13 სტრატეტია თქვენი ფიტნეს დარბაზის რეკლამისთვის

აპრილი 02, 2021

13 სტრატეტია თქვენი ფიტნეს დარბაზის რეკლამისთვის

მარკეტინგული არხების გამოყენების უამრავი შესაძლებლობა გაქვთ თქვენი ფიტნეს დარბაზის პრომოციისთვის. თქვენი წევრების, მიღებული შედეგების და წარმატების ისტორიების დახმარებით თქვენს კლუბს შეგიძლიათ ახალი წევრები შესძინოთ.

თქვენი ფიტნეს დარბაზის პრომოციისთვის მარკეტინგული არხების გამოყენების უამრავი შესაძლებლობა გაქვთ. თქვენი წევრების, მიღებული შედეგებისა და წარმატების ისტორიების დახმარებით თქვენს კლუბს შეგიძლიათ ახალი წევრები შესძინოთ.

თემები:

  1. მომხმარებელზე მორგებული ვებ-გვერდი
  2. ადგილობრივი SEO
  3. Google My Business ანგარიში
  4. კლუბის მარკეტინგული კამპანიების გაზომვა
  5. ფიტნესის კონტენტ მარკეტინგი
  6. ვიდეო კონტენტ მარკეტინგი
  7. პოსტები სოციალურ მედიაში
  8. რეფერალური პროგრამა
  9. ფიტნეს დარბაზის პრომოცია
  10. ეფილიეიტ მარკეტინგი ფიტნეს კლუბებისათვის
  11. ყოველკვირეული ახალი ამბების შეტყობინებების გაგზავნა
  12. რემარკეტინგი
  13. ღონისძიების ჩატარება 

არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომის პატარა ფიტნეს კლუბს ფლობთ, მარკეტინგი აუცილებელია, რათა თქვენი ბიზნესი გახდეს მომგებიანი.

ზოგ შემთხვევაში word-of-mouth მარკეტინგი შესაძლოა ძლიერი ინსტრუმენტი იყოს თქვენი ფიტნეს დარბაზისთვის, მაგრამ ხშირად ის საკმარისი არ არის.

ფიტნესი ლოკალური ბიზნესია, რაც იმას ნიშნავს, რომ დარბაზები საკმაოდ კონკურენტულ გარემოში ოპერირებენ.

როგორ უნდა იარსებონ და განვითარდნენ ფიტნეს კლუბები ასეთ კონკურენტულ ბაზარზე?

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ფიტნეს მარკეტინგის 13 სტრატეგიაზე და პრომოციის გზებზე, რათა თქვენს დარბაზს ახალი მომხმარებლები შესძინოთ.

1. შექმენით მომხმარებლებზე მორგებული ვებ-გვერდი

საიდუმლო არ არის, რომ ადამიანების დაახლოებით 54% ჯერ ონლაინ ეძებს ბიზნესს და შემდეგ წყვეტს დაუკავშირდეს თუ არა მას. ეს კი თქვენი პოტენციური აუდიტორიის ნახევარს შეადგენს.

იმისათვის, რომ ახალი მომხმარებლები მოიზიდოთ, გჭირდებათ ვებ-გვერდი რომელსაც გააჩნია:

  • მარტივი ნავიგაცია
  • ინფორმაცია დარბაზის ადგილმდებარეობაზე, სამუშაო საათებზე, აღჭურვილობაზე და ა.შ.
  • საძიებო სისტემებზე მარტივი წვდომა.

როდესაც თქვენი ფიტნეს დარბაზის საპრომოციო მარკეტინგულ კამპანიას ქმნით, სწორედ ამ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გადმოამისამართოთ ადამიანები, შესთავაზოთ სწრაფი რეგისტრაცია იმისთვის, რომ თქვენი კლუბის წევრები გახდნენ.

ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პოტენციური მომხმარებლები მარტივად იპოვიან თქვენს ვებ-საიტს, სწორედ აქ თამაშობენ უდიდეს როლს საძიებო სისტემები.

2. ლოკალური SEO ფიტნეს დარბაზებისთვის

ლოკალური SEO არის ფიტნეს მარკეტინგის ყველაზე რენტაბელური ფორმა. მას შეუძლია, ჰქონდეს ყველაზე მაღალი ROI.

ადამიანებმა მარტივად უნდა მიაგნონ თქვენს ფიტნეს კლუბს, ყველაზე ხშირად კი ისინი საძიებო სისტემაში ეძებენ დარბაზებს. ისინი იყენებენ ფრაზებს: „სავარჯიშო დარბაზი ჩემთან ახლოს“, „ფიტნეს დარბაზი [ქალაქის სახელი]“ და ა.შ.

ამ სფეროში საკმაოდ კონკურენტული საკვანძო სიტყვებია. ამიტომ მხოლოდ ამ სიტყვების გამოყენებით თქვენ ავტომატურად მოწინავე პოზიციაზე ვერ გამოჩნდებით. თქვენ უნდა იმუშავოთ ლოკალური SEO-ს გაუმჯობესებაზე, რომ თქვენი ფიტნეს დარბაზი საძიებო შედეგებში შემდეგნაირად გამოჩნდეს:

ამისათვის საჭიროა ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია:

  • გამოიყენეთ ადგილობრივი საკვანძო სიტყვები თქვენს კონტენტში.  
  • გქონდეთ უცვლელი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) თქვენს ვებ-გვერდზე.
  • შექმენით Google My Business ანგარიში.

3. Google My Business

Google არის ყველაზე ფართოდ გამოყენებული საძიებო სისტემა თითქმის ყველა ქვეყანაში. ამიტომ, აუცილებლად შექმენით Google My Business (GMB) ანგარიში, რომ შეგეძლოთ:

  • ადგილობრივ პაკეტებში გამოჩენა
  • ადამიანებმა იპოვონ თქვენი მისამართი, სამუშაო საათები, ტელეფონის ნომერი მარტივად.
  • პოტენციურმა მომხმარებლებმა ნახონ თქვენი სურათები და აღჭურვილობა.
  • არსებულ ან ძველ მომხმარებლებს შეეძლოთ შეფასების დაწერა თქვენს ბიზნესზე.

სრული Google My Business გვერდი თქვენს ბრენდს შედეგად მოუტანს ასეთი სახით საძიებო სისტემაში წარმოჩენას:

დარწმუნდით, რომ ყველანაირი ინფორმაცია უახლესია. აუცილებლად აირჩიეთ თქვენი ბიზნესის კატეგორია სწორად. თუ თქვენ სხვადასხვა მისამართი გაქვთ ამის ერთი ანგარიშის ქვეშ მართვა შეგიძლიათ.

საკვანძო სიტყვები

საკვანძო სიტყვები არის ტერმინები, რომლებსაც ადამიანები იყენებენ Google-ში რომ სასურველი ინფორმაცია მოძებნონ. ადამიანების 72%, რომლებიც ბიზნესს ონლაინ ეძებენ, დიდი ალბათობით ფიზიკურად ესტუმრებიან ამ ბიზნესს შემდეგი 24 საათის განმავლობაში.

თუ ადამიანმა უკვე იცის თქვენს შესახებ, დიდი ალბათობით ისინი თქვენი ბიზნესის სახელს ჩაწერენ საძიებო სისტემაში. სხვა შემთხვევაში კი თქვენს ბიზნესთან დაკავშირებულ საკვანძო სიტყვებს.

რაც არ უნდა იყოს, დარწმუნდით, რომ სწორ საკვანძო სიტყვებს იყენებთ და სწორად გაქვთ წარმოჩენილი თქვენი ბიზნესი საძიებო სისტემაში.

თუ თქვენ გაქვთ ფიტნეს დარბაზი ერთ ქალაქში, გამოიყენეთ ამ ქალაქის სახელი საკვანძო სიტყვებში.

თუ თქვენ რამდენიმე კლუბს ერთად ფლობთ, თქვენს ვებ-გვერდზე შექმენით თითოეული კლუბის გვერდი და თითოეული მათგანისთვის გამოიყენეთ შესაბამისი საკვანძო სიტყვები.

4. გაზომეთ კლუბის მარკეტინგული კამპანიები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალი მომხმარებლების შეძენა უმეტესწილად ხდება ონლაინ. როდესაც ადამიანებს ამისამართებთ თქვენს ვებ-გვერდზე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რომელი მარკეტინგული არხებია ყველაზე ეფექტური.

სწორედ ამიტომ, ყოველთვის უნდა იყენებდეთ Google Analytics-ს, რომლის საშუალებითაც მონიტორინგს გაუწევთ ყველა კამპანიას.

მიზნების დასახვის შემდეგ, თქვენ უნდა დაურთოთ utm tag-ები ყველა ბმულს. Utm tag-ების შექმნა შეგიძლიათ მარტივად, კამპანიებზე, მედიუმებზე (medium) და წყაროებზე (source) სახელის დარქმევით.

მას შემდეგ, რაც შესაბამის ლინკებზე დააკლიკებენ ადამიანები, მონაცემები Google Analytics-ის ანგარიშზე გამოჩნდება. 

მონაცემებზე დაყრდნობით წევრების შეძენა

თქვენი მონაცემების გამოყენების საუკეთესო გზა არის იმის გაგება, თუ ვინ არიან თქვენი საუკეთესო წევრები.

თქვენს მომხმარებლებზე დაკვირვებით შეძლებთ, აღმოაჩინოთ თუ ვინ არიან ერთგული წევრები და ვინ დატოვებს თქვენს კლუბს მარტივად. ამ მონაცემების მიხედვით კი იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი ლოიალური მომხმარებლების მსგავსი ახალი მომხმარებლები იპოვოთ.

5. კონტენტ მარკეტინგი ფიტნესისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ფიტნესისთვის კონტენტ მარკეტინგი კარგი პრაქტიკაა, უნდა გახსოვდეთ, რომ ფიტნესთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები საკმაოდ კონკურენტულია.

ადამიანები, რომლებიც საძიებო სისტემაში დაწერენ „როგორ გავაკეთოთ push up“ და თქვენს ვებ-გვერდზე მოხვდებიან, უმეტესი მათგანი არ იქნება ლოკალური მომხმარებელი.

ამიტომ საკვანძო სიტყვები, რომლებიც ადგილდებარეობაზე არიან ორიენტირებულები თქვენთვის დიდ საქმეს გააკეთებენ. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრაზები:

  • საუკეთესო ვარჯიშები [ქალაქის სახელი]
  • საუკეთესო სავარჯიშო დარბაზი [ქალაქის სახელი]
  • საუკეთესო ტრენერები [ქალაქის სახელი]

მარტივად, შექმენით ბლოგი, რომელშიც ისაუბრებთ საუკეთესო ფიტნეს დარბაზზე თქვენი ლოკაციის მითითებით.

შედეგად, თქვენ მიიღებთ ისეთ ვიზიტორებს საიტზე, რომლებიც რელევანტურები არიან თქვენი ადგილმდებარეობისთვის.

თქვენი კონტენტი დამატებით შეგიძლიათ გააზიაროთ სოციალურ მედიაში, ადგილობრივ ფორუმებზე ან გაუგზავნოთ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ ინსპირაცია, რომ დაიწყონ ვარჯიში.

6. ვიდეო კონტენტ მარკეტინგი

ვიდეო კონტენტი პოტენციურ მომხმარებლებს აჩვენებს, თუ როგორია თქვენი სავარჯიშო დარბაზი, რა ვარჯიშებს აკეთებენ ადამიანები და რამდენად კარგ დროს ატარებენ თქვენთან თქვენი კლიენტები.

თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ფეისბუქის ლაივ სტრიმი. ინსტაგრამი ასევე შესანიშნავი არხია ვიდეო კონტენტის საჩვენებლად.

სოციალურ მედიაში შეგიძლიათ ადამიანებთან ინტერაქციაში შეხვიდეთ, გასცეთ მათ კითხვებს პასუხები და ა.შ.

7. პოსტები სოციალურ მედიაში

ფიტნეს ბრენდების 82% ყოველდღიურად აქვეყნებს პოსტებს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე. ეს კი გასაკვირი არც არის. ფიტნეს დარბაზები აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას მას შემდეგ, რაც პლატფორმები პოპულარული გახდა.

სოციალური არხების საშუალებით ბრენდები წარმოაჩენენ მათ დარბაზებს, ჯანსაღი ცხოვრების სტილს, თავიანთ მომხმარებლებს, რომლებიც დარბაზში ვარჯიშობენ და ა.შ.

სოციალური მედია არის ფიტნეს მარკეტინგის სტრატეგიის უდიდესი ნაწილი.

8. რეფერალური პროგრამა

ხშირად პრომოციის ყველაზე კარგი საშუალება თავად მომხმარებლები არიან. თუ თქვენ კარგ სერვისს და ფიტნეს აღჭურვილობას სთავაზობთ ადამიანებს, თქვენ შეგიძლიათ, გაააქტიუროთ რეფერალური პროგრამა და დაამოტივიროთ კმაყოფილი მომხმარებლები, რომ პრომოცია გაუკეთონ თქვენს ფიტნეს კლუბს ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებში.

როდესაც თქვენს წევრს მოჰყავს თქვენთან ახალი კლიენტი, თქვენ შეგიძლიათ დააჯილდოვოთ ორივე, რომ მათ გააგრძელონ თქვენი ბრენდის პრომოცია სხვებთანაც.

რეფერალური პროგრამის შექმნა რამდენიმენაირად შეიძლება:

  • შექმათ ის თქვენი კლუბის მობილურ აპლიკაციაში
  • შექნმათ რეფერალ ბარათები
  • გააგზავნოთ იმეილები
  • შექმნათ პრომო კოდები და ა.შ. 

ყველაზე მნიშნველოვანი ფაქტორი რეფერალური პროგრამის დაწყებისას არის ის, რომ ამის შესახებ თქვენს მომხმარებლებს გააგებინოთ.

თქვენ შეგიძლიათ, დაპოსტოთ ამის შესახებ სოციალურ მედიაში, გააგზავნოთ იმეილები, გააკრათ პოსტერები ფიტნეს დარბაზში და ა.შ.

მეორე მნიშნველოვანი ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ რაც შეიძლება მარტივად შეძლონ რეფერალურ პროგრამაში გაწევრიანება მსურველებმა, სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ ეს პროცესი ონლაინ წარმართოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ თქვენი წევრების დაჯილდოვებასაც მარტივად შეძლებთ.

9. ფიტნეს დარბაზის პრომოცია

“ახალი წელი, ახალი მე”. ეს ალბათ ახალი წლის ყველაზე გავრცელებული ფრაზაა.

ფიტნეს დარბაზები, როგორც წესი, ამას პასუხობენ, როგორც ჯანსაღი ცხოვრების დაწყების შესანიშნავ დროს და სთავაზობენ ფასდაკლებებს გარკვეული დროის განმავლობაში. ფასდაკლების შეთავაზებას ლიმიტირებული დროით დიდი გავლენა აქვს, რადგან ეს ფაქტორი ადამიანებში ამოტივირებს სწრაფად შეძენას. თუ თქვენ შეთავაზებას განუსაზღვრელი დროით გააგრძელებთ, ის თავის ხიბლს დაკარგავს და ადამიანებში ფასდაკლებული ფასი ნორმად იქცევა.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ მიწვდეთ ახალ აუდიტორიას:

  • შექმენით დამატებითი წახალისებები რეფერალებისთვის
  • განახორციელეთ ფასიანი ციფრული მარკეტინგული კამპანიები ფეისბუქსა და Google-ში.
  • გამოიყენეთ პრინტ რეკლამა
  • გამოიყენეთ ბილბორდები

ბოლო ორი მარკეტინგული არხის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი შედეგების გაზომვა რთულია. ამიტომ, დარწმუნდით, რომ თქვენი თანამშრომლები ყოველთვის ეკითხებიან ახალ მომხმარებლებს, საიდან გაიგეს თქვენი ფიტნეს კლუბის შესახებ.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბილბორდები და პრინტ რეკლამები ლოკალურ ბიზნესს ძალიან ეხმარება და გამოარჩევს ფიტნეს კლუბს დანარჩენებისგან. ონლაინ სივრცეში ძალიან ცოტა ადგილია დარჩენილი, რომ თქვენი კლუბი გამორჩეულად წარმოაჩინოთ, ამიტომ დარწმუნდით, რომ ყველა არხს მაქსიმალურად იყენებთ.

10. ეფილიეიტ მარკეტინგი ფიტნეს კლუბებისთვის

ეფილიეიტ მარკეტინგის საშუალებით სხვა ადამიანები პრომოციას უკეთებენ თქვენს კლუბს და თქვენ შესახებ ინფორმაციას აწვდიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენი პოტენციური მომხმარებლები არიან.  

ეს შესანიშნავი მარკეტინგული სტრატეგიაა, რომ ადამიანებმა თქვენ შესახებ მათთვის სამაგალითო, მისაბაძი ადამიანებისგან გაიგონ.

11. გააგზავნეთ ყოველკვირეული ახალი ამბების შეტყობინებები

თქვენ შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ფიტნეს კლუბების ახალი ამბების შეტყობინებები მხოლოდ არსებული მომხმარებლებისთვისაა. ეს ასე არ არის.

რა თქმა უნდა, არსებულ მომხმარებლებს ყველანაირი სიახლის შესახებ უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია, მაგრამ ასევე შეგიძლიათ დაამოტივიროთ პოტენციური მომხმარებლებიც, რომ თქვენს კლუბს შემოუერთდნენ ან დაუბრუნდნენ.  

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მუდმივად წარმოაჩინოთ „კვირის მთავარი წევრი“, რომლის წარმატების ისტორიასაც მოყვებით. ასეთი აღიარებები დაამოტივირებს არსებულ მომხმარებლებს, რომ კიდევ უფრო აქტიური წევრები გახდნენ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს და სხვებსაც სურვილი გაუჩნდებათ რომ ამ „შეჯიბრის“ მონაწილეები გახდნენ.

12. რემარკეტინგი

რემარკეტინგი მუშაობს იმ ადამიანებზე, რომლებიც მაგალითად ესტუმრნენ თქვენს ვებ-გვერდს, მაგრამ არ განახორციელეს შესყიდვა. თქვენ ამ ადამიანებს რემარკეტინგის საშუალებით მუდმივად ახსენებთ თავს, წარმატებული კამპანიის შემთხვევაში ისინი ბრუნდებიან თქვენს ვებ-გვერდზე და ხდებიან თქვენი მომხმარებლები. 

ფიტნეს რემარკეტინგის დროს შედარებით რთულია შესყიდვების დათვლა ონლაინ, რადგან, როგორც წესი, ადამიანები მოდიან თქვენთან ფიზიკურად და ისე ყიდულობენ აბონიმენტს.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გაზომვა შეუძლებელია. რემარკეტინგის შედეგად დაბრუნებული ადამიანების 70% დიდი ალბათობით თქვენი მომხმარებლები გახდებიან.

რემარკეტინგის პლატფორმები შეიძლება იყოს:

  • Facebook
  • Google Display Network
  • Twitter
  • LinkedIn
  • Instagram

იმისთვის რომ რემარკეტინგის კამპანია დაიწყოთ, ჯერ საჭიროა თქვენს ვებ-გვერდზე ვიზიტორები მოიზიდოთ. შემდეგ ნახოთ, თუ რომელ გვერდებს სტუმრობდნენ ისინი და ამის მიხედვით გაიგოთ, რა იყო მათი ვიზიტის მიზანი.

მაგალითად, თქვენ ვებ-გვერდზე ჩასმული გაქვთ ფეისბუქ პიქსელი და ვიზიტორი ათვალიერებს თვენი საიტის კონკრეტულ გვერდს. რემარკეტინგის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, ამ კონკრეტულ გვერდზე შემოსულ ვიზიტორს ფეისბუქზე გამოუჩინოთ მისთვის რელევანტური რეკლამა.  

13. ღონისძიების ჩატარება

თქვენი კლუბი ადამიანებს მიზნების მიღწევაში, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დაცვაში ეხმარება, რატომ არ უნდა აღნიშნოთ ასეთი წარმატებები?!

ჩაატარეთ ღონისძიება თქვენს კლუბში ან სხვა ლოკაციაზე, მოიწვიეთ თქვენი წევრები და დაპატიჟეთ მათი მეგობრები. ეს ძალიან კარგი საშუალებაა ახალი ადამიანების გასაცნობად.

ფიტნეს ღონისძიებებისთვის კარგი იდეებია:

  • კლუბის წევრობის იუბილეები
  • კლუბის მიღწევები - მაგ. 1000 კლუბის წევრი
  • სადღესასწაულო ღონისძიებები
  • თანამშრომლების დაბადების დღეები

და რაც უნდა ხდებოდეს, ჯანმრთელი და ლამაზი სხეული ყოველთვის შეიძლება იყოს აღნიშვნის მიზეზი. ახალი ნაცნობებისა და მეგობრების გაჩენა კი თავისთავად მოხდება.

დააპოზიციონირეთ თქვენი ფიტნეს დარბაზი, როგორც ტრანსფორმაციის, პოზიტიური ცვლილებების ადგილი და თქვენი წევრები თქვენი ყველაზე ძლიერი მარკეტოლოგები გახდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ:

9 რჩევა თუ როგორ უნდა გახადოთ თქვენი კონტენტი უფრო საინტერესო

ინფლუენსერ მარკეტინგის 7 საუკეთესო ხერხი ბრენდის გაძლიერებისთვის

7 ეტაპი 2021 წლის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისთვის