რჩევები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ონლაინ მაღაზიებისთვის

მარტი 31, 2021

რჩევები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ონლაინ მაღაზიებისთვის

ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა სხვადასხვა სოციალურ მედია არხებში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ონლაინ მაღაზიები

ალბათ შეამჩნევდით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა სხვადასხვა სოციალურ მედია არხებში ტანსაცმლისა, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების ონლაინ მაღაზიები. თუ თქვენც ერთ-ერთ მათგანს ფლობთ ან წარმოადგენთ, ეს სტატია ნამდვილად თქვენთვისაა. მასალის ფარგლებში გაგიწევთ რეკომენდაციებს, როგორ უნდა მოახერხოთ ციფრული მარკეტინგის დახმარებით გაუწიოთ კონკურენცია ამ სფეროს წარმომადგენლებს და გამოირჩეოდეთ ყველა მათგანისგან. 

ციფრული მარკეტინგის სწორად გამოყენება გაგიზრდით გაყიდვებს, გააუმჯობესებს თქვენს ცნობადობას და გახდის თქვენს ბრენდს უფრო მომგებიანს, ვინაიდან ის თქვენს პროდუქტს ხელმისაწვდომს ხდის სამიზნე აუდიტორიისთვის. 

არსებობს რამდენიმე ციფრული მარკეტინგული სტრატეგია, რომლის გამოყენებაც თქვენი ბიზნესის პრომოციისთვის შეგიძლიათ.

რეთარგეთირება გაუკეთეთ ვიზიტორებს

როდესაც თქვენ სტუმრობთ საიტს ან ხედავთ რეკლამას, თქვენ მაშინვე არ ყიდულობთ გარეკლამებულ პროდუქტს, მაგრამ ამის შემდეგ მუდმივად ხედავთ ამ რეკლამას, ზუსტად ამ პროცესს ქვია რეთარგეთირება

თქვენც შეგიძლიათ თარგეთირება გაუკეთოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უკვე შემოვიდნენ თქვენს ბრენდთან ინტერაქციაში და აჩვენოთ ისეთი პროდუქტის რეკლამა, რომელიც უკვე იხილეს თქვენს გვერდზე.

მაგალითად, თუ გარკვეული დროის შემდეგ ვიზიტორი აღარ დაბრუნდება თქვენს საიტზე, შეგიძლიათ მისთვის საინტერესო პროდუქტზე ექსკლუზიური ფასდაკლება შესთავაზოთ. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროდუქტს ამატებენ კალათაში, მაგრამ შესყიდვას აღარ ახორიციელებენ, რემარკეტინგის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, ასეთი შემთხევების რაოდენობა შეამციროთ.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რა დროსაც აკვირდებოდნენ ფაეისბუქ რეკლამებს, რამდენიმე ბრენდის შედეგებმა აჩვენა, რომ რეთარგეთინგის კამპანიების დროს ROI 398% იყო, ზოგიერთ შემთხვევაში კი მაჩვენებელი 660%-მდეც კი იზრდებოდა. ასე რომ, სოციალური მედია სტრატეგია თქვენი ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სადღესასწაულო პრომოციები

სადღესასწაულო სეზონებზე შეგიძლიათ სხვადასხვა პროდუქტის ფასდაკლებები გაუგზავნოთ თქვენს გამომწერებს იმეილზე. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ 10 დღიანი აქცია, რა დროსაც თითო დღეს თითო კატეგორიაზე გექნებათ დიდი ფასდაკლება. 

ერთ დღეს ფასდაკლება გექნებათ ქურთუკებზე, მეორე დღეს ფეხსაცმელზე და ა.შ. მაგალითად Gap-ის ონლაინ გაყიდვები სადღესასწაულო სეზონზე 2.3-ჯერ მეტი იყო ვიდრე სხვა თვეებში.

ასეთი გზით თქვენ არა მარტო თქვენს გამომწერებს აწვდით ფასდაკლებას, არამედ, ეს გამომწერები თავიანთ მეგობრებსაც უზიარებენ ინფორმაციას.

თქვენ ასევე შეგიძლიათ, შექმნათ საერთო ვიზუალი და შესთავაზოთ ფასდაკლებული ფასი მომხმარებლებს. ასევე გამართლებული პრაქტიკაა, გაუგზავნოთ საჩუქარი, მაგალითად 50 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში. 

ეს დაამოტივირებს მომხმარებლებს, რომ მეტი დახარჯონ თქვენთან. გახსოვდეთ, ყველა ფასდაკლება და აქცია უნდა გააზიაროთ თქვენს საიტსა და სოციალურ პლატფორმებზე.

სტილის სახელმძღვანელო

თუ თქვენ გაქვთ ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის ბრენდი და სთავაზობთ ადამიანებს სხვადასხვა პროდუქტს, რატომ არ უნდა შექმნათ ბლოგი სადაც ისაუბრებთ სტილზე? ამის საშუალებით თქვენ თქვენი ტანისამოსის ვიზუალიზაციის საშუალებას მისცემთ მომხმარებლებს, შესთავაზებთ სხვადასხვა კომბინაციებს და იდეებს, თუ როგორ უნდა შეუხამონ ერთმანეთს თქვენი ტანისამოსი. ეს ნამდვილად საინტერესო ნაწილია მოდის ციფრული მარკეტინგული სტრატეგიისა.

თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ ვიზუალები სხვადასხვა შემთხვევისთვის, მაგალითად, პიკნიკზე, ქორწილში, ზაფხულში, ზამთარში ჩასაცმელი ტანისამოსის.  

თქვენ შეგიძლიათ ცალკე გვერდი მიუძღვნათ სტილის სახელმძღვანელოს. დარწმუნდით, რომ ყველა პროდუქტის აღწერას სრულად აკეთებთ, რომელსაც სახელმძღვანელოში გამოიყენებთ.

იმუშავეთ ინფლუენსერებთან

იმისათვის, რომ თქვენი სამიზნე აუდიტორია გააფართოვოთ, დაუპარტნიორდით მოდის ინფლუენსერებს, ბლოგერებსა და ვლოგერებს. მათ ნამდვილად შეუძლიათ თქვენი გაყიდვების გაზრდა.

ინფლუენსერებთან მუშაობა დაგეხმრებათ, მიწვდეთ უამრავ პოტენციურ მომხმარებელს. თუ თქვენ სწორად შეარჩევთ ინფლუენსერს, ის ახალი მომხმარებლებსაც მოგიყვანთ.

ორიენტირდით წლის განმავლობაში არსებულ დღესასწაულებზე

ადამიანები საჩუქრებს მხოლოდ დაბადების დღეზე და ახალ წელს არ ყიდულობენ. ბოლო წლების განმავლობაში არა ერთი სხვა დღესასწაული გახდა აქტიური, რა დროსაც ადამიანები ერთმანეთისთვის საჩუქრებს ეძებენ, იქნება ეს დედის დღე, ვალენტინობა, ქორწინების იუბილე და ა.შ.

ასე რომ, რა პროდუქტსაც არ უნდა ყიდდეთ, თქვენი მაღაზიის თუ ელექტრონული კომერციის ვიზუალი აუცილებლად მოარგეთ კონკრეტულ დღესასწაულს.

მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ტანსაცმლის მაღაზია, შეგიძლიათ ვალენტინობის დღისთვის წყვილის შესაბამისი ტანისამოსი შესთავაზოთ მომხმარებლებს.

მაგალითად, Combatant Gentleman-მა მამის დღეს სთოხვა მამებს, გაეზიარებინათ თავიანთი ძველი ჯინსების ფოტოები. ადამიანი, რომელსაც ყველაზე მოძველებული ჯინსი ექნებოდა, მოიგებდა ახალ შარვალს.  

იაქტიურეთ თქვენს აუდიტორიასთან

ლოიალობის გასაზრდელად საჭიროა, მუდმივად აქტიურობდეთ თქვენს აუდიტორიასთან. ეს დაგეხმარებათ მჭირდო კავშირის დამყარებასა და ერთიანობის განცდის შექმნაში მყიდველსა და გამყიდველს შორის.

ჩართულობის გაზრდის საუკეთესო გზაა ისეთი კამპანიების წარმოება, რომლებიც თქვენს აუდიტორიას უკავშირდება. მაგალითად, ჩაატარეთ კონკურსები ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.

გაიხსენეთ Under Armour-ისა და Gisele Bundchen-ის კამპანია. ისინი იყენებდნენ ჰეშთეგს #iwillwhatiwant და ასეთი სახით კომუნიკაციობდნენ აუდიტორიასთან, ამით კი ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ სწორი განწყობით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.

საჩუქრები ინსტაგრამზე

ინსტაგრამზე შეგიძლიათ გაათამაშოთ ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები. მაგალითად, Catparty-მ ჩაატარა კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც მიიღებდა 14 დოლარიან პროდუქტების ნაკრებს.  

კონკურსამდე ბრენდს 200 მიმდევარი ჰყავდა ინსტაგრამზე, კონკურსის შემდეგ კი რაოდენობა 70%-ით გაეზარდა. ასეთი სახის კონკურსები შესაძლებელია ყოველთვიურად ჩატარდეს.

ასეთ დროს უნდა გამოიყენოთ სწორი ჰეშთეგები, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები თვალყურს ადევნებენ შეჯიბრს. კონკურსები ზრდის ბრენდის ცნობადობას და მიმდევრების რაოდენობას სოციალურ ქსელში.

ბონუსი: 5 აუცილებელი რამ, რაც მოდის ელექტრონული კომერციის საიტზე უნდა გქონდეთ  

არსებობს ძირითადი საკითხები, რომლებიც ყველა ელექტრონული კომერციის საიტს ეხება. თუმცა, როდესაც მოდის ბრენდს ფლობთ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი 5 საკითხი:

  1. შესანიშნავი ფოტოები

კარგი ვიზუალი ნებისმიერი პროდუქტის გაყიდვისას მნიშნველოვანია, მაგრამ მოდისა და ტანსაცმლის გვერდზე ეს ყველაზე აუცილებელი ფაქტორია. მყიდველებს უნდა შეუქმნათ წარმოდგენა, თუ როგორი ვიზუალი ექნებათ კონკრეტული პროდუქტის შეძენის შემთხვევაში. პერსონალიზირებული ფოტორგაფია შესაძლოა შედარებით ძვირი დაჯდეს, თუმცა ის დამატებით ღირებულებასა და შემოსავალს მოუტანს თქვენს გვერდს.

  1. კარგი შიდა ძიების ინსტრუმენტი

არსებობს უამრავი გზა, თუ როგორ უნდა განალაგოთ ონლაინ თუ ფიზიკურ მაღაზიაში თქვენი პროდუქცია. მხოლოდ იმის ქონა, რაც მომხმარებლებს სურთ, საკმარისი არ არის, ვიზიტორმა შესაძლოა მალე დატოვოს თქვენი მაღაზია, თუ მარტივად ვერ მიაგნებს სასურველ ნივთს. სწორედ ამიტომ კარგი შიდა ძიების ინსტრუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია.

  1. მიზნობრივი ძიება და სოციალური რეკლამა

ყველა ონლაინ მაღაზიას სჭრიდება ვიზიტორი, Google კი რჩება ყველზე პოპულარულ წყაროდ მომხმარებლების მოზიდვისა და საიტის ტრაფიკის ზრდისთვის. სოციალური მედია პლატფორმები კი მოდის ბრენდებს საშუალებას აძლევს, მარტივად გააზიარონ სურათები, შეფასებები, ონლაინ კუპონები და ა.შ. სოციალურ მედიაში მარკეტინგული პროცესის წარმართვა მარტივი და ხელმისაწვდომია.

  1. რეალური მომხმარებლის შეფასებები

ბევრს ჰქონია უსიამოვნო გამოცდილება ონლაინ ნივთის შეძენასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ მოლოდინები ყოველთვის არ მართლდება. ამიტომ ბევრი ადამიანი პროდუქტის აღწერას აღარ ენდობა. რეალური მომხმარებლების შეფასებები თქვენს ონლაინ მაღაზიას ნამდვილად დაეხმარება ნდობის მოპოვებაში.

  1. ყიდვის უსაფრთხოების გარანტიები

ახალ საიტზე საკრედიტო ბარათის მონაცმების შეყვანა უამრავი ადამიანისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს. თუ ნდობის მოპოვება გსურთ, შესთავაზეთ თანხის უკან დაბრუნების გარანტიები. თქვენგან ნივთის შეძენის შემთხვევაში თუ მყიდველები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ, მათ ერთით ნაკლები მიზეზი ექნებათ, რომ ნივთის ყიდვის პროცესი შუა გზაში შეწყვიტონ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გავარეკლამოთ სარესტორნო ბიზნესი - 8 რჩევა

კარგი მომსახურების სერვისის 8 წესი

როგორ ვაწარმოოთ ციფრული მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი