როგორ ჩავატაროთ ბაზრის კვლევა და გავზარდოთ ბრენდი

სექტემბერი 09, 2021

როგორ ჩავატაროთ ბაზრის კვლევა და გავზარდოთ ბრენდი

თქვენი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ორი გზა არსებობს: გარეთ და შიგნით ყურება.

თქვენი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ორი გზა არსებობს: გარე და შიდა კვლევები.

გარე კვლევაში იგულისხმება მომხმარებლების ქცევის შესწავლა და მსგავსი საკითხები, ხოლო შიდა კვლევებში კი იმის გააზრება, თუ ვინ ხართ თქვენს და რას წარმოადგენს თქვენი ბრენდი. ორივე ტიპის ინფორმაცია ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით განვითარების საწყის ეტაპებზე. სტატიის განმავლობაში თითოეულ მეთოდს დეტალურად განვიხილავთ.

გარე კვლევები: გაიცანით თქვენი მომხმარებლები

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ალბათ, ბიზნესების უმრავლესობამ იცის, რომ ბიზნეს გეგმა მომხმარებელზე უნდა იყოს ფოკუსირებული. თუმცა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეწარმეები ძალიან ცოტას ან საერთოდ არ უთმობენ დროს პოტენციურ მომხმარებლებთან საუბარს. ამ ეტაპის გამოტოვება დაუშვებელია.

როდესაც ბიზნესის დაფუძნებას იწყებთ, მომხმარებელთა გაცნობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უპირველესი დავალებაა, რომელიც უნდა შეასრულოთ. თუ თქვენი მომხმარებლის არ გესმით, მაშინ ვერ გეცოდინებათ ის, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ მათ. თქვენ ვერ გეცოდინებათ, რა სახის მარკეტინგული მესიჯის გაჟღერებაა საჭირო და რა ტიპის რეკლამირება იმუშავებს. თქვენ ისიც არ გეცოდინებათ, ნამდვილად დახარჯავს თუ არა ფულს მომხმარებელი თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებაზე.

ძალიან ბევრი მეწარმე საკუთარი პროდუქტით იმდენად აღფრთოვანებულია, რომ ფიქრობს მისი პროდუქტთისთვის სეგმენტს აუცილებლად იპოვის და მათაც ასევე აღაფრთოვანებს. ზოგიერთმა მეწარმემ კი შეიძლება ჩათვალოს, რომ ბაზრის კვლევა ტექნიკურად ძალიან რთული საკითხია.

თუმცა, საბედნიეროდ, მარკეტინგული კვლევა არ არის აუცილებლად რთული და კომპლექსური.

 

საქართველოს ბანკის უფასო ონლაინ კურსი: მარკეტინგული კვლევის როლი ბიზნესში

 

როგორ შევძლოთ ეს: ჩაატარეთ ბაზრის კვლევა

  1. განსაზღვრეთ სამიზნე ბაზარი

როგორია თქვენი იდეალური მომხმარებლის დემოგრაფია: ასაკი, სქესი, შემოსავალი და ადგილმდებარეობა? მიაკვლიეთ მათი მოტივაციის წყაროს ან სურვილს თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების შესაძენად.

  1. გაესაუბრეთ პოტენციურ მომხმარებლებს

ონლაინ გამოკითხვები ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ უკეთესია მომხმარებელთან პირისპირ საუბარი. ამისათვის შეგიძლიათ ინტერვიუს კითხვები მომხმარებლებისთვის წინასწარ შეადგინოთ.

  1. გამოიკვლიეთ, რამდენად ვრცელია თქვენი ბაზარი

გამოიკვლიეთ და შეისწავლეთ ინდუსტრიული მონაცემები, რათა გაიგოთ, არის თუ არა საკმარისად დიდი თქვენ მიერ შერჩეული ბაზარი.

  1. აღრიცხეთ თქვენი შედეგები

აუცილებლად აღრიცხეთ და ჩაიწერეთ თქვენი მიგნებები, დასკვნები და შექმენით მომხმარებლის პერსონა - ამას არაერთი სიკეთისა და სარგებლის მოტანა შეუძლია. ასევე შესაძლოა, გამოგადგეთ ბაზრის ანალიზის წარმოებაც.

შიდა კვლევები: განსაზღვრეთ ბიზნესის ბრენდი

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

თქვენი ბრენდი მნიშნველოვანია, რადგან სწორედ ის ხართ თქვენც და სწორედ ასე აღგიქვამენ მომხმარებლებიც. აშკარა და გამოკვეთილი იდენტობით შეგიძლიათ, ყველას აჩვენოთ, თუ რამდენად გამორჩეული ხართ კონკურენტებთან შედარებით. რაც უფრო თანმიმდევრულად და სტაბილურად წარმოაჩენთ ამ ყველაფერს, მით უფრო გაუღრმავდება მომხმარებელს თქვენ მიმართ ნდობა და ირწმუნებს, რომ თქვენი პროდუქტიც სანდო იქნება. ბრენდის ნაწილი შეიძლება მოიცავდეს ლოგოს, ფერთა პალიტრასა და სხვა ელემეტებს, რომლებიც ბრენდის შენებაში პატარა როლს თამაშობენ. სანამ მიმზიდველ ლოგოსა და შთამაგონებელ ქოფის შექმნიდეთ თქვენი ბრენდისთვის, გადაწყვიტეთ რას ეტყვიან ეს ელემენტები მომხმარებლებს თქვენსა და თქვენი ბიზნესის შეთავაზებების შესახებ.

როგორ განსაზღვრავთ რისი შეფასება გსურთ, როგორ განსაზღვრავთ წარმატების საზომებს თუ არ იცით, როგორია თქვენი მესიჯი და რის გადაცემას აპირებთ მომხმარებლისთვის? თუ ეს არ იცით, როგორ გაიგებთ, რომ წარმატებას მიაღწიეთ?

როგორ განვსაზღვროთ საკომუნიკაციო მიზნები?

მესიჯების ჩარჩო

საკუთარ წიგნში, Meghan Casey რეკომენდაციას უწევს „მესიჯების ჩარჩოს“ შედგენას, რაც მისი თქმით რამდენიმე მარტივ კითხვას პასუხობს:

  1. პირველი შთაბეჭდილება: „როგორი გვსურს იყოს პირველი შთაბეჭდილება მომხმარებლისთვის?
  2. ღირებულებითი განაცხადი: „რა გვსურს იფიქროს და იცოდეს აუდიტორიამ ჩვენ მიერ მიწოდებული ღირებულების/ფასეულობის მიმართ?
  3. მტკიცებულება: „რა მიუთითებს იმის ჭეშმარიტებაზე, რისიც მომხმარებელს უნდა სჯეროდეს?

მესიჯის აგებულება

ბრენდინგის კონსულტანტი - Margot Bloomstein მესიჯის აგეულებას/არქიტექტურას განმარტავს, როგორც საკომუნიკაციო მიზნების იერეარქიას. ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი, რომელსაც ის გვთავაზობს მესიჯის აგებულებისთვის, არის ბარათების დალაგების სავარჯიშო, რომლის გაკეთებაც თქვენს გუნდთან ერთად შეგიძლიათ:

  1. მოამზადეთ ბარათები/კარტები. ამისათვის დაგჭირდებათ დანიშნული ბარათები, რომლებზეც თქვენი ინდუსტრიის დამახასიათებელი ეპითეტები იქნება დატანილი.
  2. დაალაგეთ ეს ბარათები კატეგორიების მიხედვით: ვინ ვართ ჩვენ, ვინ არ ვართ ჩვენ და ვინ გვინდა რომ ვიყოთ.
  3. გაფილტრეთ ბარათები. არის ეს აღწერილობები შესაბამისი ან მოდის რომელიმე წინააღმდეგობაში? არ არის რომელიმე საკმარისად მნიშვნელოვანი სიაში გასათვალისწინებლად?
  4. დაალაგეთ ბარათები პრიორიტეტების მიხედვით და დაალაგეთ ისინი წყობით. შემდეგ კი გამოიყენეთ ეს მახასიათებლები თქვენი ბრენდის კომუნიკაციის მონახაზის ასაგებად.

შემდეგი ნაბიჯები

გამონახეთ გარკვეული დრო შიდა და გარე საკითხებზე დასაკვირვებლად - განსაზღვრეთ თქვენი ბრენდის მახასიათებლები და გამოიკვლიეთ ბაზარი. მიჰყევით ზემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს მომხმარებელთა გასაცნობად. შემდეგ კი გამოიყენეთ ბარათების სავარჯიშო საკომუნიკაციო არხებისა და მეთოდის განსასაზღვრად.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

7 ეტაპი 2021 წლის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისთვის

რა განსხავებაა მარკეტინგულ ამოცანებსა და მიზნებს შორის?

მცირე ბიზნესის მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმიზაცია

ეფილიეიტ მარკეტინგი