10 მარტივი პროდუქტი, რომლებმაც კომპანიებს მილიონიანი შემოსავლები მოუტანეს

ოქტომბერი 13, 2021

10 მარტივი პროდუქტი, რომლებმაც კომპანიებს მილიონიანი შემოსავლები მოუტანეს

ალბათ, თითოეული ჩვენგანის სურვილია, რომ რაიმე ახალი და პოპულარული პროდუქტი გამოვიგონოთ. თუმცა, ხშირად მსგავსი გამოგონებები საკმაოდ პატარა (და ზოგჯერ სულელური) და მარტივია.

ალბათ, თითოეული ჩვენგანის სურვილია, რომ რაიმე ახალი და პოპულარული პროდუქტი გამოვიგონოთ. თუმცა, ხშირად მსგავსი გამოგონებები საკმაოდ პატარა (ზოგჯერ სულელურიც) და მარტივია. ასეთი პროდუქტების მაგალითებიც საკმაოდ მრავლად გვინახავს - მცირე და მარტივი პროდუქტები, რომლებმაც მილიონების გაყიდვები დააგროვეს. წარმოგიდგენთ 10 პროდუქტს, რომლებმაც მათ შემქმნელებს ძალიან დიდი შემოსავლები მოუტანეს.

10 პროდუქტი, რომლებმაც მილიონები დააგენერირეს

  1. წებოვანი ქაღალდები, ე.წ.  "notes"

წებოვანი ფურცლები მისი დაბალი დანახარჯებისა და ფართო გამოყენების გათვალისწინებით, შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან გამოგონებად ჩაითვალოს. მართალია, თავდაპირველად ის გავრცელდა, როგორც საოფისე ინვენტარი, თუმცა მალევე გადაინაცვლა სახლებსა და ოჯახებშიც. ის პირველად მხოლოდ ყვითელი ფერის იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მისი ბევრი ალტერნატივა ვიხილეთ.

პროდუქტის გამოგონება, შეიძლება ითქვას, შემთხვევითი იყო. ერთ-ერთმა მეცნიერმა - Spencer Silver-მა გამოიგონა წებო, რომელიც მუდმივად წებოვანი არ იქნებოდა - გასაკვირი არაა, რომ გამოგონებამ ვერ გაამართლა. თუმცა, მორიგმა მეცნიერმა ეს წებო წიგნის სანიშნის დასამაგრებლად გამოიყენა, რათა ის წიგნიდან არ გადმოვარდნილიყო - შედეგად,  წებოვანი ქაღალდების იდეაც დაიბადა.

ის ბაზარზე თავდაპირველად 1977 წელს გამოჩნდა მცირედი წარმატებით. თუმცა, 1980 წელს, მისი ტესტირების შემდეგ, მან სახელი შეიცვალა და უკვე მილიონობით გაყიდვების დაგროვება შეძლო. მართალია, ზუსტი რიცხვები ცნობილი არ არის, თუმცა კომპანიამ 2009 წელს $3.47 მილიარდი დააგროვა. ამავდროულად, რეკლამისთვის მხოლოდ $2.8 მილიონი დაიხარჯა.

  1. Pet Rock - შინაური ცხოველი - ქვა

ეს ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ან უვარგისი ბიზნეს იდეაა, გააჩნია, რომელი კუთხიდან შევხედავთ. 1975 წელს, Gary Dahl-მა, შინაური ცხოველების შესახებ მისი მეგობრების წუწუნის მოსმენის შედეგად დაასკვნა, რომ საუკეთესო შიანური ცხოველი ქვა იქნებოდა. მისი არც გამოკვება იქნებოდა საჭირო და არც გასეირნება.

მან დაწერა კომიკური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ეზრუნათ ადამიანებს ამ პირობით შინაურ ცხოველზე და მარკეტინგულად შეფუთა ის, როგორც რეალური არსება. მისი პროდუქტი მოთავსებული იყო გლუვ, ჩალით სავსე მუყაოს ყუთში, სადაც მექსიკიდან მოპოვებული ქვები ეწყო.

დალის ყველაზე დიდ ხარჯს ყუთი წარმოადგენდა, რადგან ქვა მხოლოდ ერთი ცენტი ჯდებოდა. ის თითოეულ ქვას (ბოდიში, შინაურ ცხოველს) $4 დოლარად ყიდდა. 1975 წლის შობისთვის, ის უკვე მილიონერი იყო.

  1. Bendy Straw - დრეკადი საწრუპი

მართალია, თავდაპირველი ქაღალდის საწრუპი საკმაოდ ინოვაციურ გამოგონებად ითვლებოდა, თუმცა დრეკადმა საწრუპმა ყველაფერი შემდეგ დონეზე აიყვანა. Joseph B. Friedman 1930 წელს სალონში იმყოფებოდა, როდესაც მან დაინახა, თუ როგორ უჭირდა მის ქალიშვილს მილქშეიკის დალევა. ვინაიდან საწრუპს სწორი ფორმა ჰქონდა, მისი საშუალებით დალევა კომფორტული ნამდვილად არ იყო.

ფრიდმანმა საწრუპი სახლში წაიღო, რათა მისთვის რაიმე გაუმჯობესების გზები მოეფიქრებინა. მან საწრუპის თავში ხრახნი დაამაგრა და ის სტომატოლოგიური ძაფით დააბა. მისი მოხსნის შემდეგ კი, საწრუპის გადაღუნვა იყო შესაძლებელი.

მან 1939 წელს დაარსა კომპანია, რომელმაც მისი პირველი მსხვილი გაყიდვები 40-იან წლებში, ჰოსპიტალთან გააფორმა, სადაც პაციენტებს რეგულარული საწრუპის გამოყენება უჭირდათ.

 

  1. ზამბარა ცისარტყელა

Richard T. James - ამ იდეის ავტორი საზღვაო ინჟინერი გახდა. მან ზამბარა ცისარტყელა 1943 წელს, სრულიად შემთხვევით შექმნა - როგორც ჩანს, ბევრი წარმატებული გამოგონება შემთხვევითობის დამსახურებაა. ის მუშაობდა ერთ-ერთ პროექტზე - წნეხის ზამბარაზე. ერთხელ, როდესაც ის შემთხვევით ძირს დაუვარდა, დაინახა, როგორ დაიწყო მან „ხტუნვა.“

სახელის ავტორი მისი მეუღლე, ბეტი ჯეიმსი გახდა. მათ შეძლეს ერთ-ერთი ფილადელფიური მაღაზიის დარწმუნება, რომელიც მათ 1945 წლის საშობო დღესასწაულისთვის, 400 ერთეული პროდუქტის გაყიდვაში დაეხმარა. ეს ოდენობა მათ მხოლო 2 საათში გაყიდეს. ბეტი შემდგომში James Industries-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა და ახლა ის სათამაშო ინდუსტრიის ლეგენდად არის ცნობილი.

დღესდღეობით, პროდუქციის 300 მილიონი ერთეული მაინც იქნება გაყიდული. 

  1. სლაპ (პლასტიკური) სამაჯური

მათი ბნელი წარსულის მიუხედავად, პლასტიკური სამაჯურები ბაზარზე კვლავაც რჩებიან. ის პირველად სკოლის მასწავლებელმა, Stuart Anders-მა 1983 წელს გამოიგონა. 90-იან წლებში ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად იქცა.

სლაპ სამაჯუები დაჭრილი ფოლადის თხელ ნაჭრები ნაჭრებისგან იყო შექმნილი, რომლებიც შემდეგ სპეციალურ ქსოვილში თავსდებოდა. მისი მაჯაზე, ფეხზე ან მკლავზე დარტყმისას, ის სამაჯურად გადაიქცეოდა. ის იდეალური პროდუქტი გახდა მოდით გატაცებული თინეიჯერებისთვის.

თუმცა, მოგვიანებით უხარისხო და იაფფასიანი რესურსებით დამზადებულმა სამაჯურებმა ხალისი საბოლოოდ გააქრეს. ბავშვებს ხელი ეჭრებოდათ ბასრ ფოლადზე - ამან საბოლოოდ პროდუქტის აკრძალვა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მსგავსი სამაჯურების ნახვა ზოგიერთ მაღაზიაში კვლავ არის შესაძლებელი.

  1. სპინერები

კვლავაც უცნობია, თუ ვინ გამოიგონა სპინერი, თუმცა ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მის გამომგონებლად Catherine Hettinger სახელდება. დღესდღეობით, კვლავ ბევრი კომპანია აწარმოებს სპინერებს.

როგორც მარკეტოლოგები ირწმუნებიან, სპინერები ადამიანებს ფოკუსირებაში და ნერვების დამშვიდებაში ეხმარება. თუმცა, ჯერჯერობით არანაირი კვლევა არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს მის გავლენას მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე .

სპინერები ბიზნესი $500 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ის სათამაშო ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტრენდად ჩამოყალიბდა და ძალიან ბევრ კომპანიას უბიძგა მასზე ფოკუსირებისკენ.

  1. Snuggies - მკლავიანი საბანი/კოსტუმი

 

ალბათ, ყველას გვინახავს მკლავიანი კოსტუმები და ჯადოქრის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები. მსგავსი კოსტუმების მარკეტინგული წარმატება 2008-2009 წლებში დაიწო. ასეთი ტიპის პროდუქტი გარკვეული ხნის განმავლობაში იყო ბაზარზე, თუმცა Snuggie-იმ კონკურენცია დაჩრდილა და 30 მილიონი ერთეული პროდუქტის გაყიდვა მოახერხა - ეს კი ჯამში $500 მილიონ დოლარს შეადგენდა.

Snuggie-ს გაყიდვა დღესაც გრძელდება ავსტრალიაში, ამერიკასა და კანადაში. დღეს კი არჩევანი გაცილებით ფართო და მრავალფეროვანია. ზოგიერთი მათგანი ელექტროც კი არის და ჩაშენებული გამათბობლებიც აქვს. თუმცა, თავდაპირველი სნაგი მაინც შეუცვლელი დარჩება.

 

  1. Beanie Babies - სათამაშოები

ეს დამუშავებული ცხოველები განსხვავდებიან სხვა სათამაშოებისგან, რადგან ისინი პლასტმასის მარცვლებით არიან ამოვსებული. „მარცვლები“, რომლითაც Beanie Babies სათამაშოები მზადდება, უფრო რეალისტურად მოძრაობენ, რაც პროდუქტის მთავარ იდეას წარმოადგენდა.

კომპანია 1993 წელს დაარსდა, თუმცა ამ დროისთვის მათ პროდუქტის მაღაზიებში შეტანა გაუჭირდათ. მიუხედავად ამისა, 1996 წელს მათი პოპულარობა გაიზარდა და კომპანიამ თანამშრომლობა მაკდონალდსთან დაიწყო.

Ty.Inc ამ პროდუქტებს შეზღუდული ოდენობით უშვებდა, რაც მათი გადაყიდვის ღირებულებას საგრძნობლად ზრდიდა. ამ სათამაშოების ფასები eBay-ზე თავდაპირველზე ათჯერ უფრო მაღალიც კი იყო. ის გახდა პირველი მილიარდ დოლარიანი კომპანია, რომელიც მსგავს სათამაშოებს აწარმოებდა. Ty Warren-ის ღირებულება $2.4 მილიარდს შეადგენდა.

 

  1. სურვილების ძვლები

ტრადიცია შემდეგნაირია: ორი ადამიანი იჭერს სურვილების ძვალს ბოლოებით და მისი გატეხვის შემდეგ, რომელსაც უფრო გრძელი ნაწილი დარჩება, ის არის გამარჯვებული - პრიზი კი იღალი და ასრულებული სურვილებია.

Ken Ahroni იყო პლასტიკური ძვლების შემქმნელი, რომლის მიზანიც ადამიანების გახალისება და შესაძლებლობის ყველასათვის განაწილება იყო - ერთ ინდაურს ხომ მხოლოდ ერთი ასეთი ძვალი აქვს, შესაბამისად თამაშის საშუალება მხოლოდ ორ ადამიანს ეძლეოდა. 2006 წელს პროდუქტი ათასობით მაღაზიაში იყიდებოდა. მართალია, ფინანსური ინფორმაცია გავრცელებული არ არის, თუმცა ფაქტია, რომ პროდუქტი საკმაოდ მაღალშემოსავლიანი აღმოჩნდა.

 

  1. Silly Putty

 

პროდუქტი მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა - ამერიკა რეზინის ჩამნაცვლებელ პროდუქტს ეძებდა. 1949 წელს, პიტერ ჰოჯსონმა ისესხა თანხა საინვესტიციოდ და შექმნა პროდუქტი, რომელსაც Silly Putty (ე.წ. ტყლარწი) უწოდა. მან წარმატებას ძალიან სწრაფად მიაღწია - სამ დღეში პიტერმა 250,000 ერთეული გაყიდა.

დღესდღეობით, პროდუქტის მფლობელი არის კომპანია Crayola, რომელიც ყოველდღიურად ოცი ათას ერთეულს ყიდის. 1950 წლიდან მოყოლებული, პროდუქტის 300 მილიონი ერთეულია გაყიდული. ერთადერთი ჩავარდნა კორეული ომის პერიოდში მოხდა, რადგან პროდუქტის დასამზადებლად საჭირო ინგრედინტი სამხედრო რაციონში იქნა შეტანილი.

საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტი 1961 წელს წარსდგა, რამაც მისი გაყიდვების არნახული ზრდა გამოიწვია. 1968 წელს ის კოსმოსში, Apollo 8-ის საშუალებით გაფრინდა.

ავტორი: ლაშა ხორგუაშვილი

ლაშა ხორგუაშვილი

 

 

 

 



ასევე დაგაინტერესებთ:

ამაზონზე დაწყებული ბიზნესი და ადამიანები, რომლებიც მილიონერები გახდნენ

რჩევები ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის საწყისი კაპიტალის გარეშე

ქართული და უცხოური პლატფორმები ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად