რა როლს თამაშობს ტექნოლოგიური განვითარება ბიზნეს გადახდების პროცესში?

ოქტომბერი 29, 2021

რა როლს თამაშობს ტექნოლოგიური განვითარება ბიზნეს გადახდების პროცესში?

საფინანსო სექტორში, კომპანიების მიერ შემოთავაზებული სიახლეები საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი პირდაპირ გავლენას ახდენენ ბიზნესების ფუნქციონირებაზე, მათი პროცესების ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე

XXI საუკუნე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, განვითარების ეპოქაა, სადაც თითოეული ინდუსტრია საკმაოდ სწრაფად ვითარდება, იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს ოდესმე იყო შესაძლებელი. მსოფლიო გლობალიზაციასთან ერთად ახალ-ახალი ტენდენციები სულ უფრო სწრაფად ვრცელდება, მარტივი გახდა ინფორმაციის გავრცელება და მონაცემების გაცვლა. არაერთი სფერო არსებობს, სადაც ინოვაციურ მიდგომებსა და მიგნებებს, ფაქტობრივად, ყოველთვიურად ვხვდებით - იქნება ეს ტექნოლოგიები, მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი, წარმოება თუ ფინანსები.

ამ უკანასკნელში - საფინანსო სექტორში, კომპანიების მიერ შემოთავაზებული სიახლეები საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი პირდაპირ გავლენას ახდენენ ბიზნესების ფუნქციონირებაზე, მათი პროცესების ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ონლაინ გადახდებსა და საფინანსო ოპერაციების მართვას ეხება. 

რა არის ღია ბანკინგი და რა სარგებელი მოაქვს მას?

საქართველოში ღია ბანკინგის - Open Banking სისტემა უკვე ამოქმედა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი წყალობით, საფინანსო სექტორი სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. „ღია ბანკინგი საქართველოში მომხმარებლებისთვის უნიკალური, ინოვაციური გამოცდილებაა და ყველა ბანკში არსებული ინფორმაციის როგორც გაზიარებას, ასევე მასზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.“ დღეს თითოეულ ჩვენგანს შესაძლოა, რამდენიმე საბანკო ანგარიში გვქონდეს, სხვადასხვა ბანკში და მათი მართვა განცალკევებით გვიწევდეს. თუმცა, ღია ბანკინგის სისტემის ფარგლებში ყველაფერი გაცილებით გამარტივებულია, ჩვენი საბანკო ანგარიშები ერთ სივრცეშია თავმოყრილი და მობილბანკის დახმარებით შეგვიძლია, ფინანსები და ყველა ოპერაცია ვაკონტროლოთ - შევამოწმოთ ჩვენი ნაშთი სხვადასხვა ანგარიშებიდან, მოვიძიოთ ანგარიშის ნომრები და სხვა ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია. საქართველოს ბანკის თანახად, მომავალში მომხმარებელი სხვა ბანკის ანგარიშითაც შეძლებენ გადახდას და თანხების გადარიცხვას.

გარდა იმისა, რომ ღია ბანკინგის შესაძლებლობა ინდივიდუალურ მომხმარებელს უმარტივებს საბანკო პროცესებს, აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენება კომპანიებისთვისაც საკმაოდ სასარგებლო და გამოსადეგია. ღია ბანკინგი აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას, გაცილებით მოქნილს ხდის ონლაინ გადახდებს და საშუალებას აძლევს ბიზნესს, წარმოჩნდეს მეტად პროფესიონალურად და თანამედროვედ. თანაც, ახლა ხომ მომხმარებელი ბრენდთან კომუნიკაციისას მის მიერ შემოთავაზებულ სერვისს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. აღსანიშნავია, რომ ღია ბანკინგით სარგებლობას მალე ფინტექ კომპანიებიც შეძლებენ - მსგავსი კომპანიებისთვის ეს აუცილებელიც კია, რადგან ეს მათ ბიზნეს მოდელის შეცვლის და ახალი მიდგომების დანერგვის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, მსგავსი ინოვაციური მეთოდი ბაზარზე ახლად გამოჩენილი სტარტაპებისთვისაც. საწყის ეტაპზე, საქართველოს ბანკი და მისი ახალი პლატფორმა - API.bog.ge სტარტაპებს ეხმარება და საშუალებას აძლევს, ღია ბანკინგის რეგულაციების ამოქმედებამდეც მიიღონ წვდომა მომხმარებელთა ფინანსურ მონაცემებზე და ამგვარად, დახვეწონ საკუთარი სერვისები და ციფრული პროდუქტები. სტარტაპებისთვის ეს საკმაო ხელშეწყობასა და უპირატესობით სარგებლობას გულისმხობს. 

როგორც საქართველოს ბანკში აცხადებენ, მომსახურება ღია ბანკინგის სტანდარტების სრული დაცვით არის შექმნილი და მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის სრულად დაცულობის გარანტიასაც გვაძლევს. ღია ბანკინგის ფუნქციონალის ჩაშენებით კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ქრონოლოგიური სიზუსტით მიიღონ ინფორმაცია მომხმარებლის მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და მათი დეტალების შესახებ. ამ ეტაპზე API სერვისების სატესტო ვერსიაა ხელმისაწვდომი, სადაც მომხმარებელს 4 ტიპის პროდუქტი ელოდება. ესენია: ონლაინ განვადება, ონლაინ გადახდები, მომხმარებლის ინფორმაცია და ბიზნეს ინტერნეტაბნკის სერვისები. 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

გაციფრულების პროცესი და მხარდაჭერა კომპანიებისთვის

რა არის API.BOG.GE და რა სარგებელი მოაქვს მას ბიზნესებისთვის