ციფრული მარკეტინგის ეფექტურად გამოყენების 12 გზა კვების ინდუსტრიისთვის

ყველა იმისათვის არ იკვებება, რომ იცოცხლოს, ზოგიერთი სწორედ იმისთვის ცხოვრობს, რომ იკვებოს. მათ ყოველთვის აინტერესებთ და ადარდებთ, თუ რა პროდუქტს მიიღებენ ისინი და როგორ გემოებს ისურვებს მათი რეცეპტორი. თუ გსურთ, რომ ასეთი ადამიანები თქვენითაც დაინტერესდნენ და გაიგონ, რას ყიდით, მაშინ მათ ამისთვის გონივრული მიზეზიც უნდა მისცეთ.
თითოეულ ადამიანს საკუთარი მიზეზები გააჩნია, რატომაც ირჩევენ კონკრეტულ პროდუქტებს. ჯანსაღ წასახემსებელს სთავაზობთ მათ, თუ გაყინულ ნახევარფაბრიკატებს, დარწმუნდით, რომ თქვენი ციფრული მარკეტინგის სტრატეგია სხვადასხვა ფაქტორებზეა ფოკუსირებული. ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის გემო, სიჯანსაღე და ა.შ.
სტატიაში შემოგთავაზებთ 12 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენი ციფრული მარკეტინგის სტრატეგია უფრო ეფექტური გახადოთ.
1) შექმენით ბლოგი თქვენი ბიზნესისთვის
ბლოგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი ონლაინ სივრცეში ხილვადი იყოს. თქვენი ვებ-გვერდისთვის ბლოგის დამატება და ამ ბლოგში პოსტების რეგულარული გამოქვეყნება უზრუნველყოფს თქვენს თვალსაჩინოებას საძიებო სისტემებში და ზრდის ტრაფიკს თქვენი ვებ-გვერდისთვის.
ბლოგი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ ბიზნესისთვის უცნობი ადამიანები აქციოთ ვიზიტორებად, ხოლო ვიზიტორები რეალურ მომხმარებლებად. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც სარეკლამო ძაბრის სათავისთვის განკუთვნილი კონტეტნის შექმნაზე უნდა იფიქროთ.
მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ, შეადგინოთ იმ ვიტამინთა და მინერალთა სია, რომელსაც თქვენი პროდუქტი შეიცავს და შექმნათ ბლოგ პოსტი, რომელიც განიხილავს, თუ როგორ შეუძლიათ ამ ვიტამინებსა და მინერალებს ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ასევე შეგიძლიათ, რომელიმე მთავარი ინგრედიენტი აიღოთ და მის სარგებელზე ისაუბროთ. დამატებით, შესაძლებელია მცირე სახალისო რეცეპტების შექმნაც, რომელიც თქვენს პროდუქტებს მოიცავს.
ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, თქვენი პროდუქციის დარეკლამებას არ ეწევით. ეს ყველაფერი მხოლოდ სამიზნე აუდიტორიის დაინტერესებას და მოზიდვას ემსახურება. თქვენი უმთავრესი მიზანი აქ ცნობადობის ამაღლება უნდა იყოს.
2) გააზიარეთ თქვენი ბლოგ-პოსტი ფეისბუქზე და მოიზიდეთ ფასიანი ტრაფიკი
ალბათ უკვე იცით, თუ როგორ „დაბუსტოთ“ თქვენი ფეისბუქის პოსტი. მაგრამ არსებობს თქვენი ბლოგ პოსტების რეკლამირების შესაძლებლობაც.
რა თქმა უნდა, რეკლამირებისთვის გარკვეული თანხების გამოყოფაც მოგიწევთ, თუმცა ეს ნამდვილად ღირს იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა აუდიტორიას შეგიძლიათ მიწვდეთ, რამხელა დაინტერესება შეიძლება გამოიწვიოთ შემდეგი პროდუქტის დაანონსებისას და მოიპოვოთ ახალი ლიდები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ადამიანებზე, ვისაც თქვენი გაყიდვების ძაბრისაკენ მიიზდავთ.
თქვენი ბლოგის ფეისბუქის რეკლამის შესაქმნელად, დაგჭირდებათ:
- შეხვიდეთ თქვენს ფეისბუქ გვერდზე და გახსნათ Facebook Ads Manager
- შემდეგ დააჭიროთ „რეკლამის შექმნას“
- რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, კამპანიისთვის სხვა მიზნებიც აირჩიოთ, თუმცა ამ ეტაპზე თქვენი მიზანი ტრაფიკის მოზიდვა უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, მონიშნეთ „ტრაფიკი“ მიზნებში.
- შეარჩიეთ თქვენი კამპანიის სახელი და დაიწყეთ სასურველი ბიუჯეტისა და თარგეთირების მეთოდების შერჩევა.
- დაიწყეთ მცირე ყოველდღიური ბიუჯეტით (მისი გაზრდა შემდეგაც შეგიძლიათ, შედეგების გათვალისწინებით).
- თარგეთირების არჩევანი თქვენი სამიზნე აუდიტორიის მიხედვით გააკეთეთ.
- დაწერეთ სარეკლამო ტექსტი და ნუ დაგავიწყდებათ, მომხმარებელს მისცეთ საბაბი თქვენი ბლოგის წასაკითხად.
- შეარჩიეთ ბლოგ პოსტისთვის შესაფერისი სურათი, რომელიც მომხმარებლის ყურადღებას მომენტალურად მიიზიდავს.
- მოიფიქრეთ მიმზიდველი სათაური.
- აუცილებლად განათავსეთ CTA (Call-to-action) ღილაკი, რათა მომხმარებელს მოქმედებისაკენ უბიძგოთ.
3) დაუკავშირდით კვების ინდუსტრიის ბლოგერებს პროდუქტის გასარეკლამებლად
კვების ინდუსტრიისთვის ციფრული მარკეტინგის გამოყენების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ტექნიკას ინფლუენსერების გამოყენება წარმოადგენს.
ამ სფეროს არაერთი ინფლუენსერი ჰყავს, რომლებსაც უკვე შემოკრებილი ჰყავთ ფართო აუდიტორია და მათი ნდობაც აქვთ მოპოვებული. ამ ადამიანებისგან რამდენიმე დადებითი სიტყვაც საკმარისია თქვენი ბრენდისთვის ბევრი სიკეთისა და სარგებლის მოსატანად.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ამ პროცესში დაგეხმარებათ:
- გაეცანით სხვადასხვა ინფლუენსერების ბლოგებს და შეარჩიეთ თქვენი ბიზნესისთვის რელევანტური. დარწმუნდით, რომ ამ ბლოგის მკითხველები თქვენს სამიზნე აუდიტორიას მიეკუთვნებიან და შეარჩიეთ ისეთი ბლოგერი, რომელიც მიმოხილვებსაც წერს.
- დაიწყეთ ბლოგერისთვის პერსონალიზებული იმეილის შექმნა. გააცანით მას საკუთარი თავი.
- პატივი ეცით მას და იყავით გამოსადეგი, შესთავაზეთ მას გარკვეული საჯაროობა.
- იყავით გამორჩეული და უნიკალური თქვენს მიდგომაში და გაიგეთ, რისი გაკეთება დაგჭირდებათ ბლოგერის ყურადღების მისაქცევად.
4) დააორგანიზეთ ღონისძიება და გაარეკლამეთ ის ფეისბუქზე
სოციალური ხილვადობის ასამაღლებლად, ტრაფიკის გასაზრდელად და ხარისხიანი ლიდების მისაღებად ერთ-ერთ საუკეთესო გზას ღონისძიების დაგეგმვა და მისი ფეისბუქზე გარეკლამება წარმოადგენს.
გახადეთ თქვენი ფეისბუქ რეკლამა რაც შეიძლება თვალსაჩინო და გამოსახულებითი:
- დარწმუნდით, რომ რეკლამის კონტენტი შეესაბამება მომხმარებლის მოლოდინებს, რომელიც რეკლამაზე გადასვლამდე უჩნდებათ.
- გაუკეთეთ მათ რაიმე ექსკლუზიური შეთავაზება, ფასდაკლება ან აქცია, რათა მომხმარებლებს რეკლამაზე გადასვლის სურვილი გაუჩნდეთ.
- გამოიყენეთ რელევანტური და აშკარა CTA ღილაკი.
5) გამართეთ ფეისბუქ კონკურსი
ონლაინ კონკურსის გამართვა ყველაზე პოპულარულ და ეფექტურ საშუალებებს მიეკუთვნება მოწონებებისა და გაზიარებების დასაგროვებლად, რაც ცალსახად ზრდის თქვენი ჩართულობის მაჩვენებელს (engagement).
კონკურსის შინაარსი შეიძლება შემდეგნაირიც იყოს: შესთავაზეთ მათ საკუთარი სურათების გადაღება ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი თქვენს ობიექტებს ესტუმრებიან და რაიმე პროდუქტს შეიძენენ, რასაც შემდგომ საკუთარ ფეისბუქზე გამოაქვეყნებენ კონკრეტული ჰეშთეგით, რომელსაც თქვენ შესთავაზებთ.
სხვა სარგებელთან ერთად, ასეთი კონკურსები თქვენს გაყიდვებსაც გაზრდის.
თუ ჯერ ბევრი გამომწერი არ გყავთ, მაშინ კიდევ ერთ იდეას შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ, თქვენი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტის მაღალ ხარისხიანი სურათი გამოაქვეყნოთ და ჰკითხოთ ხალხს, თუ რა უყვართ მასში ყველაზე მეტად. შესთავაზეთ პროდუქტი იმ მომხმარებელს, რომელსაც საუკეთესო პასუხი ექნება.
6) გაუშვით ფეისბუქ რეკლამები დისტრიბუციისთვის
თუ გსურთ, რომ დამატებით თქვენი პროდუქტის დისტრიბუტორები მოიზიდოთ ან ადამიანებს გააგებინოთ თქვენი ფრენჩაიზის შესაძლებლობის შესახებ, მაშინ ფეისბუქ რეკლამების შექმნა იდეალური გზა იქნება. თქვენ არა მარტო ბრენდისა და პროდუქტების ცნობადობას გაზრდით, არამედ შესაძლოა დამატებით პოტენციური პარტნიორებიც მოიზიდოთ, რომლებიც თქვენი პროდუქციის დისტრიბუციას ისურვებენ.
7) შექმენით ვიზუალური სთორები ინსტაგრამზე და გაარეკლამეთ ისინი
როდესაც საქმე ინსტაგრამის ციფრულ მარკეტინგს ეხება, არ არსებობს იმაზე ეფექტური და ძლევამოსილი რამ, ვიდრე ინსტაგრამის “Story”. Daily Harvest არის ერთ-ერთი ბრენდი კვების ინდუსტრიაში, რომელიც ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად სწორედ ამ ტექნიკას იყენებს.
სტრატეგიული სათაურის შერჩევით კომპანია ხაზს უსვამს იმ ფასეულობებს, რომლებსაც ის საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტური ნაწილი სთორისთვის საკმაოდ მცირე მოცულობისაა, ის მარტივად წასაკითხი და გასაგებია.
CPK გაყინული პიცა კიდევ ერთი ბრენდია, რომელიც ამგვარ ტაქტიკას იყენებს საკუთარი პროდუქტების რეკლამირებისთვის. ინსტაგრამის ფუნქციის “boomerang” გამოყენებით კომპანიამ ყველის გახეხვის უბრალო პროცესი მომხმარებლისთვის დასამახსოვრებელ პროცესად გარდაქმნა. ვინაიდან ინსტაგრამს არ აქვს GIF-ების მხარდაჭერა, ბუმერანგი სწორედაც რომ შესანიშნავი ალტერნატივაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენს აუდიტორიას მილენიალები ან უფრო ახალგაზრდა თაობის ადამიანები მიეკუთვნებიან.
