ქართველი სტარტაპერები სილიკონ ველიდან დაბრუნდნენ

აგვისტო 25, 2021

ქართველი სტარტაპერები სილიკონ ველიდან დაბრუნდნენ

500 სტარტაპის სააქსელერაციო პროგრამაში გამარჯვების შემდეგ, აგვისტოში სილიკონ ველზე ოთხი ქართული სტარტაპი გაემგზავრა.

500 სტარტაპის სააქსელერაციო პროგრამაში გამარჯვების შემდეგ, აგვისტოში სილიკონ ველიზე ოთხი ქართული სტარტაპი - Payze, Cargon, Cardeal და Agrolabs გაემგზავრა. ქართული სტარტაპებისთვის სილიკონ ველიზე გატარებული 2 კვირა ძალიან პროდუქტიული გამოდგა და ეს მათი სამომავლო წარმატების ერთგვარი საწინდარი იყო. საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ ისინი საკუთარ გამოცდილებასა და იმ ცოდნაზე, რაც პროგრამის ფარგლებში მიიღეს:

Payze - ფეიზი

„Google-ისა და 500 სტარტაპის სპეციალისტებმა მარკეტინგის მასტერკლასის ფარგლებში გაგვიზიარეს ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რომლის მოპოვებაც პრაქტიკულად შეუძლებელია უნივერსიტეტებსა და სახელმძღვანელოებში“ - აღნიშნა Payze-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

მათი თქმით, გუნდი ადვილად ადაპტირდა ამ გარემოში, რადგანაც სრულიად მომზადებულნი იყვნენ საკუთარი პროდუქტის წარსადგენად, "აღსანიშნავია, რომ თითოეულ მენტორთან და სპიკერთან შეხვედრისას იმდენად საინტერესო სიახლეებს აღმოაჩენ, რომ საკუთარი პროდუქტის წარდგენაშიც კი შეიძლება შეიტანო გარკვეული ცვლილებები".

Cardeal - ქარდილი

Cardeal-ის დამფუძნებელმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ სილიკონ ველიზე ყოფნა მათ დაეხმარა იმ ინვესტორებთან კავშირის გამყარებაში, რომლებთანაც არსებითი კომუნიკაცია უკვე დაწყებული ჰქონდათ. გარდა ამისა, ვინაიდან მათი ავტომობილების 90% სწორედ ამერიკის ბაზარზეა განთავსებული, მათთვის აქ ყოფნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ისინი შეძლებენ მათი ხედვა მიწოდების პერსპექტივითაც განავითარონ. მისი თქმით "აქ შეიძლება ფულის მოძიება გაცილებით მარტივია ვიდრე ევროპის ქვეყნებში, თუმცა აქ მეტად აინტერესებთ ბაზარი, გუნდი, რისი გაკეთება სურთ მათ და როგორ აპირებენ ამის მიღწევას". აღსანიშნავია, რომ 500 სტარტაპის მედიაციის საშუალებით გაცილებით დიდი შესაძლებლობა აქვთ სტარტაპებს, რომ შეხვდნენ საინტერესო ინვესტორებს და წარუდგინონ მათ საკუთარი ხედვები.

აგროლაბსი - Agrolabs

Agrolabs-ისთვის სილიკონ ველიზე ყოფნა ყველაფერთან ერთად ორი ძირითადი მიზეზის გამო აღმოჩნდა პროდუქტიული. მათ გაანალიზეს, რომ არსებული იურიდიული მიდგომა განვითარების ამ ეტაპზე მყოფი კომპანიისთვის არ იყო შესაფერისი და ამ მხრივ უფრო მეტი ძალისხმევის ჩადება მოუწევდათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს მარკეტინგის მიმართულებითაც. ინფორმაცია, რომელიც მათ დაეხმარება სწორი B2B მიდგომების მიგნებაში.

პროექტი დაგვეხმარა სწორი პროცესების, მატრიცისა და ანალიტიკის დადგენაში, ასევე გამოწვეების, გაყიდვების და ბიზნეს განვითარების მიმართ მიდგომების ჩამოყალიბებაში. ამასთან ერთად, ადამიანურ დონეზეც, საოცარი გამოცდილება მივიღეთ. ბევრი შესანიშნავი ადამიანი გავიცანით და დარწმუნებული ვარ, რომ მათთან კავშირზე დავრჩებით.“

ქარგონ - Cargon

Cargon-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამერიკული სამეწარმეო კულტურა ყველასაგან განსხვავებული და გამორჩეულია, რადგან აქ უკვე წარმატებული სტარტაპერები სიამოვნებით უზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას დამწყებ სტარტაპერებს. "აქ შეგიძლია, მარტივად ისაუბრო დაფინანსებაზე, განვითარებაზე და მიიღო საჭირო რჩევები. სწორედ ეს ქმნის სან-ფრანცისკოს განუმეორებელ გარემოს."

საინტერესოა ისიც, თუ რას აქცევენ ყურადღებას და რას ურჩევენ სილიკონ ველის ინვესტორები დამწყებ თუ წარმატებულ სტარტაპებს:

„ჩემი რჩევაა − იპოვოთ პროდუქტი, რომელიც ბაზარს შეესაბამება, დარწმუნდით, რომ მუშაობთ პრობლემაზე, რომელსაც მოგვარება სჭირდება, ჩაატარეთ ბევრი ინტერვიუ და ესაუბრეთ პოტენციურ მომხმარებლებს, რომ გამოავლინოთ გადასაჭრელი პრობლემები.

ინვესტიციის ჩადების დროს მონაცემებს დიდ ყურადღებას ვაქცევ − შემოსავლების ზრდას, რამდენად მიმზიდველია კომპანია მომხმარებლებისთვის და რა ტემპით კარგავს მათ. მჯერა, რომ ციფრები რეალურ ისტორიას გვიყვებიან.“ - კარლ ჩოი

კარლი განსაკუთრებით დამწყებ სტარტაპერებს ურჩევს წაიკითხონ წიგნი - Zero to One, რომლის ავტორიც პიტერ ტიელია. ის დამწყები ეკოსისტემების შესახებ წერს. ამასთან ერთად, პატრიკ დრისკოლი, ერთ-ერთი ინვესტორი სილიკონ ველიდან, სტარტაპერებს ურჩევს წაიკითხონ ბრედ ფელდისა და მენდელსონის Venture Deals, რომელიც საუკეთსოა ვენჩურული კაპიტალის საფუძვლების გასაცნობად.

ქართული სტარტაპები საკუთარი წარმატების გზაზე სწრაფი ტემპით მიიწევენ და უკვე იწყებენ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარებას - რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ 500 სტარტაპის სააქსელერაციო პროგრამამ და სილიკონ ველიმ შეიტანა. ჯამში 500 Georgia -ს ორივე ნაკადში მონაწილე სტარტაპერების მიერ მოზიდული ინვესტიცია 17 მილიონ ლარს შეადგენს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რჩევები, რომლებიც ინვესტორების წინაშე წარდგენამდე უნდა გაითვალისწინოთ

თბილისიდან სან-ფრანცისკომდე - ქართული სტარტაპები სილიკონ ველიზე

როგორია გზა საქართველოდან სტარტაპერების სამოთხემდე

 

ეფილიეიტ მარკეტინგი