media-4

კანადა არის პირველი ქვეყანა, რომელიც აკრძალავს TikTok-ის პლატფორმას მთავრობის წევრებისთვის

  • 28 თებ 2023
  • სოციალური მედია
კანადა არის პირველი ქვეყანა, რომელიც აკრძალავს TikTok-ის პლატფორმას მთავრობის წევრებისთვის

TikTok - ის სკანდალი გრძელდება და ახლა კანადა მთავრობის წევრებს მოუწოდებს, 1 მარტამდე ამოიღონ პლატფორმა მათი ყველა მოწყობილობიდან. მიზეზად კვლავ მონაცემთა შეგროვება და ბოროტად გამოყენების პოტენციური საფრთხე სახელდება. 

კანადის გადაწყვეტილება მოყვა წინა კვირას გავრცელებულ, ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალური პირებისგან გაჟღერებულ, უსაფრთხოებისთვის მიღებულ ზომებს. კანადის გადაწყვეტილება ევროპისა და აშშ-ის წევრების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომების შემოღების გაგრძელებაა. 

TikTok აცხადებს, რომ კანადის მოსახლეობის მონაცემები ინახება სინგაპურსა და აშშ-ში, თუმცა უკვე ვნახეთ ByteDance-ის თანამშრომლების მიერ TikTok - ის მომხმარებლების მონაცემების გამოყენების მაგალითები. ეს ფაქტი ჩინეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის განვითარების შემდეგ მოხდა. 

მანამ, სანამ აკრძალვები მხოლოდ მთავრობის წევრებზე ვრცელდება და არა მრავალრიცხოვან მომხმარებლებზე, TikTok არის ნეიტრალური. თუმცა, როგორც ჩანს, პლატფორმა თავად გამოიწვევს აკრძალვების შემოღებას ყველა მომხმარებლისთვის, რადგან ის საფრთხედ აღიქმება. 

აშშ აკრძალვებს განიხილავს არა მხოლოდ მთავრობის პირებისთვის, არამედ ყველა მათი მოქალაქისთვის, რომელიც პლატფორმის მომხმარებელია. სავარაუდოა, რომ თუ ერთი ქვეყანა მაინც დააწესებს აკრძალვებს, მაშინ მათ რიცხვში ყველა ის ქვეყანა გადაინაცვლებს, რომლებიც ახლა შეზღუდვების შემოღებას განიხილავენ. 

ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა გამოსავალი შესაძლოა, TikTok-ის გადაცემა იყოს ამერიკული კომპანიისთვის, რომ მათი მომხმარებლების მონაცემები მათივე ხელში დარჩეს. ამ მომენტისთვის, ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია ისაა, რომ არსებული კონფლიქტი უარყოფითად მოქმედებს პლატფორმის იმიჯზე.