გაინტერესებთ, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენი ინსტაგრამის სთორებისთვის რეკლამა შექმნათ?
- დაუკავშირეთ თქვენი ინსტაგრამის ანგარიში ფეისბუქის ანგარიშს
- გახსენით Facebook Ads Manager და დაიწყეთ რეკლამის შექმნა ახალი კამპანიის ფარგლებში.
- ახლა აირჩიეთ თქვენი მიზანი და შეავსეთ პარამეტრები
- შეარჩიეთ კამპანიის სახელი
- განსაზღვრეთ თქვენი აუდიტორია
- შემდეგ გადადით გრაფაზე „Manual Placements” და აირჩიეთ ინსტაგრამის სთორები. აქ საშუალება გეძლევათ, ატვირთოთ ცალკეული სურათი ან ვიდეო მასალა.
- როდესაც მასალას ატვირთავთ, შეგიძლიათ წინასწარ იხილოთ რეკლამის სახე, რომ შესაბამისი დიზაინი შეამოწმოთ.
- აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი CTA ღილაკი და რეკლამაც მზადაა.
8) გამოიყენეთ ინფლუენსერ მარკეტინგი ინსტაგრამზე
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვების ინდუსტრიის ინფლუენსერებთან მუშაობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ინსტაგრამის მომხმარებლებს უყვართ საკუთარი დღის შესახებ ფოტოებისა და სხვადასხვა მასალის გაზიარება. როდესაც დაინახავენ, რომ ინფლუენსერიც იმავეს აკეთებს, მისი არხის გამოწერა მათ აუცილებლად მოუნდებათ.
მაგალითად, თუ რომელიმე ინფლუენსერი გამოაქვეყნებს ფოტოს ყავის ჭიქით ხელში, ან ფოტოს, სადაც თქვენს რესტორანში არსებულ რომელიმე კერძს აგემოვნებს, სულ მცირე ხანში კიდევ ათეულობით ადამიანს იხილავთ, რომელსაც ზუსტად იმ ადგილას ფოტოს გადაღება და იმავე კერძის დაგემოვნება მოუნდება.
ინსტაგრამზე ინფლუენსერ მარკეტინგის სხვა გზებიც არსებობს:
- შეგიძლიათ, ინფლუენსერთან ბრენდის ამბასადორობაზე დადოთ შეთანხმება
- სთხოვოთ მათ თქვენსა და თქვენი პროდუქტების შესახებ მიმოხილვები დაწეროს
- მიეცით მას საშუალება, ჩაწეროს ინტერვიუ თქვენს დამფუძნებელთან და ის საკუთარ სოციალურ არხში გამოაქვეყნოს.
- დაასპონსორეთ ინფლუენსერის კულინარიული წიგნი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- მასთან ერთად დააორგანიზეთ რაიმე ღონისძიება.
- სთხოვეთ მას, შექმნას რაიმე რეცეპტები თქვენი პროდუქტის გამოყენებით, გადაიღოს ვიდეო და გამოაქვეყნოს ის სოციალურ ქსელში
- ამასთანავე შეგიძლიათ, ერთობლივი ძალებით შექმნათ რაიმე ახალი პროდუქტიც.
შეგიძლიათ, ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომების ნებისმიერი სახის კომბინაცია გამოიყენოთ ან სულაც რაიმე ახალი მოიფიქროთ ინფლუენსერთან კოლაბორაციის მისაღწევად. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ თქვენი შედეგების გაზომვა და შეფასება.
9) გაარეკლამეთ სეზონური დღესასწაულები და შეთავაზებები Facebook Ads საშუალებით
ძალიან ბევრი ბრენდი კვების ინდუსტრიიდან მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებს სთავაზობს დღესასწაულებზე. რეკლამის საშუალებით თქვენი ვაუჩერის კოდების გაზიარება შესანიშნავი გზაა თქვენი პროდუქტის აუდიტორიამდე მისატანად.
Cadbury-იმ საკუთარი მომხმარებლის დღესასწაული კიდევ უფრო სასიხარულო გახადა მისი საჩუქრების გაცემით. მათი რეკლამისთვის მცირედი სადღესაწაულო ელემენტების დამატებით, ადამიანებისთვის მათ გაცილებით მეტი საშობაო ემოციები აღძრეს, ვიდრე ამას უბრალო რეკლამა შეძლებდა.
სადღესასწაულო პერიოდებში ფასდაკლებისა და ვაუჩერების კოდების შეთავაზება ერთადერთი გზა ნამდვილად არ არის. თქვენ ასევე შეგიძლიათ, მომხმარებელს სადღესასწაულო რჩევები გაუზიაროთ. სწორედ ისე, როგორც ამას Tesco აკეთებს საკუთარი ბლოგ პოსტით. აქ ისინი რჩევებს აძლევენ მომხმარებელს, თუ როგორ გახადონ საშობაო სუფრა ვეგანური და ვეგეტარიანული.
10) გაარეკლამეთ პროდუქტის & მომხმარებლის მიმოხილვების ვიდეოები Facebook და Google Ads დახმარებით.
კონტენტის წარმოჩენა პროდუქტისა და მომხმარებლის მიმოხილვების ვიდეოს სახით დაგეხმარებათ, ის გაცილებით საინტერესო და სახალისო გახადოთ სამიზნე აუდიტორიისთვის. გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტები:
- ბიზნესების 83% თვლის, რომ ვიდეოებს შეუძლიათ მათი მარკეტინგული ROI-ს (უკუგება ჩადებულ ინვესტიციებზე) საგრძნობლად გაზრდა.
- პროდუქტის ვიდოებისა და მიმოხილვების დამატებით თქვენს გვერდზე, შეგიძლიათ კონვერსიის მაჩვენებელი 80%-ით გაზარდოთ.
- მომხმარებელთა 57%-ისთვის ვიდეოები დიდ გავლენას ახდენს მათ საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
- ვიდეოს ჩართვა თქვენს ვებ-გვერდზე დაგეხმარებათ, გუგლში თქვენი ხილვადობის შანსები 53-ჯერ გაზარდოთ.
ეს ყველაფერი არ არის. თქვენ ასევე შეგიძლიათ, საკუთარი ვიდეოები Google Ads-ის მეშვეობითაც გაარეკლამოთ. ამისათვის Google Ads ანგარიშის შექმნა და შემდგომ მისი YouTube არხთან დაკავშირება დაგჭირდებათ. ამის შემდეგ, რეკლამის შესაქმნელად საჭიროა, შემდეგ ნაბიჯებს მიჰყვეთ:
- გახსენით Google Ad Manager და აირჩიეთ კამპანიები მარცხენა სვეტიდან.
- აირჩიეთ „ახალი კამპანია“ „+“ ნიშანზე დაკლიკებით.
- მონიშნეთ ვიდეო ფუნქცია კამპანიის გრაფაში.
- შეარჩიეთ კამპანიის მიზანი/ამოცანა.
- განსაზღვრეთ საჭირო ბიუჯეტი და დაამატეთ კამპანიის სახელი.
- გააუქმეთ უჯრა, რომელსაც ვიდეო პარტნიორების გრაფის გასწვრივ ხედავთ. ამგვარად, თავიდან აირიდებთ რეკლამის არარელევანტური ვებ-გვერდებისთვის ჩვენებას.
- შეამჭირდორვეთ თქვენი აუდიტორია ენის, ადგილმდებარეობისა და მოწყობილობების შერჩევით.
- ასევე შეგიძლიათ, შეზღუდოთ ის რაოდენობაც, რამდენჯერაც მომხმარებელს რეკლამა გამოუჩნდება.
თუ ვიდეოსთვის დამატებითი ცნობადობის მოპოვება გსურთ, მაშინ ფეიბსუქის ვიდეო რეკლამაზე უნდა იფიქროთ. ვიდეოები, რომლებიც გარკვეულ ფასეულობას გადმოსცემენ, ბუნებრივად გაზიარებადი ხდებიან ფეისბუქის აუდიტორიისთვის. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება:
- ფეისბუქის Ads Manager-ში მონიშნეთ თქვენი კამპანიის მიზანში „ვიდეოს ნახვები“.
- შეარჩიეთ პარამეტრები თქვენი აუდიტორიის, ბიუჯეტისა და განთავსებისთვის.
- ატვირთეთ ან აირჩიეთ ანგარიშზე არსებული ვიდეო.
- შექმენით სარეკლამო ტექსტი.
- დაამატეთ CTA ღილაკი.
11) შექმენით ინფოგრაფიკა თქვენი პროდუქტისთვის
დღევანდელ აუდიტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოსახდენად მხოლოდ 8 წამია საჭირო. ამ დროის განმავლობაში საჭიროა, მათი მზერა მოიზიდოთ, გადასცეთ სასურველი მესიჯი და უბიძგოთ მათ მოქმედებისაკენ. ერთ-ერთი საუკეთესო გზა ამის განსახორციელებლად არის ინფოგრაფიკა, რომელიც კონტენტის, მონაცემებისა და გრაფიკული დიზაინის ერთობლიობას წარმოადგენს.
ინფოგრაფიკის საშუალებით შეგიძლიათ, მშრალი ინფორმაციაც კი მიმზიდველ ვიზუალურ ელემენტებად გარდაქმნათ. ეს ინფორმაციის ათვისებასა და გააზრებას გაცილებით იოლს ხდის და საშუალებას გაძლევთ, თქვენი მესიჯი მკაფიო და აშკარა გზით გადასცეთ აუდიტორიას. რაც ყველაზე მთავარია, სოციალურ მედიაში ის საკმაოდ გაზიარებადია.
12) შექმენით პრეს-რელიზი ახალი პროდუქტის გამოშვების შესახებ
პრეს-რელიზი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ მომხმარებელი თქვენს ახალ პროდუქტზე აალაპარაკოთ. ამას შეუძლია, მაღალ ავტორიტეულ ვებ-გვერდებთანაც კი დაგაკავშიროთ. ეს ცნობადობის ასამაღლებლად ერთ-ერთი ყველაზე იაფი და მარტივი გზაა.
ბიზნესის სანდოობის ამაღლებასთან ერთად, პრეს-რელიზებს შეუძლია, დადებითი გავლენა მოახდინოს როგორც თქვენს აუდიტორიაზე, ასევე ზოგადად კვების ინდუსტრიაზეც.
პრეს-რელიზების ოპტიმიზაცია მასში სპეციალური ქივორდების დახმარებითაც შეგიძლიათ. ის ბუნებრივი გზაა ბექლინკებისა და გარე წყაროების მოსაზიდად და მაღალი ავტორიტეტის მოსაპოვებლად. რეფერალური ტრაფიკის გაზრდით თქვენს ბიზნესს უფრო მეტი რეალური მომხმარებელიც შეემატება.
შეჯამება
არსებობს ორი რამ, რაზეც მაქსიმალურად უნდა კონცენტრირდეთ, როდესაც საქმე კვების ინდუსტრიის ციფრულ მარკეტინგს ეხება - პერსონალიზაცია და მდიდარი მედია მარკეტინგი. რამდენიმე მიმზიდველი პროდუქტის გამოსახულება ინსტაგრამზე, რამდენიმე ვიდეო ტუტორიალი YouTube არხზე, ლაივ ვიდეოები, მიმიზდველი სთორები და ყველაფერი მზადაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ გავარეკლამოთ სარესტორნო ბიზნესი - 8 ეფექტური რჩევა