media-4

ზაკერბერგის ინიციატივა Meta - ს პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე

  • 01 მარ 2023
  • სოციალური მედია
ზაკერბერგის ინიციატივა Meta - ს პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე

ზაკერბერგი ფიქრობს, რომ თუ მეტა ვერ აითვისებს ყველა მიმდინარე სიახლეს, ის აუდიტორიის კეთილგანწყობას დაკარგავს. მისი აზრით, სოციალური მედიის სხვადასხვა არხების წარმატებასთან ერთად, იზრდება კომპანიებს შორის კონკურენციაც.

მეტა ფიქრობს, რომ ახლა კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ელემენტების ინტეგრირება მის ყველა პლატფორმასთან. 

 

როგორც მეტას შემქმნელებისგან ვიგებთ, ისინი ქმნიან მაღალი ხარისხის პროდუქტებს, რომლებიც მეტავერსში ერთიანდება და ორიენტირებულია, მიაწოდოს მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ინფორმაცია. მათი სიახლის მიზანი, როგორც თავად ამბობენ, სასიამოვნო გამოცდილების შექმნაა, რომელიც კომპანიის პროდუქტებს კიდევ უფრო ღირებულს გახდის საზოგადოებისთვის. 

 

პირველ რიგში, კომპანიის ინტერესის საგანი შემოქმედებითი ინსტრუმენტების შექმნაა. გრძელვადიან პერსპექტივად კი ხელოვნური ინტელექტის კომპონენტების განვითარებისთვის მუშაობა ესახებათ, რომლებიც სხვა ადამიანებს გაუწევენ დახმარებას. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ცალკე სტრატეგიად არის გამოყოფილი და მასზე დიდი რესურსი იხარჯება.  

მეტა იკვლევს ხელოვნური ინტელექტისა და სხვა პლატფორმების ინტეგრაციას, მაგალითად როგორცაა Snapchat - ის “My AI”. ამის შემდეგ, მეტა იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის ელემენტების, როგორცაა ChatGPT - ის და DALL-E - ის ინტეგრაციაზე Facebook - ის და Instagram - ისთვის. ასევე აცხადებენ, რომ მეტას და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციით, შემოგვთავაზებენ არაერთ საინტერესო და კრეატიულ გზას კომუნიკაციისთვის. 

 



იხილეთ მეტავერსის უახლესი პრომო, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით კომპანიის მიმდინარე ცვლილებების შესახებ 

 

ზაკერგერგი აცხადებს, რომ ყველა მისი ცვლილება ემსახურება კომპანიის განსხვავებული ხედვის ჩამოყალიბებას, რომელიც მომხმარებლებისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია. თუმცა სამართლიანები რომ ვიყოთ, მეტა შექმნის დღიდანვე ლიდერი იყო იმ ინდუსტრიაში, რომელშიც დღესაც მოღვაწეობს. ამიტომ გამართლებულია, მათ ცვლილებებზე სწორი მოლოდინები შევიქმნათ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის FACEBOOK PIXEL და როგორ ჩავაშენოთ ის ჩვენს ვებ-გვერდზე

მეტამ ფეისბუქ და ინსტაგრამ პლატფორმებისთვის ლურჯი აღნიშვნის, ვერიფიკაციის სერვისი დაამატა.