media-4

რა სიხშირით დავპოსტოთ სოციალურ მედიაში 2023 წელს

  • 22 მაი 2023
  • სტატიები
რა სიხშირით დავპოსტოთ სოციალურ მედიაში 2023 წელს

როგორც იცით, სოციალური მედია პლატფორმები მუდმივად ანახლებენ ალგორითმებს, ამკაცრებენ წესებს და ამატებენ ახალ ფუნქციებს. სწორედ ამიტომ, კითხვა, თუ რა სიხშირით უნდა დავპოსტოთ თითოეულ სოციალურ არხში, მუდმივად  აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ის რაც მუშაობდა გუშინ, შესაძლოა არ გამოგვადგეს დღეს და შესაბამისად ის, რაც მუშაობს დღეს, შესაძლოა სრულიად უსარგებლო გახდეს ხვალ.

სტატიაში იხილავთ 2023 წლისთვის დაპოსტვის ოპტიმალურ სიხშირეებს და დეტალებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ თითოეულ პლატფორმაზე წარმატებისთვის.

 

რამდენჯერ უნდა დავპოსტოთ თითოეულ სოციალურ პლატფორმაზე?

  • Instagram: 3-5 პოსტი კვირაში
  • Instagram Stories: 2-ჯერ დღეში
  • Facebook: 1-2 პოსტი დღეში
  • Linkedin: 1-2 პოსტი დღეში
  • TikTok: 3-5 ვიდეო კვირაში

იმისათვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სოციალურ არხებში ნამდვილი ღირებულება შექმნათ და არ იზრუნოთ მხოლოდ რაოდენობრივ შესრულებაზე, გთავაზობთ რეკომენდაციებს ყოველდღიური საქმიანობისთვის.

 

Instagram

გირჩევთ, რომ კვირის განმავლობაში არანაკლებ 3 პოსტი გამოაქვეყნოთ ინსტაგრამზე. იდეალურ შემთხვევაში, ეცადეთ, რომ პოსტები იყოს მრავალფეროვანი - კარუსელი, რილსები, სტატიკური პოსტები და სხვა. კონტენტის სხვადასხვა ტიპების გამოყენება განსაკუთრებით გამოგადგებათ, თუ კვირის განმავლობაში 3-ზე მეტი პოსტის შექმნას გეგმავთ.

რაც შეეხება ინსტაგრამის სთორებს, მათი დაპოსტვა უფრო ხშირად არის რეკომენდებული. ინსტაგრამის აღმასრულებელი დირექტორის, ადამ მოსერის თქმით, დღეში 2 სთორის გამოქვეყნება კრეატორებს წარმატებაში მეტად დაეხმარება.

ზოგადად ინსტაგრამზე ხშირი აქტივობა თქვენს შანსებს ზრდის, რომ უფრო ხშირად აღმოჩნდეთ Explore გვერდზე, საძიებო შედეგებში ან იმ ჰეშთეგებზე, რომლებსაც იყენებთ ხოლმე. ეს ყველაფერი ასევე გეხმარებათ იმის გაგებაში, თუ როგორ რეაგირებს თქვენი აუდიტორია თქვენს ბრენდზე, ან უფრო კონკრეტულად პროდუქტებსა თუ სერვისებზე.

რაც შეეხება დაპოსტვის დროებს, აუცილებელია, რომ კარგად დააკვირდეთ თქვენი აუდიტორიის აქტიურობის დროებს და შესაბამისად გამოაქვეყნოთ კონტენტი. ალგორითმი ნამდვილად აქცევს ყურადღებას, თუ რამდენად აქტიურ დროს ახერხებთ მომხმარებელთან კომუნიკაციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებობს კონკრეტული დროები, როცა რაიმე უნდა გამოაქვეყნოთ.

აქვე გიზიარებთ რამდენიმე მნიშნელოვან სტატისტიკას, რომელიც გამოგადგებათ კონტენტის შექმნის პროცესში:

  • ინსტაგრამს დღესდღეობით 1.39 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს;
  • წარმატებული ბრენდები აქვეყნებენ თვეში 17 სთორის;
  • ინსტაგრამი არის #1 პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს ბრენდებთან;
  • ინსტაგრამის მომხმარებელი თვის განმავლობაში საშუალოდ 11.7 საათს ატარებს პლატფორმაზე.

 

TikTok

მიუხედავად იმისა, რომ ტიკტოკი გვაძლევს რეკომენდაციას, დღიურად 3-4 ვიდეო გამოვაქვეყნოთ, ეს მონაცემი  ყველასთვის რეალური და ოპტიმალური არ არის. თუ ახლა იწყებთ ტიკტოკზე აქტიურობას, 3-5 ვიდეო კვირაში არის იდეალური სიხშირე.

ყველამ ვიცით, რომ ტიკტოკის ალგორითმის შემთხვევაში, საკმაოდ რთულია პირდაპირი პროგნოზი, რომ კონკრეტული ვიდეო ბევრ ნახვას მოგვიტანს, თუმცა ის ნამდვილად დადასტურებულია, რომ რაც უფრო ხშირად დაპოსტავთ და ტემპს არ შეანელებთ, მით უფრო დიდია შანსი, თქვენი ვიდეოები ფართო აუდიტორიას მიწვდეს. გირჩევთ, რომ ყველა ვიდეოზე დააკვირდეთ ნახვებს, ჩართულობას და დროის მაჩვენებელს, რა პერიოდი დაუთმეს მომხმარებლებმა თქვენი ვიდეოს ყურებას. ეს მონაცემები ბევრად უფრო დაგეხმარებათ სამომავლო წარმატებაში.

ჰეშთეგების გამოყენება ასევე დაგეხმარებათ თქვენი ვიდეოების პოტენციურ აუდიტორიამდე მიტანაში. მთავარია, დარწმუნდეთ, რომ თითოეული ვიდეოს ანალიზს აკეთებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გეგმავთ მომდევნო კონტენტს.

რაც შეეხება დროს, თუ როდის სჯობს დაპოსტოთ ტიკტოკ პლატფორმაზე, ალგორითმი ამასაც დიდ ყურადღებას აქცევს. ზუსტი დრო, თუ როდის უნდა გამოაქვეყნოთ ვიდეო, არც აქ არსებობს, მთავარია ტესტირების და სხვადასხვა დროს გამოქვეყნების შედეგად იპოვოთ ის იდეალური დროები, რომელიც თქვენი ბრენდისთვის ყველაზე კარგად მუშაობს და უდიტორიის მაქსიმალურ ყურადღებას იქცევს.

აქვე გიზიარებთ ტიკტოკის რამდენიმე საინტერესო სტატისტიკას:

  • TikTok იყო ყველაზე ხშირად გადმოწერადი აპლიკაცია 2022 წელს;
  • TikTok-ს ჰყავს 1 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი;
  • TikTok არის უფრო პოპულარული პლატფორმა, ვიდრე Instagram -ი თაობა Z-ისთვის.

 

Facebook

ბოლო პერიოდში ვიცით, რომ ორგანული ნახვები ყველა პლატფორმაზე შემცირდა, თუმცა ფეისბუქი ამ პლატფორმებს შორის პირველ ადგილზეა. დღეისათვის, ფეისბუქ გვერდის პოსტებზე ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი 0.07%-ია, რაც მოსალოდნელია, რომ მომავალში კიდევ უფრო შემცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენს გვერდს 10 000 გამომწერი ჰყავს, თქვენს ნებისმიერ პოსტზე საშუალოდ 7 ადამიანს ექნება ორგანული გამოხმაურება.

თუმცა, ეს დაბალი რიცხვი არ ნიშნავს იმას, რომ გამოსავალი არ არსებობს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ყოველდღიური დაპოსტვა ფეისბუქზე საშუალოდ 4-ჯერ მეტად ზრდის გამომწერების რაოდენობას, ვიდრე კვირაში ერთხელ, ან ორჯერ გამოქვეყნება.

იმისათვის, რომ ეს სიხშირე შეინარჩუნოთ, გირჩევთ, რომ წინასწარ შექმნათ კონტენტ კალენდარი ფეისბუქ პოსტებისთვის და არ დაკარგოთ თანმიმდევრულობა.

აქვე გიზიარებთ Facebook-ის რამდენიმე საინტერესო სტატისტიკას:

  • Facebook არის მსოფლიოში მე-3 ვებ-გვერდი ვიზიტორების რაოდენობით;
  • Facebook-ის მომხმარებლების 67% ყოველდღიურად მოიხმარს პლატფორმას;
  • საშუალოდ ერთი მომხმარებელი დღეში 30.1 წუთს ატარებს Facebook-ზე;
  • საშუალოდ Facebook გვერდები პოსტავენ 1.68-ჯერ დღეში.

 

Linkedin

თავად Linkedin გვაძლევს სტატისტიკას, რომ კომპანიები, რომლებიც ყოველკვირეულად აქვეყნებენ კონტენტს, 2-ჯერ უფრო მეტ შედეგს იღებენ ჩართულობის მაჩვენებლით. ის ასევე გვირჩევს, რომ სულ მცირე ერთხელ მაინც დავპოსტოთ Linkedin-ზე შაბათ-კვირას.

სხვა სოციალური არხებისგან განსხვავებით, ლინკდინზე გამოქვეყნებული კონტენტი მომხმარებლების feed-ზე ბევრად დიდხანს ჩანს, რადგან როცა ვინმე პოსტზე ინტერაქციას გამოხატავს, ის კვლავ აქტუალურად ჩნდება სხვა ადამიანების სიახლეების კედელზე.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ პლატფორმაზე ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა, ამიტომ უნდა ეცადოთ რომ სწორ დროს, ჩართულობის გამომწვევი და საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნოთ.

აქვე გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკას Linkedin-ის შესახებაც:

  • Linkedin-ს ჰყავს 930 მილიონზე მეტი მომხმარებელი;
  • მომხმარებლების 77% არ ცხოვრობს ამერიკაში;
  • კვირის განმავლობაში 52 მილიონი მომხმარებელი იყენებს Linkedin-ს სამსახურის ძიების მიზნით.

 

შეჯამება

არ არსებობს ზუსტი რჩევა და რეკომენდაცია, თუ რომელ პლატფორმაზე და რა სიხშირით უნდა დაპოსტოთ თქვენი ბრენდის კონტენტი. ამის გასაგებად ბევრი ტესტირება და შეცდომების დაშვებაც არის საჭირო. რაც მთავარია, ნუ გამოიყენებთ მაგალითად სხვა კომპანიებს, რადგან ის, რაც მუშაობს სხვისთვის, შესაძლოა სრულიად განსხვავებულად მუშაობდეს თქვენთვის და ამ ინფორმაციის არ ქონის გამო შესაძლოა ბევრი რესურსი, მათ შორის ფულიც დაკარგოთ.

გახსოვდეთ, რომ სანამ რაოდენობრივად მეტი კონტენტის გამოქვეყნებას დაიწყებდეთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ ეს კონტენტი ნამდვილად რაიმე ღირებულებას მისცემს თქვენს აუდიტორიას და მათ სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდის.