სიახლეები გადახდების სისტემებში ონლაინ მაღაზიებისთვის

ნოემბერი 24, 2021

სიახლეები გადახდების სისტემებში ონლაინ მაღაზიებისთვის

ონლაინ მაღაზიები დღეს იმაზე დიდი მნიშვნელობის მატარებელნი არიან, ვიდრე ოდესმე და ამასთან ერთად, მათი რაოდენობაც საკმაოდ სწრაფად იზრდება.

დღევანდელი ბიზნეს სამყარო სრულიად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს - კომპანიებს მუდმივად უწევთ ადაპტირება, სიახლეებსა და ინოვაციებზე მორგება, მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შეთავაზება, მათი გამოცდილების დახვეწა და ამგვარად, კმაყოფილების შენარჩუნება თუ წახალისება.

ამ ყველაფერში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საჭირო ფაქტორს, დღეს ბიზნესების გაციფრულება წარმოადგენს და საბედნიეროდ, საქართველოშიც არაერთი კომპანიაა, რომელიც ამ მიმართულების განვითრებაშია ჩართული. ამის ნათელი მაგალითი - საქართველოს ბანკია, რომლზეც აქამდეც გვისაუბრია და აღგვინიშნავს მისი წვლილი ბიზნეს ინდუსტრიის გაციფრულებაში და ფინანსური სექტორის ხელშეწყობაში. 2021 წელს მათ არაერთი სიახლე შესთავაზეს საკუთარ B2C და B2B მომხმარებელს, თუმცა დღეს, უფრო დეტალურად მათ API სერვისებზე ვისაუბრებთ, რომლით სარგებლობაც ონლაინ მაღაზიებს შეუძლიათ.

 

რომელ API სერვისებს სთავაზობს საქართველოს ბანკი ონლაინ მაღაზიებს

ონლაინ მაღაზიები დღეს იმაზე დიდი მნიშვნელობის მატარებელნი არიან, ვიდრე ოდესმე და ამასთან ერთად, მათი რაოდენობაც საკმაოდ სწრაფად იზრდება. საქართველოს ბანკი, ონლაინ მაღაზიებს საკუთარ API სერვისებს სთავაზობს, რომლებიც ინდივიდუალურ მომხმარებლებს ციფრულ გადახდებს, ხოლო კომპანიებს კი მათ მართავს უმარტივებს. ეს სერვისები კი მოიცავს, როგორც ონლაინ გადახდების, ასევე ონლაინ განვადების შესაძლებლობას.

ონლაინ გადახდების ღილაკი

ელექტრონული კომერციის მაღაზიები, საქართველოს ბანკის ონლაინ გადახდის ღილაკის საკუთარ პლატფორმაზე დამატებით, გადახდის სხვადასხვა მეთოდების ინტეგრირებას შეძლებენ. მათ შორის, მომხმარებელს შეეძლება სხვადასხვა ბანკის, სხვადასხვა ტიპის ბარათით გადახდა - იქნება ეს VISA, Mastercard თუ American Express.  გარდა ამისა, საქართველოს ბანკის მომხმარებელს შეეძლება:

  • საქართველოს ბანკის პირადი ინტერნეტბანკით გადახდა
  • PLUS და MR ქულებით გადახდა 
  • Apple Pay-ით გადახდა 
  • ონლაინ განვადებით ყიდვა – მომხმარებელი მაღაზიის პლატფორმაზევე შეძლებს წინასწარ დამტკიცებული განვადების ლიმიტის გააქტიურებას.

ონლაინ გადახდების ღილაკის ინტეგრირება ბიზნესებს დაეხმარება, უკეთ და მარტივად მართონ საკუთარი ონლაინ მაღაზია და ამავდროულად, გაზარდონ გაყიდვებიც.

განვადების ღილაკი

რაც შეეხება ონლაინ მაღაზიაში განვადების ღილაკის ინტეგრაციას, მისი საშუალებით მომხმარებელი შეძლებს, მომენტალურად მიიღოს წვდომა წინასწარ განსაზღვრულ განვადების ლიმიტზე. ამისათვის მხოლოდ ინტერნეტბანკით ავტორიზაცია იქნება საჭირო. მაგრამ რა ხდება, თუ მომხმარებელს განვადების ლიმიტი არ აქვს დამტკიცებული? მარტივი ფორმის შევსებით მომხმარებელი პასუხს მომენტალურად შეიტყობს.

აღსანიშნავია, რომ განვადების ღილაკით მომხმარებელი ნაწილობრივი განვადების განხორციელებასაც შეძლებს. შეგიძლიათ, სასურველი თანხა პროდუქტის შესაძენად წინასწარ გადაიხადოთ, დანარჩენი ნაწილი კი შემდგომ, პერიოდულად დაფაროთ.

დაგვეთანხმებით, რომ ამ პროცესის მონიტორინგი და მონაცემთა შესწავლაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კომპანიის წარმომადგენლები იღებენ წვდომას სამართავ პანელზე, საიდანაც მათ შეკვეთებისა და მათი სტატუსების ნახვა შეეძლებათ. ეს ყველაფერი მონაცემთა ანალიტიკას და შემდომ მის მიზნობრივად გამოყენებასაც შეუწყობს ხელს.

როგორ არის შესაძლებელი ამ სერვისების გააქტიურება?

თუ საქართველოს ბანკის API სერვისების ინტეგრაცია საკუთარ ონლაინ მაღაზიაში გსურთ, ამისათვის api.bog.ge-ზე სპეციალური ფორმის შევსება დაგჭირდებათ. რაც შეეხება ფუნქციონალის ჩაშენებას, ამისათვის ორი ალტერნატიული გზა არსებობს:

  • შეგიძლიათ მზა ტექნიკური დოკუმენტაცია და ყველა საჭირო მონაცემი ბანკის იმავე ვებ-გვერდზე იხილოთ და შემდეგ ის თქვენს დეველოპერებს მიაწოდოთ.
  • სპეციალური Plugin-ებით – თუ თქვენი ონლაინ მაღაზია ელექტრონული კომერციის პლატფორმების შაბლონებითაა აწყობილი, ღილაკების გააქტიურებისთვის სპეციალურად მათთვის შექმნილი პლაგინებიც საკმარისი იქნება.

თუ თქვენი მომხმარებელი და მისი გამარტივებული, ციფრული გამოცდილება თქვენთვის პრიორიტეტულია, მაშინ მის კომფორტზეც აქტიურად უნდა ზრუნავდეთ. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, გაზრდილ გაყიდვებში და ბიზნესის განვითარებაშიც აისახება.

ავტორი: ლაშა ხორგუაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა როლს თამაშობს ტექნოლოგიური განვითარება ბიზნეს გადახდების პროცესში?

რა არის API.BOG.GE და რა სარგებელი მოაქვს მას ბიზნესებისთვის  

ქართული და უცხოური პლატფორმები ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად