რა არის API.BOG.GE და რა სარგებელი მოაქვს მას ბიზნესებისთვის   

სექტემბერი 26, 2021

რა არის API.BOG.GE და რა სარგებელი მოაქვს მას ბიზნესებისთვის  

ინტერნეტისა და სმარტფონების მოხმარების არნახული ტემპის ფონზე, ბიზნესებისთვის საჭირო გახდა ახალ ტენდენციებზე გადართვა, მომხმარებელთა საჭიროებებზე და მოთხოვნილებებზე მორგება, იქ ყოფნა, სადაც ისინი ყველაზე დიდ დროს ატარებენ - ციფრულ სამყაროში

გაციფრულება დღეს ნამდვილად ყველასთვის ნაცნობი ტერმინია, განსაკუთრებით კი ბიზნესებისთვის. ვინაიდან ინტერნეტისა და სმარტფონების მოხმარების ტემპი არნახულად იზრდება, ბიზნესებისთვის საჭირო გახდა ახალ ტენდენციებთან ადაპტირება, მომხმარებელთა საჭიროებებზე და მოთხოვნილებებზე მორგება და იქ ყოფნა, სადაც ისინი ყველაზე დიდ დროს ატარებენ. ალბათ ყველა თანხმდება, რომ დღევანდელი კონკურენციის პირობებში ბიზნესებს საკუთარი პოზიციების შენარჩუნებისა და გამყარებისთვის კრიტიკულად სჭირდებათ ციფრულ სამყაროში ჩართვა და აქტიურობა - სხვაგვარად ისინი მომხმარებლებსაც დაკარგავენ და ბაზარზე მოპოვებულ პოზიციებსაც.


თუმცა, ციფრულ სამყაროში შებიჯებას შესაბამისი გამოწვევებიც მოსდევს. ამისათვის ტენდენციებზე მუდმივი დაკვირვება, განახლებული სერვისები და სტრატეგიებია საჭირო - ონლინ მარკეტინგი, საიტის ოპტიმიზაცია, სისწრაფე და გამართულობა. იმისათვის, რომ მომხმარებელმა ონლაინ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეძლოს ბიზნესთან კომუნიკაცია და მისგან კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენა, სულ მცირე, გამართული გადახდის სისტემა და საბანკო სერვისებია საჭირო. 

რა არის API.BOG.GE და რა სარგებელი მოაქვს მას ბიზნესებისთვის?

 

 

API.bog.ge - საქართველოს ბანკის ახალი, ერთიანი პლატფორმა საბანკო სერვისების ინტეგრაციისათვის. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, მარტივად მიიღოთ ინფორმაცია ყველა API პროდუქტის შესახებ და თქვენს ციფრულ პროდუქტებს შესძინოთ ისეთი ფუნქციონალი, როგორებიცაა: ონლაინ გადახდები, განვადება, ბიზნეს ინტერნეტბანკის ინტეგრაცია და წვდომა საბანკო ანგარიშებზე.


აღნიშნული სერვისების ინტეგრაცია api.bog.ge-დან, გამარტივებული დოკუმენტაციის დახმარებითაა შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ყველა პროდუქტის შესახებ. გაეცნონ ინტეგრაციისათვის საჭირო ტექნიკურ დოკუმენტაციებს, გააკეთონ განაცხადი მათთვის სასურველ პროდუქტზე და მიიღონ მხარდაჭერა კითხვების არსებობის შემთხვევაში. 

გარდა გამარტივებული პროცედურებისა, საქართველოს ბანკი გაძლევთ საშუალებას, ერთი ინტეგრაციით ჩაიშენოთ VISA, Mastercard და AMEX ბარათებით, ანგარიშით, PLUS და MR ქულებით, განვადებითა და Apple Pay გადახდები მოკლე დროში მიუხედავად იმისა, თქვენით აწყობთ ვებ.გვერდს თუ იყენებთ რაიმე მზა პლატფორმას.
API სერვისები გეხმარებათ, ონლაინ საბანკო მომსახურება სწრაფად და შეუფერხებელად მიაწოდოთ მომხმარებლებს და ასევე დახვეწოთ მათი გამოცდილებაც. ელ.კომერციის პლატფორმა პრაქტიკულად წარმოუდგენელია გადახდებისა და განვადებების გარეშე, ასე რომ, თუ თქვენთვის სწრაფი საბანკო მომსახურების მიღება პრიორიტეტულია, რთული გზების გავლა აღარ მოგიწევთ და ერთ პლატფორმაზე განთავსებული ყველა სერვისით მოახდენთ თქვენი ვებ-გვერდის ოპტიმიზაციას. აღნიშნული სერვისის საშუალებით თქვენ შეძლებთ, უფრო სწრაფად განავითაროთ თქვენი საქმიანობა.

დღეს საქართველოს ბანკის API სერვისებით უკვე 1000-ზე მეტი კომპანია სარგებლობს და მომავალში მისი დახვეწა და განვითარებაც იგეგმება - რის შემდეგაც, კომპანიები სრულყოფილი API Marketplace-ით ისარგებლებენ. შედეგად, ელექტრონული კომერციისა და B2B პროგრამების სფეროში, კიდევ უფრო მეტ კომპანიას მიეცემა განვითარების შესაძლებლობა.

ლაშა ხორგუაშვილი

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რჩევები ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის საწყისი კაპიტალის გარეშე

როგორ ჩავატაროთ ბაზრის კვლევა და გავზარდოთ ბრენდი