სოციალური მედია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის

აგვისტო 15, 2021

სოციალური მედია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის

ჯანდაცვის სფეროში სოციალური მედიის გმაოყენების არა ერთი გზა არსებობს, მათ შორის ცნობადობის გაზრდა და ზუსტი, ჯანსაღი მესიჯების გავრცელება.

სოციალური ქსელები ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მოძიების ძალიან სანდო და ხელჩასაჭიდი წყარო გახდა, თუმცა ისინი დეზინფორმაციის წყაროდაც შეიძლება იქცნენ.

მაგალითად, ამერიკაში გამოკითხულ ადამიანთა 76% აღნიშნავდა, რომ კოვიდ-19-ის შესახებ მცირედი ინფორმაციის მოსაპოვებლად სოციალურ მედიასაც იყენებდა. მაგრამ მათი 63.3% აცხადებდა, რომ სოციალურ მედიაში მიღებული ინფორმაცია ჯანდაცვის პროფესიონალთან არ გადაუმოწმებია, რაც საკმაოდ საყურადღებო ფაქტია.

ჯანდაცვის პროფესიონალებს სოციალური მედიის საშუალებით შეუძლიათ როგორც საზოგადოების ინფორმირება, ასევე არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ხელის შეშლაც.

მართალია, სოციალურ მედიაში სამედიცინო ინფორმაციის გავრცელება სერიოზული გამოწვევაა, თუმცა სააგენტოებმა, პროვაიდერებმა და ბრენდებმა როგორმე უნდა მოახერხონ და შექმნან ისეთი ინფორმაციული, დროული და ზუსტი კონტენტი, რომელიც მომხმარებელთა ჩართულობას გამოიწვევს. ამავდროულად კი საჭიროა, ყოველგვარ რელევანტურ წესებსა და რეგულაციებს მიჰყვეთ.

ამ სტატიაში ჯანდაცვის მიერ სოციალური მედიის გამოყენების რამდენიმე სარგებელს გავაერთიანებთ და ასევე მიიღებთ რამდენიმე რჩევას სოციალური არხების მართვის შესახებ.

სოციალური მედიის გამოყენების სარგებელი ჯანდაცვის სფეროში

ცნობადობის ამაღლება

სოციალური მედია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ცნობადობის ასამაღლებლად, განსაკუთრებით კი ახალი და საერთო მნიშვნელობის ჯანდაცვის საკითხებისთვის.

ჯანდაცვის სისტემები სასურველია, გვაწვდიდნენ სანდო ინფორმაციას იმუნიზაციის, ვირუსების, თერაპიისა და ვაქცინების შესახებ. ცნობადობის ამაღლება შესაძლოა ისეთივე მარტივი აღმოჩნდეს, როგორც ეს მომხმარებლისთვის მარტივი ჯანდაცვის პრაქტიკების შეხსენებაა.

სოციალური მედია ასევე შესანიშნავი ხელსაწყო იქნება საჯარო კამპანიების შექმნისათვის, ვინაიდან თქვენ შეგიძლიათ, კონკრეტულად დაათარგეთოთ რელევანტური სოციალური ჯგუფები.

და როდესაც ყველაფერი სწრაფი ტემპით იცვლება, სოციალური მედია ძლევამოსილი იარაღი ხდება საზოგადოებისთვის საჭირო და უახლესი ინფორმაციის, წესებისა და რჩევების მისაწოდებლად. ძირითადი გზა კი ამისთვის უბრალოდ ინფორმაციული პოსტების გაზიარებაა.

სოციალური მედიის კიდევ ერთი სარგებელი შეიძლება იყოს თქვენი გამომწერების სანდო წყაროებთან დაკავშირება. ეს შეიძლება მოიცავდეს მათ ვებ-გვერდზე გადამისამართებასაც.

სანდო წყაროებისთვის ცნობადობის ამაღლება სოციალური მედიის საშუალებით გეხმარებათ, რომ თქვენს გამომწერებს თავიდან აარიდოთ არასწორი ინფორმაცია.

დეზინფორმაცია

სოციალური მედია მისი ბუნებით ძალიან ეფექტური და სწრაფი საშუალებაა ადამიანთა ჯგუფებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ინფორმაცია ფაქტებით არის გამყარებული, სანდო და გამოსადეგი. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და აღვნიშნოთ, რომ სოციალურ ქსელებში უამრავი ცრუ ინფორმაციაც ვრცელდება.

ზოგჯერ დეზინფორმაცია უბრალოდ არაზუსტი, მცდარი განცხადებების სახით გვხდება. ამის საწინააღმედგოდ შეგიძლიათ, უახლეს კვლევაზე დაფუძნებული სტატია ან უახლესი ინფორმაცია მოიშველიოთ ჯანდაცვის სანდო ორგანიზაციებისგან. მაგალითად, როგორიც არის CDC და WHO.

მაგრამ ხშირ შემთხვევებში დეზინფორმაციის გამავრცელებლები მათი განცხადების გასამყარებლად სანდო და რეპუტაციული ინსტიტუტების სახელებს იყენებენ. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუტებმა გამოაქვეყნონ ინფორმაცია და ამცნონ ხალხს მათი სახელის გამოყენების შესახებ. როგორც ამას UNICEF აკეთებს:

არასწორი ინფორმაცია შესაძლოა ფაქტების ფორმითაც გავრცელდეს, მაგრამ კონტექსტის გარეშე ან არასწორი კონტექსტით. კვლევებისა და ინფორმაციის ციტირება სანდო წყაროებიდან ყველაზე ეფექტური მიდგომაა.

კრიზისული კომუნიკაცია

დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი იგებს სიახლეებს სოციალური მედიის საშუალებით, ვიდრე ეს გაზეთებისა და ჟურნალების დახმარებით ხდებოდა. 29 წელს ქვემოთ მყოფი ახალგაზრდებისთვის სოციალური მედია სიახლეების უპირველესი წყაროა, რაც მას მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასავრცელებლად იდეალურ და მთავარ სივრცედ აქცევს.

Covid-19 პანდემიის პერიოდში ადამიანები სამთავრობო ჯანდაცვის ინსტიტუტებს მიმართავდნენ ინფორმაციის მისაღებად და ძალიან ბევრმა სამედიცინო ცენტრმა დაიწყო სოციალური მედიის საშუალებით სიახლეების გავრცელება და სწორედ მას იყენებდნენ ისინი ეფექტური კომუნიკაციისთვის.

მაგალითად, British Columbia-ს მმართველობა აგრძელებს პრესკონფერენციების გამართვას, რათა ხალხს მუდმივად განახლებული ინფორმაცია მიაწოდონ პანდემიის შესახებ. ეს პრესკონფერენციები შუქდება ფეისბუქ ლაივ ვიდეოების საშუალებით, ისევე როგორც სხვა ტრადიციული არხებით.

ლაივ ვიდეოები სოციალურ მედიაში საშუალებას აძლევს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ადგილობრივ სატელევიზიო პროგრამებზე წვდომა არ აქვთ, გაეცნონ სიახლეებს რეალურ დროში. ამასთანავე, გარეკანის ფოტოებსა და “pinned” პოსტებს შეუძლიათ, ადამიანების ყურადღება მნიშვნელოვანი რესურსებისკენ მიმართონ.

ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მართვა და გაზიარება, რასაკვირველია, ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი კრიზისის დროს. ძალიან ბევრი ორგანიზაცია და პროფესიონალი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კრიზისის ეფექტური მართვისთვის აუცილებელია წინასწარი შემზადებაც.

მთავარი პროცესები, რომლებიც მოსამზადებლად უნდა გაიაროთ:

  • განსაზღვრეთ დაინტერესებული მხარეები, ძირითადი საკონტაქტო წყარო და სპიკერი
  • იცოდეთ, რის გაკეთებას აპირებთ კრიზისის პირველ ხუთ წუთში
  • დაიმსახურეთ თქვენი აუდიტორიის ნდობა - მათ შორის შიდა აუდიტორიისაც

გაზარდეთ არსებული რესურსების მიღწევადობა (რიჩი)

სამედიცინო პროფესიონალები ხშირად ახალ ინფორმაციასა და საუკეთესო პრაქტიკებს სამედიცინო ჟურნალებიდან და კონფერენციებიდან იღებენ. სოციალურ მედიას კი შეუძლია ამ ინფორმაციის გამზიარებელი პლატფორმების რიჩის გაზრდა.

ვინაიდან პირისპირ შეხვედრებისა და ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა 2020 წლიდან შემცირდა, ევროპის ინტენსიური ზრუნვის მედიცინის საზოგადოებამ (ESICM) გადაწყვიტა, შეექმნა ვებინარების სერია. სპეციალური საიტის გარდა, ისინი საკუთარ ვებინარებს ლაივ ვიდეოების სახით იუთუბსა და ფეისბუქზე ავრცელებდნენ.

რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, მათი უდიდესი აუდიტორია ევროპის გარე ქვეყნებიდან მოდიოდა. ეს იყო აუდიტორია, რომელსაც ისინი სოციალური ქსელების გარეშე ვერასდროს მიაწვდიდნენ ხმას.

უპასუხეთ გავრცელებულ კითხვებს

სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ჯანმრეთლობას ეხება, ჯანდაცვის ორგანიზაციები მნიშვნელოვან და სანდო წყაროს წარმოადგენენ.

სოციალური ქსელის ხელსაწყოები ჯანდაცვის პროფესიონალებს საკმაოდ კრეატიულ გზებს სთავაზობს ყველაზე გავრცელებულ შეკითხვებზე საპასუხოდ. მაგალითად, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ შექმნა სპეციალური მესენჯერის ჩათბოტი, რომელიც თქვენს კითხვებზე საჭირო პასუხებს გაგცემთ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონიტორინგი

ადამიანები ონლაინ სივრცეში თითქმის ყველაფრის შესახებ პოსტავენ, მათ შორის ჯანმრთელობის შესახებაც. ჰეშთეგები, როგორიც არის #flu საზოგადოებას ემარება, მარტივად იპოვოს ის არეალები, სადაც ვირუსი უფრო მეტად ვრცელდება. სოციალური მედია მონიტირინგის სწორი ხელსაწყოების დახმარებით, ჯანდაცვის ორგანიზაციებს შეუძლიათ ამის შესახებ სწრაფად მიიღონ ინფორმაცია.

მაგალითად, 2020 წლის გაზაფხულის კვლევამ დაადგინა კავშირი სოციალურ მედიაში პოსტებს, რომლებიც ჯანმრთელობასთან იყო დაკავშირებული და კოვიდ-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის.

სოციალური მედია გვაძლევს უპირატესობას მონაცემთა ტრადიციულ წყაროებთან შედარებით, მათ შორის რეალურ დროში არსებულ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის და სიმარტივის კუთხით. სოციალური მედია საშუალებას გვაძლევს, ვიკითხოთ და ვუპასუხოთ კითხვებს მსოფლიოს გარშემო.“

უკანსკნელი კვლევების თანახმად, სოციალური მედია ჯანდაცვის პროფესიონალებს ავადმყოფობის პროგნოზირებაშიც ეხმარება. ეს კი განსაკუთრებით ჭეშმარიტია გრიპთან დაკავშირებული დაავადებებისთვის.

მოსახლეობის ჩართულობა

ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი შესაძლოა უხერხული იყოს, ექიმებთანაც კი. ეს კი განსაკუთრებით მენტალურ ჯანმრთელობას ეხება - ასეთ სიტუაციებში ადამიანებს მათი ეგო უშლით ხელს, რომ პროფესიონალის დახმარება ითხოვონ.

პანდემიის პერიოდში არაერთმა კომპანიამ წამოიწყო კამპანიები, რათა მომხმარებელს მათი მენტალური პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდნენ, მათ შორის ლაივ ჩატებიც კი გამართეს პროფესიონალ თერაპევტებთან. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ სამედიცინო პროფესიონალებს, ითანამშრომლონ ამ სფეროს გარეთ მომუშავე ბრენდებთან.

ისინი ასევე ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო მოსახლეობას კრიზისის დროს სპეციალურ ჯგუფებთან დაკავშირება და დახმარების მიღება.

კიდევ ერთი მაგალითია 1,000-ზე მეტი ორგანიზაციული კოალიციის მიერ წამოწყებული კამპანია - The Fight is in Us. კამპანიის მიზანი იყო, მოეწოდებინა Covid-19-ით გამოჯანმრთელებული ადამიანებისთვის, რომ მათი პლაზმა ღირებული ანტისხეულების გამო ექიმებისთვის ჩაებარებინათ. ცნობილ სახეებთან ერთად გამართული რეკლამებითა და ლაივებით, კამპანიამ 3.95 მილიონ ადამიანს მიაწვდინა ხმა.

პაციენტთა მხარდაჭერა

ახალგაზრდების (14-22 წლამდე) თითქმის 40% ონლაინ ხელსაწყოებს იყენებდა იმისათვის, რომ სხვა ადმიანებს ჯანმრთელობის მსგავსი გამოწვევებით დაკავშირებოდნენ. ეს მათ შორის სოციალურ მედია ჯგუფებსაც მოიცავდა.

ასეთ კავშირებს პაციენტებისთვის შესაძლოა ძალიან დიდი სიკეთისა და სარგებლის მოტანა შეეძლოს. საერთაშორისო ჟურნალის - Environmental Research and Public Health უკანასკნელი კველვების თანახმად დადგინდა, რომ ფეისბუქისა და ვოთსაპის ჯგუფების მხარდაჭერას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ომის ვეტერანებისთვის, რომლებსაც PTSD (პოსტ-ტრავმული სტრესის დაავადება, რომელიც ძირითადად მძიმე მოვლენების შემდეგ იჩენს თავს, მაგალითად ომის) უდასტურდებოდათ.

რა თქმა უნდა, საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარი ონლაინ სივრცეში არც თუ ისე კომფორტული და უსაფრთხოა, სწორედ ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ამისთვის ფეისბუქის დახურული ჯგუფები იქნება გამოყენებული.

კვლევა

სოციალური ქსელები საშუალებას იძლევა, რომ კვლევისათვის პოტენციურ რესპოდენტებს მივაწვდინოთ ხმა. ისევე როგორც ბრენდები, მკვლევარები და ჯანდაცვის პროფესიონალებიც უნდა იცნობდნენ სოციალურ მედია დემოგრაფიას. სწორი სოციალური თარგეთირებითა და რეკლამებით ორგანიზაციებს საშუალება აქვთ, რომ კვლევისათვის  საჭირო აუდიტორიას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიაწვდინონ ხმა.

მარკეტინგი

ამერიკის ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მარკეტოლოგების 62% სოციალურ მედიას მთავარ მარკეტინგულ არხად მიიჩნევს, რომელსაც ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნია პანდემიის პირობებში.

რჩევები ჯანდაცვის ორგანიზაციების სოციალური მედიისთვის

მიაწოდეთ აუდიტორიას ღირებული და საგანმანათლებლო კონტენტი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს კრიზისის დროს სოციალურ მედიას, რათა საჭირო ინფორმაცია მოიძიოს. 2020 წლის დასაწყისისთვის, ტვიტერზე გამართული დიალოგების ოდენობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით 54%-ით იყო გაზრდილი.

მაგრამ როგორც ბრენდსა და ორგანიზაციას, საზოგადოებასთან გრძელვადიანი კომუნიკაციის დასამყარებლად, გჭირდებათ ისეთი კონტენტის რეგულარული წარმოება, რომელიც ადამიანებს მეტად ინფორმირებულს გახდის.

მაგალითად, Mayo Clinic-მა შექმნა სოციალური მედია ვიდეოების სერია, სადაც ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით წამოჭრილ პოპულარულ თემებზე საუბრობდა. მათი ვიდეოები არის მოკლე, ინფორმაციული და ხალხის ჩართულობასაც იწვევს. მათ რეგულარულად 10,000-ზე მეტი მნახველი ჰყავდა.

რასაკვირველია, ინფორმაცია სანდო და ჭეშმარიტი უნდა იყოს, მაგრამ თუ თქვენს ბრენდს ეს შეესაბამება, შეგიძლიათ მცირედი კრეატივი და ხალისიც შეიტანოთ თქვენს კონტენტში. უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენი ტონი შეესაბამება ბრენდის პერსონალურ მახასიათებლებს. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ მესიჯის გასავრცელებლად სწორი არხის შერჩევას. მაგალითად, კვლევების თანახმად, ჯანსაღი კვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელებს წარმოადგენენ:

  1. Instagram
  2. YouTube
  3. Snapchat
  4. WhatsApp
  5. Twitter
  6. Facebook

მოუსმინეთ რელევანტურ დიალოგებს

სოციალური მოსმენის ხელსაწყოები საშუალებას გაძლევთ, დააკვირდეთ და შეისწავლოთ სოციალურ მედიაში გამართული რელევანტური დიალოგები.

თუ რაზე საუბრობს ხალხი სოციალურ ქსელში, დაგეხმარებათ, გაიგოთ მეტი ადამიანებზე, იმაზე, თუ რას ფიქრობენ და რას გრძნობენ ისინი თქვენი ორგანიზაციის და პროდუქტის მიმართ. გარდა ამისა, შეგიძლიათ კონკურენციის შესახებაც შეისწავლოთ მცირედი. შესაძლოა რაიმე ახალ იდეებსაც წააწყდეთ საკომუნიკაციო სტრატეგიის დასახვეწად.

ჯანდაცვის ინდუსტრიისთვისაც საკმაოდ დადებითი გამოყენება აქვს სოციალურ მოსმენას, რადგან ამგვარად შეგიძლიათ შეიტყოთ, თუ როგორ ეხმაურება საზოგადოება წამოჭრილ პრობლემებს. სოციალურ ქსელებში თქვენი დაკვირვების საგანი შეიძლება იყოს:

  • თქვენი ორგანიზაცია
  • თქვენი პროდუქტის დასახელება
  • თქვენი კონკურენტების სახელები, მათი პროდუქტები
  • ინდუსტრიული ქივორდები, ჰეშთგები
  • თქვენი სლოგანი
  • ორგანიზაციის მთავარი წარმომადგენლის სახელები, მაგალითად CEO ან სპიკერი
  • კამპანიის სახელები და ქივორდები
  • ბრენდირებული ჰეშთეგები - თქვენი და თქვენი კონკურენტების.

არაერთი სოციალური მედია მართვის პლატფორმა (მაგალითად Hootsuite) გაძლევთ საშუალებას, დააკვირდეთ და შეისწავლოთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული რელევანტური ქივორდები და ფრაზები.

მიჰყევით რეგულაციებს

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის სოციალური მედიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას მკაცრი წესები და რეგულაციები წარმოადგენს. HIPPA ამის ერთ-ერთი მაგალითა, მაგრამ ამასთანავე, რეკლამირების დროს საჭიროა FDA რეგულაციების დაცვაც.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაგალითია კიმ კარდაშიანის მიერ მედიკამენტის რეკლამირება, რომელიც დილის დაავადებას კურნავდა. მან მედიკამენტი მის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, თუმცა მისი აღწერა სარისკო ინფორმაციას შეიცავდა. ამიტომ FDA რეგულაციების თანახმად მას პოსტის შეცვლა მოსთხოვეს.

თუმცა, FDA-ს ყურადღების არეალში მხოლოდ ცნობილი სახეები და ვარსკვლავები არ ექცევიან. მაგალითად, 2021 წლისათვის მათ 21 გაფრთხილების წერილი გაგზავნეს რეკლამებთან დაკავშირებით, რომლებიც კონკრეტულად ინსტაგრამის მომხმარებლებისთვის იყო განკუთვნილი.

თქვენს სოციალურ მედიას სჭირდება განსაზღვრული სტრატეგია და შესაფერისი სტილიც - გზამკვლევი, რომელსაც ის მიჰყვება. ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის გარკვეული წესებიც უნდა გქონდეთ შედგენილი და სოციალური მედია პოლიტიკა ამისათვის იდეალური დასაწყისი იქნებოდა.

ეს გეხმარებათ, კომპანიის შიგნით ყველა შეთანხმებულად და თანმიმდევრულად მოქმედებდეს და შესაბამის წესებსა და რეგულაციებსაც იცავდნენ. თქვენს პოლიტიკაში აუცილებლად შეიტანეთ HIPAA და FDA-ის მიერ განსაზღვრული წესებიც. აუცილებლად მიადევნეთ თვალყური თქვენს პოსტებზე დაწერილ კომენტარებს, რადგან შესაძლოა ესეც მოექცეს მათი ყურადღების ქვეშ.

ეცადეთ, გამოეხმაუროთ ადამიანებს მათ კომენტარებზე, რადგან არავის უყვარს თავისთვის ლაპარაკი და უბრალოდ კომენტარების დატოვება. თქვენი კონტენტის ჩართულობა უფრო გაიზრდება, თუ ხალხი დაინახავს, რომ თქვენგან პასუხის მიღება შეუძლია. 

იყავით უსაფრთხოდ

ჯანდაცვის სოციალურ მედია არხებში აუცილებელია უსაფრთხოების ზომების მიღებაც. აუცილებლად შეუწყვიტეთ თქვენს გვერდზე წვდომა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ორგანიზაციას დატოვებს. არაერთი ხელსაწყო არსებობს, რომელიც უსაფრთხოებსათან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. მაგალითად, Social Safeguard-ს შეუძლია პოსტების მონიტორინგი და ისეთი პოსტების აღმოჩენა, რომლებიც თქვენს სოციალურ მედია პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

პაციენტები და ზოგადად საზოგადოება სოციალურ მედიას იყენებს, რათა ჯანდაცვის რესურსების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს. 

რასაკვირველია, სოციალურ მედიას სერიოზული გამოწვევებიც მოჰყვება, თუმცა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის ის უამრავ ახალ შესაძლებლობასაც აჩენს, რადგან სოციალური მედია შესანიშნავი პლატფორმაა მნიშვნელოვანი საკითხების გასაჟღერებლად. აქ შესაძლებელია რეალურ დროში წამოჭრილი კვლევებისა და ინფორმაციის მოძიებაც. რაც მთავარია, სოციალური მედია საშუალებას გვაძლევს, პაციენტებს დავეხმაროთ დროულად და ეფექტურად მივაწოდოთ მათ საჭირო ინფორმაცია.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ფეისბუქ მესენჯერის გამოყენება ბიზნესებისთვის

6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ფეისბუქზე რეკლამირებისას

ფეისბუქის სარეკლამო კამპანიის 11 დანიშნულება და მათი გამოყენება

ეფილიეიტ მარკეტინგი