ციფრული მარკეტინგი სტარტაპერებისთვის

მარტი 23, 2021

ციფრული მარკეტინგი სტარტაპერებისთვის

ციფრული მარკეტინგი ყველა ტიპის ბიზნესისთვის არის ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდი ბიუჯეტი გაქვთ.

ციფრული მარკეტინგი ყველა ტიპის ბიზნესისთვის არის ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდი ბიუჯეტი გაქვთ.

შესაძლოა, ბიზნესი სულ რამდენიმე დღეა დააფუძნეთ ან უკვე ფლობთ მცირე ბიზნესს, რომლის განვითარებაც გსურთ, ახლა კი საჭიროა, თქვენი ბიზნესის შესახებ გააგებინოთ რაც შეიძლება მეტ პოტენციურ მომხმარებელს. საბედნიეროდ, ციფრული მარკეტინგი ამისათვის შესანიშნავი საშუალებაა, ვინაიდან ის ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვისაა ხელმისაწვდომი.

თუმცა, ციფრული მარკეტინგი საკმაოდ ფართო ცნებაა და თუ ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამთ, შეიძლება მარტივად დაიკარგოთ და თქვენი ძალისხმევა ფუჭად გაფლანგული აღმოჩნდეს.

მაგრამ, რა თქმა უნდა, შესაძლოა ციფრული მარკეტინგი სწორად გამოიყენოთ, გაზარდოთ თქვენი მომხმარებელთა ბაზა, გადაურჩეთ კონკურენციას, გაიკვალოთ გზა და ჩამოყალიბდეთ, როგორც ძლიერი ბიზნესი.

საუკეთესო შედეგების მისაღებად საჭიროა ციფრული მარკეტინგის საუკეთესო პრაქტიკებიდან და გამოცდილებიდან ისწავლოთ. სტატიის განმავლობაში შევეცდებით სტარტაპ კომპანიებისთვის ციფრული მარკეტინგის შვიდი საუკეთესო პრაქტიკა წარმოგიდგინოთ.

  1. შექმენით მომხმარებლის პერსონა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ მომხმარებლის პერსონის შექმნაა, ამიტომ ვიწყებთ ამ პუნქტით. ციფრულ მარკეტინგს გააჩნია ორი მხარე:

  • თქვენი ბიზნესი
  • თქვენი აუდიტორია

მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ გამოიყენოთ თქვენი მარკეტინგული არხები, რათა თქვენი ბიზნესი სასურველ აუდიტორიას დაუკავშიროთ და უბიძგოთ მათ თქვენთვის სასურველი მოქმედებების განხორციელებისკენ. მაგრამ როგორ დაუკავშრიებთ ბიზნესს ისეთ აუდიტორიას, რომელსაც არ იცნობთ? ეს ერთი შეხედვით შეუძლებლად ჟღერს.

სწორედ ამიტომ გვჭირდება მომხმარებლის პერსონა, რომელიც პირველი საფეხური უნდა იყოს თქვენს ციფრულ მარკეტინგულ სტრატეგიაში. მომხმარებლის პერსონა ფაქტობრივად არის დოკუმენტი, რომელიც თითოეულ დეტალს აერთიანებს თქვენი იდეალური სამიზნე აუდიტორიისთვის. მასში ერთიანდება:

  • სახელი
  • ასაკობრივი ჯგუფი
  • სამსახური
  • შემოსავლები
  • ადგილმდებარეობა
  • პრობლემის გადაჭრის გზა, რომელიც თქვენი ბიზნესისგან სჭირდებათ
  • როგორ იკვლევენ ისინი პროდუქტს ონლაინ სივრცეში
  • რჩეული სოციალური მედია არხი
  • მომხმარებელთა მხარდაჭერის მათთვის სასურველი არხი

როდესაც ამ დეტალებს ფლობთ, შესაძლებლობა გეძლევათ, თქვენი მარკეტინგული არხები სწორად მიმართოთ და სასურველი შედეგებიც მიიღოთ. გარდა ამისა, სტატისტიკები აჩვენებს, რომ მომხმარებლის პერსონას შეუძლია, რომ თქვენი პროდუქტი სამიზნე აუდიტორიისთვის 2-5-ჯერ უფრო ეფექტური გახადოს.

ამიტომ, პროდუქტისა თუ მომსახურების სწორი მარკეტინგის გასატარებლად, საჭიროა ზუსტად იცოდეთ, თუ ვინ არის თქვენი მომხმარებელი.

  1. კონტენტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის

როდესაც მომხმარებელი ისეთ პროდუქტს ან მომსახურებას ეძებს, რომელსაც თქვენ უზრუნველყოფთ და საძიებო შედეგებში მათ თქვენი ბიზნესი ხვდებათ, თავისთავად გაცილებით მარტივად ახერხებთ მეტი მნახველის დაგროვებას და მათ რეალურ მომხმარებლად ქცევასაც.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორც SEO დამწყები?

საძიებო სისტემებში თქვენი ხილვადობის ასამაღლებლად პირველ რიგში საკვანძო სიტყვების (keywords) კვლევაა საჭირო.

კვლევის საშუალებით თქვენ იპოვით ისეთ თემებს, რომლებსაც პოტენციური მომხმარებლები საძიებო სისტემებში ეძებენ ან მასზე საუბრობენ. დასაწყისისთვის, უმჯობესია შედარებით ვრცელი ქივორდების გამოყენება (რამდენიმე სიტყვის შემცველი), ამისათვის არა ერთი პლატფორმა არსებობს, მაგალითად Ubersuggest:

ვრცელ ქივორდებს სამი უპირატესობა გააჩნია:

  • მათი დანიშნულება მკაფიოა
  • მათზე კონკურენცია დაბალია
  • ძიების უფრო ფართო შედეგებს ეხმაურება

Casie Gillete-ს თანახმად, საძიებო კითხვარების 50% შეიცავს ოთხ ან მეტ სიტყვას.

გარდა ამისა, თუ თქვენ ადგლობრივ ბიზნესს ფლობთ, მაშინ აუცილებლად ადგილობრივ საძიებო შედეგებსაც უნდა მოერგოთ. ეს მნიშვნელოვან ადგილობრივ პლატფორმებზე თქვენი საქმიანობის დეტალების ატვირთვასა და მომხმარებლისგან მიმოხილვების შეგროვებასაც მოიცავს.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ - ფასიანი რეკლამირებაა. საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას (SEO) შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს, სანამ შედეგებზე გახვალთ. მასზე მუშაობის პარალელურად, შეგიძლიათ ფასიან რეკლამირებას მიმართოთ შედეგების უფრო სწრაფად მისაღებად. აქ საჭიროა თქვენი ბიზნესისთვის ღირებული და რელევანტური ქივორდები გამოიყენოთ.

  1. მუდმივად განაახლეთ ბლოგი

თქვენს პოტენციურ მომხმარებელს შესაბამისი კონტენტიც სჭირდებათ, რათა ყიდვის პროცესში საკუთარი გზა გაიკვლიონ. DemandGen კვლევის თანახმად, მყიდველთა 47% კონტენტის სამიდან ხუთ მასალას მაინც ეცნობა მანამ, სანამ პროდუქტის შესყიდვის საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქმის გასამარტივებლად შეგიძლიათ, სპეციალური კონტენტ კალენდრები გამოიყენოთ, რომლებიც ავტომატურად გამოაქვეყნებს ახალ მასალას თქვენ მიერ მითითებულ დროს.

რეგულარულად განახლებადი ბლოგი ასევე გეხმარებათ, რეიტინგი უფრო მეტი ქივორდისთვის მოიპოვოთ და გაზარდოთ თქვენი ლიდების ოდენობა. HubSpot-მა დაადგინა, რომ კომპანიები, რომლებიც თვეში სულ მცირე 16 ბლოგ პოსტს აქვეყნებდნენ, 4.5-ჯერ უფრო მეტი ლიდი დააგენერირეს, ვიდრე იმ კომპანიებმა, რომლებიც ოთხ ან ნაკლებ პოსტს აქვეყნებდნენ.

თუმცა, ბლოგ პოსტების შექმნა უბრალოდ სტატიის გამოქვეყნებას არ მოიცავს. საჭიროა ისეთი მასალები შექმნათ, რომელიც მომხმარებელს რაიმე პრობლემის გადაჭრაში ეხმარება ან ამისათვის რელევანტურ ინფორმაციას აწვდის. სასურველია, რომ სხვა კომპანიის ბლოგებზეც დაპოსტოთ, როგორც სტუმარმა - ეს გაცილებით ფართო აუდიტორიაზეც გაგიყვანთ და თქვენი ვებ-გვერდის მნახველების რაოდენობასაც გაზრდის. შედეგად კი თქვენი SEO გაუმჯობესდება.

  1. გამოიყენეთ პერსონალიზებული მეილები

თუ აუდიტორიასთან პერსონალურ დონეზე გსურთ დაკავშირება, მაშინ უმჯობესია, თუ გამოიყენებთ იმეილ მარკეტინგსკვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ელექტრონული ფოსტის კამპანიებს 44 დოლარიანი უკუგება აქვთ, ყოველ დახარჯულ $1 დოლარზე.

მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში იმეილ მარკეტინგიც შეიცვალა და ახლა უკვე მომხმარებლისთვის პერსონალიზებული იმეილების გაგზავნაა საჭირო, რათა წერილების გახსნისა და ბმულზე გადასვლის მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდეს.

პერსონალიზებული იმეილების გახსნის მაჩვენებელი 26%-ით უფრო მაღალია.

ამის აღმოსაფხვრელად მარტივ გზას იმეილ მომსახურებისთვის განკუთვნილი კომპანიის დაქირავება ან სპეციალური პროგრამის შეძენაა, რომელიც ავტომატიზებული იმეილების გაგზავნაში გეხმარებათ. მათი საშუალებით შეძლებთ, მომხმარებელთან ელექტრონული ფოსტები მათი ინტერესების მიხედვით გააგზავნოთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენი წერილები ყოველთვის პერსონალიზებულია.

  1. ჩადეთ ინვესტიცია სოციალურ მედია მარკეტინგში

თქვენი პოტენციური მომხმარებლები ყოველდღიურად ამოწმებენ სოციალურ მედიას და იყენებენ მას მეგობრებთან თუ ბრენდებთან დასაკავშირებლად. როდესაც ვიაზრებთ, რომ პლატფორმას რამდენიმე მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, რომელთა რიცხვი დღითიდღე უფრო იზრდება, მისი იგნორირება უბრალოდ დაუშვებელი და ძალიან დიდი შეცდომის ტოლფასია.

როგორც დამწყები ბიზნესი, პირველ ეტაპზე საჭიროა რამდენიმე სოციალური მედიის არხით დაიწყოთ. სწორედ ისეთი პლატფორმები უნდა შეარჩიოთ, სადაც თქვენი პოტენციური მომხმარებლების უმეტესობა იყრის თავს. რამდენიმე რჩევა, რომელიც შესაძლოა გაითვალისწინოთ:

  • აწარმოეთ კონტენტი რეგულარულად
  • გამოიყენეთ ვიზუალური კონტენტი, როგორიც არის სურათი, ვიდეო, რათა მეტად შეძლოთ მომხმარებლის ჩართულობის ამაღლება.
  • ეკონტაქტეთ აუდიტორიას კომენტარებისა და სხვა სახის გამოხმაურებების საშუალებით.
  • გააზიარეთ ინდუსტრიის რელევანტური კონტენტი თქვენს გამომწერებთან.
  • გამოიყენეთ ფასიანი რეკლამირება უფრო ფართო აუდიტორიასთან დასაკავშირებლად.

ალბათ არც სჭირდება განხილვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური მედიის გამოყენება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მარკეტოლოგების 73% სწორედ სოციალური მედიის ეფექტურობას უსვამს ხაზს.

  1. შექმენით მომხმარებელთა მომსახურების იდეალური პროგრამა

მანამ, სანამ ონლაინ ბიზნესი აქტუალური გახდებოდა, ალბათ არც განიხილავდით მომხმარებელთა მომსახურებას ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილად. თუმცა, ვინაიდან ახლა ციფრულ სამყაროში ვიმყოფებით, უმჯობესია თუ მომხმარებელთა მომსახურებას ისე აღიქვამთ, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას.

ფაქტია, რომ სიახლეები ვრცელდება - და ვრცელდება სწრაფად. თუ კი დაბალ ხარისხიან მომსახურებას გასცემთ დღეს, მის შედეგებს ხვალ აუცილებლად დაინახავთ რომელიმე სოციალურ ქსელში. თუ ზედმეტ ძალისხმევას ჩადებთ მომხმარებელთა დასახმარებლად დღეს, ამის შედეგსაც მყისიერად დაინახავთ უახლოეს პერიოდში.

შეიძლება ვერც მოასწროთ გაანალიზება, ისე ჩამოგიყალიბდეთ შესანიშნავი ან ცუდი რეპუტაცია მომსახურების კუთხით. ცხადია, კარგი რეპუტაცია გაცილებით მეტ მომხმარებელსაც მოიზიდავს, ვინიდან ეს მათ აჩვენებს, რომ თქვენს მომხმარებელზე ზრუნავთ. გარდა ამისა, არა ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები უფრო მეტის გადახდისთვისაც არიან მზად, თუ უკეთეს გამოცდილებას მიიღებენ მომსახურების პროცესში.

თქვენი ბიზნესისთის შეგიძლიათ მომხმარებელთა მომსახურებისთვის რამდენიმე არხი გამოიყენოთ:

  • ლაივ ჩათი
  • ტელეფონი
  • სოციალური მედია
  • ელექტრონული ფოსტა
  • ხშირად დასმული კითხვები - თქვენს ვებ-გვერდზე

 

  1. შეიმუშავეთ სისტემა მონიტორიგნისთვის

ციფრული მარკეტინგში ძალისხმევის ჩადება შესანიშნავია, მაგრამ იმაშიც უნდა დარწმუნდეთ, რომ ამ ძალისხმევას სათანადო შედეგები მოაქვს.

რა თქმა უნდა, ის შედეგები, რომელსაც ელოდებით თქვენს მიზნებსა და ამოცანებზე იქნება დამოკიდებული. კომპანიების უმრავლესობა ციფრულ მარკეტინგში რამდენიმე მიზეზით ერთვება:

  • ბრენდის ცნობადობა
  • პროდუქტის რეკლამირება
  • აუდიტორიის ჩამოყალიბება
  • ლიდების გენერირება
  • მომხმარებელთა მოზიდვა
  • გაყიდვების გაზრდა

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ციფრული მარკეტინგის მიზნები, აუცილებელია ისინი შეფასებისა და მონიტორინგის გზებით გქონდეთ განსაზღვრული. შედეგების გაზომვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამგვარად იგებთ, როგორ დახვეწოთ თქვენი ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, გაიგოთ, რა მუშაობს და რა არა.

დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენი შედეგები სოციალურ მედიაში, ელექტრონულ ფოსტაზე, საძიებო სისტემებში და ვებ-გვერდზე. ნუ დაკარგავთ დროს ისეთ აქტივობებზე, რომლის შედეგების შეფასებაც არ შეგიძლიათ.

შეჯამება

ციფრულ მარკეტინგში წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორი კონკურენციაა სოციალურ მედიასა და კონტენტ მარკეტინგში.

იმისათვის, რომ ციფრულმა მარკეტინგმა თქვენი ბიზნესისთვისაც იმუშავოს, დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, თუ სტარტაპ კომპანიას ფლობთ. თუმცა, თუ სწორი მიმართულებით, სწორი სტრატეგიით დაიწყებთ ამ ყველაფერს და მიყვებით რჩევებსა და რეკომენდაციებს, მაშინ გაცილებით მარტივად შეძლებთ საასურველი შედეგების მიღებას და თქვენი ციფრული პლატფორმების დახვეწას.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა სახის ციფრული კონტენტი უნდა შევქმნათ?

ციფრული მარკეტინგის 16 ინსტრუმენტი, რომელიც უნდა იცოდეთ

როგორ გავარეკლამოთ ახალი ბიზნესი ფულის არ ქონის პირობებში