამ, ნებისმიერი გაზიარება, მოწონება თუ კომენტარი, რომელიც ინფლუენსერის პოსტმა შეიძლება დააგროვოს, ეს უკვე earned მედიაა.
- პრესაში ხსენება
ნებისმიერ დროს, როდესაც ჟურნალისტი თქვენს ბრენდს ახსენებს ახალ ამბებში, სტატიაში, ტელევიზიასა თუ რადიოში ეს earned მედიის ფორმაა.
- ორგანული ძიების შედეგები
საძიებო სისტემის მაღალი რეიტინგი earned მედიის ერთ-ერთი ფორმაა, რადგან მისი მოპოვება ორგანულად ხდება, ანუ, თქვენ არ იხდით ფულს ამ განთავსებაში.
რატომ სჭირდება თქვენს ბრენდს Earned Media?
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც თქვენს ბრენდს სჭირდება და უნდა ანაღვლებდეს earned მედია არის ნდობის ფაქტორი. Nielsen-ის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების 83% ენდობა ახლობლების და მეგობრების რეკომენდაციებს პროდუქტთან დაკავშირებით.
სოციალური მედიის ხანაში „მეგობრის“ განმარტება კიდევ უფრო ფართო და მოქნილი გახდა. ადამიანები ონლაინ სივრცეში სხვების აზრებსაც ენდობიან, როგორიცაა მიმოხილვები, ბლოგები და ა.შ. მიუხედავად იმისა, იცნობენ თუ არა იმ ადამიანებს ვინც პროდუქტის შესახებ წერს.
სხვა მიზეზი, რატომაც earned მედიის მოპოვებას უნდა ცდილობდეთ არის ის, რომ მას კონვერტაციების და ROI-ს მაღალი მაჩვენებელი აქვს.
გახსოვდეთ, თქვენ არ იხდით ფულს earned მედიაში. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ იხდით ფულს ახალ მომხმარებელში, კონვერტაციასა თუ გაყიდვებში.
საინტერესო დეტალი Earned Media-ს შესახებ
Earned მედიას ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ამ ტიპის მედიაზე თქვენ არანაირი კონტროლი არ გაქვთ. როდესაც კონტეტს თქვენს საიტზე ან სოციალურ ქსელში აქვეყნებთ, თქვენ წყვეტთ, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და რა ზომის კონტენტი გამოაქვეყნოთ, იგივეა paid მედიის შემთხვევაშიც.
Earned მედია უფრო უკონტროლო სფეროა. მართალია, მედიის ეს ფორმა ძირითად შემთხვევაში დადებითად საუბარს გულისხმობს თქვენს ბრენდზე, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ბლოგერმა ცუდი შეფასება შეიძლება გაუკეთოს თქვენს პროდუქტს, მომხმარებელმა უარყოფითი კომენტარით გააზიაროს თქვენი პოსტი ან პრესამ თქვენი კომპანია ნეგატიურად წარმოაჩინოს.
ერთ-ეთი გზა, რათა დაწრმუნდეთ, რომ თქვენ დადებით earned მედიას მოიპოვებთ, არის ის, რომ სწორი მესიჯები გაავრცელოთ paid და owned მედიების საშუალებით. შესთავაზეთ ისეთი პროდუქტი ან სერვისი ადამიანებს, რაც მათ აღაფრთოვანებთ და არა ისეთი, რაც გააღიზიანებთ.
როგორ მოვიპოვოთ Earned Media?
Earned მედიის მოპოვება ასე უბრალოდ არ ხდება. თქვენმა ბრენდმა ეს უნდა დაიმსახუროს. Earned მედიის მოსაპოვებლად შეგიძლიათ, დაიხმაროთ paid და owned მედიები.
გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, როგორ შეიძლება earned მედიის გამომუშავება:
გამოიყენეთ SEO
SEO, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, ყოველთვის ვითარდება, ისევე, როგორც მისი ალგორითმი. დარწმუნდით, რომ ოპტიმიზაციას უკეთებთ ბრენდის owned მედიას, იმისთვის, რომ ორგანული ძიებისას ტოპ პოზიციებზე აღმოჩნდეთ.
იმუშავეთ ინფლუენსერებთან
ინფლუენსერ მარკეტინგი თავისთავად paid მედიაა, მაგრამ მისი ერთ-ერთი მიზანია, ადამიანებმა გააზიარონ ინფლუენსერების მიერ შექმნილი კონტენტი, რაც შედეგად earned მედიად ტრანსფორმირდება.
შექმენით გაზიარებდი, ჩართულობის გამომწვევი კონტენტი
ორიენტირდით ისეთი კონტენტის შექმნაზე, რომ ადამიანებმა თქვენი არხებიდან (სოციალური ქსელი, საიტი) გააზიარონ თქვენი კონტენტი თავიანთ სოციალურ ქსელში.
დაამყარეთ კავშირი ჟურნალისტებთან
პრინტ თუ ვებ მედიაში ინტერვიუები თქვენი კოპმანიის შესახებ earned მედიად ითვლება. მაგრამ ჟურნალისტები ფრთხილად ირჩევენ რესპოდენტებს, თუ ვის შესახებ შეიძლება დაწერონ ისტორია, ამიტომ, მნიშვნელოვანია მათთან მჭიდრო კავშირის დამყარება. მხოლოდ პრეს რელიზების გაგზავნა საკმარისი არ არის, საჭიროა მათ პერიოდულად გაუგზავნოთ მეგობრული იმეილები თუ მესიჯები.
იფიქრეთ earned მედიაზე, როდესაც იყენებთ paid და owned მედიებს. მათი კარგად გამოყენების შემთხვევაში თქვენ გამოიმუშავბთ earned მედიასაც.
ასევე დაგაინტერესებთ:
12 SEO ტექნიკა ორგანული ტრაფიკის გასაზრდელად
10 რჩევა SEO - ს გაუმჯობესებისთვის 2021 წელს
სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხური