ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის 4 ძირითადი კომპონენტი, 2023 წლისთვის

ციფრული მარკეტინგი ყველა ბრენდს ეხმარება სერვისებისა თუ საქმიანობის პოპულარიზაციაში. მართალია, ბევრი რამ თქვენს კრეატიულ აზროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ აუცილებელია იმ კომპონენტების ცოდნაც, რომლებიც კრეატიულ აზროვნებამდე უფრო მარტივად მიგიყვანთ.
ეს კომპონენტებია:
- საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, იგივე SEO
- სოციალური მედია მარკეტინგი
- მობაილ მარკეტინგი
- იმეილ მარკეტინგი
1. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია - SEO
მომხმარებლების 75% ძიების რეზულტატების ჩამონათვალიდან მხოლოდ პირველ რეზულტატს აქცევს ყურადღებას, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის ვებ-გვერდი ჩამონათვალის სიაში პირველ ადგილას მოხვდეს. ეს პროცესი არის საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, იგივე SEO.
თუ თქვენი გვერდი სიის პირველ ადგილას მოხვდება, მომხმარებლების დიდი ნაწილი სწორედ თქვენს ბმულს მიყვება, რითაც გაზრდით ტრაფიკს და საბოლოოდ ლიდების გენერირებასა და გაყიდვების ზრდასაც შეძლებთ.
გიზიარებთ SEO-ს წარმოების ტექნიკებს:
- შექმენით მაღალი ხარისხის კონტენტი, რომელიც თქვენი აუდიტორიისთვის საინტერესოა
- ფოკუსირდით თქვენი ვებ-გვერდის სისწრაფეზე
- იმისათვის, რომ მომხმარებლებს თქვენთან ურთიერთობის დადებითი გამოცდილება შეუქმნათ, გააუმჯობესეთ თქვენი ვებ-გვერდის ნავიგაცია
- აუცილებლად იმუშავეთ Backlink-ებზე.
2. სოციალური მედია მარკეტინგი
მსოფლიოში დაახლოებით 2.5 მილიარდი ადამიანი იყენებს სოციალურ მედიას ყოველდღიურად. მიუხედავად ამისა, არ იფიქროთ, რომ თქვენი ბიზნესი სოციალური მედიის ყველა არხში დაარეგისტრიროთ. პირიქით, გამოყავით რამდენიმე ძირითადი არხი, რომლითაც თქვენს მომხმარებლებს დაუკავშირდებით და შემდეგ შექმენით ბიზნეს ანგარიშები.
ჩართულობის მისაღებად, სოციალური მედია პლატფორმა გაძლევთ როგორც ორგანულ, ასევე ფასიან ტექნიკებს, რომლითაც მომხმარებლებს მოიზიდავთ. სოციალურ მედიაში მომხმარებელთა მოზიდვის სხვადასხვა საშუალება არსებობს, ამიტომ ჩვენ გირჩევთ, აითვისოთ მისი ყველა შესაძლებლობა და გამოიყენოთ ისინი თქვენი მიზნებისთვის.
გიზიარებთ სოცაილური მედია მარკეტინგის წარმოების ტექნიკებს:
- გამოიყენეთ სხვადასხვა სტრატეგიები ორგანული და ფასიანი Reach-ის მისაღებად;
- თვალი ადევნეთ სოციალური მედიის ცვლილებებს და იყავით ტრენდული;
- აირჩიეთ პლატფორმები, რომლებსაც თქვენი აუდიტორიის ყველაზე დიდი ნაწილი მოიხმარს.
3. მობაილ მარკეტინგი
ჩვენ ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ და მობილურებში გვაქვს სივრცე, რომელსაც კომფორტის ზონა ჰქვია. მნიშვნელოვანია, ბიზნესებმა მობილურ მოწყობილობებზე ააგონ კომუნიკაცია და ესაუბრონ მომხმარებლებს ინდივიდუალურად. ეს ტექნიკა მათ უქმნის განცდას, რომ ბრენდს ისინი აღელვებს და შესაბამისად კეთილგანწყობაც უყალიბდებათ.
არსებობს საინტერესო სტატისტიკა, რომ ბრენდისგან გაგზავნილი SMS-ების წაკითხვის მაჩვენებელი 98%-ია. ამიტომ, მიანიჭეთ ღირებულება თქვენს ტექსტს და შექმენით აუდიტორიისთვის საინტერესო შეთავაზება.
სტატისტიკურად იმეილ მარკეტინგი ყოველ გახარჯულ 1$-ზე უკუგების სახით 42%-ს გამოიმუშავებს.
იმეილ მარკეტინგს 4 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. ყოველი 5 მარკეტოლოგიდან 4 ამბობს, რომ ისინი იმეილ მარკეტინგს უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე სოციალურ მედიას.
გიზიარებთ რამდენიმე ძირითად ტექნიკას იმეილ მარკეტინგისთვის:
- მეილების კონტენტი შესაძლოა, სხვა არხებისთვისაც გამოიყენოთ - მაგალითად, დაიტანოთ ისინი თქვენი პოსტების copy-ში და გამოაქვეყნოთ სოციალური მედიის სხვადასხვა არხებზე.
- ჩართულობის მისაღებად, თქვენი მეილის ტექსტი უნდა იყოს პერსონალიზებული და ამავდროულად ფართო აუდიტორიაზე მორგებული.
- შეტყობინებების გაგზავნა შეგიძლიათ რეგულარულად, თუმცა არა გადაჭარბებული სიხშირით.
კარგია, როდესაც მომხმარებლებს თქვენს თავს ახსენებთ და აგრძნობინებთ, რომ მათზე ზრუნავთ. თუმცა თქვენს მეილებში ისინი ღირებულ შეთავაზებასაც უნდა კითხულობდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენმა ბრენდმა შესაძლოა "unimportant" სტატუსი მიიღოს აუდიტორიისგან.
ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების კომბინაციით გაქვთ შესაძლებლობა, შექმნათ ეფექტური სტრატეგია, რომელიც თქვენთვის სასურველ შედეგს მოგიტანთ.
ასევე დაგაინტერესებთ: