როგორია გზა საქართველოდან სტარტაპერების სამოთხემდე

ივლისი 22, 2021

როგორია გზა საქართველოდან სტარტაპერების სამოთხემდე

Silicon Valley - კალიფორნიაში არსებული დიდი ისტორიის მქონე პატარა ქალაქი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინვოაციების სინონიმად არის ქცეული

Silicon Valley - კალიფორნიაში არსებული დიდი ისტორიის მქონე პატარა ქალაქი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების სინონიმად არის ქცეული. ტექნოლოგიური გარღვევების უმრავლესობა სწორედ ამ ადგილიდან მოდის და სტარტაპებისა თუ პროექტების უმეტესობაც სწორედ აქ იღებს სათავეს და იხვეწება მანამ, სანამ მთელი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებიან. 

აგრონომიული მიწიდან ტექნოლოგიური საოცრებების აკვნამდე გზა საკმაოდ დიდი იყო. ერთ დროს ადგილი მხოლოდ ფერმერებით იყო დასახლებული და ალბათ ფიქრობთ, თუ როგორ მივიდა ეს ადგილი იქამდე, სადაც ახლაა. ტექნოლოგიური კვლევებისა და ეკოსისტემის შემოტანაში უდიდესი წვლილი სტენფორდის უნივერსიტეტს მიუძღვის - Fred Terman იყო ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად სილიკონ ველის მამად მიიჩნევა. ეს ფაქტი ძირითადად მისი მხარდაჭერით არის გამოწვეული Bill Hewlett-ისა და David Packard-ის მიმართ. ის მათ საკუთარი პირველი კომპანიის დაარსებაში დაეხმარა და წარმატებისკენ გზაც გაუკვალა. სწორედ ისინი იყვნენ პირველები, ვინც HP-ის მაღაზია გახსნა სილიკონ ველიზე და შექმნა პრეცედენტი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. 1985 წლიდან ტერმინს „Silicon” უამრავი გამოყენება ჰქონდა და მათ შორის, Don C. Hoefler-მაც არაერთი სტატია დაწერა მასზე. უფრო და უფრო მეტი კომპანიის მიერ ინოვაციის წამოწყების წყალობით, ეს გახდა სახელი, რომელიც შესაძლებლობებისა და ინოვაციების სიმბოლოს წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 1985 წელს, ინტერნეტის გავრცელების შემდეგ ამ ადგილს სიკვდილის ხეობაც კი შეერქვა. რატომ? ამ პერიოდში საზოგადოება პანიკამ მოიცვა, რადგან ეგონათ, რომ კომპიუტერები ადამიანურ შრომას ჩაანაცვლებდა და უამრავი ადამიანი მხოლოდ სამსახურს კი არ დაკარგავდა, არამედ მათი საჭიროება სრულიად გაქრებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო მალევე დარწმუნდა, რომ ადამიანის გარეშე კომპიუტერების ეფექტური მართვა შეუძლებელი იყო და ის ასე მარტივად ვერ ჩაანაცვლებდა მათ.

შეიძლება ძალიან ბევრს სილიკონ ველი ერთი პატარა ქალაქი ეგონოს, თუმცა რეალურად, მისი ტერიტორია 30 ქალაქსა და ხუთ უნივერსიტეტს მოიცავს, მათ შორის სტენფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებსაც. სწორედ ამ უნივერსიტეტებში ყალიბდებიან ის ტალანტები, რომლებიც შემდგომ დიდი სტარტაპების შემქმნელები ან წევრები ხდებიან. ინოვაცია და ტექნოლოგია - ეს ის ორი ცნებაა, რომელიც სილიკონ ველიზე ყველაზე ხშირად იყრის თავს. თუმცა, მათ გარდა კიდევ ერთი ტერმინიც არსებობს - მილიონერი. ამერიკის ამ ტერიოტრიაზე ალბათ გაცილებით მეტი მილიონერია, ვიდრე სხვა ქალაქებსა და შტატებში. მაღალი რისკი და მაღალი საინვესტიციო უკუგება არის ის ორი ფაქტორი, რაც ამას განაპირობებს.

აქ თქვენ შეხვდებით სოციალურ ქსელებს, “hardware” კომპანიებს, პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტებს, დიზაინერებს, გრაფიკოსებს, საძიებო სისტემებს და ა.შ. სილიკონ ველი არაერთი გიგანტი კომპანიის თავშესაფრად იქცა. Google Inc.; Hawlett-Packard Company, Intel Corporation, Apple Inc, Facebook, Adobe Systems, eBay, Nvidia, Symantec, Yahoo!, Cisco Systems, LinkedIn Corporation, Xerox Parc, Netflix – ეს იმ მნიშვნელოვან მოთამაშეთა მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც სილიკონ ველიზე შეხვდებით. წარმოიდგინეთ რამდენად საოცარი იქნებოდა ასეთ ადგილას მუშაობა.

სწორედ ამიტომ, შეგვიძლია სიამაყით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ამ საოცარ ადგილას აგვისტოში სტარტაპები საქართველოდანაც მიემგზავრებიან. ერთ-ერთ კომპანიას Payze წარმოადგენს, რომელიც როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზარმა 1 წლის წინ გაიცნო და მათ უკვე 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის მოძიება მოახერხეს. მცირე გრანტების, VISA აღიარებისა და 500 Startups-ში გამარჯვების შემდეგ, Payze სილიკონ ველიზე უკვე შესაშური წარმატებით მიემგზავრება. კომპანია ფინანსური ტრანზაქციების კუთხით ინოვატორია, რომელიც ელექტრონულ კომერციაზეა ორიენტირებული და კომპანიებს მსოფლიოს გარშემო ეხმარება გადახდების მიღებაში ერთი მარტივი ინტეგრაციით. ასევე სილიკონ ველიზე მიემგზავრება ქართული სტარტაპი და 500 Startups-ის გამარჯვებული - Cargon, რომელიც ერთმანეთთან  ტვირთმფლობელებსა და გადამზიდავებს აკავშირებს. გარდა ამისა, ისინი აქსელერაციის პროცესს კიდევ 3 სხვა ქვეყანაში გადიან, რაც მათ საერთაშორისო ბაზრის დონის პროდუქტის შექმნაში დაეხმარება. ისინი საქართველოს გარდა უკვე სომხეთსა და რუსეთშიც ოპერირებენ და ეს მხოლოდ დასაწყისია.

საქართველოდან სილიკონ ველიზე კიდევ ორი კომპანია მიემგზავრება, Cardeal და Agrolabs. Cardeal არის კომპანია, რომელმაც 1 წელიწადში 1.6 მილიონის ლარის მოზიდვა შეძლო ინვესტიციის სახით. "დღეს Cardeal, ფაქტობრივად, შენი პარტნიორია, ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება და გგონია, რომ ავტომობილს Cardeal-თან ერთად ყიდულობ“ - აცხადებს მისი თანადამფუძნებელი.

რაც შეეხება Agrolabs-ს, ეს გახლავთ ტექნოლოგია, რომელიც IoT სენსორების წყალობით მცენარის განვითარების მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ მათი ტექნოლოგიების დანერგვა დისტანციურადაც არის შესაძლებელი. 500 Startups-ში გამარჯვების შემდეგ, Agrolabs კიდევ ერთი ქართული სტარტაპია, რომელიც სილიკონ ველიზე მსხვილი ინვესტიციის მოზიდვას ეცდება.

ეს სტარტაპები სან-ფრანცისკოში აგვისტოში გაემგზავრებიან და ეცდებიან, მათი ინვესტორების სიას არაერთი წარმატებული ორგანიზაცია შეუერთდეს.

 

 

 

ეფილიეიტ მარკეტინგი